12 октября 2021

კოალიციური მთავრობა - ბლეფი თუ რეალობა?

საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტოთი ჩანაცვლება . სააკაშვილის შეცდომა იყო. ეტყობა, მესამეჯერ პრეზიდენტობა რომ არ შეიძლებოდა, ამანაც განაპირობა ეს ცვლილება.

არადა, ჩვენი, ჯერ კიდევ საბჭოური თუ ყმაწვილი პოსტსაბჭოური საზოგადოება შეჩვეულია ბელადს, გენერალურ მდივანს, "მამა მარჩენალს", რომელიც ჩვენს მაგივრად ფიქრობს, დაუღალავად იღვწის ხალხის ბედნიერებისათვის, "უფასო ფულს" არიგებს და როცა ერთბაშად უსპობ ბუნჩულა "ცხვრის ფარას" ამხელა იმედს, ის იბნევა, გაურკვევლობაშია, ნერვიულობს, უმოქმედობაში იძირება, ღარიბდება, მანიპულირებადი ხდება, ადვილად გღალატობს და უსინდისოდ იყიდება, რაც სტანჯავს შემდეგ და არჩევანს ვერ აკეთებს.

განა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე კრიტიკულად შეიცვალა რამე ჩვენი საზოგადოების მენტალობასა და სოციალურ აზროვნებაში? "ძველი" თაობის ამბავში მეეჭვება და იმედი ახალგაზრდებზეა. ამას ეს 30 წელი ადასტურებს...

დღეს ყოველ მოსახვევში გაჰყვირიან . . კოალიციურ მმართველობაზე. კარგი იდეაა, მაგრამ განა ასეთი არ იყო 2012 . უმრავლესობით არჩეული "ქართული ოცნება" მისი ექვსი სუბიექტით? {ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო (ივანიშვილი); საქართველოს კონსერვატიული პარტია (ძიძიგური); მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (თოფაძე); საქართველოს რესპუბლიკური პარტია (ბერძენიშვილი); ჩვენი საქართველოთავისუფალი დემოკრატები (ალასანია); ეროვნული ფორუმი (გუბაზი)}.

სად და რატომ გაქრა ეს კოალიცია?

რა, გავლენები და ფული შემოაკლდათ?

ამბიციები ვერ დაიკმაყოფილეს?

ხომ ვიცით, რომ იმ ერთობიდან უმრავლესობა მრავალი ათეული წელია პარტიიდან პარტიაში, ბლოკიდან ბლოკში, ბელადიდან ბელადთან მოგზაურობს და ფეხებზე ჰკიდია ქართველი ერი!

მრავალი ამ პარტიათაგან თუ პოლიტიკოსთაგან ჯერ შევარდნაძესთან იყო და მერე მასვე ედგა კრიჭაში, ასევე მოიქცნენ სააკაშვილთან და დღეს ივანიშვილს უკეთებენ трюк-.

დღევანდელ ოპოზიციას რომ ვუყურება, ვხედავ, თუ როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს (გამონაკლისი, ალბათ, მელიაა), მაგრამ ესენი უფრო დიდმა სიძულვილმა დროებით გააერთიანა და ფარისევლურად ჰპირდებიან ადამიანებს ბედნიერ მომავალს. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური კლასი გაცვდა, დაბერდა და ეს გუშინდელები ოდნავ გასაქანს რომ იგრძნობენ, ერთმანეთს დაჭამენ და ისედაც გაქრობის პირას მყოფ ქვეყანას გაანადგურებენ, რადგან ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ერი!

ამდენად, თუ მაინც მოხერხდა . . კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება, ეს პერმანენტული პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდება, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ცუდად გამოგვდის ერთმანეთთან დიალოგი და კომპრომისის ხელოვნება. ამპარტავნობისა და დიდგულოვნობის სენი გვჭირს ქართველებს, - ჩამოვხსდებით და ვამბობთ, - "უჩემოდ ვით იმღერეთა". არც საზოგადოებაა ამისთვის მზად და არც მორყეული, მოსკოვის აგენტურით გაძეძგილი პოლიტიკური ელიტა, ანუ "ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს", - გახსოვთ?

საქართველო კარგა ხნით უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას და პოლიტიკური შადიმანების "მარილზე გასვლის" შემდეგ, უკვე მომავალი თაობა იზრუნებს ქვეყნის დემოკრატიული მართვის ფორმებზე, რაც ბუნებრივი პროცესი უნდა გახდეს.

"ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!" (აკაკი).

მოსე 40 წელი კი არ ასეირნებდა უდაბნოში თავის ხალხს, არამედ სანამ მონობაში დაბადებული და გაზრდილი, გაფუჭებულ-გათახსირებული თაობა არ აღესრულა, ებრაელებს აღთქმული ქვეყანა არ აღირსა.

ვატყობ, ვერც ჩვენი თაობა მიაღწევა "აღთქმულ მიწას" - სტაბილურ და ხაზინის ქურდებისგან თავისუფალ, სოხუმ და ცხინვალ შემომტკიცებულ საქართველოს. ეს პესიმიზმი არაა, ეს ჩვენ თვალწინ ხდება 30 წელია.

გარდა აფხაზეთისა და მამაზაღლი რუსეთის დამარცხებისა, რაც ყველაზე მეტად მაღელვებს დღეს - ეს ჩვენი ახალგაზრდობაა, მომავალი თაობაა, რადგან სწორედ მათში უნდა გამართლდეს და განსხეულდეს ჩვენ თაობის ბრძოლა და შრომა.

ჩვენი თაობა კი ბედნიერია იმით, რომ პატივად გვერგო ქართველთა საუკუნო ნატვრის აღსრულება - დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული ბრძოლა და ეროვნული თავისუფლების მოპოვება.

 


Комментариев нет: