01 февраля 2016

ერევნის "არარატი" - საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე


სომხეთი რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენზე ამოსდის მზე და მთვარე. ამაში დასარწმუნებლად (თუ ვინმესთვის აუცილებელია ეს) შორეულ წარსულში ქექვა არა საჭირო და აფხაზეთიში ომის დროს სომხური ბატალიონების მიერ ჩადენილი დანაშაულობები კმარა, როცა მათ ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა, რაც სომხეთის მთავრობამ არა თუ არ დაგმო მაშინ, არამედ არაოფიციალურად ხელსაც უწყობდა. 
აქ იმაზეც არ ვილაპარაკებთ, თუ როგორ და რამდენი ხანია სომხები საქართველოში და, კერძოდ, აფხაზეთში ატარებენ არმენიზაციის პოლიტიკას, რომელშიც აქტიურად არის ჩართული სომხეთის ეკლესია. აქ არც დიდი ილიას „ქვათა ღაღადს“ შეგახსენებთ. 
ფეხბურთი გვაინტერესებს.


ერევნის „არარატს“, რომელმაც რატომღაც სოხუმი აირჩია საწვრთნელი შეკრების ადგილად, მ. წ. 27 იანვარს დაგეგმილი ჰქონდა ამხანაგური მატჩის გამართვა რუსული ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგასთან“. ეს გაიგო საქართველოს საგარეო უწყებამ და გააპროტესტა. შედეგად ერევანმა აუკრძალა თავის გუნდს ამგვარ შეხვედრაში მონაწილეობა და დამნაშავე რეჟიმის ლეგიტიმაციის პატარა სომხურ-აფსუური გეგმა ჩაიშალა. 

ქართველების ნაწილი კმაყოფილებით შეხვდა ამას. არადა, საერთოდ რატომ დაიგეგმა ეს მატჩი? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ მადლობები გვეფრქვია სომეხთა ვაჟკაცური ნაბიჯის გამო? იმიტომ ხომ არა, რომ აფხაზეთთან მიმართებაში ერევნის გრძელვადიანი ფარისევლობა დაეფარათ? ანდა, ეჩვენებინათ, თითქოს რუსებს ყველაფერში არ მიჰყვებიან?

ერევნის ამ გადაწყვეტილებაზე შეწუხდნენ არა მხოლოდ აფსუები, არამედ ქართველთა გენოციდში აქტიურად მონაწილე სოხუმის „პარლამენტის“ სომეხი "დეპუტატები" (ვაგარშაკ კოსიანი, რობერტ იაილიანი და ლევონ გალუსტიანი), რომლებმაც სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს გაუგზავნეს მიმართვა, სადაც „ისტორიული სამშობლო“ დაადანაშაულეს ქართული ინტერესების ლობირებაში. იქვე დაიკვეხნეს, რომ აფხაზეთში 40 ათასი სომეხი ცხოვრობს და ფუნქციონირებს 30 სომხურენივანი საშუალო სკოლა. იმითაც ამაყობენ, რომ ქართველებს ებრძოდნენ და 21 არმენი „აფხაზეთის გმირია", ხოლო ათეულობით - სხვადასხვა ორდენისა და მედლის კავალერი. ამიტომ "სომეხმა-აფსუებმა" პროტესტი გამოთქვეს ზოგიერთი ჩინოვნიკის არაშორსმჭვრეტელობის გამო. ანუ ისინი თანამოძმეებს ქვეტექსტით შეახსენებენ:

"გასაგებია, რომ აფხაზეთს ვერ აღიარებთ, რადგან საქართველოზე გადის სომხეთისთვის სასიცოცხლო ერთადერთი გზა რუსეთისკენ, მაგრამ აფსუებიც არ გადაიმტეროთ ბოლომდე, რადგან, ხომ ხედავთ, თუ რა წარმატებით ვითვისებთ ამ ტერიტორიებს დემოგრაფიულად და ეკონიმიკურად მომავალი „დიდი არმენიისთვიო“.

ამ მიმართვაში სომეხი "დეპუტატები" იხსენებენ აგრეთვე იმ ფაქტს, როცა 2015-ში სომხეთმა სოხუმის მოჭიდავეთა გუნდი არ დაუშვა საასპარეზოდ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე.

გრძნობენ თუ არა სომხები რუსული პოლიტიკის კრახს კავკასიაში? 



Комментариев нет: