Показаны сообщения с ярлыком Оккупированная Абхазия. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком Оккупированная Абхазия. Показать все сообщения

11 апреля 2024

პოლიტიკური ვითარება ოკუპირბულ აფხაზეთში _ 2024_აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში გარკველი პოლიტიკური ჯგუფები ახერხებენ შეინარჩუნონ კრემლისგან დოზირებული დამოუკიდებლობა. თუმცა, იმის გამო, რომ აფსუური საზოგადოება ტრადიციულად კლანურ პრინციპებზეა აგებული, პოლიტიკური პოლემიკა, ფაქტიურად, არ არსებობს და ამ კლანებს შორის შეხლა-შემოხლამდე დადის. ამის გამოხატულებაა თუნდაც ე. წ. პრეზიდენტების ცვლის ტრადიცია, რასაც ისინი არჩევნებს უწოდებენ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფსუა საზოგადოებას „სახელმწიოს“ მშენებლობის არც ინტელექტუალური და არც ფინანსური შესაძლებლობები არა აქვს და მთლიანად მოსკოვის „კეთილ“ ნებაზე (ე. წ. ინვესტპროგრამებზე) არიან დამოკიდებულნი. 

აქ, დანარჩენ საქართველოში, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი აფსუური პოლიტიკური ადმინისტრაცია რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების გაგრძელებაა. მათთან ჟენევაში თუ სხვაგან მოლაპარაკება არ გამოვა და ბუტაფორიაა ეს, რადგან ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ყველგან რუსი, მოსკოვი, კრემლი, პუტინი გელაპარაკება.

ამასთან, არიან მცირერიცხვოვანი ძალები, რომლებიც მწვავედ აღიქვამენ რუსეთის ტოტალურ კონტროლს და პერმანენტულად წამოწევენ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თუ სხვა მოთხოვნებს. ამის გამოხატულებაა მკვეთრი დაპირისპირება მოქმედ „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიასთან. ამ ორგანიზაციების ჩამონათვალი რუსულად: ЭФ “Аамта”, РОО “Аидгылара”, ПП “Апсны”, РОО “Аруаа”, ОО “Асаркьал”, РОО «АНД», Комитет по защите суверенитета Абхазии, РОО “Наша столица”, ФНЕА.

აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხზე კონსტიტუციაში ცვლილების აუცილებლობის შესახებ თითქმის 20 წელია მიდის ცხარე დისკუსია, რომელსაც ხუთმა „პრეზიდენტმა“ (ვ. არძინბა, ს. ბაღაფში, ა. ანქვაბი, რ. ხაჯინბა, ა. ბჟანია) თავი ვერ მოაბა.

აშკარაა, რომ კონსტიტუციის მიხედვით დადგენილი პრეზიდენტის უფლებამოსილება არღვევს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ. ამან სოხუმი კრიზისამდე არაერთხელ მიიყვანა (ადმინისტრაციულ შენობებში ხალხის შევარდნა, ა. ანქვაბის ლიკვიდაციის მცდელობა და ა. შ.).

აფუურ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ვ. არძინბა არ იყო პრეზიდენტი (ინსტიტუტი არ არსებობდა), მაგრამ „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის“ დროს და ომის შემდგომ პერიოდში ამას ხელი არ შეუშლია ​​დეპუტატების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მიეღოთ მნიშვნელოვანი და ხშირად საბედისწერო გადაწყვეტილებები. ანუ აქცენტი კეთდება ე. წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე „პარლამენტის“ სასარგელოდ. მოსკოვს მთლიანდ დაქვემდებარებულ „პრეზიდენტებს“ ხალხი არ ღებულობს. ა. ბჟანიამ, მაგალითად, დღეის მონაცემებით, 231 დღე რუსეთში ვიზიტებში გაატარა. სწორედ ამის შედეგად აპროტესტებენ უძრავი ქონების, წიაღისეულების, მიწის უცხოელებზე (რუსეთის მოქალაქეებსა თუ ბიზნესზე) გასხვისებას, პრივატიზაციაში არსებულ პრობლემებს, გალის ქართველთა პასპორტიზაციას, საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარების მცდელობას  და ა. შ.

მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი მინუსად მიჩნეულია ის, რომ იგი მიღებულ იქნა არა ეროვნულ პლებისციტზე, არამედ მხოლოდ ქვეყნისპარლამენტის“ გადაწყვეტილებით ომის შემდგომ რთულ ვითარებაში (1994 ნოემბერი). ოკუპირებული აფხაზეთის სწორედ ეს კონსტიტუცია 1999 წ. "ეროვნულ რეფერენდუმზე" შესწორებებით დამტკიცდა. გარკვეული ცვლილებები განახორციელეს 2012 და 2014 წლებში.

აფუური საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების პოლიტიკით. ოპოზიციური ძალები ცდილობენ „ეროვნული“ ინტერესების დაცვას და მტკივნეულად აღიქვამს რუსეთის მიერ ზეწოლას, რაც „სუვერენიტეტის“ შელახვად მიაჩნიათ (თუნდაც ბიჭვინთის აგარაკების საკითხი). ოპოზიცია, ომის ვეტერანები ეწინააღმდეგებიან ამ პროცესებს, მაგრამ აშკარას, რომ არ ჰყოფნით რესურსი.

აფხაზეთში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა მუდმივ დაძაბულობაშია. კრიზისია ყველა სფეროში (რუსეთან ურთიერთობა, ფინანსები, ენერგეტიკა, სამომხმარებლო ფასების ზრდა, გაზრდილი კრიმინალი, ახალგაზრდობის გადინება და ა. შ.). ამის მიზეზები როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი ხასიათისა. გამოსწორების პერსპექტივა არ ჩანს და საეჭვოა, ამას უშველოს კონსტიუციაში ზემოაღნიშნულმა ცვლილებებმა.

მოსალოდნელია რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება, მით უმეტეს, როცა მან დაფინანსება მკვეთრად შეამცირა, რაზეც ა. ბჟანიაც მიუთითებდა, რომელიც ამბობს, რომ მოსკოვისგან დაფინანსება 10-ჯერაა შეკვეცილი https://ru.netgazeti.ge/56061/ .

რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით 2023-2025 წლების დაფინანსების ლიმიტი შეადგენს 3.6 მლრდ რუბლს, რაც ადრე 4.05 მლრდ  შეადგენდა. ამდენად, ფინანსირება შეკვეცილია 450 მლნ რუბლით https://www.ekhokavkaza.com/a/32667231.html .

 

 

13 декабря 2023

გალის რაიონის გააფსუების სურვილი.

აფსუა „პარლამენტმა“ 2022 წ. 21 მარტს მიიღო შესწორებები შესაბამის კანონებში („სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ და „სამოქალაქო კოდექსი“), მაგრამ მეორე დღესვე გააუქმა. 
აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებდა „აფხაზური ეროვნების აღდგენას“. ცხადია, ეს გალის რ-ის ქართულებს ეხებოდა (დაახლოებით 45 ათასი). „აფხაზური ეროვნების“ აღდგენის მსურველი, სოხუმის ცნობით, 6 ათასს შეადგენდა.

დღეს ზოგიერთი ორგანიზაცია („არუაა“) აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით „შეუძლებელია ქართველების აფხაზებად გადაქცევა“. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“ კი აღნიშნა, რომ შეიძლება შეიქმნას პრეცედენტი, რომელიც „დამოუკიდებელ აფხაზეთის პროექტს დაასრულებს“.
მათ მიაჩნიათ, რომ გვარებისა და ეროვნების მექანიკური ცვლილება გალის რ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მასიურად ისარგებლონ ამით და აფსუეთში შექმნან „მეხუთე კოლონა“.
„ეროვნების აღდგენის“ პროცედურის გავლის შემდეგ, პიროვნებას შეეძლება აფხაზეთის „მოქალაქეობისა“ და პასპორტის მიღება.
„ქართულ-აფხაზური“ კონფლიქტის მონაწილენი ვერ მიიღებენ მოქალაქეობას, ხოლო თუ პიროვნებას საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ეს არ შექმნის წინაღობას, რადგან ამის ოფიციალურად დამტკიცება შეუძლებელია, - აცხადებენ ისინი.

************

აფსუური ეთნოსის 70-75% ყოფილი ქართველებია (რასაც თავის ნაშრომებში არც აფსუა ენათმეცნიერერი ხუხუტ ბღაჟბა ადასტურებს - Х. С. Бгажба. Бзыбский диалект абхазского языка,1964, Тбилиси), რაც ბოლშევიკების ერთგვარი სპეცოპერაციის შედეგი იყო განსაკუთრებით მე-20 ს. პირველ ნახევარში. ერთნი იძულებით, სხვები მოსყიდვითა თუ მოტყუებით ან დაუკითხავადაც აფსუებად (აფხაზებად) ჩაწერეს, მათ შორის, ოჩამჩირელი ბაბუაჩემის ოჯახიც (კუპრავები).
დღეს, ეტყობა, შემოაკლდათ "ბიომასალა" და ცდილობენ საკუთარი დემოგრაფიული კატასტროფა კვლავ ქართველების (მეგრელების) ხარჯზე გამოასწორონ.
საცოდავი, გადაშენების გზაზე შემდგარი ერის კარიკატურა, - ესაა აფსუათა სინამდვილე. მალე დადგება დრო, როცა გააფსუებული ქართველები მშობლიურ ეროვნულ სხეულს დაუბრუნდებიან.
ისმის კითხვა: გარდა იმისა, რომ დემოგრაფიული პრობლემები აქვთ, აფსუებს რაში სჭირდება გალელთათვის მოქალაქეობის მიცემა და პასპორტების დარიგება?
ასეთი მცდელობები ს. ბაღაფშის, ა. ანქვაბის, რ. ხაჯინბას "პრეზიდენტობის" დროსაც იყო, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ე. წ. პარლამენტსა და "პრეზიდენტის" არჩევნების დროს სწორედ გალის მოსახლეობის მონაწილეობა მიიჩნეოდა გადამწყვეტ ფაქტორად. ამას კი იმ კონკრეტულ პერიოდში ხელისუფლებაში მყოფი ძალები ეწინააღმდეგებოდნენ (რ. ხაჯინბას დროს) ან პირიქით, მხარს უჭერდნენ (ს. ბაღაფშის შემთხვევაში) გალელთათვის საარჩევნო უფლების მიცემას.
დღეს ასლან ბჟანია რატომღაც თვლის, რომ გალელების "სიპათია" მის მხარესაა და 16 თვის შემდეგ მეორე ვადით გეგმავს გამარჯვებას.

17 октября 2021

აფსუათა სევდიანი მომავალი

სოხუმი - მტრის მიერ დაპყრობილი ჩვენი ქალაქი.

სურათზე სოხუმის ცენტრის ერთი ნაწილია, სადაც ლაკობასა და ორახელაშვილის (ახლა კონფედერატების) ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს რუსეთის საელჩოს კომპლექსი, სინამდვილეში ოკუპანტი სახელმწიფოს ადმინისტრაცია.
მოსკოვმა 2008 წ. 26 აგვისტოს აღიარა აფსუათა დამოუკიდებლობა, 9 სექტემბერს სოხუმთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა, 17-ში დადო ხელშეკრულება "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთ დახმარების შესახებ", ხოლო 2014 წ. ხელი მოეწერა შეთანხმებას "სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ".
თითქოს ურთიერთობები საერთაშორისო ნორმების ფარგლებშია, მაგრამ დღეს აფსუათა უმრავლესობა კარგად ხედავს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ქართველთა, არამედ მათი მტერი და დამპყრობელია. ცხადია, ეს ადრეც იცოდნენ, თუნდაც მუჰაჯირობიდან მოყოლებული, მაგრამ ჩვენდამი სიძულვილმა ისე დააბრმავა ეს ხალხი, რომ ლომის ხახაში თავად შეძვრნენ და მიექანებიან განადგურებისაკენ. სიძულვილს კი კვებავს იმის გენეტიკურ დონეზე არსებული მტანჯავი შეგნება, რომ ისინი ჩამოსული, არა ავტოქტონური ხალხია, რომელმაც არა მხოლოდ ტერიტორია მოიპარა, არამედ სახელი და ისტორიაც.
აფხაზეთის ბიუჯეტის 80% კრემლის ფულია და მის ხარჯვასაც ის აკონტროლებს ე. წ. საინვესტიციო პროგრამებით. მოსახლეობის 70-75% რუსეთის მოქალაქეა და ახალი, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, რუსებიც მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას (10 ათასი მათი ოჯახებით). სომხები ტრადიციულად გამალებით მრავლდებიან და ეკონიმიკურ საქმიანობას ისინი აკონტროლებენ. აფსუები უკვე უმცირესობაში არიან, თუმცა, ამას მალავენ აღწერის ციფრების მანიპულირებით. დემოგრაფიულ კატასტროფას აახლოებს დაბალი შობადობა, მოდებული ნარკომანიისა და დანგრეული ჯანდაცვის გამო გაზრდილი სიკვდილიანობა, მიგრაცია.
ცალკე თემაა მიწისა და უძრავი ქონების უცხოელთათვის (ანუ რუსებისთვის) გადაცემის დაშვების საკითხი, რასაც აფსუები ჯერ-ჯერობით ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ესეც დროებითია, რადგან წნეხი ძლიერდება.
რუსები ეპატროებიან ბიჭვინთისა და გაგრის საკურორტო ადგილებს, თავხედურად მიიერთეს ს. აიბღა და ა. შ.
2014 წლიდან ძალოვან სტრუქტურებს რუსეთი აკონტროლებს გამოძიების დონემდე, 2 ათასიან ჯარზე არაფერი რომ არ ვთქვათ.
მოკლედ, რუსეთი ტოტალურ კონტროლს ახორციელებს და აფსუები სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავენ უკმაყოფილებას, მაგრამ არა უშუალოდ მოსკოვის, არამედ ადგილობრივი კორუმპირებული და მარიონეტი ხელმძღვანელების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთი აჭმევს და აცმევს აფსუას, ტურისტებითაც ამარაგებს, ქართული საფრთხისგანაც "იცავს", აფსუას ეზიზღება რუსი და ამას საყოფაცხოვრებო დონეზე ხშირად გამოხატავს.
კრემლმა ვერ (თუ არ) უზრუნველყო "დამოუკიდებელი აფხაზეთის" საერთაშორისო აღიარება და ხალხის კეთილდღეობა.
ამდენად, აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" საბოლოო ნიველირების პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული და, ვფიქრობ, ისტორია გამეორდება და აფსუები იარაღს მოკიდებენ ხელს ისე, როგორც ეს XIX ს. 60-იან წლებში გააკეთეს. მაშინ მათი ჯანყი ტრაგიკულად დამთავრდა. დღესაც იგივე ელით, რადგან "მოძმე" ჩრდილოეთ კავკასია არ და ვერ დაეხმარება, ხოლო ჩვენსკენ გამოხედვის სურვილს ძვალსა და რბილში გამჯდარი სიძულვილი არ მისცემს...
ისტორიის პალიტრიდან მრავალი გაცილებით ძლიერი ხალხი, ერი თუ იმპერია გამქრალა და ცრემლები არავის დაუღვრია. არც აფსუებზე დაიპუტავს თმებს ვინმე.
Каждому - своё!

