28 января 2016

როგორ უყვარს პუტინსა და ლავროვ-კალანტაროვს ქართველი ხალხი

"გაზპრომის" საქართველოს ბაზარზე სერიოზული შემოსვლა - ეს დიდი გეგმის (ან, როგორც ამბობენ, "ბ" გეგმის) მხოლოდ ნაწილია, რომელმაც ქვეყანა უნდა აქციოს  "გამავალ ეზოდ" რუსეთსა და სომხეთს შორის. შემდეგი ეტაპი, სავარაუდოდ, იქნება რუსეთ-ირანის მასშტაბური გაზსადენი ჩვენსა და სომხეთის გავლით. ამას აუცილებლად მოჰყვება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა მისი ირანის მიმართულებით გაგრძელების პერსპექტივით.
ამგვარად, მიიღებს რა საქართველოს გავლით რუსეთთან სრულმასშტაბიან კავშირს (იგულისხმება სამხედრო კომპონენტიც), სომხეთს საშუალება ეძლევა, მშვიდად განაგრძოს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია, რაც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთად დიდ პრობლემებს შეგვიქმნის.

ამასთან, რუსეთს (ახალქალაქის ბაზიდან მისი გაძევების შემდეგ) კვლავ ექნება საშუალება, "საჭიროების შემთხვევაში", დაიცვას "მშვიდობიანი სომეხი მოსახლეობა" სამცხე-ჯავახეთში ისევე, როგორც 2008 წ. "გადაარჩინა" ე. წ. სამხრეთ ოსეთი.

ამ მიმართულებით საქმის გაჩარხვას როგორ ჩქარობს იზოლაციაში მყოფი რუსეთი, ამაზე მეტყველებს პუტინისა და ლავროვ-კალანტაროვის ბოლოდროინდელი გააქტიურება საქართველოსთან დაკავშირებით და მათი დამთბარი ტონი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც, ნუ იტყვით და, სააკაშვილის შეცდომების გამო არ უნდა დაისაჯოს.

მსგავსი თემები: რკინიგზის გახსნა - ნაბიჯი აფხაზეთის დაკარგვისკენ

                              გაზპრომის შემდეგ აფხაზეთის რკინიგზა?

Комментариев нет: