მ. წ. 10 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ არ
მიიღოს მონაწილეობა წმინდა და დიდი კრების მუშაობაში, რომელიც 17-26 ივნისს საბერძნეთში
უნდა გაიმართოს.
რამ გამოიწვია ეს?
სინოდის დასკვნით, კრების დღის წესრიგი,
თემების განხილვისათვის გამოყოფილი დრო, პროცედურების გაურკვევლობა
შეუძლებელს ხდის ტექსტების პუნქტობრივ განხილვას და მათში არსებითი ხასიათის ცვლილებების
შეტანას კრების მსვლელობის პერიოდში. არის
აგრეთვე, სხვა პრობლემებიც. კრების
მომზადებისთვის შექმნილი საერთო მართმადიდებლური სამდივნო იყო პრაქტიკულად უფუნქციო. საქართველოს ეკლესიამ და სხვა ეკლესიებმაც ამის გამო
არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პროტესტი.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მოთხოვნები მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ის წრემ მკვახედ შეაფასა. მათ ჩვენი ეკლესია „ხისტ და გამაღიზიანებელ“ ქცევაში, დიდი და წმინდა კრების ჩატარების საკითხის „ჩიხში შეყვანაში“, „ფუნდამენტალიზმსა“ და „შუასაუკუნეებში დაბრუნების სურვილში“ დაადანაშაულეს. მ. წ. მარტის დასაწყისში კი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა
გიორგი ცეცისმა ბერძნულ საეკლესიო ამბების
სააგენტოს ვებ-გვერდზე „პროვოკატორებიც“ გვიწოდა და
განაცხადა, რომ ქართველმა დელეგატებმა მათ „სული
ამოხადეს“. ამასთან, წინასწარ მოსამზადებელ შეკრებებზე იმდენად შეურაცხმყოფელად და
დამაცირებლად იქცეოდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენლები, რომ სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის სრულფასოვნად ჩართვის საკითხი კენჭისყრაზეც კი დააყენეს.
ოპონენტები კონსტანტინოპოლიდან ჩვენს ეკლესიას
იმასაც აყვედრიან, რომ ის 1997 წ. მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გამოვიდა (რომელშიც 1962 წ. საკუთარი ნების
გარეშე იძულებით ჩაერთო საბჭოთა რეჟიმის „თანხმობით“), რადგან ამ ორგანიზაციამ
თანდათან გადაუხვია მისი შექმნის მთავარ იდეას და მწვალებრული „მსოფლიო რელიგიის“
შექმნის ინსტრუმენტად იქცა პაპუასებთან და ათასგვარ სექტანტებთან საერთო ლიტურგიის
მაგვარის ჩატარებით.
მოკლედ ჩამოვყვეთ, იმ მიზეზებს, რატომ ითხოვს საქართველოს ეკლესიის სინოდი
მსოფლიო კრების გადადებას და მის უკეთ მომზადებას.
1. იერუსალიმის ეკლესიასთან დღემდე აღუდგენელი ევქარისტიული კავშირისა და განსახილველ დოკუმენტებთან მიმართებაში არსებულ
სერიოზულ პრობლემათა გამო ანტიოქიის
ეკლესიამ უარი
თქვა კრებაში მონაწილეობაზე. მას ხელი არა აქვს მოაწერილი კრების მოწვევის განჩინებასა და რეგლამენტზე, რის
გამოც ეს დოკუმენტები არ შეიძლება ჩაითვალოს დამტკიცებულად;
2. ბულგარეთის ეკლესიის უარი კრებაში მონაწილეობაზე, რომელმაც წარმოადგინა
საკუთარი პოზიცია რიგ თემებთან მიმართებაში;
3. სერბეთის ეკლესიაც კრებაში მონაწილეობას პრობლემატურად მიიჩნევს
და ითხოვს მის გადადებას უკეთ მომზადების მიზნით (ძირითადად, რეგლამენტის
პრობლემები);
4. საქართველოს ეკლესიის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, კრებაზე გასატანი დოკუმენტების პროექტები მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლთა
ბოლო შეხვედრის შემდგომ, ანუ ა.წ. თებერვლიდან გასაჯაროვდა. ამიტომ
ვერ მოესწრო არაერთი დოგმატური, კანონიკური და ტერმინოლოგიური ცდომილების გამოსწორება;
5. მიუხედავად 2014 წ. დადგენილებისა
და რეგლამენტის 8-ე მუხლის მკაფიო მოთხოვნისა, რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება,
დღის წესრიგში შესულია დოკუმენტი „ქორწინების შესახებ”, რომელზეც ჩვენს დელეგაციას ხელი არ აქვს
მოწერილი. ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც.
6. დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან” იმთავითვე
მიუღებელი იყო საქართველოს ეკლესიისათვის. ის შეიცავს დიდ ეკლესიოლოგიურ
და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს;
7. გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს ასევე დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.“
მრავალი საუკუნეა, რაც არ ჩატარებულა მსოფლიო საეკლესიო კრება და მისი
აუცილებლობა, ცხადია, ბევრ ჩვენგანზე კარგად მოეხსენებათ იმ 14 ავტოკეფალიური ეკლესიის
მღვდელმთავრებს, რომლებიც დღეს დაახლოებით 300 მლნ მართლმადიდებელს აერთიანებენ, მაგრამ
კრება კრებისთვის ხომ ვერ ჩატარდება? მით უმეტეს, როცა ამ დიდი და სუფთა მსოფლიო საძმოსთვის
მიუღებელ ქედმაღლობასა და კულუარულ გადაცდომებს აქვს ადგილი.
მსგავსი თემა: ვინ წარმოადგენს აფხაზეთს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ;
მსგავსი თემა: ვინ წარმოადგენს აფხაზეთს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ;
Комментариев нет:
Отправить комментарий