რუსებისაკუთარი ხელით დახსნიან მავთულხლართებს და წავლენ!2013 წ. 25/XII. მე კი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკა-ევროპის პოლიტიკურ ომს ნათლად ვხედა... ევროპა არც ერთ შემთხვევაში არ მისცემს რუსეთს ლიდერობის უფლებას. ეს უკვე იქნება არა ფარული, არამედ ძალიან დიდი და ხანგრძლივი ბრძოლები.
თვითონ რუსი ხალხი მთავრობას, კრემლსძალიან ცუდად შეუბრუნდება. ხალხი იყვირებს, რომ მთავრობამ, მისმა პოლიტიკამ დიდი დარტყმა მიაყენა თავად რუსეთს და იქნება დიდი მიტინგები. მთავრობა ამჯერად უკვე უძლური იქნება, ძალის გამოყენებით აღკვეთოს დემონსტრაცია. ომდენად მრავალრიცხვოვანი იქნება ხალხის მასა. ეს ახლო მომავალში იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, ის რუსეთისთვის ამოთხრილი საფლავია. რამდენადაც საქართველოს მიმართ გაართულებს სიტუაციას, იმაზე 10-ჯერ მეტად მძიმე დარტყმას უბრუნებს კოსმოსი. რა თქმა უნდა, მოსახდენი უნდა მოხდეს და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. მე მინდა რუსეთი გავაფრთხილო, რომ იქნება პროდუქტების უკმარისობა. მის მიერ შექმნილი საბაჟო კავშირი არ გაამართლებს. ეს არის ძალადობა ყაზახეთზე, ბელორუსზე, სომხეთზე... რუსეთს აზერბაიჯანთან ძალიან აერევა ურთიერთობები.პრეზიდენტ ალიევს ნერვები უმყუნებს და უდიდეს წინააღმდეგობა გაუწევს რუსეთს, ისეთს, რუსეთი რომ არ მოელის.კრემლის პოლიტიკას, დაყოს და იმეფოს, კავკასიაში უკუშედეგი მოაქვს. ვხედავ „დაყოფილები“ ერთიანდებიან, ანუ აზერბაიჯანი-საქართველო და სომხეთი-საქართველო.აქვეა თურქეთი და იქვეა ირანიც. ყველაფერს თავი რომ დავანებით, შავ ზღვაზე ნატოს მთელი ესკადრილიაა ჩამწკრივებული. გემებზე ვერტმფრენებს ვხედავ. რუსეთი ხმასაც ვერ ამოიღებს იმიტომ, რომ ეს მონაკვეთი ნატოს ეკუთვნის. ფოთში აუცილებლად აშენდება ახალი პორტი, ვინაიდან ეს ამერიკის ინტერესებშია და გეგმა-პროექტი მოდის აშშ-დან.
ვიმეორებ წარსულში ნათქვამს, რომ ჩრ. კავკასიის ქვეყნები: ჩეჩნეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ინგუშეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ადიღე და ა. შ. დღეს უკვე გაერთიანებულნი არიან და კიდეც გაილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს ეს ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, წინააღმდეგობას ვერ უწევს. ეს იმ ზღაპარს ჰგავს, რომელშიც უფლისწული გველეშაპს ერთ თავს აჭრის, მაგრამ მის მაგივრად ხუთი ერთად ამოსდის.
სამაჩაბლო - ეს საქართველოა და ოსები როკის გვირაბს ნუ უყურებენ დიდი იმედით. ის გვირაბი, მე ადრეც ვიწინასწარმეტყველე, არ იარსებებს. მოვა დრო, რუსები ჩრ. ოსებს ვეღარ დაიცავენ და კარგად მიმოიხედონ ოსებმა ირგვლივ, ვინ ჰყავთ მეზობლად და რას უზამენ ისინი. მინდა ავღნიშნო, ყველაზე დაუცველი ქვეყანა ოსეთი იქნება. რუსეთი თავის ტერიტორიებად მიიჩნევს ჩრდილოეთსაც და „სამხრეთ ოსეთსაც“. ნუ იფიქრებთ, სამაჩაბლოში მავთულხლართებით იმიტომ დარბიან რუსები, რომ სულ ოსებზე ამოსდით მზე და მთვარე. უბრალოდ, ამ გარნირით აზავებენ საკუთარ სურვილებს. ეს არის და ეს. მაგრამ მოუწევთ საქართველოს დატოვება. რუსები თავად ხვდებიან, რომ ეს არაჯანსაღი პოლიტიკაა, რომელსაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ატარებენ, რომ ის თავად მათ უთხრის ძირს, რომ წარმოაჩენს რუსეთ მსოფლიოს თვალში როგორც არასანდო პარტნიორს, რაც ყოველთვის იქნება ევროპა-ამერიკისთვის სალაპარაკო თემა.
რუსეთს მომავალში ეყოლება ახალი მთავრობა, რომელიც ურთულესი ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას, ხალხს, ჩამორეცხავს სამარცხვინო იარლიყებს, გამოასწორებს ტერიტორიებთან დაკავშირებულ შეცდომებს და, რაც მთავარია, საბჭოთა კავშირის შექმნის პირდაპირი მტერი იქნება. ახალი მთავრობის წევრებს მიაჩნიათ, რომ მისახედია ის უზარმაზარი მიწები, რომელთაც რუსეთი ფლობს და საკუთარი ხალხი, რომ სხვა სახელმწიფოების ცხოვრებაში ქექვა მათი საქმე არ არის. აი, აქედან იწყება, ვხედავ, რუსეთის აყვავება. თუმცა. მსოფლიოს ნდობის აღდგენასა და თავიდან მის მოპოვებას მაინც დიდი დრო დასჭირდება.
2014 წ. 20/I. დაძაბულობა მსოფლიო პილიტიკაში უკვე კულმინაციას აღწევს. დიდ პოლიტიკურ დებატებში ამერიკა იაქტიურებს, ვინაიდან რუსული ავანტურისტული პოლიტიკა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ევროპას, ასევე აშშ-ს. რა თქმა უნდა რუსეთი თავისი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, მაგრამ ამხელა იმპერია ვერ ხვდება, რომ იმ ტოტს წრის, რომელზეც ზის. რუსეთი ალიანსშია აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რითაც ხელს უწყობს არეულობებს და მახვილით უმყარებს პოზიციას იმ რადიკალ მუსლიმებს, რომლებიც მომართულნი არიან ომისთვის. მაგ., ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა ძალიან საშიშია არ მხოლოდ დანარჩენი მსოფლიოსთვის, არამედ, უპირველესად, სწორედ რუსეთისთვის. ასევე მცდარი პოლიტიკა გაატარა რუსეთმა უკრაინასთან, რასაც ძალადობად ვაფასებ. დღეს სურათი ნათელი, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის ჩარევამ გამოიწვია, ანუ რევოლუციური მდგომარეობა, სამოქალაქო ომი. ამიტომ ევროპა და ამერიკა დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ რუსეთის მთავრობას, რითაც უკრაინის ოპოზიციას ეხმარებიან, ბაზას უმყარებენ. ისინი რუსეთს თავის პოლიტიკას არ გაატარებინებენ და ყველა სფეროში დაუპირისპირდებიან. ვგულისხმობ თუნდაც სანქციების დაწესების მუქარას და ა. შ. ერთი სიტყვით, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ევროპას და ამერიკას, ყველაფერზე წავლენ.
აქვე ავღნიშნავ, რომ რუსეთის როლი, როგორც ოკუპანტისა საქართველოში, კიდევ უფრო დამძიმდება. იმ ფაქტორებს შორის, რომელსაც დასავლეთი ჩამოუთვლის რუსეთს, საქართველოს საკითხიც აღმოჩნდება. ესენია: მავთულხლართების გავლება, მიწების მითვისება და მრავალი სხვა. განსაკუთრებით მინდა ვთქვა აფხაზეთში შექმნილ სიტუაციაზე. რუსეთი მის მიმართ ისეთ კანონებს იღებს, რომელიც აფსუებს ყველანაირად ავიწოებს. მომავალში (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე) აფსუა, როგორც ერი, ეროვნება არ იარსებებს.
სამაჩაბლოს, შიდა ქართლის ტერიტორიების მართლაც უსირცხვილო ოკუპაცია, მავთულხლართების შემოვლება ქართული მიწებისთვის - ეს ისეთი ხილული ფაქტია, რომელსაც რუსეთის მთავრობა ვერ უარყოფს. ამით მტკიცდება საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირება. სხვათა შორის, ჩრ. ოსეთი მაიც და მაინც თავს არ იკლავს სამაჩაბოს, მათი თქმით, სამხრეთ ოსეთის შეერთებისთვის. ან, ნეტავ, როგორ უნდა შეიერთონ? სამხრეთ ოსეთის არსებობა კოსმოსში საერთოდ არ აღინიშნება, არ ფიქსირდება. ვხედავ, რუსები აუცილებლად დაიხევენ უკან და მავთულხლართებს საკუთარი ხელით მოხსნიან და წავლენ.
ვხედავ, რუსეთი წააგებს უკრაინაში, წააგებს საქართველოში და წააგებს მთელს კავკასიაში. აზერბაიჯანი, რომელსაც ძლიერი ძალები უმაგრებს ზურგს, პრეტენზიებს ხმამაღლა გამოთქვამს.
ქართული შიდა პოლიტიკა იძაბება. ხალხში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს უკმაყოფილება. ის მოლოდინები, რომლენიც მათ ჰქონდათ, მიაჩნიათ, რომ გაუცრუვდათ, არ გაუმართლდათ. მაგრამ ის, რასაც ელოდები თავისით არ მოვა, თუ ხელი არ გაანძრიე და ჭკუა არ მიახმარე. ვხედავ, რომ იმართება მიტინგები და ეს მიტინგება ვერ იქნება მართული იმიტომ, რომ ყველა თავისას თხოულობს, თავის პროტესტს გამოთქვამს. ადამიანები გაჯიუტებულ პატარა ბავშვებს ჰგვანან. მთავრობა დიდ ძალას ვერ გამოიყებენს. მათ მაგალითად ძველი მთავრობის ქმედებები აქვთ. ამიტომ მთავრობამ პოლიტიკური კურსი უნდა შეცვალოს და ახალი სახეებიც მოიყვანოს. ახალი ხალხი ჰაერივით სჭირდება მთავრობა და მოსახლეობასაც ახალი იმედები გაუჩნდება. აქვე ავღნიშნავ, რომ ეს ახალი სახეები უფრო მეტის მომტანნი არიან თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ქართული პოლიტიკისთვის, ვიდრე წარსულში იყვნენ და ჩემი საცოდავი ხალხიც, ბოლო-ბოლო, ამოისუნთქავს. სწორედ ესენი არიან ჩემი ნაწინასწარმეტყველები „მეცნიერები“ და „გიორგი ბრწყინვალე“ . ისინი ფართო ნაბიჯებით შემოვლენ პოლიტიკაში. გატარდება ისეთი რეფორმები, რომლებიც ქართველ ხალხს მოერგება. განსაკუთრებით, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, განათლებაში. ბევრი რამ გამოსწორდება. მოდიან ახალი მინისტრები, მოდის ახალი მთავრობა და ვერავინ იტყვის, რომ ისინი მართვდნი არიან. ამას ღიად დაინახავს ყველა, გამომდინარე მათი პოლიტიკური ნაბიჯებიდან. განსაკუთრებით დიდი ძვრები მოხდება სოფლის მეურნეობაში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პრობლემების გადაჭრა. ეს იქნება გადარჩენა ჩემი ერისა და ქვეყნისა.
მინდა ისიც ავღნიშო, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება საქართველოს წისქვილზე დაასხამს წყალს. საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკაში დიდ სამუშაოებს ჩაატარებს დასავლეთი. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც მიითებენ, არც ერთი მთავრობის დროს არ ჰქონია საქართველოს. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან მოლაპარაკებებში მარტო აღარ იქნება. ამერიკა და ევროპა ხმამაღლა განაცხადებენ, რომ დაიცავენ საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას და რუსეთ არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ ამ პატარა ქვეყანაში დემოკრატია ჩაკლას. ვხედა იმასაც, რომ საქართველოს ყველა გადაწყვეტილებას ამერიკა და ევროპა პატივს სცემენ, ვინაიდან ისინი თავს გამოიჩენენ იმით, რომ ამერიკა-ევროპის მითითებებს საერთოდ არ შეასრულებენ! ახალი მთავრობა მიიღებს აბსოლუტერად სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რაც თავად დასავლეთსაც მოეწონება. ეს ეს ზუსტად საქართველოს ის მეცნიერული ტვინია, რაც ჯერ კიდევ 25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. ბოლოს და ბოლოს, ქართული პოლიტიკა სწორად აზროვნებს იწყებს. მთავარი ის იქნება, რომ რუსეთს არავითარ საბაბს არ მისცემს საიმისოდ, რომ ომი გაგვიმართოს, მიუხედავად კრემლის ყველა მცდელობისა. პირიქით, ქართული პოლიტიკის ანკესზე წამოეგეგბა რუსეთის მთავრობა. მერწმუნეთ, ეს ასეა ასი პროცენტით.
საქართველოში
ახალ პოლიტიკურ სახეებთან ერთად ახალი ბიზნესმენებიც ჩნდებიან, ანუ ღვინის, ლუდის,
ლიმონათისა და ა. შ. ახალი მწარმოებლები, რომლებიც ახალ ბრენდებს შესთავაზებენ ხალხს.