10 июня 2016

ვინ წარმოადგენს აფხაზეთს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე

მ. წ.  25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა წმ. სინოდის მორიგი სხდომა, რომელზე განიხილეს წმინდა და დიდი მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის (რომელიც 16-17 ივნისს გაიმართება საბერძნეთში) მზადების საკითხები. მასზე განისაზღვრა დელეგაციის შემადგენლობა 31 სასულიერო პირის შემადგენლობით კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხელმძღვანელობით.

აი, რატომ შეგახსენეთ ეს.

მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებს დღეს ჭინკები დაპატრონებიან. მათი სახელებია: "აფხაზეთის წმ. მიტროპოლია" და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სუხუმ-პიცუნდის ეპარქია". ანუ იქ დარჩენილი მრევლი და სამღვდელოება გაყოფილია და გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ემტერებიან, საქართველოს ეკლესიასაც ებრძვის რუსული ეკლესიის ფარული მხარდაჭერით.

მაგრამ  აქ და ამჯერად თავი დავანებოთ აფხაზეთში არსებულ საეკლესიო პრობლემებს.

                     ამაზე იხ.: მორიგი არეულობა "აფხაზურ" ეკლესიაში  

საინტერესო ისაა, რომ, თურმე, ეს საცოდავი ღვთის მგმობელები წინააღმდეგნი არიან, ილია მეორემ და ჩვენმა საპატრიარქომ მსოფლიო კრებაზე აფხაზეთის სახელითაც ილაპარაკომ. ე. წ. მიტროპოლიის ხელმძღვანელი დოროფეი დბარი იმაზე წუხს, რომ საქართველის საპატრიარქომ ჩვენს დელეგაციაში შეიყვანა ის მღვდელმსახურები, რომლებსაც „აფხაზური“ წარმომავლობა აქვთ, სოხუმელები არიან. ამით, დბარის აზრით, საპატრიარქომ ნომინალურად დაამტკიცა ცხუმ-აფხაზეთის მონაწილეობა საბერძნეთში დანიშნულ კრებაში.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციაში კი (დბარის ვერსიით) შემდეგი აფხაზი (ან წარმოშობით სოხუმელი) მღვდელმთავრები შედიან: 
1.      ჩვენი პატრიარქი ილია მეორე - მისი საეკლესიო რეგალიების გამო (ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი);
2.      საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი -1992-2010 წწ. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი;
3.    გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) - სოხუმელი, ომის ვეტერანი, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გია გვაზავას ძმა;
4.      სამთავისისა და კასპის მიტროპოლიტი დამიანე (ხუფენია) - სოხუმელი;
5.      წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) - სოხუმელი;
6.      საქართველოს ეკლესიის ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) - სოხუმელი.

შეგახსენებთ, რომ განდგომილებმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს I-ს ახლახან წერილიც გაუგზავნეს  "აფხაზეთის ეკლესიის" ავტოკეფალიის საკითხის განხილვის თხოვნით.

პოლიტიკურად და ეკლესიურადაც თვითმარქვია აფსუებს ავტოკეფალიის მიღება FIFA-ში გაწევრიანება ან ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარება ჰგონიათ.

Комментариев нет: