საქართველოში მანამდეც ჩამოსულა მრავალი ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის ჩინოსანი და ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები ტრიბუნებიდან არაერთხელ
მოგვისმენია. განსაკუთრებით მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემების ფონზე, ამგვარმა
ძალისხმევამ ეჭვები და გარკვეული ნიჰილიზმი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ქმედითი და გულწრფელია დასავლეთის ჩვენდამი დამოკიდებულება. ამასთან, სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი დამოუკიდებლობა
გადარჩა. ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ახლანდელი
ვიზიტი, ვფიქრობთ, მაინც განსაკუთრებული გამოდგა და არა იმიტომ, რომ ქართველებმა ევროპა და
მსოფლიო გავაკვირვეთ საოცარი დემოკრატიით, არამედ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი საბოლოოდ გადაირია
და ცივილიზებული სამყარო შესაბამის რეაგირებაზე გადავიდა.