27 января 2021

Бжания и Анкваб заболели или крысы покинули корабль?


Все мы видели беспорядки 23 января, связанные с Навальным, в России. Об этом много сказано, но нас не меньше интересует влияние этих процессов на режимы или общество оккупированных территорий Грузии.

В настоящее время неизвестно, что он будет делать после ухода с поста, но известно, что некоторые из планов сепаратистов, стоящих за армянским лобби, связаны с Путиным и что он намерен присоединить Абхазию к России по «крымскому сценарию». Поэтому никого не удивляет, когда различные российские организации, действующие в Сухуми («Русская община Абхазии», «Черноморская казахстанская армия Абхазия», «Союз абхазских абхазов и ветеранов абхазской войны», решили присоединиться к российским Федерация,, 23 января прошел митинг в поддержку Путина перед посольством России. Инициаторы обратились к народу Абхазии и получили соответствующее разрешение от городской администрации.

21-22 января многие серьезные российские политологи выразили мнение, что ситуация с Путиным не так сильна, как казалось несколько дней назад. По их мнению, дело не только в растущей популярности Навального. Экономический кризис сильно ударил по миллионам граждан России. Особенно страдает молодежь, которая не имеет работы и не видит своей перспективы и перспектив страны в условиях «незаменимого Путина».

Кроме того, из Москвы поступали сообщения о том, что часть российской правящей элиты «тестирует почву» для перехода от Путина к Навальному. Действительно, сколько бы президент России ни продлевал свою политическую жизнь и не ратифицировал для нее конституцию, он близок к старости. Чиновники и функционеры даже понимают, что поддерживать молодого Навального перспективнее. Они особенно поддерживают идею о том, что большая часть молодежи настроена против Путина и за Навального.

В результате сухумский режим решил не торопиться и не уступил Путину. Поэтому, по одной из версий (мол, раньше болели), «президент» Бжания и «премьер» Анкваб внезапно заболели, возможно, потому, что в случае смены правительства в России в будущем они оставят «окно» для маневры.

22 января в администрации Сухуми прошел митинг, на котором обсуждался митинг в поддержку Путина. Мероприятие должно было пройти в российском «Посольстве» 23 января в 13:00. «Посольство» также согласилось на участие. Но на митинге внезапно было решено отказаться от поддержки Путина в целях «защиты здоровья граждан» и до нормализации эпидемиологической ситуации, и вот она.

Как привыкли крысы, сухумский режим сначала убегает с корабля «Владимир Путин», и это тогда, когда корабль еще не покинули представители московской элиты. Поведение мародеров предсказуемо. Однако мы убеждены, что ничто не может спасти оккупационный режим, даже если они клянутся в вечной верности будущему правительству России.

Почему?

Тенденция очевидна.

Недавнее решение Страсбургского суда по Грузии, признавшее этнические чистки грузин (в том числе в Абхазии) и особенно крах проекта «Арцах» (Карабах), показывает, что время сепаратистов и их союзников безнадежно прошло. В то же время мы считаем, что Навальному (или любому постпутинскому правителю) Абхазия бесплатно не нужна, у него во дворе столько «дыр». Сухуми и Цхинвали не нужна поддерживающая Навального молодежь, которая не понимает, почему Россия бросает миллиарды в «черную дыру» под названием «независимые Абхазия и Южная Осетия».

Мы думаем, что позитивные процессы внутри Грузии, России и мира в целом развиваются так быстро, что сегодня должно быть быстрое восстановление Абхазии и Цхинвальского региона, государственный план по организованному возвращению беженцев и другие вопросы, требующие решения.

26 января 2021

გახდნენ თუ არა ავად ბჟანია და ანქვაბი, ანუ ვირთხები გემს ტოვებენ?


ყველამ ვნახეთ ნავალნისთან დაკავშირებული 23 იანვრის მღელვარებები რუსეთში. ამაზე ბევრი ითქვა, მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ საინტერესოა ამ პროცესების ზეგავლენა საქართველოს ოკუპირებილი ტერიტორიების რეჟიმებსა თუ საზოგადოებაზე.

ჯერ კარგად არ ჩანს, შეუყენებს თუ არა წყალს პუტინის მმართველობას ეს მზარდი საპროტესტო პროცესი, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ სეპარატისტთა ნაწილის გეგმები, რომელთა უკან სომხური ლობი დგას, დაკავშირებულია სწორედ პუტინთან და ის გულისხმობს დაახლოებით „ყირიმული სცენარით“ აფხაზეთის რუსეთისთვის მიერთებას. ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა სოხუმში მოქმედმა სხვადასხვა რუსულმა ორგანიზაციებმა («Русская община Абхазии», «Черноморское Казачье Войско Абхазии», «Союз казаков Абхазии иказаков-ветеранов боевых действий» и Фонда развития взаимоотношений междуАбхазией, ЛНР, ДНР и Россией «Отечество») გადაწყვიტეს, 23 იანვარს რუსეთის საელჩოსთან ჩაეტარებინათ პუტინის მხარდამჭერი აქცია. ინიციატორებმა გამოაქვეყნეს მოწოდება აფხაზეთის მოსახლეობისადმი და ქალაქის ადმინისტრაციისგან შესაბამისი ნებართვაც მიიღეს.

21-22 იანვარს რუსეთის ბევრმა სერიოზულმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პუტინის მდგომარეობა არც ისე მყარია, როგორც ჩანდა რამდენიმე დღის წინ. მათი აზრით, საქმე მხოლოდ ნავალნის მზარდ პოპულარობაში არაა. ეკონომიკურმა კრიზისმა ძლიერად დაარტყა მილიომობით რუსეთის მოქალაქეს. განსაკუთრებულად დაზარალდა ახალგაზრდობა, რომელიც უმუშევარია და საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივას ვერ ხედავს „შეუცვლელი პუტინის“ პირობებში.

გარდა ამისა, მოსკოვიდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მმართველი ელიტის ნაწილი პუტინისგან ნავალნისკენ გადაბარგებისთვის „ნიადაგს სინჯავდა“. მართლაც, რამდენიც არ უნდა გაიხანგრძლივოს რუსეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური სიცოცხლე და ამისთვის ჩეხოს კონსტიტუცია, ის ახლოსაა სიბერესთან. ჩინოვნიკებსა და ფუნქციონერებს კი ესმით, რომ უფრო პერსპექტიულია, მხარი ახალგაზრდა ნავალნის დაუჭირონ. მათ განსაკუთრებით უმყარებთ ამ აზრს ის, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი პუტინის წინააღმდეგია და ნავალნის ემხრობა.

შედეგად სოხუმის რეჟიმმა გადაწყვიტა არ აჩქარებულიყო და თავი არ გამოიდო პუტინისთვის. ამიტომ, ერთი ვერსიით (ამბობენ, მანამდეც ავად იყვნენო), უცებ ავად გახდნენ „პრეზიდენტი“ ბჟანია და „პრემიერი“ ანქვაბი, შესაძლოა იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ხელისუფლება შეიცვლება რუსეთში, მანევრებისთვის „ფანჯარა“ დაიტოვონ.

22 იანვარს სოხუმის ადმინისტრაციაში გაიმართა თათბირი, რომელზეც იმსჯელეს პუტინის მხარდამჭერ აქციაზე. ღონისძიება უნდა გამართულიყო რუსეთის „საელჩოსთან“ 23 იანვრის 13 სთ-ზე. „საელჩოც“ მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებდა. მაგრამ შეხვედრაზე მოულოდნელად გადაწყდა, რომ „მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა“ მიზნით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზაციამდე პუტინის მხარდაჭერაზე უარი ეთქვათ და აქვია გადაედოთ.

ყველაფერი გასაგებია.

ისე, როგორც სჩვევიათ ვირთხებს, სოხუმის რეჟიმი პირველი გარბის გემიდან „ვლადიმირ პუტინი“ და ეს მაშინ, როცა ეს გემი ჯერ არ დაუტოვებიათ მოსკოვის ელიტის წარმომადგენლებს. მოროდიორებისთვის პროგნოზირებადი ქცევაა.  თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ საოკუპაციო რეჟიმს ვერაფერი ვერ გადაარჩენს, თუნდაც საუკუნო ერთგულების ფიცი დადონ რუსეთის მომავალი ხელისუფლების წინაშე.

რატომ?

ტენდენცია სახეზეა.

საქართველოზე სტრასბურგის სასამართლოს ამასწინანდელი დადგენილება, რომლმაც აღიარა ქართველთა ეთნიკური წმენდა (მათ შორის, აფხაზეთშიც) და განსაკუთრებით პროექტ „არცახის“  (ყარაბაღის) კრახი აჩვენებს, რომ სეპარატისთა და მათ დანქაშთა დრო უიმედოდ წავიდა. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ნავალნის (ან ნებისმიერ პოსტპუტინურ მმართველს) აფხაზეთი უფასოდაც არ სჭირდება, იმდენი აქვს „სახვეტი“ საკუთარ ეზოში. სოხუმი და ცხინვალი არ სჭირდებათ ნავალნის მხარდამჭერ ახალგაზრდობას, რომელსაც ვერ გაუგია, რატომ ყრის რუსეთი მილიარდებს „შავ ხვრელში“, რომელსაც „დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“ ჰქვია.

ვფიქრობთ, პოზიტიური პროცესები როგორც საქართველოს შიგნით, ისე რუსეთსა და ზოგადად მსოფლიოში ისე სწრაფად ვითარდება, რომ დღესვე უნდა არსებობდეს აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის სწრაფი აღდგენი, დევნილთა ორგანიზებული დაბრუნებისა და სხვა გადასაჭრელი ამოცანების სახელმწიფო გეგმა.


04 июля 2020

გაზეთი "Гал" და რუსული პროპაგანდა აფხაზეთში


ოკუპანტი რუსები არარსებული ე. წ. მეგრული სეპარატიზმით თამაშს ადრეც ცდილობდნენ, რომელიც თავად მეგრელებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მუდამ. ეს უპერსპექტივო თემა აფხაზეთის ოკუპაციამ მტრისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ისიც ცნობილია, რომ საკუთარ სიმცირეზე მომტირალი აფსუები დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტას ყველას და მათ შორის, მეგრელების გააფსუებით ცდილობდნენ. ამისთვის მათი ქართული იდენტობის მოშლა მიიჩნეოდა ერთ-ერთ საშუალებად. ამიტომ ენთუზიაზმით შეუერთდნენ რუსულ ძველ გეგმას - მეგრელი არაა ქართველი (ანალოგი - აჭარელი არაა ქართველი).  
აღნიშნულის ხელშესაწყობად გალიში 1995 წ. 4 ივნისს გამოვიდა სამენოვანი (რუსულ-აფსუურ-მეგრული) გაზეთი „Гал“. პირველი ნომერი ორგვერდიანი იყო და ტირაჟმა 500 ეგზემპლარი შეადგინა. იქიდან მოყოლებული, გაზეთის უცვლელი რედაქტორია ვინმე ნუგზარ სალაკაია. რედაქტორი ტყვარჩელიდანაა და რუსეთ-საქართველოს 1992-93 წწ. ომამდე მუშაობდა აგიტატორ-მდივნად გაზეთში «Абжуйцы» („აბჟუელები“). მისი სიტყვებით, გალში იდეოლოგიური სამუშაოს შესასრულებლად თავად სეპარატისტთა ლიდერმა ვ. არძინბამ გაგზავნა. ერთ-ერთ პირველი, ვინც დაეხმარა სალაყაიას ამ პროექტში, საბჭოთა პერიოდში გალშის რაიონულ გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ივანეს ძე ბერია იყო.
მოგეხსენებათ, 1994 . 14 მაისის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შეთანხმების შესაბამისად, ენგურთან შეიქმნა უსაფრთხოების ზონა. ე. წ. საზღვარსა და აფხაზეთის პერიმეტრს, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, სამშვიდობო ძალების სტატუსით ოკუპანტი აკონტროლებდ. მაგრამ ომის ცხელი ფაზის შემდეგ გალის რ-ში სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებდნენ, რაც ომწაგებული მეომრების ბუნებრივი რეაქცია იყო, ვიდრე დაგეგმილი, შესაბამის ჩარჩოებში მოქცეული ან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ოპერაციები. ეს საკითხი ცალკე კვლევის საგანია, მაგრამ, ცხადია, რომ „პარტიზანულ მოძრაობას“ ძირითადად პატრიოტიზმი კვებავდა, რომელსაც არაერთი ქართველი ვაჟკაცი შეეწირა. ცნობილია აგრეთვე, რომ 1993 წ. გალის რ-ში 3 ათასამდე ადგილობრივია მოკლული და გარკვეულწილად ეს შეიარაღებული ჯგუფები ადგილობრივი ქართველების ფიზიკურ დაცვასაც ცდილობდნენ. ომისშემდგომი საქართველოში ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო და თბილისში აფხაზეთისთვის, ფაქტიურად, არ ეცალათ.
სავარაუდოდ, ამ შეიარაღებულმა  ფორმირებებმა 1995-1998 წლებში გაზეთ  «Гал»-ის რედაქციის შენობა ექვსჯერ ააფეთქეს. არავინ დაღუპულა, რადგან ეს, როგორც წესი, ღამით ხდებოდა. ქართველ პატრიოტებს კარგად ესმოდათ, რა და ვინ იდგა გაზეთ „Гал“-ის გამოცემის უკან. მეგრული ენის დაცვისა და გადარჩენის ლოზუნგით რუსული სპეცსამსახურები ცდილობდნენ „ძველი სიმღერის“ ახალი ვერსიის განვითარებას.
1995 წ. გაზეთის რედაქციაში  3 კაცი მუშაობდა და პირველი ორი წელი ხელფასს, როგორც სალაკაია ამბობს, საკვები პროდუქტების სახით ღებულობდნენ, რომელიც „წითელ ჯვარს“ შეჰქონდა აფხაზეთში. დღეს რედაქციაში 8 თანამშრომელია. საინტერესოა, რომ თავად წარმოშობით მეგრელმა რედაქტორმა, მეგრული არ იცის.
გაზეთის გამოსვლის შემდეგ, რუსებმა ნ. სალაკაია მოსკოვში მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მიიწვიეს, რათა „მეტი გაეგოთ მეგრულ ენაზე“, - სინამდვილეში, სათანადო ინსტრუქციებისათვის.
სამენოვანი გაზეთი 1999-2004 წწ. არ გამოდიოდა, მაგრამ შემდგომ განახლდა და დღეს ის სოხუმის ტიპოგრაფიაში იბეჭდება ოთხგვერდიან ნომრებად, ხოლო დამატებებით 6 ან 8 გვერდიანიცაა.  2007 წლიდან გაზეთს „სახელმწიფო ბიუჯეტი“ აფინანსებს და თვეში ორჯერ გამოდის (ტირაჟი - 1000).
მეგრულ ენასა და გაზეთ "გალს" რუსებმა კვლავ 2019 წ. მიაქციეს ყურადღება, სადაც მოსკოვში ენათა ფესტივალზე ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით ლექვია თემაზე "Мегрельский язык — путь диалога и мира в Республике Абхазия" წაიკითხა ისტორიკოს-ფილოლოგ დ. მარკოვსკიმ. 


  • Социолингвистические аспекты мегрельского языка.
  • Возникновение письменного мегрельского языка.
  • Современное лингво-культурное состояние региона.
  • Перспективы развития мегрельского языка.
  • Лексика мегрельского языка.

  • ამ ფესტივალში მონაწილეობდა ნ. სალაკაიაც, მაგრამ მას სიტყვა არ მისცეს.
    გაზეთის მესვეურები მხოლოდ პერიოდული გამოცემით არ შემოიფარგლებიან. ორგანოს თანამშრომლებმა გამოსცეს რუსულ-მეგრული სასაუბრო და 2016 წ. მეგრული დედაენა, რომლის რედაქტორი იყო ლენინგრადში განსწავლული ინჟინერი და თბილისში ფილოლოგიას დაუფლებული ინგლისურის სპეციალისტი ნარგიზ ბასარია. გეგმაში აქვთ საიტის შექმნა და  გაზეთის ელექტრონული ვერსიის გამოშვებაც.
    ესმოდათ რა რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის არსი, კონფლიქტის ზონაში წარმოდგენილი საერთაშორისო მისიები ცდილობდნენ გარკვეული ზომების გატარებას. რედაქტორი ნ. სალაკაიას თქმით, მათ არა ერთხელ განუცხადებიათ "პრეზიდენტ" ვ. არძინბასთვის საყვედური „არ არსებულ ენაზე“ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გაზეთის გამოცემის გამო. სალაკაია იხსენებს გაეროს წარმომადგენელთან მის შეხვედრასაც: „1996 წ. მე მომიწვიეს სოხუმში, ე. წ. სტალინის აგარაკზე მდებარე გაეროს ოფისში და შემომთავაზეს სამენოვან გაზეთში მეგრულის ქათულით შეცვლა. თანხმობის შემთხვევაში, დამპირდნენ ახალ ოფისს და მაღალ ხელფასებს (რედაქტორს - 850 აშშ-ს დოლარი, თანამშრომლებს - 500-500 $ თვეში). მე გამეცინა და უარი ვთქვი. მესმოდა, რომ ეს იყო აფხაზეთში ქართული ენის ლეგალიზაციის მცდელობა“.
    რუსებსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს ისე აწუხებთგალელ მეგრელთა ბედი, რომ ტელევიზიაც კი გაუხსნა:  «Абхазский народ выстрадал, отвоевал право говорить на родном языке, и мы прекрасно понимаем, какое значение имеет для жителей Гала, для тех, кто считает мегрельский своим родным языком, возможность на нем читать», – сказал глава администрации Гальского района Т. Надарая. И добавил, что решением президента РА Рауля Хаджимба созданн Гальскоге телевидения, которое  вещает на весь район на трех языках: абхазском, русском и мегрельском. Это будет хорошее продолжение того, что делает газета «Гал». Советник президента по культуре, науке и образованию Владимир Зантариа зачитал текст поздравления редакции газеты «Гал» от Рауля Хаджимба, который отметил заслуги редакции и пожелал коллективу издания дальнейшей успешной работы и благополучия. 
    პირველი სატესტო ეთერი გალის ტელევიზიას 2017 წ. 15 მაისს ჰქონდა. „Гал-ТВ“-ს მთავარი რედაქტორია გალის მკვიდრი ანჟელა უბილავა, ხოლო სტუდიის დირექტორი - რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით დაღესტნელი ისტორიის მასწავლებელი თემირ კურბანოვი, რომელიც ტყვარჩელში ცხოვრობს.
    რუს-აფსუათა „მეგრული ენის აღორძინების“ პროექტში ერთი პერიოდი ირიბად თუ პირდაპირ ქართველთა გარკვეული ჯგუფიც იყო ჩართული, მაგალითად, მეგრული ენის დღის ყოველწლიური ორგანიზატორები დასავლეთ საქართველოდან, რომლის ხელმძღვანელები, გაზეთ „გალ“-ის რედაქტორის თქმით, ამარაგებდნენ ისტორიული და სხვა მასალებით. 
    მიუხედავად ამ და სხვა ძირგამომთხრელი მცდელობისა, მეგრული სეპარატიზმის პროექტი კრემლს ჩაუვარდა, რაც მოსალოდნელიც იყო. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ დაუძინებელმა მტერმა თავის განზრახვაზე ხელი აიღო. დღეს მოსკოვ-ყარაყორუმში რთული პროცესებია და სხვისი დაშლისა და გათითოკაცების მოსურნეს თავადაც უჭირს, ამიტომ ძირითადი ანტიქართული დარტყმები სხვა მიმართულებითაა გაძლიერებული.
    აქვე ვიტყვით, რომ მეგრული ენის, როგორც "ქართული ენის ყულაბის", ქართველურ ენათა ერთ-ერთი ბურჯის დაცვის საკითხი ამ გაგლობალიზებულ სამყაროში აქტუალური და უფრო ობიექტური პრობლემაა, მაგრამ ის სრულებით არ ეხება ჩვენს მიერ ზემოთ მოთხრობილ და მოსკოვის მიერ ორგანიზებულ ამბებს და ცალკე თემაა.


    17 марта 2020

    Внутриполитические и внешнеполитические сферы распространения конфликта в Абхазии


    Решение внутренных конфликтов является одним из ключевых проблем в развитии пост советской Грузии, переживающей за тридцать лет всплески агрессивного национализма и сепаратизма, политического экстремизма и массовой коррупции, грежданского противостояния и модернизации.
    Политическая составляющая Абхазского конфликта является многоуровневой. Их несколько: 

    Первый аспект 
    Конфликт на уровне государственного образования Абхазия, между политическими элитами разделенного абхазского общества, которые находяться на разных стадиях формирования (система Сухуми-Сухум);
    Второй аспект 
    Конфликт «центр – автономия» (система Сухуми-Тбилиси - Сухум);
    Третий аспект 
    Конфликт региональный (кавказский: южно-кавказкое и северо-кавказское направления);
    Четвертый аспект 
    Конфликт межгосударственный (Грузия-Россия, Грузия- Армения, Грузия-Турция);
    Пятый аспект 
    Международный конфликт (с участием многих субъектов).

    В данной модели, в первом аспекте, население Абхазии разделяется не по этническим границам, а по приверженности к той или иной политической ориентации: сторонники сецессии и противники сецессии. Необходимо отметить, что по сравнению с Карабахским или Южноосетинским конфликтами, политические сегменты противостояния намного меньше совпадают с этническими линиями. С точки зрения активности соответствующих общественных и политических элит, он более развит и симметричен.
    Во втором аспекте конфликта представлены три политических субъекта. Это Тбилисский центр, сецессионистская и централистская политические элиты Абхазии. Тбилисский центр должен стремиться к выходу из конфликтной плоскости первого аспекта и переходу на второй аспект. Миссия Тбилисского центра должна измениться и стремиться принять в итоге статус медиатора. Не смотря на то, что, на данной стадии конфликта, это будет крайне трудно сделать, стремление к этому должно лежать в основе доктрины по урегулированию и являться главным фактором начала процесса деэскалации и локализации конфликта, а не его дальнейшей интернационализации. 
    Необходим на этом аспекте, прежде всего новый процесс переговоров - между Тбилисским центром и централистами. Понимание этой задачи облегчиться тем, что, на первом этаже, в среде централистов далеко не все являются сторонниками Тбилисского центра и более того, многие группировки представляют оппозиционные силы. Предварительным условием для этого должны быть переговоры в среде централистов для формирования группы делегатов, которая будет репрезентативно представлять весь политический спектр централистов и иметь достаточный уровень легитимности. Такие же предварительные активности должны быть проведены в среде сецессионистов. Переговоры со стороны Тбилисского центра должна вести также смешанная группа, представляющая интересы, как правящей элиты, так и достаточно широкого спектра оппозиции.
    На третьем аспекте конфликт принимает региональный характер, так как в него втягиваются субъекты со всего Кавказа. Отождествление интересов Тбилисского центра и противников сецессии (в среде населения Абхазии), повлияло развитию поиска сецессионистами сторонников среди: северокавказских народностей и жителей соседних областей юга России, развитию ирредентистских или сепаратистских течений и реанимации соответствующих политических концепций (северное направление). На этом же аспекте присутствует поиск партнеров на Южном Кавказе и подписание соглашений о совместном признании и военно-политическом сотрудничестве с сецессионистами из Нагорного Карабаха и Южной Осетии (южное направление).
    Это определило в дальнейшем прямое или косвенное, а в ряде случаев грубейшее вмешательство многочисленных разнородных групп по интересам, во внутренние дела Грузии со стороны сопредельных государств России, Турции и Армении, имеющих исторические стратегические интересы в Абхазии (четвертый аспект).
    Таким образом, Абхазский конфликт является межгосударственным конфликтом, тем более после российской агресии и оккупации 2008 года, что вынудило центральное руководство с целью балансировки пытаться привлечь к процессу другие страны - союзницы или международные организации. Это и определяет на сегодняшний день статус данного конфликта - как международного.