არ დაგვავიწყდეს, რომ ბ-ნი მგალობლიშვილი, არც მეტი
და არც ნაკლები, ამ საბჭოს დეოკუპაციის და საერთაშორისო კავშირების კომისიის თავმჯდომერეა
(განათლება და კულტურა რა მოსატანოია) და, ცხადია, განსაკუთრებულად ევალება წინა ხაზზე
დგომა და მინიმუმ, პ. ზაქარეიშვილის უწყების კარის, კარგი გაგებით, მუდმივი ატალახება.
მაგრამ მას და მისი კოლეგების უმრავლესობას სად სცალიათ დეოკუპაციისთვის ან, საჭიროების
შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის?! ჩვენ მაინც არავინ არაფერს გვეკითხებაო და შორიდან მომზირალი ბრძენის პოზა აქვთ მორგებული. ამიტომაც აფხაზთა კრება ამოუჩემებიათ.
იმის შესახებ, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ, აფხაზთა კრების
სახელით ბ-ნ ა. წოწონავას მოკლედ უკვე ჩამოვუწერე. ვეჭვობ, რომ გამეორება ნ. მგალობლისთვის
ცოდნის დედა იყოს, მაგრამ რახან აღმოვაჩინე, რომ მასაც საქვეყნო აზრები სტანჯავს და
აფხაზთა კრებას „ოკუპანტის იმპერიული ინტერესების
სასარგებლოდ მომუშავე“ ორგანიზაციად მიიჩნევს, - მოკრძალებით
დავუდასტურებ ჩვენს პოზიციას: ქვეყნის ფაქტობრივი გამთლიანება და დეოკუპაცია სრულებით არაა ჩამოკიდებული
აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში დეპუტატთა ამ შემადგენლობის ყოფნა-არყოფნაზე. მეტს ამაზე აქ არაფერს ვიტყი, ხოლო ვისაც ეეჭვება, იხილოს თუნდაც კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და მალხაზ პატარაიას ვრცელი დასაბუთება ამის შესახებ. ამიტომაც
ვითხოვთ არჩევნებს!
"აფხაზი" დეპუტატები, საკუთარ შეუცვლელობაში დარწმუნებულნი, მრავალი წელია
ცრუ იურიდიულ-სამართლებრივი ეკვილიბრისტიკით, ფაქტიურად, აშანტაჟებენ როგორც ცენტრალურ
ხელისუფლებას (რომელმაც სერიოზულად ვერასდროს ვერ მოიცალა მათთვის) და საზოგადოებასაც - ჩვენ თუ არ ვიქნებით, აფხაზეთი დაიკარგებაო!
ცხონებული თ. ნადარეიშვილის შემდეგ და განსაკუთრებით,
ბოლო ოთხი წელი ამ დეპუტატთა უმრავლესობა მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, თუ როგორ გაიმყარონ პოლიტიკურ ლანდშაფტში კატასტროფულად შერყეული პოზიციები. ეს ნორმალურია, მაგრამ ნებისმიერი დევნილი (და არა მხოლოდ) დარწმუნებულია, რომ ამათ საკუთარი კეთილდღეობა
და პრივილეგიები უფრო უჭირთ, ვიდრე მოვალეობები. მთელი
მათი არსებობა (თუ არ ჩავთვლით აფხაზეთის პერიოდს) კოლაბორაციონიზმის, შემგუებლობის, მლიქვნელობის, ნეპოტოზმისა და საეჭვო
ფინანსური კომბინაციების ისტორიაა. ეს მათი მორალური უბედურებაა, რაშიც გულწრფელად თანავუგრძნობ. ისინი მითოსურ სიზიფეს ჰგვანან, რომელიც ზევსმა მისი ცბიერების გამო დასაჯა და ვერასდროს ვერ აიტანს ლოდს მთის წვერზე ისევე, როგორც ჩვენი დეპუტატები ვერასოდეს დაიბრუნებენ აფხაზეთს.
განახლებას, ახალ სისხლს მოკლებულ სტრუქტურებში მრავალი წელია გაუთავებელ
როქს რომ ვუმზერთ უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის, როცა დეპუტატი აღმასრულებელი
ხელისუფლების პოზიციას იკავებს (თავმჯდომარე ან მინისტრი ხდება) და შემდეგ კვლავ ბრუნდება
უკან კანონმებლად. მათივე ნაჭერ-ნაკერი კანონი იძლევა, თურმე, ამის საშუალებას.
ამიტომაა, რომ ლამის რელიქტური უმაღლესი საბჭო ხან „მოქალაქეთა კავშირის“, ხან „ნაციონალური
მოძრაობის“ და ხანაც „ქართული ოცნების“ გუნდრუკის მკმეველია. ბ-ნ მგალობლიშვილს
კი, ამ თვალსაზრისით, გაცილებით მდიდარი გამოცდილება აქვს. მან ხომ ჯერ კიდევ საქართველოს
სსრ უმაღლეს საბჭოს დასდო პატივიდა და იქ ძირძველ კომუნისტებს უმშვენებდა მხარს. თუმცა,
რა ექნა, ეროვნულმა მოძრაობამ დაავალა, შიგნიდან გამოეთხარა ძირი საბჭოთა წყობილებისთვის. საინტერესოა, ვისი რეკომენდაციით მოხერხდა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის დაწინაურება?
შემდეგ იყო და ბ-მა მგალობლიშვილმა ზ. გამსახურდიას შეჰფიცა
ისე (ე. წ. კასეტების სკანდალის გარკვევის შემდეგ), რომ აფხაზეთში ეროვნული მოძრაობა ორად გაიხლიჩა. თუ დანარჩენი საქართველო, ასე თუ ისე, აიტანდა ამას, სეპარატისტულ
რეგიონში მყიფე ქართული ძლების დაპირისპირების დაშვება მავნებლობად მიგვაჩნდა ჩვენ მაშინაც. მაგრამ მაღალ სიმაღლეებზე გასულ ოპონენტებს წინ ვინ დაუდგებოდა?! და ვთქვით: "ჩვენ უჩინონი, ჩვენ უჩინონი, თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ... / იქიდამ ვკნავით, სად თქვენი მადლით / ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ".
არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ნ. მგალობლიშვილი და მისი ზოგიერთი დღევანდელი კოლეგა გახდნენ ვ. არძინბას აღზევების ინიციატორები (ყოველ შემთხვევაში, ქართველების მხრიდან), როცა ზ. გამსახურდია დაარწმუნეს მოსკოვიდან გამოგზავნილი ამ არამზადის „ახალ აზროვნებასა“ და ლოიალურობაში. მაშინ ბ-ნი მგალობლიშვილი იმასაც კი ამბობდა, რომ, თუ არ გაამართლებდა ვ. არძინბა, თავისთვის ტყვია ჰქონდა ჯიბეში.
არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ნ. მგალობლიშვილი და მისი ზოგიერთი დღევანდელი კოლეგა გახდნენ ვ. არძინბას აღზევების ინიციატორები (ყოველ შემთხვევაში, ქართველების მხრიდან), როცა ზ. გამსახურდია დაარწმუნეს მოსკოვიდან გამოგზავნილი ამ არამზადის „ახალ აზროვნებასა“ და ლოიალურობაში. მაშინ ბ-ნი მგალობლიშვილი იმასაც კი ამბობდა, რომ, თუ არ გაამართლებდა ვ. არძინბა, თავისთვის ტყვია ჰქონდა ჯიბეში.
დღეს ნ. მგალობლიშვილი თავხედურად და უსირცხვილოდ გამოდის
და „იმპერიის სასარგებლოდ მომუშავეებს“ გვიწოდებს, როცა თავად აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ მოსკოვში,
- ყარაყორუმში, - გადაბარგდა. რატომ, ეს მისი საქმეა. ყველას აქვს არჩევანის უფლება და იქით
მოკურცხლავს, სადაც გული მიუწევს, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და
ზ. გამსახურდიას თანამებრძოლმა რა გულით გაძლო მრავალი წელი სამშობლოს დაუძინებელი
მტრის ბუნაგში? კი, მრავალმა ქართველმა მიაშურა მაშინ რუსეთს, მაგრამ განა მათი და
ნ. მგალობლიშვილის პასუხისმგებლობა თანაზომადი იყო? ალბათ, ხუნტის შურისძიების ეშინოდა, მაგრამ მხატვარ კაცს რა დაუდგებოდა წინ, პარიზი ან ვენეცია აერჩია? მოკლედ, ეს მისი არჩევანი იყო, მაგრამ ის ხომ დეპუტატი, ხალხის რჩეული
გახლდათ, რომელსაც, თუ არ ვცდები, 10 წლის შემდეგ თბილისში ჩამოსულს, ხონჩით მიართვეს
მეორეჯერ დეპუტატობა. თავი დავანებოთ იმას, რამდენად კანონიერი იყო ეს, მაგრამ მორალურად
როგორ გამოიყურება ამგვარი ამბები, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.
და დღეს, თურმე, აფხაზთა კრება არ აძლევს ნ. მგალობლიშვილს
საქართველოს მშვიდი დეოკუპაციის საშუალებას, რადგან ვ. პუტინთან ვართ შეკრულნი.
სუფთა ადამიანური გაგებით, პატივს ვცემ იმ ჰეროიკულ ახლო
წარსულს, როცა მქონდა უდიდესი პატივი ვოვა ვეკუას, სოსო ადამიასა და სხვებთან ერთად გვერდიგვერდ მცირედი მეკეთებინა ჩემი ერისთვის. სწორედ ამიტომ ხაზს ვერ გადავუსვამ
ნ. მგალობლიშვილთან ერთად ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ერთად ნაკეთებ საქმეს, მაგრამ
მას იმის უფლებას ვერ მივცემ, ცილისწამებლური შეურაცხყოფა მომაყენოს მე და
ჩემს სულიერ ძმებს, აგრეთვე აფხაზთა კრებაში გაერთიანებულ 30-ზე მეტი ორგანიზაციის პატრიოტ ახალგაზრდებს. ამიტომ ბ-მა მგალობლიშვილმა თავისკენ მოიკითხოს მოსკოვში, სავარაუდოდ,
კარგად ათვისებული „ოკუპანტის იმპერიული ინტერესებიც“, ნაციონალური მოძრაობის „სატელიტობაც“
და ნუ გადაღლის საკუთარი „ნააზრევებით“ სოხუმამდე ჯერ კიდევ გასავლელ სივრცეს. ბლეზ პასკალამდე ბევრი უკლია და იმიტომ.
კიდევ ერთი. მთელმა დევნილმა საზოგადოებამ კარგად იცის,
ვინა ხართ თქვენ და ვინ ვართ ჩვენ. აბა, გადით გარეთ და დაეკითხეთ?! ეს არაა რიტორიკული მოწოდება - შეაგროვეთ დევნილთა ყრილობა და იქ ვილაპარაკოთ.
დღეს კი, როგორც
ვატყობ, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამაც გააცნობიერა, რომ აფხაზეთის
სტრუქტურებში ცვლილებების დრო დადგა.
თქვენი ედუარდ-მიხეილ-ბიძინაგამოვლილი ტვინი ფიქრობს, ალბათ, რომ ჩვენ პატივმოყვარეობა და თანამდებობების ავადმყოფური წყურვილი გვამოძრავებს. ამაზე გეტყვით, მელას ის ელანდებოდა, რაც ესიზმრებოდაო.
თქვენი ედუარდ-მიხეილ-ბიძინაგამოვლილი ტვინი ფიქრობს, ალბათ, რომ ჩვენ პატივმოყვარეობა და თანამდებობების ავადმყოფური წყურვილი გვამოძრავებს. ამაზე გეტყვით, მელას ის ელანდებოდა, რაც ესიზმრებოდაო.
ბოლოს. პოლიტიკური უთანხმოებებისას აზრთა და პოზიციათა ჭიდილი მოსულა, მაგრამ მტერთან თანამშრომლობის უსაფუძვლო დაბრალება ის ზღვარია, როცა მიმიფურთხებია ყოველგვარი პოლიტიკისთვის აქედან გამომდინარე ყველა შესაძლო შედეგით.
Комментариев нет:
Отправить комментарий