(უცხოური პრესის მიხედვით)
ლონდონის სასამართლომ ოფიციალურად დაადანაშაულა ვ. პუტინი ლიტვინენკოს მკვლელობის ორგანიზებაში და ამას დააყოლა ეჭვები
მის პედოფილობაში. ეს უკვე დემოკრატიული მსოფლიოს ვერდიქტია და აღარ უნდა ლაი-ლაი.
რამდენად სერიოზულია პუტინისთვის „ადგილის
მიჩენის“ ოპერაცია, ამაზე მეტყველებს თუნდაც იმ დასავლურ გამოცემათა ჩამონათვალი, რომლებიც
აშუქეენ „ჩრდილოეთის ჯამახერიის“ ლიდერის ამბავს. „ლიტვინენკო მოკლულია პუტინის პირადი
ბრძანებით“ - The Guardian, „როგორც ჩანს, პუტინის
მიერაა სანქცირებული ლიტვინენკოს მოწამვლა“ - The Washington post,
„კაგებეს ექს-თანამშრომელი მოკლეს,
რადგან მან პუტინი პედოფილიაში დაადანაშაულა“ - New York Post,
Daily Mail,
The Economist, The Australian
და ა. შ.რადგან მან პუტინი პედოფილიაში დაადანაშაულა“ - New York Post,
მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში უმნიშვნელოა,
რამდენად მართალი იყო ლიტვინენკო, მაგრამ არა რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელიც შეიძლება
გინენსის წიგნის რეკორდსმენი გამხდარიყო ოპონენტების მიმართ გაკეთებული ცრუ და ცილისმწამებლური
განცხადებების რაოდენობით.
„მსოფლიოს უდიდესი მმართველი“ მილურსმნულია,
დაბნეულია, მიმწყვდეულია მსოფლიო პოლიტიკური ცათამბჯენის შორეულ კუნჭულში. ის მოისროლეს
ისტორიის სანაგვეზე, რომელშიც, ჯერ კიდევ, უკრაინის ტერიტორიების ანექსიისგან ეიფორიაში
მყოფს, უნდოდა შესვლა „რუსული მიწების განმათავისუფლებლის“ მანტიით. მაგრამ ოცნება იალტა 2-ის ჩარჩოში მსოფლიოს ახალი გადანაწილების შესახებ, რომელზე დიდხანს აბოდებდა ატომის ღილაკიანი
სოციოპათი, ინტერნეტ-სტატიების გროვას შეემსხვრა ისე, თითქოს საუბარი იყოს ჰოლივუდის
მსახიობზე, რომელიც პოლიციამ დააკავა არასრულწლოვანთან კავშირის ბრალდებით. რუსეთის მეორე პრეზიდენტი, რომელიც
არაერთხელ დაემუქრა მსოფლიოს ატომური იარაღით, ბანალური ქიკერი აღმოჩნდა, რომლის პედოფილი
სული კილომეტრზე ყარს.
რა ეშველება პუტინის რეპუტაციას?
პუტინისგან სექსუალური ხასიათის ბრალდის უარყოფის
მცდელობაც კი დააჩქარებს კრემლის „დორიან გრეის“ პორტრეტის ლპობას მსოფლიო თანამეგობრობის
თვალში. ამიტომაა მის ნაცვლად მისი „შნირი“, პესკოვი კნავის და დაუნაწევრებლად ლუღლუღებს
რაღაც ლონდონის შეთქმულებაზე.
რეპუტაციის აღდგენას ვერ უშველის პუტინის
მიერ შექმნილი სერიოზული დეზინფორმაციის მანქანა და
ვერც ფალოსური სიმბოლოები ატომური ბალისტიკური რაკეტების სახით, რომლებსაც სიაფანტურად
აჟღარუნებს „პოლონიუმური“ პრეზიდენტი.
ჩვენ კი ის „გვადარდებს“, როგორ გადაიტანენ
ამ პედოფილ-მაზოხისტი არსების კრახს ქართველი რუსეთუმენი, რომლებიც ოკუპანტთან მწვანილისა
და გაზის ბიზნესზე კიდევ ფიქრობენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий