სამაგიეროდ დღეს იბეჭდება 80-100 დოლარიანი ნოსტალგიური ალბომები თემაზე - რა ლამაზია აფხაზეთი. ამის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მათი მარგი ქმედება მიზერულია.
არადა, ადექვატური მიდგომების შემთხვევაში, სწორედ აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას მოეთხოვება ამ მიმართულებით შესაბამისი პროპაგანდის ორგანიზება, მასალების გავრცელება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაზე მწვავე რეაგირება და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება.
თუმცა, რაზე ლაპარაკი, როცა გალში ქართული ენის აკრძალვაზეც კი ამ სტრუქტურებს, ფაქტიურად, ხმა არ ამოუღიათ და მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შემდეგ დაფაცურდნენ.
კიდევ ერთი. რატომ არ აყენებს აფხაზეთის ა/რ ხელისუფლება პროკურატურის მიერ მრავალი წლის წინ გამოძიებული მასალებისთვის შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობის მიცემის საკითხს? რა უნდა იყოს ამაზე უფრო აქტუალური?
ყბადაღებული ლეგიტიმურობის ლოზუნგით საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებასთან გამომუშავეული იმუნიტეტის, შემგუებლობისა და ყვარყვარიზმის ლიმიტი უსასრულო არ არის, ბატონებო.
უნიჭო და ეპატაჟურ პროექტებს დაანებეთ თავი და ის სახსრები, რომლებიც თითოეული ქართველის ჯიბიდან იკრიფება, საქმეს მოახმარეთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий