Показаны сообщения с ярлыком Абхазская война. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком Абхазская война. Показать все сообщения

05 января 2026

1993 წ. 5 იანვარს აფსუებმა სოხუმის შტურმი სცადეს.

1993 წლის 5 იანვარს აფსუებმა სოხუმს შემოუტიეს. ჯერ რამდენიმე დღე ქალაქის საცხოვრებელ კვარტლებს უშენდნენ ჭურვებსა და გრადის ზალპური რაკეტები, მაგრამ მდ. გუმისთის ფორსირება და სოხუმის შტურმის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 

შეტევაში მტრის მონაცემებით 37 აფსუა დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა. თუმცა, როცა ტყვეთა და გვამების გაცვლა განხორციელდა, მათგან 90-მდე დაღუპული დაითვალეს ჩვენებმა. 

ჩვენი ბატალიონი N55090 ოჩამჩირის რ-დან (ს. კინდღი) ახალი დაბრუნებული იყო, სადაც 30 დეკემბერს გადაგვისროლეს 80-მდე მებრძოლი. პირადად გენერალმა გენო ადამიამ გაგვაცილა და 23-ე ბრიგადიდან მსუბუქი იარაღი და ტყვია-წამალი (АГС, РПГ, ПК და ა. შ.), ცხადია, შესაბამისი ტრანსპორტიც გამოგვიყვეს. მიზეზი ის იყო, რომ ღამით, იმ დიდთოვლობაში 10-მდე ჩვენიანი აფსუათა დივერსიულ რაზმს, ეტყობა, მიპარვით დაუხოცია. რატომ მოხდა ეს, დღემდე გაურკვეველია. მტერს ვერ მივუსწარით, გაქცეულები იყვნენ, თუმცა, იანვრის დასაწყისში მათ თავისი მიიღეს! 


1993 წ. იანვრის მტევაზე მათი ისტორიკოსი ვალიკო ფაჩულია წიგნში „ქართულ-აფხაზური ომი 1992-93“ წერს, რომ ქართული ჯარების სოხუმის დაჯგუფების წინააღმდეგ შეტევის ჩატარების გადაწყვეტილება აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ მიიღო „აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული მძიმე ვითარების გამო, სადაც მტერი სისტემატურად ახორციელებდა შეტევებს მთელი თავდაცვითი ხაზის გასწვრივ“. 

თუმცა, არახელსაყრელი ამინდის პირობებისა და სხვა სერიოზული ფაქტორების გამო, ეს ოპერაცია ჩაუფლავდათ. ამასთან, ეს "მეცნიერი" მიუთითებს, რომ, თურმე, ქართველებმა 150 კაცი დაკარგეს დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, აგრეთვე 2 ტანკი და БМ-21 "გრადი", რაც მტკნარი სიცრუეა. ქსელში თავად აფსუების მიერაა გავრცელებული ვიდეო კადრები, სადაც ვ. არძინბამ როგორ "გადაუარა" ამ ოპერაციის მონაწილე მეთაურებს.

აფსუათა მაშინდელმა ე. წ. თავდაცვის მინისტრმა, "გენერალ-ლეიტენანტმა" სულთან სოსნალიევმა განაცხადა: „ბევრი სოხუმზე იანვრისა და მარტის შეტევას წარუმატებლად მიიჩნევს, თუმცა, ეს არაა სრული სიმართლე. იმ პირობებში მთავარი მიზანი იყო ფართომასშტაბიან ოპერაციებში ჯარების მართვის პრაქტიკა, მტრის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, რომელიც ოთხჯერ აღემატებოდა ჩვენს რაოდენობას და 15-20-ჯერ მეტი არტილერია ჰქონდა. სწორედ მაშინ მიღებული საბრძოლო გამოცდილების წყალობით განხორციელდა სექტემბრის ოპერაცია წარმატებით"... 

რომ არა მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლებისა და, ხშირ შემთხვევაში, ჯარის მეთაურთა არაკომპეტენტურობისა და/ან პირდაპირი ღალატისა, ჩვენ აფხაზეთს შევინარჩუნებდით.

04 марта 2021

რუსეთ-საქრთველოს ომი. 1993 მარტი. ქრონიკა.

 

4 მარტი

- სოხუმში ჩამოდის სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ქალაქის დაცვას.

- საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „გალისა და გულრიფშის რაიონების ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“.

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“.

10 მარტი

- ოჩამჩირის ს. ლაბრასთან შეტაკებისას დაიღუპა დაახლოებით 20 აფხაზი და 9 ქართველი.

11 მარტი

- საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „თანამედროვე ეტაპზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხების შესახებ“, რომელშიც განისაზღვრა რუსეთის ჯარების გაყვანის გრაფიკი (არა უგვიანეს 1995 წლისა).

12 მარტი

- ოჩამჩირის რ-ნ ს. ცაგერას მშვიდობიანი მოსახლეობა „ნურსის" ტიპის რაკეტებით დაბომბა რუსეთის სუ-25 ტიპის თვითმფრინავმა. დაიღუპა 2, დაიჭრა 9  ქართველი (მ.შ. 5 ბავშვი).

13 მარტი

- 19 საათზე და 23 საათზე ქ. სოხუმი და ქართული ჯარის პოზიციები გუმისთაზე დაბომბეს სუ-25 ტიპის თვითმფრინავებმა. ამასთან ისინი აწარმოებდნენ სადაზვერვო გადაფრენებს ქალაქისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. დაინგრა სახლები. მსხვერპლი არ ყოფილა.

14 მარტი

- დილით გუმისთის ქართულ პოზიციებს მასიური ცეცხლი გაუხსნა მტერმა. დღის მეორე ნახევარში ს. შრომას რამდენჯერმე შემოუფრინა სუ-25 ტიპის თვითმფრინავმა და გუდაუთის მიმართულებით გაფრინდა.

- 21 საათზე აფხაზურმა მხარემ მის ხელთ არსებული ყველა სახის იარაღით დაიწყო სოხუმის დაბომბვა. დაინგრა 20-მდე საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 2 მოქალაქე, მძიმედ დაიჭრა 12, მ.შ. 2 ბავშვი.

16 მარტი

- ღამის 2 საათზე მტერმა დაიწყო გუმისთაზე ქართველთა პოზიციებისა და სოხუმის მასირებული საარტილერიო დაბომბვა. მოგვიანებით ჰაერში გამოჩნდა სუ-25 ტიპის რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთაც გადმოყარეს მანათობელი რაკეტები და დაბომბეს ქალაქი, საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გამთენიისას მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადმოვიდა. რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთებს ევალებოდათ გზის „გაწმენდა" და მეორე ეშელონად აფხაზთა და დაქირავებულთა შემოყვანა სოხუმში. მდ. გუმისთა რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა გადმოლახეს და ხელში ჩაიგდეს პლაცდარმი ე.წ. „უჩხოზთან" და აჩადარის ხაზის ზოგიერთი მონაკვეთი. დაიკავეს რამდენიმე ნაგებობა. მაგარამ მცირერიცხვოვან ქართველთაგან, რომლებიც პოზიციებზე მორიგეობდნენ, მედგარ წინააღმდეგობას შეხვდნენ. გამოცხადდა განგაში და დილის 5-6 საათისთვის ფრონტი გამაგრდა. განხორციელდა კონტრშეტევა და ფრონტის ხაზი აღსდგა. 16 საათისთვის დაიწყო გაწმენდითი ოპერაციები. დაბნელების შემდეგ ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა. ღამის განმავლობაში რესეთის სამხედრო თვითმფრინავებმა კვლავ რამდენჯერმე დაბომბეს ქალაქი, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ღამის 3 საათზე მოწინააღმდეგემ განახორციელა მეორე შეტევა, მაგრამ ვერ გადმოლახა მდინარე და უკან დაიხია.

- სოხუმის თამარ მეფის, კუხალეიშვილის, მარუხის  ქუჩები, თბილისის გზატკეცილი, შუქურას რაიონი - აი, არასრული სია მისამართებისა, სადაც დიდი სიმძლავრის (300-500 კგ) საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს და მრავალი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები.

- ეს იყო ყველაზე მასშტაბური შემოტევა გუმისთაზე, რომელსაც 500-მდე დაქირავებული ოკუპანტი და აფხაზი სეპარატისტი შეეწირა. ქართული მხრიდან დაიღუპა ასზე მეტი მეომარი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.

17 მარტი

- საქართველოს პარლამენტმა მიმართვა გაუგზავნა გაეროს, ევროპარლამენტს, მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს, სადაც აღნიშნა, რომ აფხაზ სეპარატისტებს ამოფარებული რუსეთის შეიარაღებული ძალები 16 მარტის შეტევაში ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. აგრესორების მიზანია საქართველოსაგან აფხაზეთის მოწყვეტა. პარლამენტმა რუსეთისაგან მოითხოვა ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან.

- მოსკოვის დეპუტატთა საბჭო ღებულობს მიმართვას რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოსადმი საქართველოს მიმართ სანქციების შემოღების მოთხოვნით.

- 13 საათისთვის სოხუმის შუქურას რაიონში გამოჩნდა მოწინააღმდეგის გემი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ჩაძირეს.

- ღამის 3 საათზე კვლავ იყო გუმისთის გადმოლახვის მცდელობა, მაგრამ საარტილერიო ცეცხლმა ამის საშუალება არ მისცა მოწინააღმდეგეს.

18 მარტი

-17 საათისთვის შემჩნეულ იქნა ახალი ათონის მხრიდან მომავალი აფხაზური მხარის მძიმე სატვირთო ავტომანქანების კოლონა, რომელიც ეშერის მიმართულებით მიემართებოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლით ექვსიდან ოთხი მანქანა განადგურდა.

18-31 მარტი

- ქართული მხარის კეთილი ნებით მოწინააღმდეგეს მიეცა საშუალება, ბრძოლის ველიდან გადაესვენებინა გუმისთის ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცები. მაგრამ აღნიშნული სამშვიდობო პაუზა აფხაზურმა მხარემ გამოიყენა პოზიციების გასამაგრებლად (ააგეს ძოტები და ა.შ.), რასაც არ მოჰყვა ქართული მხარის შესაბამისი რეაქცია.

19 მარტი

- დილის 5 საათისთვის სოხუმის რ-ნ სოფ. ოდიშთან ჩამოგდებულ იქნა სუ-27 ტიპის რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. პილოტი, მაიორი ვ. შიპკო დაიღუპა.

- აფხაზეთის სამხედრო კომისრის ვ. ვეკუას ბრძანების თანახმად გამოცხადდა რეზერვისტთა მობილიზაცია „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონის შესაბამისად.

22 მარტი

- საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დამტკიცდა აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმი (თ. ნადარეიშვილი - თავმჯდომარე, ლ. მარშანია, რ. სიჭინავა, ვ. ბერულავა, ა. გასვიანი, გ. ადამია, გ. გაბისკირია, ჯ. ბეთაშვილი, დ. გულუა, პ. დათუაშვილი, ი. კეშელავა).

25 მარტი

- ოჩამჩირის რაიონ სოფ. ბესლახუბასთან მტრის დივერსიული ჯგუფი ცდილობდა გაერღვია ქართველთა პოზიციები. შეტევა მოიგერიებულ იქნა. შეტაკებისას დაიღუპა 6 ქართველი მეომარი: დ. შარანგია, ი. ქანთარია, ზ. ლაცუზბაია, გ. თითბერიძე, რ. ზარია, კ. ცატავა.

 

 

05 февраля 2021

Война в Абхазии и вопрос о выводе Российской армии


Известно, что войну в Абхазии 1992-93 гг. в разное время называли по разному. С начала его рассматривали как грузино-абхазский конфликт. Потом, в ходе ожесточенных боёв, Тбилиси осторожно стала говорить о том, что Россия не способствует предотвращению проникновения с его территории т. н. боевиков. Конечно, правительству Э. Шеварднадзе хорошо было известно, что Грузия воевала не только и не столько с апсуа сепаратистами и "боевиками", а противостояла постсоветской очень злобной России. Но в силу разных причин, официальный Тбилиси на прямую не обвиняла северного соседа в агрессии. И еще. После государственного переворота правительство Э. Шеварднадзе в какой-то мере была обязана Кремлю потому, что в свержение З. Гамсахурдиа она активно помогала бунтовщикам.

Не имея прочную международную поддержку, правительство Э. Шеварднадзе пыталась наладить отношения с Москвой и решит инспирированны ею же конфликт. 3 сентября  1992 г. состоялась  Московская встреча  руководителей России, Грузии, Гудаутской группировки и республик, краев и областей Северного Кавказа по урегулированию грузино-абхазского конфликта.  Итоговый документ встречи предусматривал прекращение огня с 5 сентября 1992 г. Но буквально через месяц и при активном участие вооруженных сил России, сепаратисты и т. н. добровольцы взяли Гагру, где учинили расправу над грузинским населением.    

Видя, что Ельцинская Россия напрямую стала наращивает военное давление на фронте и в ряде случае её части открыто участвовали в боевых действиях, в Тбилиси постепенно стали трезветь и об это громко говорит, в первую очередь в Парламенте Грузии.

4 февраля 1993 г. Парламент Грузии принял постановление «О российско-грузинских переговорах и мерах по прекращению конфликта в Абхазии» по которому руководителю государства и кабинету министров были даны полномочья для ведения переговоров с Москвой.

24 февраля 1993 г. Парламент Грузии в заявление прямо обвинил Россию в агрессии и потребовал от Кремля вывести войска из Абхазии: «Парламент Грузии осуждает агрессивные действия против Грузии российских вооруженных сил, дислоцированных в зоне конфликта, и призывает принять эффективные меры для немедленного вывода российских войск из зоны конфликта». На следующий день парламент принял постановление  «О российских воинских частях на территории Абхазии», в котором сказано: «1. Дальнейшее присутствие российских войск на территории Абхазии следует признать недопустимым; 2. Поручить Спикеру Парламента Грузии - Главе государства провести переговоры с Президентом Российской Федерации о выводе российских войск из зоны конфликта».

Таким образом, Грузия в первые на законодательном уровне признала участие вооруженных сил России в войне в Абхазии. Россия уже юридически рассматривалась как сторона конфликта.

Парламент Грузии пошел дальше и своим постановлением от 11 марта 1993 г. «По вопросам российско-грузинских отношений на современном этапе», определил график вывода российских войск не позднее 1995 года.

Москва, пользуясь безнаказанностью и фактическим молчанием международного сообщества, конечно цинично не собиралась даже обсуждать этот вопрос, но эти шаги её раздражали. По этому Ельцинская псевдо демократическая Россия решила покончить непокорностью Грузии. Отражением этих намерении была самая крупная операция за всю войны по взятию Сухуми в марте 1993 года, которая разрабатывалась в генштабе Российской армии, но тогда враг был разбит.

17 марта Парламент Грузии направил обращение в ООН, Европарламент, парламенты стран мира, Верховный совет России, в котором отмечалось, что Российские Вооруженные силы, за спиной абхазских сепаратистов, сыграли решающую роль в операции 16-17 марта. Цель агрессоров - отторжение Абхазии от Грузии. Парламент еще раз потребовал от России вывести войска из зоны конфликта.

После мартовской операции, ни у кого в Грузии не осталось даже иллюзий об истинных намерениях Москвы. Поэтому Парламент Грузии 1 апреля 1993 г. принял очень  жесткую резолюцию, где в первые Россия обвинялась в пропаганде политики этнической чистки и геноцида грузин в Абхазии. Соответствующее обращения были направлены в ООН и другие международные организации, в котором действия России была расценена как агрессия, направленная на нарушение территориальной целостности Грузии и нарушение ее независимости. В резолюции говорится: «Часть территории Грузии, Абхазия, которая контролируется гудаутской сепаратистской группировкой при поддержке российских войск, проводит политику этнической чистки, которая приняла форму геноцида против грузин и граждан других национальности".

Российская сторона всё же была вынуждена делат вид, что она готова обсуждать все вопросы. 6-9 апреля в Сочи прошли переговоры между грузинской (Т. Китовани, Дж. Иоселиани) и российской (П. Грачев, Б. Пастухов) сторонами. Обсуждался вопрос вывода российских войск из Грузии до 1995 года. Протоколы тех переговоров не известны и учитывая личность и дальнейшую судьбу переговорщиков с грузинской стороны, мы не можем утверждать, о чём на них вообще шла речь.

Как видим, если в феврале стоял вопрос о выводе Российских войск только из Абхазии, то через два месяца Грузия уже требовала вывести эти части из всей страны. 26 апреля 1993 г. Глава государства Э. Шеварднадзе издал распоряжение «О создании двусторонней совместной комиссии для разработки графика вывода группы российских войск с территории Грузии в Закавказье и состав этой комиссии со стороны Грузии», о чём было сообщено командующему группой росскиих войск в Закавказье генерал-майору Т. Реуту.

Кульминацией по своей остроте борьбы Грузии по выводу Российских войск была постановление Парламента от 27 апреля 1993 года «О выводе воинских частейРоссийской Федерации из зоны абхазского конфликта». В нем говорится: «Учитывая, что контингент ВС РФ, действующий на территории Автономной Республики Абхазия, активно участвует в боевых действиях против Республики Грузия, Верховный Совет России неоднократно принимал постановления, грубо нарушающие суверенитет грузинского государства, Россия нарушила Договор 3 сентября 1992 года, (…) происходит геноцид и этническая чистка грузинского населения на территории, подконтрольной войскам РФ и абхазским сепаратистам, - Парламент Грузии основной причиной трагического развития событий считает попытку Российской Федерации де-факто аннексировать часть территории Грузии и постановляет: 1. Поручит Главе государства Грузия обратится к Президенту Российской Федерации по поводу вывода российских войск из Абхазии. (…) В случае невыполнения данного требования, зона абхазского конфликта к северо-западу от реки Гумиста до российско-грузинской границы считает оккупированной Российской Федерацией территорией и обязать Главу Грузинского государства, Министерство иностранных дел Республики Грузия, представительство  Республики Грузия при ООН поднять соответствующий вопрос по реализации механизмов, предусмотренных международным правом в Совете Безопасности ООН и других международных организациях.

Не смотря на всё это, Э Шеварднадзе не мог освободится от советского прошлого и он, из-за опасения потери власти, продолжал заигрывать с Москвой – авось пронесёт! Правительство Грузии придерживалась двойным стандартам - то обвиняла Россию в агрессии, то приглашала её посредником для урегулирования конфликта в Абхазии. Эта была беспринципная  и по сути предательская позиция. По этому с тех пор во всех международных документах вону в Абхазии называют "грузино-абхазским", а не "русско-грузинским".

14 мая 1993 г. Э. Шеварднадзе и Б. Ельцин подписал в Москве совместное коммюнике о грузино-российских отношениях и урегулировании ситуации в Абхазии. Стороны договорились ускорить подготовку документов к следующему саммиту по Абхазии в формате итогового документа Москвы 3 сентября 1992 года. Договорились 20 мая о прекращении огня между сторонами. Личным представителем Президента России в зоне конфликта назначен Б. Пастухов.

20 мая Спецпредставитель Генсека ООН Э. Брунер прибывает в Абхазию.

Из-за политической наивности, влияния пятой колоны и засилиа агентуры в высших эшелонах власти, экономической разрухи и финансового коллапса правительство грузии 27 июля 1993 г. в Сочи подписала кабальное Соглашения о прекращении огня в Абхазии имеханизме контроля за его соблюдением, которая фактически создала все предпосылки для оккупации Абхазии в сентябре того же года.

Так не с чем завершилась первая попытка Грузии законодательно, цивилизованно вывести из своей территории оккупационные с 1921 г. войска чужого государства. Но документы, принятые в те годы Парламентом и правительством Грузии всё же сыграли важную правовую и моральную роль для решения в дальнейшем этой вековой проблемы.

05 августа 2020

რუსეთ-საქართველოს ღია ომის ქრონიკა. 1992. აგვისტო.



14 აგვისტო

-საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით პოლიციის ნაწილები გაიგზავნა აფხაზეთში. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის, დ. ზეიკიძის მეთაურობით.

- პირველი შეტაკება მოხდა ოჩამჩირის რაიონ სოფ. ოხურეისთან, სადაც აფსუებმა მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელთა კოლონას. 

- მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა. განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა.

- შეტაკება მოხდა გულრიფშის რ-ნ ს. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა ერთი აფსუა მსროლელი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან უშენდა ცეცხლს გზატკეცილზე მოძრავ კოლონას.

- ჩასაფრებულმა აფსუებმა ბოევიკებმა ააფეთქეს დისლოკაციის ადგილისკენ (ალკკ XV ყრილობის სახელობის ტურბაზა) მიმავალი ს. ახალაიას რაზმის ქვეითთა ჯავშანმანქანა. აფეთქების ადგილას რატომღაც აღმოჩნდნენ რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებმაც უმოკლეს დროში მსოფლიოს ამცნეს, რომ „ქართული არმია ტანკებით შეიჭრა აფხაზეთში და მოახდინა მისი ოკუპაცია“.

- სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ.

- სეპარატისტებმა მობილიზაცია გამოაცხადეს (ს. შამბამ მიმართა აფსუა ეროვნების მოსახლეობას, რათა შეკრებილიყვნენ ადრე დათქმულ ადგილებში). აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, ფაქტიურად კი ვ. არძინბამ ერთპიროვნულად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 - შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს ქალაქის სტრატეგიული პუნქტები.

15 აგვისტო

- გაგრის ზონაში ზღვიდან გადმოისხა მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო შენაერთი.

- სოხუმში ჩამოდიან თ. სიგუა, ჯ. იოსელიანი. აფხაზებთან მოლაპარაკებაში (ის თავიდან იგეგმებოდა ე.წ. სტალინის აგარაკზე - საქართველოს მინისტრთა საბჭოს დასასვენებელ სახლში, რომელიც სოხუმის შემოსასვლელში მდებარეობს, მაგრამ ს. ბაგაფშის მოთხოვნის შემდეგ ადგილი შეიცვალა) ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ: თ. სიგუა, ჯ. იოსელიანი (საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი), თ. ნადარეიშვილი (აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), ვ. ყოლბაია (დეპუტატი), ნ. მესხია (დეპუტატი), ა. იოსელიანი (აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსი). აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ს. ბაგაფში (აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ზ. ლაბახუა (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), ა. ანქვაბი (დეპუტატი, შ/ს მინისტრი), ზ. აჩბა, ს. შამბა და დ. ფილია (დეპუტატები). საუბრის შემდეგ თ. სიგუამ მათ განუცხადა, რომ ვ. არძინბასთან შეთანხმებული იყო პოლიციის შენაერთის შემოყვანა კომუნიკაციების გაკონტროლების მიზნით, რამაც გაკვირვება და შეშფოთება გამოიწვია აფხაზურ მხარეში. თ. სიგუამ მოითხოვა ვ. არძინბასთან შეხვედრა, მაგრამ აფხაზთა ლიდერმა ამას თავი აარიდა და დიალოგზე უარი განაცხადა. ზ. ლაბახუას წინადადებით მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 200-200 კაციანი აფხაზურ-ქართული სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა რკინიგზასა და სხვა კომუნიკაციებს, მაგრამ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. ს. ბაგაფშმა სოხუმიდან გასვლისათვის ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს მოლაპარაკება. აფხაზები დროის გაყვანას ცდილობდნენ.

16 აგვისტო

- გაგრაში გაიმართა ქართული და აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაციებისა და შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელთა შეხვედრა. შეთანხმდნენ, რომ ქართული დესანტი არ შევიდოდა გაგრაში და დარჩებოდა განთიად-ლესელიძეში და კონტროლს იქიდან გაუწევდა რკინიგზასა და ავტოტრასას. შეთანხმება ძალაში 16 აგვისტოს შევიდა.

17 აგვისტო

- ს. ბზიფის ავტოტრასაზე აფხაზებმა პიკეტები დააყენეს.

- რამოდენიმე საათში ქართული პიკეტები გაჩნდნენ სოფ. კოლხიდასთან.

- ს. კოლხიდასთან მოხდა მძევლების გაცვლა.

- გაგრის ადმინისტრაციის მეთაურმა რ. იაზიჩბამ განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით ბიჭვინთიდან დაიწყება დამსვენებლების გადაყვანა ფოთში.

18 აგვისტო

- ვ. არძინბას ხელისუფლებამ დატოვა სოხუმი (თან გაიყვანეს როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანები, ტაქსები, ავტობუსები, გაძარცვეს რესპუბლიკური სააფთიაქო სამმართველო და წაიღეს ნარკოტიკული საშუალებებისა და სხვა მედიკამენტების მთელი მარაგი).

- ქართული შენაერთები შევიდნენ სოხუმში. საცხოვრებელი სახლების სახურავებიდან მათ შეხვდათ საკმაოდ ორგანიზებულ სნაიპერთა ჯგუფების წინააღმდეგობა, რომელსაც ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი (ქართული მხრდან დაიღუპა ქ. სოხუმის შჯს სამმართველოს ოფიცერი ნ. ქეცბაია). შემდგომ ქართულმა შენაერთებმა ბრძანებისამებრ პოზიციები მდ. გუმისთასთან დაიკავეს, თუმცა წინ წაწევა თავისუფლად შეეძლოთ, რადგან ე.წ. აფხაზური გვარდია პანიკურად გარბოდა გუდაუთის მიმართულებით.

- გუდაუთიდან გაგრაში ჩაიყვანეს დატყვევებული ქართველი ჟურნალისტი ალექსანდრე ბერულავა.

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ქ. სოხუმში „კრიმინოგენური ვითარების მკვეთრი გამწვავებასთან დაკავშირებით" გამოცხადდა მოქალაქეთა ქცევის განსაკუთრებული რეჟიმი 18 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე. კომენდანტად დაინიშნა გენერალ-მაიორი გ. გულუა.

- გროზნოში კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია იღებს გადაწყვეტილებას, მოხალისეები გააგზავნოს აფხაზეთში.

19 აგვისტო

- აფხაზები ტოვებენ გაგრას და ქართული შენაერთები იკავებენ მას.

- გაგრის კომენდანტად დაინიშნა „მხედრიონელი" ბ. ფირცხელიანი, მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების  წევრი ჯ. ლატარია.

- ლესელიძეში ჩავიდნენ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი საევაკუაციო კომისიის წევრები.

20 აგვისტო

- არმავირში შედგა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების, როსტოვის ოლქის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელთა ანტიქართული შეხვედრა. ბ. ელცინისადმი მიმართვაში მათ გამოთქვეს შეშფოთება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის მთავრობის  „დაგვიანებული" რეაქციის გამო.

- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისიდან შემოსული მედიკამენტები გაგრიდან გადაეცა გუდაუთის (ე.ი. აფხაზური მხარე) რაიონულ საავადმყოფოს.

- საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ა. ჯორბენაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთიდან გაიყვანეს 15 ათასი დამსვენებელი რუსეთიდან.

22 აგვისტო

- აფხაზურმა და კონფედერატების შენაერთებმა გადმოლახეს მდ. გუმისთა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ისინი უკუაგდო.

- ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი გ. ყარყარაშვილი, რომელმაც მკვეთრი შეფასება მისცა მოწინააღმდეგის აღნიშნულ გამოხდომას. მისი გამოსვლა გამოირჩეოდა რადიკალიზმითა და შეუწყნარებლობით.

24 აგვისტო

- შეიარაღებულმა აფხაზებმა დააპატიმრეს და გუდაუთაში წაიყვანეს ეშერელი ა. ჩხეიძე, სადაც მას და კიდევ სამ ქართველს სასტიკად სცემეს.

26 აგვისტო

- ჩეჩენი ეროვნების შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს ეშერელი ე. მალიუკი ქართველების მიმართ გამოჩენილი სიმპათიის გამო. მათვე გააუპატიურეს არასრულწლოვანი ქართველი ლ. ცი-ა. სოფ. ორჯონიკიძეში აფხაზებმა თავის სახლში მოკლეს ცოლ-ქმარი ნ. და რ. ლობჟანიძეები.

30 აგვისტო

- თბილისიდან სოხუმში ჩაფრინდა სომხეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრის, პარტია „დაშნაკცუტიუნის" წევრის სეირან ბაგდასარიანის ხელმ.ღვანელობით. კვირას ისინი შეხვდნენ თ. ნადარეიშვილსა და სხვა დეპუტატებს. სომეხმა პარლამენტარებმა მოინახულეს ქართველების მიერ კონტროლირებადი სომხური სოფლები და გაემგზავრნენ ვ. არძინბასთან შესახვედრად. მათი ვიზიტის მიზანი იყო აფხაზეთში მცხოვრები სომხების უსაფრთხოების საკითხის შესწავლა.

31 აგვისტო

-16 საათისთვის სოხუმის რ-ნ სოფ. ქვემო ეშერის მიმართულებით გადავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რაზმი, რომელსაც მძაფრი წინააღმდეგობა შეხვდა იქვე განლაგებულ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილისაგან. ამ რაზმმა აიღო სოხუმის ნავთობბაზა და წისქვილკომბინატი.

- წითელი ჯვრის ქ. სოჭის საქალაქო კომიტეტმა გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოს გადასცა 50 ათასი მანეთის მედიკამენტები. წითელი ჯვრის შუამდგომლობით აფხაზეთში გაიგზავნა 350 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩრდილოეთ კავკასიიდან. აფხაზეთიდან 57 ლტოლვილმა სოჭში მიიღო ფულადი კომპენსაცია 42 ათასი მანეთის ოდენობით.

- შექმნილი სიტუაცია აფხაზეთში მოითხოვდა სპეციალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც იმუშავებდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. ამიტომ შეიქმნა აფხაზეთში მდგომარეობის სტაბილიზაციის დროებითი კომისია, რომელსაც დაეკისრა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები შესაბამისი სტრუქტურების შექმნით. დეპუტატებმა დროებითი კომისიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს გ. ლომინაძე.

- შეიქმნა ჰუმანიტარული და სხვა დახმარებების კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ გ. ნაჭყებია (აფხაზეთის საპენსიო ფონდის თავმჯდომარე) და დეპუტატი ე. ასტემიროვა.

 

 


20 мая 2020

გაყინული კონფლიქტების შესახებ

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებს „გაყინულს“ უწოდებენ, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალჯერ მიაყენეს სახიფათო დარტყმა.
,,გაყინული კონფლიქტი’’კონფლიქტის ისეთი სახეობაა, რომელიც, მართალია, აწმყო დროში არ წარმოადგენს სისხლის ღვრის კერას, თუმცა, მასში არსებული დაძაბულობითი მუხტის გამო, შესაძლებელია მყისიერად იქცეს სამხედრო დაპირისპირების წყაროდ. საქმე გვაქვს ე.წ. ,,კონფლიქტის რეზერვებთან’’.
გაყინული კონფლიქტების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ,,საჭიროებისამებრ’’ შესაძლებელია გამოყენებულ იქნან როგორც ქვეყნის, ასევე მთელი რეგიონის დესტაბილიზაციისათვის. ვგულისხმობთ საზღვარგარეთის (მოცემულ შემთხვევაში რუსეთის) სპეციალური სამსახურების მიზანმიმართულ ქმედებას, შეინარჩუნოს და მართოს კონფლიქტები.
რუსული საგარეო პოლიტიკა კონფლიქტების გაღვივების ,,განსაკუთრებულ დროდ” ყოველთვის მიიჩნევს ისეთ პერიოდს, როდესაც საქართველო დგას მეტად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშე, მაგალითად, ხელს აწერს ნატოსთან რაიმე სახის თანამშრომლობას, ან ერთვება რომელიმე ენერგეტიკულ პროექტში, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ხორციელდება. კიდევ: მოსკოვს ძალიან არ უნდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რადგან ეს ჩვენს შიდაპროცესებში ჩარევის საშუალებას უზღუდავს და „ცუდი“ მაგალითია რეგიონის ქვეყნებისთვის და თავად რუსეთისთვისაც.
გაყინული კონფლიქტების მიზანია საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ინტერვენციის გზით უზრუნველყოს ქვეყნის პოლიტიკური კურსის შენელება, ან საუკეთესო შემთხვევაში მისი ცვლა.
საქართველოს შემთხვევაში გაყინული კონფლიქტები გამოყენებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებების ცვლის და ტორპედირებისსათვის. რუსული საგარეო პოლიტიკის მიზნებისათვის გაყინულ კონფლიქტთა ეფექტურობას ისიც ემატება რომ ქვეყნები, რომელთაც აქვთ ტერიტორიალური კონფლიქტები სხვა სახელმწიფოებთან და უშუალოდ მონაწილეობენ კონფლიქტში, ვერ გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, ანუ ალიანსის წევრობა შეუძლიათ მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით სტაბილურ ქვეყნებს.

02 мая 2020

რუსეთ-საქართველოს ომის ერთი თვე. 1993 წლის მაისი.


1993 წ. 16-17 მარტს გუმისთაზე განცდილი მარცხისა და დიდი ზარალის შემდეგ, რუსეთის არმია მომავალი დარტყმისთვის ემზადებოდა, მაგრამ ჩვენი დემორალიზებისა და „ცხელი“ საომარი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, განაგრძობდა სოხუმის საცხოვრებელ კვარტლებ დაბომბვას, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას, ლოკალურ შეტაკებებს.
1-ელ მაისს საქართველოს სუ-25 ტიპის 2 თვითმფრინავი ცდილობდა მტრის საარტილერიო წერტილების ჩახშობას, როცა ერთ-ერთი გუდაუთიდან აფრენილმა სუ-27 ტიპის მოიერიშემ ჩამოაგდო. პილოტმა, კაპიტანმა რ. ნაროუშვილმა, მოასწრო კატაპულტირება.
მომავალი დარტყმისთვის მზადების ფარგლებში მოსკოვის მიერ ინტენსიურად მარაგდებოდა ტყვარჩელის ზონა, ე. წ. სამხრეთის ფრონტი, რომელიც ხმელეთიდან მოწყვეტილი იყო მტრის ძირითად ნაწილებთან კომუნიკაციას. ამიტომ ცოცხალი ძალა და იარაღი იქ ჰაერიდან ხვდებოდა.
ომის საწყის ეტაპზე ქართულმა მხარემ დიდი შეცდომა დაუშვა, ტყვარჩელი რომ არ დაიკავა და არ გაწმინდა მტრებისგან დაეს მაშინ, როცა ქალაქი დანებებას აპირებდა და თეთრი დროშაც გამოფინა. ამით, ფაქტიურად, სამხედრო თვალსაზრისით მოიხსნებოდა ოჩამჩირის ზონის პრობლემა და ის ძალები, რომლებიც მთელი კამპანიის პერიოდში 24-ე ბრიგადის სახით იბრძოდნენ ამ პერიმეტრზე, გუმისთის ფრონტს დაეხმარებოდნენ; არც დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა გადაიკეტებოდა პერმანენტულად (რაც სოხუმის ბლოკადას აგვარიდებდა), არც ტამიშის დესანტ (1993 წ. 2 ივლისი) გაბედავდნენ და არც ამდენი ხალხი დაგვეღუპებოდა. მაგრამ ე. შევარდნაძის მოთხოვნით ტყვარჩელი არ იქნა განეიტრალებული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის დაზვერვის მონაცემებით, 15 აპრილიდან მაისის ჩათვლით ოჩამჩირე-ტყვარჩელის მიმართულებით მტერმა მნიშვნელოვნად გაზარდა პირადი შემადგენლობა და შეიარაღება ჩრდილო კავკასიიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან, ასევე გუდაუთიდან ჩამოყვანილი მეომრების ხარჯზე.
სისტემატიური ხასიათი მიიღო საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლამ გუდაუთა-ტყვარჩელსა და თებერდა-ტყვარჩელს შორის. მაისისთვის დაჯგუფებამ შეადგინა 3-3,3 ათასამდე მეომარი, მათ შორის: აფხაზურ ათარაში - 120-150 ქვეითი, კუტოლში - 150-160, ჯგერდაში - 200, ლაბრაში - 80, ღვადაში - 150-170, ჭლოუში - 110, მოქვის მეურნეობაში - 460, მერკულაში - 300, ბესლახუბაში - 200-230, ფოქვეშში - 130-150, რეკაში - 180, ბედიაში - 250-300, ტყვარჩელში - 500.
სოლიდურად გამოიყურებოდა მოწინააღმდეგის შეიარაღებაც: ავტომატი - 3 ათასამდე, ტყვიამფრქვევი - 69, ყუმბართმტყორცნი (РПГ) - 135, ნაღმტყორცნი - 23, მსხვილკალიბრიანი საზენიტო დანადგარი (ЗСУ) - 6, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა (Стрела) - 28, უმართავი რეაქტიული რაკეტა (НУРС) - 7, საზენიტო რეაქტიული დანადგარი (Град) - 2, ქვემეხი - 4, ავტომატური ყუმბართმტყორცნი (АГС) - 3, სნაიპერის შაშხანა (СВД) - 12, ტანკი - 4, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (БМП) - 4, ჯავშანტრანსპორტიორი - 5, მართვადი რეაქტიული რაკეტა (ПТУРС) - 5 ერთეული.
მაისის დასაწყისში ტყვარჩელში რუსულმა ვერტმფრენებმა ჩამოიტანეს აგრეთვე „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტები და დამატებით ავტომატები.
ტყვარჩელ-ოჩამჩირის დაჯგუფებას კარგად ჰქონდა ორგანიზებული კავშირგაბმულობა. ფრონტს ემსახურებოდა აგრეთვე ტყვარჩელში დამონტაჟებული რადარი.
მარტში განცდილმა მარცხმა რუსებს უჩვენა, რომ აუცილებელი იყო ქართული შენაერთების ნებისმიერი საშუალებით განეიტრალება. მან ეს ღია ბრძოლით აფსუათა და „მოხალისეთა“ რესურსით ვერ მოახერხა, რომლებიც სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად მთლიანად დეზორგანიზებული იყო. ამიტომ გამოსავალის ძიება დაიწყო და ე. წ. სამშვიდობო ხელშეკრულება შემოგვთავაზეს. აფსუებს რუსები ბევრ არაფერს ეკითხებოდნენ, მაგრამ ამისთვის მათი შემზადებაც აუცილებლად ჩათვალეს.
5-6 მაისს ადიღეს დედაქალაქ მაიკოპში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ. პასტუხოვის საიდუმლო შეხვედრა აფსუათა ერთ-ერთ ხელმძღვანელ ს. ჯინჯოლიასთან. (რეგიონული კონფლიქტები საქართველოში - სამხრეთ ოსეთის ა.ო., აფხაზეთის ასსრ (1989-2005). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული. თბ., 2005, გვ.153). სწორედ პასტუხოვი ამზადებდა ელცინისა და შევარდნაძის შეხვედრას და მოსკოვი საერთაშორისო არენაზე პოზიციონირებდა, როგორც ეთნიკურ კონფლიქტში შუამავალი. 
რუსეთის დელეგაციამ გააცნო აფსუათა წარმომადგენლებს 6-7 აპრილს სოჭში  გამართული პ. გრაჩოვისა (რუსეთის თავდაცვის მინისტრი) და თ. სიგუას (საქ.-ს პრემიერ მინისტრი) მოლაპარაკებების შედეგები, რომელზეც ქართულმა მხარემ რუსებს მტკიცებულებები წარუდგინა მათი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ და ეს „რეაქციულ ძალებს“ დააბრალა. ამაზე გრაჩოვის პროტესტმა არ დააყოვნა. მან უარყო სიგუას მტკიცებულებები და განაცხადა: «Без заключения договора о статусе российских войск в Грузии, прогресс в двусторонних отношениях невозможен. Российская сторона выступает за сохранение территориальной целостности Грузии при эффективных гарантиях автономии Абхазии и Южной Осетии». 
ქართველოში ჯარში პარალელურად ცვლილებები განხორციელდა. 6 მაისს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა გენერალი გ. ყარყარაშვილი; 11 მაისგენერალ-მაიორი . ქვარაია - თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსად; გენერალ-მაიორი . უჩაძე - მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურად.
ე. წ. სამშვიდობო პროცესი გაგრძელდა და 1993 წ. 14 მაისი . შევარდნაძემ და . ელცინმა მოსკოვში ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, აფხაზეთში მდგომარეობის დარეგულირების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, დააჩქარონ დოკუმენტების მომზადება აფხაზეთის შესახებ უმაღლესი დონის განმეორებითი შეხვედრისათვის 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის საბოლოო დოკუმენტის ფორმატით. შეთანხმდნენ 20 მაისიდან მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. იქვე კონფლიქტის ზონაში დაინიშნა . პასტუხოვი.
საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობდა პოლიტიკური საშუალებებით შეეკავებინა სსრკ-ს ნანგრევებზე აღმოცენებული არასტაბილური წარმონაქმის, რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ. ამის გამოხატულება იყო მაისის დასაწყისში საქართველოში გაეროს გენ. მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ედუარდ ბრუნერი 20-24 მაისს ვიზიტით იმყოფებოდა სოხუმში. ის გუდაუთასაც ესტუმრა. მაგრამ 20-დან ფრონტებზე შეწყვეტილი ცეცხლი ათ დღეში მტერმა, ფაქტიურად, განაახლა.
22-23 მაისს გუმისთისა და შრომის მიმართულების ფრონტის ხაზზე ქართული ჯარის მხარდამხარ განლაგდა  უკრაინელ პატრიოტთა შენაერთი „უკრაინის ეროვნული ასამბლეა - უკრაინის სახალხო თავდაცვა“ (УНА-УНСО). ისინი რუსეთის იმპერიას საქართველოში ებრძოდნენ ლოზუნგით - „თუ გუმისთაზე წავაგეთ ბრძოლა, დნეპრზე მოგვიწევს ომი!“ Если мы проиграем бои на Гумисте, то нам придется воевать на Днепре»). 
ამასთან, დასუსტებული, მაგრამ მსოფლიოსთვის საშიში რუსეთი აგრძელებდა ორმაგ თამაშს. ტყვარჩელის მიმართულებით ყოველ დღე კურსირებდა 7-8 სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი მოიერიშეთა თანხლებით. მათი ტვირთამწეობა შეადგენდა 10 ტონაზე მეტს. ტვირთები გადაჰქონდათ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. ვერტმფრენების მარშრუტი იყო: თებერდა-ქლუხორის გადასასვლელი (ე. წ. „Южный приют“)-ტყვარჩელი.
20 მაისს რუსეთიდან შემოფრენილ მძიმე შვეულმფრენს ცეცხლი გაუხნეს ქართველმა მეომრებმა, რის შედეგალ ის დაზიანდა და უკან გაბრუნდა, ხოლო 24 მაისი გულრიფშის რ-ნ ს. საკენთან ჩამოაგდეს მი-6, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა გუდაუთიდან ტყვარჩელში (დაიღუპნენ ლ. ჩუბროვი, ე. კასიმოვი, ა. საველევი, ვ. ცარიოვი, ე. ფიოდოროვი).
რუსეთი, მიუხედავად დაპირებებისა, ყველა მეთოდს იყენებდა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. ФСБ და ГРУ აყალიბებდნენ ე. წ. მოხალისეთა რაზმებს და აგზავნიდნენ აფხაზეთში, მხარს უჭერდნენ აფსუათა, სომეხთა, ჩრდილოკავკასიელთა შოვინისტური ან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილი წრეების ინიციატივებს და ა. შ.  
მაგალითად, 27 მაისს ვინმე აფსუა ლ. ზარანდიამ რუსეთიდან გამოაგზავნა კარგად მომზადებული და შეიარაღებულ დაქირავებულ მეომართა დაახლოებით 120 კაციანი რაზმი, რომელიც ტყვარჩელში შვეულმფრენებით გადმოიყვანეს. ის გადაანაწილეს ქ. ტყვარჩელში,  ს. ტამიშსა და ჭლოუში. ამ პერიოდში შვეულმფრენებმა ჩამოიყვანეს 200 კაცამდე კარგად შეიარაღებული ქვეითი. მოახერხეს თურქეთიდან 100 ერთეული ავტომატის ჩამოტანა.
24 მაისს გალის რ-ის ს. გუდავის მე-2 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა და პედკოლექტივმა შეხვედრა მოუწყვეს 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის („სამურზაყანო“) მებრძოლებს. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ (და ვინ იცოდა?!), რომ წინ დიდი განსაცდელი გველოდა ყველას.
ასეთი იყო 1993 წ. მაისი აფხაზეთის ფრონტზე.