აფხაზეთში დღეს მოქმედებს ორი ქრისტიანული ორგანიზაცია: „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ ("მღვდელი" ბესარიონ აპლია) და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, რომელსაც მიტაცებული აქვს ახალი ათონის მონასტერი („არქიმანდრიტი“ დოროფეი დბარი). პირველი ორიენტირებულია რუსეთის ეკლესიაზე, ხოლო ე. წ. მიტროპოლია კონსტანტინოპოლთან ცდილობს კავშირების გაბმას, თუმცა უშედეგოდ. მოუხედავად იმისა, რომ ეს წარმონაქმნები ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან, ისინი ერთ მიზანს ისახავენ: დამოუკიდებელი „აფხაზური ეკლესიის“ შექმნას.
შეგახსენებთ, რომ 2009 წ. 15 სექტემბრს „სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის“ მმართველმა ბესარიონ აპლიამ ე. წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფა გამოაცხადა. მისი თქმით, ამით აღდგა ისტორიული სამართლიანობა, რადგან 1943 წ. აფხაზეთის ეკლესია ძალადობრივად მიუერთეს საქართველოს ეკლესიას.
ცხადია, ოკუპირებული აფხაზეთის საეკლესიო ამბები რუსეთიდან იმართება და მღვდელი აპლია მხოლოდ პროვოკატორ-შემსრულებელია. ამიტომ იყო, რომ 2010 წ. დეკემბერში სწორედ მის „მართლმადიდებელ“ ეკლესიას გადაეცა უვადო სარგებლობაში აფხაზეთის 42 ქართული ტაძარი შემდგომში რუსეთის ეკლესიის პოზიციების გასაძლიერებლად.
2011 წ. მარტის ბოლოს რუსეთის პატრიარქმა კირილემ ბესარიონ აპლიას თხოვნით, ახალი ათონის წმ. მოციქულ სიმონ კანანელის მონასტერში მმართველად მიავლინა იღუმენი ეფრემი (ვინოგრადოვი), რომელსაც თან მოჰყვა მღვდელმსახურთა მთელი დესანტი. სწორედ ამან გამოიწვია აფსუა საზოგადოების უკმაყოფილება და შემდგომში დოროფეი დბარის „მიტროპოლიის“ შექმნა.
იმავე წელს მოსკოვის ეკლესიამ აფხაზეთში გაგზავნა მღვდელი ალექსანდრ ტერპუგოვი, რომელსაც დაევალა რუსულ საოკუპაციო სამხედრო ნაწილებში მსახურება. ამ მიზნით შემდეგ მომზადდა რამოდენიმე ათეული სასულიერო პირიც.
ამ წლების განმავლობაში რუსეთის ეკლესია სხვადასხვა მეთოდითა და საშუალებით, ღიად თუ შეფარვით მიზანმიმართულად ახორციელებდა საკუთარი გავლენის გაძლიერებას აფხაზეთში ისე, რომ დიდ ყურადღება არ აქცევდა ე. წ. აფხაზურ ეკლესიას. ამან, ეტყობა, გაანაწყენა აფსუათა "სულიერი ლიდერი" და გაბრაზებულმა ბესარიონ აპლიამ 2021 წ. 19 თებერვალს აფხაზეთის ყველა ტაძარში, სოხუმის საკათედროს გარდა, შეაჩერა მსახურება. მან ამით გამოხატა პროტესტი „აფხაზეთის ეკლესიის“ ავტოკეფალიის საკითხის იგნორირების გამო. „Тридцать лет вот так находиться в какой-то такой ситуации – это невозможно... Поэтому я сейчас приостановил службы в храмах“, - ამბობს „მამა“ ბესარიონი. მისი აზრით, განსასაზღვრია რუსეთის ეკლესიის მიერ სქიზმაში ხელდასხმულთა კანონიკური მდგომარეობა და მათ უნდა მიენიჭოთ აფხაზეთის ეკლესიის მსახურთა სტატუსით. „Мы не можем быть частью грузинской церкви, мы не были частью грузинской церкви и не будем“, - გაჰკივის განდგომილი.
მაგრამ, როგორც ჩანს, სოხუმელ „იერარქებს“
რომის პაპზე უფრო
მეტი კათოლიკობა არ
მოუწონეს კრემლში. ამიტომ
აპლიამ ერთ კვირაში
უკან წაიღო საკუთარი
გადაწყვეტილება და გახსნა ეკლესიები:
„Говорить об автокефалии еще рано, сначала надо
восстановить автономию. У нас идет восстановление абхазского католикосата, это
процесс очень долгий“. მას იმედი აქვს, რომ მოსკოვის საპატრიარქო დაეხმარება აფსუურად ღვთისმსახურების ორგანიზებაში, რისთვისაც შეიქმნება მთარგმნელთა კომისია, რუსეთში გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა და
აფხაზეთი მიიღებს საეკლესიო ნივთებს.
სრულიად ისტერიული იყო აფხაზეთის ე. წ. საეკლესიო საბჭოს მ. წ. 14 სექტემბრის მიმართვა რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებისადმი, სადაც ნათქვამია: „С XIX века Русская Православная Церковь возрождает православие на Кавказе. Мы ждем, что с её помощью Абхазская Православная Церковь добьётся канонического признания независимости Абхазской Православной Церкви. Абхазская Православная Церковь заявляет, что не желает иметь братскую духовную связь с теми, кто вопреки евангельской правде считает Абхазию канонической территорией Грузинской Православной Церкви“.
დღეისთვის
აფხაზეთში 16 მოქმედი ტაძარია,
სადაც, მათი განცხადებით,
მღვდელმსახურება აფსუაურ, ძველ
სლავურ და ბერძნულ
ენებზე ხორციელდება. მოქმედ
ტაძართა ჩამონათვალი ასეთია: სოხუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების საკათედრო,
გაგრის ღვთისმშობლის, ბიჭვინთის
წმინდანთა, გუდაუთის ღვთისმშობლის,
ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების,
ახალი ათონის ღვთისმშობლის,
ახალი ათონის მოციქულ
სიმონ კანაელის, იაშთუხის
ფერისცვალების, ს. აკაფას
მოციქულთა თანასწორების კონსტანტინესა
და ელენეს, აგუძერის
წინასწარმეტყველ ილიას, დრანდის
მიძინების, დრანდის მთავარანგელოზ
გაბრიელის, მოსკოვის მიძინების,
ილორის წმ. გიორგის,
ჭუბურხინჯის წმ. გიორგის.
ახალ ათონში მოქმედებს
სიმონ კანანელის სახელობის
მონასტერი.
აფხაზეთის სასულიერო პირები 2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაიკოპის ეპარქიის იურისდიქციაში არიან.
აქ
არ ვისაუბრებთ რუსეთის
მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე ქართული
ისტორიულ-კულტურული და
რელიგიური ძეგლების ვანდალურ
ხელყოფაზე, რადგან ეს
საყოველთაოდ ცნობილია და ჩვენი, იუნესკოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების
სახით ცივილიზებული მსოფლიო
ვერ ახერხებს მათ
დაცვას.
რუსეთის ეკლესია სიტყვიერად ცნობს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას დაპყრობილ აფხაზეთში, მაგრამ, როგორც კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკის ინსტრუმენტი, მოსკოვისსაპატრიარქო ფიზიკური ოკუპაციის კვალდაკვალ, აფხაზეთის სულიერ ოკუპაციას აგრძელებს.
ასეთია ოკუპაციის ფასი.
Комментариев нет:
Отправить комментарий