17 октября 2021

აფსუათა სევდიანი მომავალი

სოხუმი - მტრის მიერ დაპყრობილი ჩვენი ქალაქი.

სურათზე სოხუმის ცენტრის ერთი ნაწილია, სადაც ლაკობასა და ორახელაშვილის (ახლა კონფედერატების) ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს რუსეთის საელჩოს კომპლექსი, სინამდვილეში ოკუპანტი სახელმწიფოს ადმინისტრაცია.
მოსკოვმა 2008 წ. 26 აგვისტოს აღიარა აფსუათა დამოუკიდებლობა, 9 სექტემბერს სოხუმთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა, 17-ში დადო ხელშეკრულება "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთ დახმარების შესახებ", ხოლო 2014 წ. ხელი მოეწერა შეთანხმებას "სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ".
თითქოს ურთიერთობები საერთაშორისო ნორმების ფარგლებშია, მაგრამ დღეს აფსუათა უმრავლესობა კარგად ხედავს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ქართველთა, არამედ მათი მტერი და დამპყრობელია. ცხადია, ეს ადრეც იცოდნენ, თუნდაც მუჰაჯირობიდან მოყოლებული, მაგრამ ჩვენდამი სიძულვილმა ისე დააბრმავა ეს ხალხი, რომ ლომის ხახაში თავად შეძვრნენ და მიექანებიან განადგურებისაკენ. სიძულვილს კი კვებავს იმის გენეტიკურ დონეზე არსებული მტანჯავი შეგნება, რომ ისინი ჩამოსული, არა ავტოქტონური ხალხია, რომელმაც არა მხოლოდ ტერიტორია მოიპარა, არამედ სახელი და ისტორიაც.
აფხაზეთის ბიუჯეტის 80% კრემლის ფულია და მის ხარჯვასაც ის აკონტროლებს ე. წ. საინვესტიციო პროგრამებით. მოსახლეობის 70-75% რუსეთის მოქალაქეა და ახალი, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, რუსებიც მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას (10 ათასი მათი ოჯახებით). სომხები ტრადიციულად გამალებით მრავლდებიან და ეკონიმიკურ საქმიანობას ისინი აკონტროლებენ. აფსუები უკვე უმცირესობაში არიან, თუმცა, ამას მალავენ აღწერის ციფრების მანიპულირებით. დემოგრაფიულ კატასტროფას აახლოებს დაბალი შობადობა, მოდებული ნარკომანიისა და დანგრეული ჯანდაცვის გამო გაზრდილი სიკვდილიანობა, მიგრაცია.
ცალკე თემაა მიწისა და უძრავი ქონების უცხოელთათვის (ანუ რუსებისთვის) გადაცემის დაშვების საკითხი, რასაც აფსუები ჯერ-ჯერობით ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ესეც დროებითია, რადგან წნეხი ძლიერდება.
რუსები ეპატროებიან ბიჭვინთისა და გაგრის საკურორტო ადგილებს, თავხედურად მიიერთეს ს. აიბღა და ა. შ.
2014 წლიდან ძალოვან სტრუქტურებს რუსეთი აკონტროლებს გამოძიების დონემდე, 2 ათასიან ჯარზე არაფერი რომ არ ვთქვათ.
მოკლედ, რუსეთი ტოტალურ კონტროლს ახორციელებს და აფსუები სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავენ უკმაყოფილებას, მაგრამ არა უშუალოდ მოსკოვის, არამედ ადგილობრივი კორუმპირებული და მარიონეტი ხელმძღვანელების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთი აჭმევს და აცმევს აფსუას, ტურისტებითაც ამარაგებს, ქართული საფრთხისგანაც "იცავს", აფსუას ეზიზღება რუსი და ამას საყოფაცხოვრებო დონეზე ხშირად გამოხატავს.
კრემლმა ვერ (თუ არ) უზრუნველყო "დამოუკიდებელი აფხაზეთის" საერთაშორისო აღიარება და ხალხის კეთილდღეობა.
ამდენად, აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" საბოლოო ნიველირების პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული და, ვფიქრობ, ისტორია გამეორდება და აფსუები იარაღს მოკიდებენ ხელს ისე, როგორც ეს XIX ს. 60-იან წლებში გააკეთეს. მაშინ მათი ჯანყი ტრაგიკულად დამთავრდა. დღესაც იგივე ელით, რადგან "მოძმე" ჩრდილოეთ კავკასია არ და ვერ დაეხმარება, ხოლო ჩვენსკენ გამოხედვის სურვილს ძვალსა და რბილში გამჯდარი სიძულვილი არ მისცემს...
ისტორიის პალიტრიდან მრავალი გაცილებით ძლიერი ხალხი, ერი თუ იმპერია გამქრალა და ცრემლები არავის დაუღვრია. არც აფსუებზე დაიპუტავს თმებს ვინმე.
Каждому - своё!

Комментариев нет: