24 января 2021

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება (21.01. 2021 წ.) ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტია, სადაც რუსეთი პირველადაა მხილებული და დადანაშაულებული ამ 220 წლის მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ქართველი ერის ეთნიკური წმენდის გამო.

გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევის, სამეფოს გაუქმების, ბაგრატიონთა დინასტიისა და ეკლესიის განადგურების შემდეგ ქართველ ერს ერთი დღე არ შეუწყვეტია ბრძოლა რუს დამპყრობელთან როგორც პირდაპირი ომის, აჯანყებებისა და თავგანწირვის სახით, ასევე სხვა მეთოდებით - ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ეკლესიაში.

მაგრამ რუსთან ტოტალური დაპირისპირება არ გამოგვდიოდა, რადგან მოღალატენი, კოლაბორაციონისტები, კომფორმისტები ხშირად სჭარბობდნენ ერის ჯანსაღ და აქტიურ ნაწილს და მტერი ახერხებდა ჩვენს დამორჩილებას, რის გამოც ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა, სულიერი და ფიზიკური გადაგვარების ზღვარზე ბალანსირებდა. ის რად ღირს თუნდაც, როცა ფაშიზმ-კომუნიზმის სატანისტურ დაპირისპირებას თითქმის 400 ათასი ქართველი შეეწირა, რაც მოსახლეობასთან პროცენტულ მიმართებაში ერთ-ერთი პირველი იყო მაშინდელ მსოფლიოში. ეს ხომ გენოციდის გამოცხადებული ქრონიკა გახლდათ?!

ცხადია, სტრასბურგის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი პირდაპირ ვერ შეეხება ყველა იმ დანაშაულს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს საქართველოში აქვს ჩადენილი და თუნდაც ყველაზე სისხლიმღვრელ 1992-93 წწ. რუსეთ-საქართველოს ომს და მის შედეგებს, მაგრამ ის ჩვენი ერისთვის ძლიერი პრაქტიკული და მორალური ფაქტორი, სამომავლო სამართლებრივი ნაბიჯების საფუძველი, ბრძოლის ველზე ორი საუკუნის მანძილზე დაღუპულთა და დღევანდელ ვეტერანთა ღვაწლის დაფასება გახლავთ, რაც უცილობელი გამარჯვებების საწინდარია.

სლავ-მონღოლ-ტუნდრის ნაზავზე (რომელსაც ისტორიის ირონიით რუსი ჰქვია) უფრო დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია მისი არსებობის მანძილზე, მაგრამ დღევანდელი თაობა, ახალი ქართველები, - როგორც წინაპართა ღირსეული მემკვიდრენი, - მომავალს ოპტიმიზმით ვუმზერთ.



Комментариев нет: