აფხაზეთი, როგორც ქართული სახელწიფოებრიობის ერთ-ერთი
აკვანი, მდიდარია ისტორიულ-კულტურული, რელიგიური, არქიტექტურული, არქეოლოგიური და ბუნებრივი
ძეგლებით. მათი აღრიცხვისა და შენარჩუნებისთვის ზრუნვა ჯერ კიდევ 150 წლის წინ დაიწყო.
წინა ს. 90-იანებში აფხაზეთის რუსეთის მიერ დაპყრობის
შემდეგ, პირველად ვ. არძინბამ მოაწერა ხელი სოხუმში არსებული დასაცავი ობიექტების სიას.
2015 წ. 29 დეკემბერს კი რეჟიმის ლიდერმა რ. ხაჯინბა დაამტკიცა ახალი სია, რომელშიც შევიდა 1535 ობიექტი. მაგ.: სოხუმის ციხე-სიმაგრე (I-IV სს., X-XVIII სს.,
1723 წ.), ბაგრატის ციხე (X-XI სს.), გაგრის ციხე (III ს. ძ.წ.),
გაგრის ტაძარი (VI-VII სს.), გაგრის სამარხი (ძ.წ. III ათასწლეული), დიდი პიტიუსის ნაქალაქარი (II-IV სს.), ცანდრიფშის ბაზილიკა (VI ს.), ახალი ათონის ციხე (IV-V სს., VII-XI სს.), ანაკოფიის ციხე-სიმაგრე (IV-V სს., X-XI სს.); მრავალი მეზოლითის, პალეოლითის, ნეოლითისა და ენეოლითის
არქეოლოგიური ძეგლი და ა. შ. გაგრის ტაძარი (VI-VII სს.), გაგრის სამარხი (ძ.წ. III ათასწლეული), დიდი პიტიუსის ნაქალაქარი (II-IV სს.), ცანდრიფშის ბაზილიკა (VI ს.), ახალი ათონის ციხე (IV-V სს., VII-XI სს.), ანაკოფიის ციხე-სიმაგრე (IV-V სს., X-XI სს.); მრავალი მეზოლითის, პალეოლითის, ნეოლითისა და ენეოლითის
სიაში ძირითადი ადგილი ეთმობა XIX-XX სს. ისტორიასა
და არქიტექტურას, რომელსაც ქმნიდნენ ქართველები, ბერძნები, ებრაელები, რუსები, სომხები
და ა. შ. ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ყველაფერი აფსუურ მემკვიდრეობად არის გამოცხადებული.
მაგ., აფხაზი თავადების, შარვაშიძეების სასახლეც აფსუა ხალხის შემოქმედებითი წვის ნაყოფი
ჰგონიათ. არადა, ბუნებაში არ არებობს აფსუათა არქიტექტურა, ხოლო ის, ლამის პირველყოფილი,
ტომობრივი კულტურა და წარმართული რელიგია, რომელსაც დღესაც მისდევენ, ჩრდილოეთ კავკასიიდან
(უფრო ადრე, შესაძლოა, ვოლგისპირეთის სტეპებიდან) იღებს სათავეს.
აღნიშნულ სიაში შეტანილია აგრეთვე ის შენობები თუ სასაფლაოები,
რომლებიც დაკავშირებულია 1992-1993 წწ. რუსეთ-საქართველოს ომთან, ქართველთა გენოციდსა
და ეთნიკურ წმენდასთან.
ჩვენთვის გასაგებია უბრალო აფსუათა, მათი ოჯახების ემოციები
ამ ომთან დაკავშირებით, რადგან კრემლის მიერ თავსმოხვეულმა და მისი ადგილობრივი აგენტურის
მიერ ორგანიზებულმა ომმა მრავალი ადამიანი შეიწირა. ამასთან, ჩვენი დაცინვაა ვ. არძინბას
რეზიდენციისა და მათი ე. წ. გენშტაბის შენობების ისტორიულ ძეგლებად გამოცხადება. აქედანვე
ვაფრთხილებთ, რომ მომავალში მათ გავანადგურებთ.
მოგეხსენებათ, თუ როგორი ვანდალიზმით ექცევიან რუსი
და აფსუა „რესტავრატორები“ ილორს, ბედიას, სოხუმისა და სხვა ტაძრებს. შლიან და ანადგურებენ
ყოველივე ქართულის კვალს. იქ არ უშვებენ არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ სპეციალისტებსაც.
აფხაზეთში მიმდინარეობს კულტურული გენოციდი.
მაგრამ აფსუებს მიამიტურად ჰგონიათ, რომ ასე ადვილია
ჩვენი (და ზოგადად) ისტორიის მოსპობა-გადაკეთება, ქურდბაცაცობითა და გაყალბებით ცივილიზაცითა
პლასტების საკუთარ ტყავზე მორგება. მოვა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და
კვლავ იზეიმებს აფხაზეთში ქართული შემოქმედებითი გენია. მთავარია, ჩვენ არ დავნებდეთ
და ვიაქტიუროთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий