ბრიტანეთის ლორდთა პალატა როცა ვ. პუტინს მკვლელობის ორგანიზებასა და პედოფილობაში სდებს ბრალს, თანამეგობრობის 16 სამეფო, ცხადია, ამას იზიარებს. დავუმატოთ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები და თითქმის მორჩა ნორმალური სამყარო. მსოფლიო კეთროვანთა "რეიტინგში" აფრიკელი კანიბალის, ბოკასას შემდეგ ვ. პუტინი დაწინაურდა. რა მოსატანია მათთან კადაფისა და სადამი ხუსეინის მსგავსი "ბალღები".
ვ. პუტინისა და მისი ხელისუფლების დანაშაულებათა წინააღმდეგ დაწყებული საქმეები და ბრალდებები:
- ლიტვინენკოს მკვლელობა და პედოფილია (ბრიტანეთი, მოსამართლის მოხსენება ლორდთა პალატაში),
- კორუმპირებული და ქურდი (აშშ-ს მთავრობის ოფიციალური პოზიცია),
- ნემცოვის მკვლელი (ევროპის საპარალამენტო ასამბლეა, ჩატარებული მოსმენები და მომავალი გამოძიება),
- კაჩინსკის მთავრობის მკვლელი (პოლონეთი, გამოძიება),
- საქართველოში სამხედრო ინტერვენციის საქმე (ჰააგის სასამართლოს გამოძიება),
- უკრაინის ცაში აფეთქებული მალაიზიური ბოინგის საქმე (ჰოლანდია, გამოძიება).
და ეს მაშინ, როცა პუტინზე, აფრიკელ სუაჰილებს თუ დავესესხებით, საფარია გამოცხადებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий