18 июня 2016

აშანტაჟებს თუ არა რუსეთი ჩვენს საპატრიარქოს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდმა კრებამ, შესაძლოა, გააუქმოს მსოფლიო პატრიარქ დიონისე IV-ისა და კონსტანტინოპოლის წმ. სინოდის მიერ ჯერ კიდევ 1686 წ.  მიღებული განკარგულება {რუს. Томос (ბერძნ. τόμος <греч. τέμνω) — «кусок»; «том» от «резать», «делить»}, რომლის მიხედვით, კიევის ეკლესია სრულიად უკანონოდ მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთეს. 
უკრაინაში დღეს მართლმადიდებლები 4 ნაწილად არიან გაყოფილნი, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს უკრაინის ეკლესიის ატოკეფალიისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ავტორიტეტშელახულ საეკლესიო ხელისუფლებას და მის ამბიციებს "მესამე რომის" შესახებ.
აქ იმზე არ ვილაპარაკებ, თუ რა პოზიცია უკავია მოსკოვის საპატრიარქოს პუტინის ხელისუფლების მიერ წარმოებულ ომებთან და მის ექსპანსიონიზმთან მიმართებაში, - ეს ცნობილია. მაგრამ ძალიან მაინტერსებს, ეს დიდი საეკლესიო მითქმა-მოთქმა და ორომტრიალი როგორ აისახება საქართველოზე და კერძოდ, აფხაზეთის პრობლემაზე. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოს მიერ სტიმულირებული აფსუათა ე. წ. პატრიარქიისა (დბარი) და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" (აპლია) ჭინკები უპირისპირებიან, რომელთა ოფიციალურ აღიარებას რუსეთის ეკლესია არ გეგმავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი (გარდა მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროს აზრისა) უკრაინის ეკლესიის საკითხში საქართველოს საპატრიარქოს ნეიტრალური პოზიციაა.
კითხვა: ხომ არ არის ამ კრებისგან ჩვენი საპატრიარქოს დისტანცირება (დოგმატურ და საორგანიზაციო პრობლემებთან ერთად) აფხაზეთთან დაკავშირებული? 

ხომ არა აქვს მოსკოვის პატრიაქ კირილეს (ვლადიმირ გუნდიაევის) მხრიდან გარკვეულ შანტაჟს ადგილი?

Комментариев нет: