წინასწარი დათქმა: მიუხედავად ჩვენ უთანხმოებისა არჩევნების
ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო არის კანონიერი
ორგანო და ის საქმეს სჭირდება.
აფხაზეთის ა/რ დეპუტატთა (ერთეულთა გამოკლებით) ტრაგედია ისაა, რომ, მოყოლებული მათი არჩევიდან (1991 წ. 29 სექტემბერი), მუდმივად უწევთ ქვეყანაში პერმანენტულად ცვლად კონიუნქტურაზე მორგება. პოლიტიკაში, შესაძლოა, ეს დასაძრახი არც არის, თუ კომპრომისები საზოგადოების განვითარებას, პრობლემათა გადაწყვეტას უწყობს ხელს და არა პირიქით.
აფხაზეთის ა/რ დეპუტატთა (ერთეულთა გამოკლებით) ტრაგედია ისაა, რომ, მოყოლებული მათი არჩევიდან (1991 წ. 29 სექტემბერი), მუდმივად უწევთ ქვეყანაში პერმანენტულად ცვლად კონიუნქტურაზე მორგება. პოლიტიკაში, შესაძლოა, ეს დასაძრახი არც არის, თუ კომპრომისები საზოგადოების განვითარებას, პრობლემათა გადაწყვეტას უწყობს ხელს და არა პირიქით.
სოხუმში ეს ორგანო დაკომპლექტდა აფსუა სეპარატისტების, ქართველი ნომენკლატურისა და ეროვნული მოძრაობის „მრგვალი მაგიდის“ ფრთის წარმომადგენლებისგან.
ქართველი დეპუტატების პოლიტიკური, ადამიანური და, გნებავთ,
სულიერი ტრაგედია სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ზ. გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს.
აქეთ სსრკ დაინგრა, თბილისში ხუნტა ბატონობდა და დაიბნა "მრგვალთა" და კომუნისტთა უცნაური
სიმბიოზი. ორიენტირის, „მამა მარჩენალის“ გარეშე დარჩნენ: ერთნისთვის გაქრა მოსკოვი, სხვებისთვის
- ზვიადი. მაგრამ მალევე მოინახა გზა თბილისთან
და ახალი „მამის“ მაძიებლები უპრობლემოდ დამკვიდრდნენ ე. შევარდნაძის კარზე.
სწორედ ესაა, ასე ვთქვათ, პირველი კომპრომისის ან კონიუნქტურული
გარდასახვის დრო. წავიდა ერთი ლიდერი და მოერგნენ მოსულს. საბჭოთა ნომენკლატურის არ გაგვკვირვებია, მაგრამ ე. წ. ზვიადისტი დეპუტატები რომ ჩადგნენ, ფაქტიურად, საკუთარი მტრის სამსახურში - გასაოცარი იყო. ალბათ, უსაზღვრო იყო ხალხის რჩეულთა მიმტევებლობა!
რა ექნათ? ალბათ, საქართველოს სჭირდებოდა ასეთი "მორალური უკანდახევა"!
რა ექნათ? ალბათ, საქართველოს სჭირდებოდა ასეთი "მორალური უკანდახევა"!
ომის პერიოდში ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები
(1992 წ. ოქტომბერი) და 12 წარმომადგენელი აირჩა აფხაზეთიდან, რომლებმაც 2003 წლამდე
იდეპუტატეს უფლებამოსილების გაგრძელებით. სხვათაშორის, ამ დეპუტაციის ნაწილმა ნაყოფიერად
იმუშავა წლების მანძილზე და აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით სერიოზული სამართლებრივი
და დოკუმენტური ბაზა შექმნა.
ავტონომიის დეპუტატების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა 1994 წ. 10 მარტს, როცა საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა ეს ორგანო, რაც, ჩვენი აზრით, შეცდომა იყო. ამას დიდი პროტესტი
არ გამოუწვევია, რადგან ისინი გადანაწილდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე. მაგრამ
1995 წ. 24 თებერვალს მრავალჭირნახულ უმაღლეს საბჭოს პარლამენტმა აღუდგინა უფლებამოსილება. რეანიმაციას საფუძვლად
დაედეს ის, რომ ისინი „არ მონაწილეობდნენ
გუდაუთის
სეპარატისტულ
დაჯგუფებასთან
ერთად
ანტიკონსტიტუციურ
საქმიანობაში“.
თავი რომ დავანებოთ
იურიდიულ-სამართლებრივ კაზუისტიკას და მორალს, საქართველოს პარლამენტს ისე გამოუვიდა,
თითქოს თავად არ იყო იმ ხუნტის „სამართალმემკვიდრე“, რომელმაც წინა მთავრობა დაამხო და თავად ანტიკონსტიტუციურობისკენ საერთოდ არ გაუხედავს!
საინტერესოა ისიც,
რომ ახალ-ძველ უმაღლეს საბჭოს დაევალა იმუშაოს 1978 წ. მრავალტანჯული საბჭოთა კონსტიტუციის საფუძველზე. კვლავ გადეპუტატებულებმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს.
სამშობლოს სჭირდებოდა ასე და რა ექნათ?!
ე. შევარდნაძის „დემოკრატიული აღმშენებლობის“ დრო ამ ორგანოსთვის, ჩვენი აზრით, ყველაზე
აქტიური და ნაყოფიერი პერიოდია. ეს საერთაშორისო არენაზე წარმოებულ საიფორმაციო-პროპაგანდისტულ საქმიანობასა და აფხაზეთში ქართველთა გენოციდის - ეთნიკური წმენდის საკითხის გატანაში გამოიხატა, რაც აისახა კიდეც გაეროსა და ევროპული
სტრუქტურების არაერთ დოკუმენტში. თუმცა, რუსეთთან წარმოებული მცდარი, კოლაბორაციონისტული
პოლიტიკის გამო, ამით ხელშესახები (თუნდაც შუალედური) შედეგი არ დამდგარა.
„მოქალაქეთა
კავშირის“ ახალ კონიუნქტურას მორგებული საბჭო, რომლის იერარქიულ პოზიციებსა და
პრივილეგიებს „უკუნითი უკუნისამდე“, ანუ აფხაზეთის/ში დაბრუნებამდე არაფერი ემუქრებოდა,
ტაატით განაგრძობდა დაუღალავ შრომას. ზოგი დეპუტატი მოსკოვიდანაც კი ახერხებდა "მუშაობას".
საქართველოს ინტერესები მოითხოვდა ამას და რა ექნათ?!
საქართველოს ინტერესები მოითხოვდა ამას და რა ექნათ?!
მორიგი გზაგასაყარი
და არჩეულთათვის „სასიცოცხლო არჩევანის“ გაკეთების
დრო დადგა ე. წ. ვარდების რევოლუციის დროს, როცა მ. სააკაშვილის „ბულდოზერები“ გამოჩნდნენ პოლიტიკურ პერიმეტრზე.
მრავალჭირნახულმა
და გამოწრთობილმა ორგანომ ამ განსაცდელსაც გაუძლო და ყვარყვარიზმის საუკეთესო ტრადიციებში, სასწრაფოდ გადაეწყო ახალ
გამოწვევათა შესაბამისად - ვაჟკაცურად ჩადგა ახალი ქარტეხილების ჯარისკაცთა რიგებში.
სამშობლოს სჭირდებოდა
და რა ექნათ?!
თავიდან ნაცებმა
ჯეროვნად არ დაუფასეს ეს თავგანწირვა, სტატუსის შინაარსი დაუქვეითეს და პრიორიტეტი მთავრობას მიანიჭეს, რაც, ჩვენი აზრით, მცდარი გადაწყვეტილება გახლდათ. თუმცა,
ამით დეპუტატთა სხვა სიამოვნებებს არაფერი დაკლებია. პირიქით, არსებობა უფრო კომფორტული
გახდა (ცხადია, ვისთვის როგორ!): პასუხისმგებლობა - თითქმის ნული, პრივილეგიები და ხელფას-დანამატები
- ბევრი.
აქვე ვიტყვით, რომ ნაცების შეცდომა
იყო საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „აფხაზეთის“ არა მხოლოდ გაუქმება, არამედ ამ ორგანოში აფხაზეთის ქვოტების სხვებით შევსება. თუმცა, (როგორც ამბობენ, გ. ბოკერიას დაჟინებით გაშვებულ) საქართველოს დეპუტატების კარიერას ბევრი არაფერი
დაკლებია, რადგან ისინი ე. შევარდნაძის დროს უკვე იყვნენ კოოპტირებულნი სათადარიგო მოედანზე - აფხაზეთის გათითოკაცებულ უმაღლეს საბჭოში.
2003 წლიდან
აფხაზეთის ა/რ ხელისუფლება, ფაქტიურად, უფლებრივად მუნიციპალიტეტის დონის ორგანოდ იქცა,
რომლის აღმასრულებელ შტოს მართავდნენ შემთხვევითი კადრები. მაგრამ ვის აღელვებდა ეს?
საქართველოს ხელისუფლება თავისთვის იყო და აფხაზეთის - თავისთვის, შესაბამის ყოველწლიური დაფინანსებით, რომელსაც ბიუჯეტი დაერქვა.
უფრო მეტიც.
აფხაზეთის ა/რ მოქმედი კონსტიტუცია ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც არა აქვს თავი არჩევნების
შესახებ. ამ თვითკასტრაციის მოთავენი თავადვე იყვნენ. მოკლედ, ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურა და გაშევარდნაძებული "მრგვალები" თუ მწვანეები ნაციონალების კოჰორტას შეუერთდნენ.
აქვე უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად შეთავაზებებისა, თ. ნადარეიშვილი არ შეერთებია „ვარდების
რევოლუციას“ და ამის გამო, არ ვეხები რა სხვა ასპექტებს, პირადად, პატივს მივაგებ მის
ხსოვნას.
მორიგი გამოცდა
ჩვენს დეპუტატებს ბედმა ახალი „მამა მარჩენალის“ გამოჩენამ მოუწყო. ქოცების აღზევებას დაბნეულები შეხდნენ, მაგრამ დაუძლეველმა შინაგანმა პროტესტმა, რომელიც სააკაშვილის
„იმ სისხლიანი 9 წლის“ განმავლობაში სტანჯავდა მათ, გადაწყვეტილება მყისიერად მიაღებინა
- თვალსა და ხელს შუა გაქოცდნენ! სწრაფად გადაახალისეს შეთხელებული რიგები და ვეებერთელა ფრაქციები შექმნეს,
ოღონდ არტიკლი „ნაცი“ შეცვალეს „ქოცით“. დანარჩენი ლინგვისტური მასალა ადრინდელი
დარჩა: „ერთიანი საქართველო“, ”ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო", "ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”, ”დემოკრატიული საქართველო”.
აბა,
სახელების შეცვლით ხომ არ შეიწუხებდნენ თავს?! დაიღალნენ. დღეს კი ელოდებიან ხელისუფლების ახალ ცვლას შემდგომი ნახტომისთვის.
რა ქნან? ისინი ხომ დევნილებს სჭირდებიათ?!
როგორც ვხედავთ, ამხელა ტვირთი ზიდვა აფხაზი (დიახ, აფხაზი!) დეპუტატებისთვის უკვე იქცა მორალურ-ეთიკურ და პოლიტიკურ ტრაგედიად.
როგორც ვხედავთ, ამხელა ტვირთი ზიდვა აფხაზი (დიახ, აფხაზი!) დეპუტატებისთვის უკვე იქცა მორალურ-ეთიკურ და პოლიტიკურ ტრაგედიად.
საზოგადოება
ხელისუფლებას კარგა ხანია სთავაზობს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს. აფხაზეთის განთავისუფლებას, დევნილთა პრობლემებს სჭირდება არა ყველა მთავრობას მორგებული (თანამშრომლობაში არ აგვერიოს), ნებისმიერი პოლიტიკური პარამეტრით ყავლგასული, ხშირად
ოკუპანტისკენ საეჭვოდ მომზირალი ორგანო, არამედ თავის თავში დარწმუნებულ, პატრიოტ, მართვის თანამედროვე პრინციპებზე ორიენტირებული ადამიანებისგან დაკომპლექტებული სტრუქტურა, რომელიც მლიქვნელურად არავის დაუხრის თავს.
სამშობლოს სჭირდება ეს და რა ვქნათ, ბატონებო?!
Комментариев нет:
Отправить комментарий