მოსკოვის 1994 წ. 4 აპრილის ოთხმხრივი შეთანხმება „ლტოლვილთა და ადგილნაცვალ
პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ“ {ხელს აწერდნენ: ა. კავსაძე (საქართველო),
ს. ჯინჯოლია (სოხუმის რეჟიმი), ბ. პასტუხოვი (რუსეთი), ხ. ამუნატეგი (გაერო)} გახდა
პირველი დოკუმენტი, რომელმაც, ფაქტიურად, აუკრძალა 1992-1993 წწ. ომის ვეტერანებს აფხაზეთში
არა თუ დაბრუნება, არამედ იქ ტურისტად ჩასვლაზეც ფიქრიც კი (დოკუმენტის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტი). მაშინ მრავალმა ჩვენთაგანმა გააპროტესტა ამგვარი ჩანაწერი, მაგრამ უშედეგოდ.
სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ ვ. არძინბას პირობებში მეომრები იქ თავდახრილი
ჩასულიყვნენ, მაგრამ ამას სამართლებრივი მხარე ხომ ჰქონდა?!
დღეს უკვე „დამოუკიდებელი“
აფხაზეთი ღებულობს კანონს «О правовом положении иностранных граждан в Республике
Абхазия», რომელშიც აფხაზეთში დაბრუნება ან ჩასვლა ეკრძალებათ იმათ, ვინც: «учавствовал в
боевых действиях против Республики Абхазия (…), либо оказывал содействие
оккупационному режиму» (მუხლი 9 და 11).
გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე უცხოელებად გვთვლიან და არც ეს "კანონია" კანონი, აქ საიტერესო სხვაა.
ცხადია, რუსული ოკუპაციის
პირობებში აფხაზეთში ვინმეს დაბრუნებაზე თვით დიდი მეოცნებეც ვერ იოცნებებს, მაგრამ
თუ ადრე მეომრებს უკრძალავდნენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას, დღეს "კანონით" ნებისმიერი
დევნილი (და არა მარტო ისინი, სხვათაშორის), ვინც ფიზიკურად ომის დროს იმყოფებოდა აფხაზეთში (მაგ., ვეტერანთა ოჯახების წევრები), ექცევა
სეპარატისტთა რეალური პატრონების ამ „რეგულაციის“ მოქმედების ქვეშ.
რატომ?
იმიტომ, რომ მაშინ მთელი
მოსახლეობა იბრძოდა და ამდენად, „თანამშრომლობდა საოკუპაციო რეჟიმთან“, ანუ საქართველის
ჯართან.
ცალკე თემაა გალის რაიონის ქართული მოსახლეობა, რომელიც სრულიად უუფლებო მდგომარეობაში იყო მუდამ და პერმანენტული ეთნიკური წმენდის რეჟიმში ცხოვრობს. მაგრამ ამ "კანონის" მიხედვით, ისინი საბოლოოდ გადაყვანილნი არიან მეორეხარისხოვანთა კატეგორიაში. იმის გამო, რომ საოკუპაციო ზონაში დარჩენილი ქართველების უმრავლესობას ქართული პასპორტები აქვთ და სავსებით კანონიერად, მათ წაართვეს ელემენტარული სამოქალაქო უფლებები (ეროვნულზე რომ არაფერი ვთქვათ) იმ დონემდე, რომ აეკრძალათ კონკრეტული პროფესიით შრომითი საქმიანობა (მუხლი 17 და 18).
ვფიქრობთ, ინდიელი ტომების ნარჩენები გაცილებით უსაფრთხოდ და ცივილიზებულად ცხოვრობენ აშშ-ს რეზერვაციებში, ვიდრე აფხაზეთში დარჩენილი ქართველები.

Комментариев нет:
Отправить комментарий