23 января 2022

დასავლეთის ურყევი პოზიცია თუ "ახალი მიუნჰენის/Munich" საშიშროება? მივიღებთ თუ არა სლავ ჰიტლერს - პუტლერს?


ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას გერმანია და საფრანგეთი, როგორც ფარული რუსეთუმე ქვეყნები, ეწინააღმდეგება. ამას მრავალი მიზეზი შეიძლება მოვუძებნოთ, როგორც ისტორიული, ასევე ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური, ანდა გერმანიის გეოპოლიტიკური ეჭვები უკრაინის, როგორც ევროპაში თავისი პოტენციალით ახლო მომავალში მისი კონკურენტის, მიმართ.

ნატოში გაწევრიანება წევრთა კონსესუსით ხდება და ამ ქვეყნების ეს პოზიცია ჩვენთვის სამწუხაროა და სახიფათოც, მაგრამ რეალობა. აქ გვახსენდება როგორ დაუხარა ევროპამ ადოლფ ჰიტლერს თავი 1938 წ. და ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა (ჩემბერლენის ვოიაჟები). რაღაც მსგავსი ჭინთვები იკვეთება გერმანიისა და საფრანგეთისგან (იტალიაც საეჭვოა) პუტინის მიმართ.
ჰიტლერი როცა ერთ მოთხოვნას აყენებდა, შემდეგ მას ახალს ამატებდა და ასე დაუსრულებლად ( ჩეხეთის სუდეტის ოლქის ისტორია და ავსტრიის ანშლუზი). ასეა პუტინიც. ის ყოველ ჯერზე ზრდის მოთხოვნებს და თანაც ულტიმატუმის ენით და ამას დასახელებული ქვეყნები მხოლოდ სიტყვიერი კატეგორიულობით პასუხობენ და რადიკალურ ქმედებებს ბლოკავენ.
გერმანია, მაგალითად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია და ესტონეთსაც კი აუკრძალა გერმანული წარმოების აღჭურვილობის კიევისთვის გადაცემას.
აი, ახლახან გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კაია-ახიმ შიონბახმა განაცხადა"პუტინი პატივისცემას იმსახურებს. ადვილია ის პატივისცემა მივცეთ, რომელსაც ითხოვს და რომელსაც, სავარაუდოდ, მართლაც იმსახურებს. რუსეთი ძველი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა“.
კაია-ახიმ შიონბახის აზრით , უკრაინა NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, რადგან მისი ტერიტორიები ანექსირებულია და ყირიმს ვერასოდეს დაიბრუნებს, საქართველო კი აკმაყოფილებს ალიანსში წევრობის მოთხოვნებს, თუმცა ეს მიზანშეწონილი არ იქნება.
რუსეთის მიმართ ამგვარი "გაწოლა" თვით რუსეთუმე გერმანიის მთავრობისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა და ადმირალი "თავისი ნებით" გადადგა.
ისე, მიკვირს შტაზის აგენტ, ნუდისტ ანგელა მერკელის უსაშველო კანცლერობის შემდეგ როგორაა ჯერ კიდევ ნატოს წევრი გერმანია.