ოკუპანტი რუსები არარსებული ე. წ. მეგრული
სეპარატიზმით თამაშს ადრეც ცდილობდნენ, რომელიც თავად მეგრელებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მუდამ. ეს უპერსპექტივო თემა აფხაზეთის ოკუპაციამ მტრისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ისიც ცნობილია, რომ საკუთარ სიმცირეზე მომტირალი აფსუები დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას ყველას და მათ შორის, მეგრელების გააფსუებით ცდილობდნენ. ამისთვის მათი ქართული იდენტობის მოშლა მიიჩნეოდა ერთ-ერთ საშუალებად. ამიტომ ენთუზიაზმით შეუერთდნენ რუსულ ძველ გეგმას - მეგრელი არაა ქართველი (ანალოგი - აჭარელი არაა ქართველი).
აღნიშნულის ხელშესაწყობად გალიში 1995 წ. 4 ივნისს გამოვიდა სამენოვანი
(რუსულ-აფსუურ-მეგრული) გაზეთი „Гал“. პირველი ნომერი
ორგვერდიანი იყო და ტირაჟმა 500 ეგზემპლარი შეადგინა. იქიდან მოყოლებული, გაზეთის
უცვლელი რედაქტორია ვინმე ნუგზარ სალაკაია. რედაქტორი ტყვარჩელიდანაა და რუსეთ-საქართველოს 1992-93 წწ. ომამდე მუშაობდა აგიტატორ-მდივნად გაზეთში «Абжуйцы» („აბჟუელები“). მისი სიტყვებით, გალში იდეოლოგიური სამუშაოს შესასრულებლად თავად სეპარატისტთა ლიდერმა ვ. არძინბამ გაგზავნა. ერთ-ერთ პირველი, ვინც დაეხმარა სალაყაიას ამ პროექტში, საბჭოთა პერიოდში გალშის რაიონულ გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ივანეს
ძე ბერია იყო.
მოგეხსენებათ, 1994 წ. 14 მაისის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შეთანხმების შესაბამისად, ენგურთან შეიქმნა
უსაფრთხოების
ზონა.
ე.
წ. საზღვარსა და აფხაზეთის პერიმეტრს, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით,
სამშვიდობო ძალების სტატუსით ოკუპანტი აკონტროლებდ. მაგრამ ომის ცხელი ფაზის
შემდეგ გალის რ-ში სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებდნენ, რაც ომწაგებული
მეომრების ბუნებრივი რეაქცია იყო, ვიდრე დაგეგმილი, შესაბამის ჩარჩოებში მოქცეული ან
სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ოპერაციები. ეს საკითხი ცალკე კვლევის
საგანია, მაგრამ, ცხადია, რომ „პარტიზანულ მოძრაობას“ ძირითადად პატრიოტიზმი
კვებავდა, რომელსაც არაერთი ქართველი ვაჟკაცი შეეწირა. ცნობილია აგრეთვე, რომ 1993 წ. გალის რ-ში 3 ათასამდე ადგილობრივია მოკლული და გარკვეულწილად
ეს შეიარაღებული ჯგუფები ადგილობრივი ქართველების ფიზიკურ დაცვასაც ცდილობდნენ. ომისშემდგომი საქართველოში ხელისუფლება ძალიან
სუსტი იყო და თბილისში აფხაზეთისთვის, ფაქტიურად, არ ეცალათ.
სავარაუდოდ, ამ შეიარაღებულმა ფორმირებებმა 1995-1998 წლებში გაზეთ «Гал»-ის რედაქციის შენობა ექვსჯერ ააფეთქეს. არავინ დაღუპულა, რადგან ეს, როგორც წესი, ღამით ხდებოდა. ქართველ
პატრიოტებს კარგად ესმოდათ, რა და ვინ იდგა გაზეთ „Гал“-ის გამოცემის უკან.
მეგრული ენის დაცვისა და გადარჩენის ლოზუნგით რუსული სპეცსამსახურები ცდილობდნენ
„ძველი სიმღერის“ ახალი ვერსიის განვითარებას.
1995 წ. გაზეთის რედაქციაში 3 კაცი მუშაობდა და პირველი ორი წელი ხელფასს,
როგორც სალაკაია ამბობს, საკვები პროდუქტების სახით ღებულობდნენ, რომელიც „წითელ
ჯვარს“ შეჰქონდა აფხაზეთში. დღეს რედაქციაში 8 თანამშრომელია. საინტერესოა, რომ
თავად წარმოშობით მეგრელმა რედაქტორმა, მეგრული არ იცის.
გაზეთის გამოსვლის შემდეგ, რუსებმა ნ. სალაკაია მოსკოვში მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მიიწვიეს, რათა „მეტი გაეგოთ
მეგრულ ენაზე“, - სინამდვილეში, სათანადო ინსტრუქციებისათვის.
სამენოვანი გაზეთი 1999-2004 წწ. არ გამოდიოდა,
მაგრამ შემდგომ განახლდა და დღეს ის სოხუმის ტიპოგრაფიაში იბეჭდება ოთხგვერდიან ნომრებად, ხოლო დამატებებით 6 ან 8 გვერდიანიცაა. 2007 წლიდან გაზეთს „სახელმწიფო ბიუჯეტი“
აფინანსებს და თვეში ორჯერ გამოდის (ტირაჟი - 1000).
მეგრულ ენასა და გაზეთ "გალს" რუსებმა კვლავ 2019 წ. მიაქციეს ყურადღება, სადაც მოსკოვში ენათა ფესტივალზე ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით ლექვია თემაზე "Мегрельский язык — путь диалога и мира в Республике Абхазия" წაიკითხა ისტორიკოს-ფილოლოგ დ. მარკოვსკიმ.
ამ ფესტივალში მონაწილეობდა ნ. სალაკაიაც, მაგრამ მას სიტყვა არ მისცეს.
გაზეთის მესვეურები მხოლოდ პერიოდული გამოცემით არ შემოიფარგლებიან. ორგანოს თანამშრომლებმა გამოსცეს რუსულ-მეგრული სასაუბრო და 2016 წ. მეგრული დედაენა, რომლის რედაქტორი იყო ლენინგრადში განსწავლული ინჟინერი და თბილისში ფილოლოგიას დაუფლებული ინგლისურის სპეციალისტი ნარგიზ ბასარია. გეგმაში აქვთ საიტის შექმნა და გაზეთის ელექტრონული ვერსიის გამოშვებაც.
ესმოდათ რა რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის
არსი, კონფლიქტის ზონაში წარმოდგენილი საერთაშორისო მისიები ცდილობდნენ გარკვეული
ზომების გატარებას. რედაქტორი ნ. სალაკაიას თქმით, მათ არა ერთხელ განუცხადებიათ "პრეზიდენტ" ვ. არძინბასთვის
საყვედური „არ არსებულ ენაზე“ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გაზეთის გამოცემის
გამო. სალაკაია იხსენებს გაეროს წარმომადგენელთან მის შეხვედრასაც: „1996 წ. მე
მომიწვიეს სოხუმში, ე. წ. სტალინის აგარაკზე მდებარე გაეროს ოფისში და
შემომთავაზეს სამენოვან გაზეთში მეგრულის ქათულით შეცვლა. თანხმობის შემთხვევაში,
დამპირდნენ ახალ ოფისს და მაღალ ხელფასებს (რედაქტორს - 850 აშშ-ს დოლარი,
თანამშრომლებს - 500-500 $ თვეში). მე გამეცინა და უარი ვთქვი. მესმოდა, რომ ეს
იყო აფხაზეთში ქართული ენის ლეგალიზაციის მცდელობა“.
რუსებსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს ისე აწუხებთგალელ მეგრელთა ბედი, რომ ტელევიზიაც კი გაუხსნა: «Абхазский народ
выстрадал, отвоевал право говорить на родном языке, и мы прекрасно понимаем,
какое значение имеет для жителей Гала, для тех, кто считает мегрельский своим
родным языком, возможность на нем читать», – сказал глава администрации
Гальского района Т. Надарая. И добавил, что решением президента РА Рауля Хаджимба созданн
Гальскоге телевидения, которое вещает на
весь район на трех языках: абхазском, русском и мегрельском. Это будет хорошее
продолжение того, что делает газета «Гал». Советник президента по культуре,
науке и образованию Владимир Зантариа зачитал текст поздравления редакции
газеты «Гал» от Рауля Хаджимба, который отметил заслуги редакции и пожелал
коллективу издания дальнейшей успешной работы и благополучия.
პირველი სატესტო ეთერი გალის ტელევიზიას 2017 წ. 15 მაისს
ჰქონდა. „Гал-ТВ“-ს მთავარი რედაქტორია გალის მკვიდრი ანჟელა უბილავა, ხოლო სტუდიის დირექტორი - რუსეთის მოქალაქე,
ეროვნებით დაღესტნელი ისტორიის მასწავლებელი თემირ
კურბანოვი, რომელიც ტყვარჩელში ცხოვრობს.
რუს-აფსუათა „მეგრული ენის
აღორძინების“ პროექტში ერთი პერიოდი ირიბად თუ პირდაპირ ქართველთა გარკვეული ჯგუფიც იყო ჩართული,
მაგალითად, მეგრული ენის დღის ყოველწლიური ორგანიზატორები დასავლეთ
საქართველოდან, რომლის ხელმძღვანელები, გაზეთ „გალ“-ის რედაქტორის თქმით, ამარაგებდნენ ისტორიული და
სხვა მასალებით.
მიუხედავად ამ და სხვა ძირგამომთხრელი
მცდელობისა, მეგრული სეპარატიზმის პროექტი კრემლს ჩაუვარდა, რაც მოსალოდნელიც იყო. მაგრამ
ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ დაუძინებელმა მტერმა თავის განზრახვაზე ხელი აიღო.
დღეს მოსკოვ-ყარაყორუმში რთული პროცესებია და სხვისი დაშლისა და გათითოკაცების მოსურნეს თავადაც
უჭირს, ამიტომ ძირითადი ანტიქართული დარტყმები სხვა მიმართულებითაა გაძლიერებული.
აქვე ვიტყვით, რომ მეგრული
ენის, როგორც "ქართული ენის ყულაბის", ქართველურ ენათა ერთ-ერთი ბურჯის დაცვის საკითხი ამ გაგლობალიზებულ
სამყაროში აქტუალური და უფრო ობიექტური პრობლემაა, მაგრამ ის სრულებით არ ეხება ჩვენს მიერ ზემოთ მოთხრობილ და მოსკოვის მიერ ორგანიზებულ ამბებს და ცალკე თემაა.


