02 февраля 2016

ბადრი გოგია: მიდის საინფორმაციო ომი და დიდი ანგარიშით ვაგებთ

პარიზში მოღვაწე ქართველმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბადრი გოგიამ ერთი თვის წინ ღია წერილით მიმართა  აფხაზეთის ა/რ მთავრობის მოვალეობის შემსრულებელ  ვ. ყოლბაიას, მინისტრ დ. ჯაიანსა და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს ჯ. აფაქიძეს თბილისში "ანტიპროპაგანდის ცენტრის დაარსების" თაობაზე, სადაც გულისტკივილით აღნიშნა, რომ უცხოეთში ქართულ პროპაგანდას შველა უნდა. აქ არ შევუდგებით საკითხის მნიშვნელობაზე ზედმეტ ქაქანს და შემოგთავაზებთ იმ პრობლემათა და თემათა მოკლე ჩამონათვალს, რომლებზეც მეცნიერი რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, თურქულ, სომხურ, აფსუა და ოსურ ენებზე) პასუხების გაცემას აუცილებლად მიიჩნევს. 
  • აფსუაების ტრადიციები და ეპოსი მათი ჩრდილოკავკასიური წარმოშობის შესახებ
  • უმადური გარიგება : ორ აბორიგების ყბადაღებული თეორია 
  • აფხაზთა და აფშილთა ეთნონიმის საკითხის პრობლემატურობა 
  • აფხაზი თავადაზნაურობის ისტორიული პროქართულობა 
  • სპარსელთაგან აგებული (VI ს) კელასურის კედელი მეგრელებმა შეაკეთეს XVII ს-ში აფსუების შემოჭრების შესაჩერებლად 
  • XIV საუკუნიდან დღემდე ხორციელდება უცხოტომელთა მიერ აფხაზეთის ოკუპაცია და ადგილობრივ ქართველთა გააფსუება 
  • აკადემიური სუკი (ნ. მარრი და გ. ტურჩანინოვი) აფხაზეთში 
  • აფხაზეთი არასდროს არსებულა, როგორც ქართველთაგან დამოუკიდებელი სახელმწიფო 
  • თურქული და რუსული ექსპანსია - აფსუა სეპარატიზმის საწყისები 
  • აფსუაები სრული მუჰაჯირობისგან იხსნა ქართველობამ 
  • აფხაზეთის არქეოლოგია საქართველოს არქეოლოგიის ნაწილია 
  • აფხაზეთის უძველესი მატერიალური ძეგლები ძირითადად ქართულია 
  • აფსუათა (80 %) და ქართველთა ანთროპოლოგიური და გენეტიკური ნათესაობა
  • ქართველები - აფხაზეთის უძველესი მობინადრეები 
  • ძველი კარტოგრაფია: აფხაზეთი საქართველოს ნაწილია 
  • აფხაზეთის ძველი მოსახლეობის გვარ-სახელები და ეთნიკური შემადგენლობა ქართულია 
  • სოხუმი - ქართული ქალაქი 
  • აფხაზეთის ეკლესია ქართულია 
  • აფხაზეთის ძველი გეოგრაფიული ნომენკლატურა ქართველური და ბერძნულია 
  • აფხაზეთის მმართველები, მათი ეთნიკური წარმოშობა და კულტურული კუთვნილება
  • ქართველთა ღვაწლი აფხაზური ცივილიზაციის შექმნაში
  • რუსი ჩინოვნიკები საქართველოს დამონების გზების შესახებ
  • მოსკოვი - პონტოელი ბერძნების, ქართველების და სხვათა გასახლების ავტორი
  • აფხაზეთში ქართველებს არ დაუხურავთ არც ერთი აფსუაური სკოლა
  • აფსუათა სტალინური რეპრესია ეთნიკური ნიშნით არ მოწყობილა 
  • ანტიქართული აპარტეიდი აფხაზეთში და სტატისტიკა
  • აფსუათა მიერ 1992-93 წწ. ომისთვის მზადება და პროვოცირება
  • ვ. არძინბას უკანონო ქმედებები და პროვოკაციები
  • ომი აფხაზეთში და რუსეთის და აფსუაების მიერ დარღვეული ზავები
  • ქართველთა პირველი (XIV-XVIII სს) და მეორე (1992-2015) ეთნიკური წმენდა 
  • ქართული მატერიალური კულტურის მითვისება აფსუების მიერ
  • სოხუმის რეჟიმი და ეთნოწმენდა, დევნილთა აფხაზეთში არდაშვება, დევნილთა   ქონების კონფისკაცია და საერთაშორისო სამართალი 
  • რატომ უპირისპირდებიან განსაკუთრებით ქართველ დევნილებს სეპარატისტები 
  • გააფსუებული ქართველები და მათი აგრესიულობის ფსიქოლოგიური ანალიზი 
  • აფსუათა ოთხპიროვნება : პროქართული, პროთურქული, პრობოლშევიკური და პროთეთგვარდიული. 
  • აფხაზი ხალხის მომავალი
ბ. გოგია მიიჩნევს, რომ მსგავსი თემები ქართველი ოსების შესახებაც უნდა შეიქმნას.
შემდეგ უნდა დაისქანოს და რაიმე ფორმატით დაიდოს ინტერნეტში და გავრცელდეს მომხმარებლების მიერ! 

დავუმატებთ, რომ მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას სისტემურად არ უმუშავია და საქმე, ფაქტიურად, თვითინიციატივასა და ენთუზიაზმზე იყო მიშვებული. არადა, პრობლემას მინიმალური ხარჯები სჭირდება და, საბედნიეროდ, არც კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განვიცდით.  
შევხედოთ, რა რეაქცია ექნებათ დღეს. 


Комментариев нет: