26 января 2021

გახდნენ თუ არა ავად ბჟანია და ანქვაბი, ანუ ვირთხები გემს ტოვებენ?


ყველამ ვნახეთ ნავალნისთან დაკავშირებული 23 იანვრის მღელვარებები რუსეთში. ამაზე ბევრი ითქვა, მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ საინტერესოა ამ პროცესების ზეგავლენა საქართველოს ოკუპირებილი ტერიტორიების რეჟიმებსა თუ საზოგადოებაზე.

ჯერ კარგად არ ჩანს, შეუყენებს თუ არა წყალს პუტინის მმართველობას ეს მზარდი საპროტესტო პროცესი, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ სეპარატისტთა ნაწილის გეგმები, რომელთა უკან სომხური ლობი დგას, დაკავშირებულია სწორედ პუტინთან და ის გულისხმობს დაახლოებით „ყირიმული სცენარით“ აფხაზეთის რუსეთისთვის მიერთებას. ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა სოხუმში მოქმედმა სხვადასხვა რუსულმა ორგანიზაციებმა («Русская община Абхазии», «Черноморское Казачье Войско Абхазии», «Союз казаков Абхазии иказаков-ветеранов боевых действий» и Фонда развития взаимоотношений междуАбхазией, ЛНР, ДНР и Россией «Отечество») გადაწყვიტეს, 23 იანვარს რუსეთის საელჩოსთან ჩაეტარებინათ პუტინის მხარდამჭერი აქცია. ინიციატორებმა გამოაქვეყნეს მოწოდება აფხაზეთის მოსახლეობისადმი და ქალაქის ადმინისტრაციისგან შესაბამისი ნებართვაც მიიღეს.

21-22 იანვარს რუსეთის ბევრმა სერიოზულმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პუტინის მდგომარეობა არც ისე მყარია, როგორც ჩანდა რამდენიმე დღის წინ. მათი აზრით, საქმე მხოლოდ ნავალნის მზარდ პოპულარობაში არაა. ეკონომიკურმა კრიზისმა ძლიერად დაარტყა მილიომობით რუსეთის მოქალაქეს. განსაკუთრებულად დაზარალდა ახალგაზრდობა, რომელიც უმუშევარია და საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივას ვერ ხედავს „შეუცვლელი პუტინის“ პირობებში.

გარდა ამისა, მოსკოვიდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მმართველი ელიტის ნაწილი პუტინისგან ნავალნისკენ გადაბარგებისთვის „ნიადაგს სინჯავდა“. მართლაც, რამდენიც არ უნდა გაიხანგრძლივოს რუსეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური სიცოცხლე და ამისთვის ჩეხოს კონსტიტუცია, ის ახლოსაა სიბერესთან. ჩინოვნიკებსა და ფუნქციონერებს კი ესმით, რომ უფრო პერსპექტიულია, მხარი ახალგაზრდა ნავალნის დაუჭირონ. მათ განსაკუთრებით უმყარებთ ამ აზრს ის, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი პუტინის წინააღმდეგია და ნავალნის ემხრობა.

შედეგად სოხუმის რეჟიმმა გადაწყვიტა არ აჩქარებულიყო და თავი არ გამოიდო პუტინისთვის. ამიტომ, ერთი ვერსიით (ამბობენ, მანამდეც ავად იყვნენო), უცებ ავად გახდნენ „პრეზიდენტი“ ბჟანია და „პრემიერი“ ანქვაბი, შესაძლოა იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ხელისუფლება შეიცვლება რუსეთში, მანევრებისთვის „ფანჯარა“ დაიტოვონ.

22 იანვარს სოხუმის ადმინისტრაციაში გაიმართა თათბირი, რომელზეც იმსჯელეს პუტინის მხარდამჭერ აქციაზე. ღონისძიება უნდა გამართულიყო რუსეთის „საელჩოსთან“ 23 იანვრის 13 სთ-ზე. „საელჩოც“ მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებდა. მაგრამ შეხვედრაზე მოულოდნელად გადაწყდა, რომ „მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა“ მიზნით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზაციამდე პუტინის მხარდაჭერაზე უარი ეთქვათ და აქვია გადაედოთ.

ყველაფერი გასაგებია.

ისე, როგორც სჩვევიათ ვირთხებს, სოხუმის რეჟიმი პირველი გარბის გემიდან „ვლადიმირ პუტინი“ და ეს მაშინ, როცა ეს გემი ჯერ არ დაუტოვებიათ მოსკოვის ელიტის წარმომადგენლებს. მოროდიორებისთვის პროგნოზირებადი ქცევაა.  თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ საოკუპაციო რეჟიმს ვერაფერი ვერ გადაარჩენს, თუნდაც საუკუნო ერთგულების ფიცი დადონ რუსეთის მომავალი ხელისუფლების წინაშე.

რატომ?

ტენდენცია სახეზეა.

საქართველოზე სტრასბურგის სასამართლოს ამასწინანდელი დადგენილება, რომლმაც აღიარა ქართველთა ეთნიკური წმენდა (მათ შორის, აფხაზეთშიც) და განსაკუთრებით პროექტ „არცახის“  (ყარაბაღის) კრახი აჩვენებს, რომ სეპარატისთა და მათ დანქაშთა დრო უიმედოდ წავიდა. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ნავალნის (ან ნებისმიერ პოსტპუტინურ მმართველს) აფხაზეთი უფასოდაც არ სჭირდება, იმდენი აქვს „სახვეტი“ საკუთარ ეზოში. სოხუმი და ცხინვალი არ სჭირდებათ ნავალნის მხარდამჭერ ახალგაზრდობას, რომელსაც ვერ გაუგია, რატომ ყრის რუსეთი მილიარდებს „შავ ხვრელში“, რომელსაც „დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“ ჰქვია.

ვფიქრობთ, პოზიტიური პროცესები როგორც საქართველოს შიგნით, ისე რუსეთსა და ზოგადად მსოფლიოში ისე სწრაფად ვითარდება, რომ დღესვე უნდა არსებობდეს აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის სწრაფი აღდგენი, დევნილთა ორგანიზებული დაბრუნებისა და სხვა გადასაჭრელი ამოცანების სახელმწიფო გეგმა.


Комментариев нет: