03 февраля 2016

Stratfor - ნაკლებსავარაუდოა რუსეთის არსებული სახით გადარჩენა

კანადური სადაზვერვო და კონსალტინგიური ორგანიზაცია Stratfor-ი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს გეოპოლიტიკურ კვლევას მსოფლიოს მომავალი ათწლედის შესახებ. გასაგები მიზეზების გამო, ჩვენთვის საინტერესოა რუსეთის შესახებ გაკეთებული პროგნოზები.

Stratfor-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნაკლებსავარაუდოა რუსეთის არსებული სახით გადარჩენა. მისი უუნარობა, ენერგორესურსებისგან მიღებული მოგება აქციოს მდგრად ეკონიმიკად, ამ ქვეყანას ენერგომატარებლების ფასებზე დამოკიდებულს ხდის და თავს ვერ დაიცავს ამ საბაზრო პროცესებისგან. რუსეთის ფედერაციის სტრუქტურის გათვალისწინებით, როცა ექსპორტისგან მიღებულ მოგებას ცენტრალიზებულად მოსკოვი ანაწილებს, რეგიონებს არათანაბარი წილები შეხვდებათ.
ეს გამოიწვევს გასული საუკუნის 80-იანების საბჭოთა და 90-იანების გამოცდილების გამეორებას, როცა მოსკოვმა დაკარგა სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის უნარი. ყოველივე ეს რეგიონებს აიძულებს გადარჩენისთვის თავადვე იზრუნონ და შექმნან ფორმალური თუ არაფორმალური ავტონომიური გაერთიანებები.  მოსკოვსა და პერიფერიებს შორის ეკონომიკური კავშირები შესუსტდება. 

ისტორიულად ასეთ პრობლემებს რუსეთი სპეცსამსახურების საშუალებით აგვარებდა. მაგრამ ისევე, როგორც 1980-იანებში, КГБ და ФСБ ვერ მოახერხებენ ცენტრიდანული ძალების შეკავებას. ფეესბეს მიმართ ტოტალური შიშის დანერგვის გარეშე სპეცსამსახურები ვერ შეძლებენ რუსეთის რღვევის შეჩერებას.

რუსეთისგან დასავლეთით პოლონეთი, უნგრეთი და რუმინეთი შეეცდრბიან ადრე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას - უკრაინისა და ბეოლორუსიის შემოერთებას. სამხრეთში რფ ჩრდილოეთ კავკასიაზე დაკარგავს კონტროლს, ხოლო შუა აზიაში დაიწყება დესტაბილიზაცია.  ჩრდილო-დასავლეთით კარელია შეეცდება მიუერთდეს ფინეთს. შორეულ აღმოსავლეთში დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებენ ზღვისპირეთის რეგიონები, რომლებიც უფრო იაპონიასთან, ჩინეთსა და აშშ-სთან არიან დაკავშირებულნი, ვიდრე მოსკოვთან.

რუსეთის სხვა რეგიონები, შესაძლოა, სურვილის საწინააღმდეგოდ აგრეთვე მიიღებენ ავტონომიას. ძირითადი იდეა: მოსკოვის წინააღმდეგ აჯანყება - არ მოხდება. პირიქით, მოსკოვის დასუსტებას მოჰყვება ვაკუუმი, რომელშიც იარსებებენ ყოფილი ფედერაციის ცალკეული ფრაგმენტები.

ეს მსოფლიოს მიიყვანს მომავალი ათწლედის უდიდეს კრიზისამდე. რუსეთი ფლობს ვრცელ ტერიტორიაზე გაბნეულ დიდ ატომურ არსენალს. მოსკოვის ხელისუფლების დასუსტება კი წამოწევს ბალისტიკური რაკეტების კონტროლისა და მათი არსანქცირებული გამოყენების თავიდან აცილების საკითხს. აშშ-სთვის ეს დიდი გამოცდა იქნება. ვაშინგტონი ერთადერთია, რომელსაც ძალუძს ამ პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ მას გაუჭირდება ფიზიკურად, სამხედრო ძალით აკონტროლოს უამრავი სარაკეტო ბაზა ისე, რომ არც ერთი რაკეტა გაშვების რეჟიმში არ გადავიდეს. ამიტომ აშშ იძულებული გაქახდება, შეიმუშაოს გარკვეული სამხედრო ზომები, რომელთა წარმოდგენა დღეს რთულია. მას  მოუწევს, შეეგუოს შემთხვევითი გაშვების საფრთხეს ან შექმნას საშიშ რეგიონებში სტაბილური და ეკონომიკურად მდგრადი მთავრობები, რათა შემდგომ, დროთა განმავლობაში, არასამხედრო გზებით გაანეიტარლოს რაკეტები.  

ახლა ძნელია თქმა, როგორ განვითარდება ეს სიტუაცია. მაგრამ რუსეთის დანაწევრების პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს ათწლედში ამ პრობლემის ამა თუ იმ საშუალებით გადაწყვეტა გარდაუვალია.

მომავალი ათწლეულის პირველი ნახევრის საკითხი,  Stratfor-ის ექსპერტთა აზრით,  გახდება აგრეთვე ტერიტორია, რომელზეც გავრცელდება ახალი ბალტია-შავი ზღვის კავშირი. ლოგიკური იქნება ამ სივრცის აზერბაიჯანამდე და კასპიის ზღვამდე გაფართოება.

Комментариев нет: