რუსეთის ზეწოლით სოხუმის რეჟიმი იძულებული გახდა შეერთებოდა თურქეთისთვის
დაწესებულ ე. წ. სანქციებს. ამისთვის პუტინმა მისი მარჯვენა ხელი სურკოვი მიავლინა იქ. კრემლისთვის ეს მხოლოდ მისი გავლენის დემონსტრირება თუ იყო. მაგრამ, იმის გათვალისწინებით,
რომ აფსუებს მჭიდრო ეკონომიკური და სხვა კავშირები ჩამოუყალიბდათ თურქეთთან, იქაურები
უკმაყოფილებას არ მალავენ.
წლიდან წლამდე კი აფინანსებს მოსკოვი სოხუმს, მაგრამ ეს ფული უბრალო ადამიანებამდე
არ მიდის და ელიტის გამოკვებვას თუ ყოფნის. თანაც, ყვავის კორუფცია და კრიმინალური
გარიგებები.
ამასთან, 2015 წ. რუსეთმა ფინანსური პრობლემებისა და ზოგ საკითხში აფსუათა სიჯიუტის გამო (მაგ., უძრავი ქონების თავისუფალი გაყიდვის დაშვება), 4,9 მლრდ რუბლი არ მისცა მათ - მომავალ წელს მოგაწვდითო.
ამასთან, 2015 წ. რუსეთმა ფინანსური პრობლემებისა და ზოგ საკითხში აფსუათა სიჯიუტის გამო (მაგ., უძრავი ქონების თავისუფალი გაყიდვის დაშვება), 4,9 მლრდ რუბლი არ მისცა მათ - მომავალ წელს მოგაწვდითო.
სოხუმის „პარლამენტის“ მაღალჩინოსანმა დიმიტრი გუნბამ ეს სანქციები თურქული
ეკონიმიკისთვის კოღოს კბენას შეადარა და მას აფხაზური დიასპორისთვის სერიოზული ნეგატიური
შედეგების მომტანი უწოდა. აფსუა საზოგადოება მიიჩნევს, რომ მართებული იქნებოდა საკითხის წინასწარი
შესწავლა და დიასპორასთან კონსულტაციები, რადგან ისინი სრულუფლებიანი "მოქალაქეები" არიან
ისევე, როგორც უშუალოდ აფხაზეთის მცხოვრებლები.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას,
მისი აფსუური დიასპორა მხარს უჭერს სოხუმის რეჟიმს, ეწევა კულტურის, ენის, ტრადიციებისა
და მიღწევათა პოპულარიზაციას. მათი ძალისხმევით ინტენსიურია ურთიერთობები თურქეთისა
და სეპარატისტული ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს, ქალაქებსა და რეგიონებს შორის.
რუსეთს არასდროს ეხატებოდა გულზე აფხაზეთში თურქული გავლენების ზრდა, მაგრამ
იძულებული იყო შერიგებოდა აფსუათა მისწრაფებას - დაემყარებინათ კავშირი მუხაჯირების
შთამომავებთან. დღეს ამასაც წერტილი დაუსვა - ჩაკეტა ბიზნესი, გადაჭრა კომუნიკაციები.
დაიწყებენ თუ არა ენგურის გავლით აფსუები თურქეთში სიარულს, ამას დრო გვაჩვენებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий