1. ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტი
გამომდინარე
იქიდან, რომ ღია წყაროებში ყოველწლიური დეტალური ინფორმაცია ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ცალკეული მუხლების მიხედვით ხელმისაწვდომი არ არის, ჩვენ გამოვყავით
ჯამური მუხლები, რომლებიც ეხება საკუთარ შემოსავლებსა და რუსეთის ფედერაციის ფინანსურ
დახმარებას (იხ. დანართში ცხრილი 1).
ოფიციალური
მონაცემების მიხედვით, რუსეთის ფინანსური დახმარებების დინამიკა ნიშანდობლივია. ფინანსური
შენატანები რუსეთიდან ბიუჯეტის უმეტეს ნაწილს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი
მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ სახელმწიფოზე.
2009
წლიდან აფხაზეთის ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ივსება რუსეთის ფინანსური დახმარებებით. ფული
გამოიყოფა ორი მუხლის მიმართულებით: „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება“ და „საინვესტიციო
პროგრამა“.
2009-2017
წწ. აფხაზეთმა რუსეთისგან მიიღო 42,16 მლრდ.
რუბლი (= 1,119,300,250
აშშ $ =
2,071,112,390
ლარი[1]), რასაც მოწმობს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შესრულების
შესახებ კანონის მონაცემები:
