13 декабря 2023

გალის რაიონის გააფსუების სურვილი.

აფსუა „პარლამენტმა“ 2022 წ. 21 მარტს მიიღო შესწორებები შესაბამის კანონებში („სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ და „სამოქალაქო კოდექსი“), მაგრამ მეორე დღესვე გააუქმა. 
აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებდა „აფხაზური ეროვნების აღდგენას“. ცხადია, ეს გალის რ-ის ქართულებს ეხებოდა (დაახლოებით 45 ათასი). „აფხაზური ეროვნების“ აღდგენის მსურველი, სოხუმის ცნობით, 6 ათასს შეადგენდა.

დღეს ზოგიერთი ორგანიზაცია („არუაა“) აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით „შეუძლებელია ქართველების აფხაზებად გადაქცევა“. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“ კი აღნიშნა, რომ შეიძლება შეიქმნას პრეცედენტი, რომელიც „დამოუკიდებელ აფხაზეთის პროექტს დაასრულებს“.
მათ მიაჩნიათ, რომ გვარებისა და ეროვნების მექანიკური ცვლილება გალის რ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მასიურად ისარგებლონ ამით და აფსუეთში შექმნან „მეხუთე კოლონა“.
„ეროვნების აღდგენის“ პროცედურის გავლის შემდეგ, პიროვნებას შეეძლება აფხაზეთის „მოქალაქეობისა“ და პასპორტის მიღება.
„ქართულ-აფხაზური“ კონფლიქტის მონაწილენი ვერ მიიღებენ მოქალაქეობას, ხოლო თუ პიროვნებას საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ეს არ შექმნის წინაღობას, რადგან ამის ოფიციალურად დამტკიცება შეუძლებელია, - აცხადებენ ისინი.

************

აფსუური ეთნოსის 70-75% ყოფილი ქართველებია (რასაც თავის ნაშრომებში არც აფსუა ენათმეცნიერერი ხუხუტ ბღაჟბა ადასტურებს - Х. С. Бгажба. Бзыбский диалект абхазского языка,1964, Тбилиси), რაც ბოლშევიკების ერთგვარი სპეცოპერაციის შედეგი იყო განსაკუთრებით მე-20 ს. პირველ ნახევარში. ერთნი იძულებით, სხვები მოსყიდვითა თუ მოტყუებით ან დაუკითხავადაც აფსუებად (აფხაზებად) ჩაწერეს, მათ შორის, ოჩამჩირელი ბაბუაჩემის ოჯახიც (კუპრავები).
დღეს, ეტყობა, შემოაკლდათ "ბიომასალა" და ცდილობენ საკუთარი დემოგრაფიული კატასტროფა კვლავ ქართველების (მეგრელების) ხარჯზე გამოასწორონ.
საცოდავი, გადაშენების გზაზე შემდგარი ერის კარიკატურა, - ესაა აფსუათა სინამდვილე. მალე დადგება დრო, როცა გააფსუებული ქართველები მშობლიურ ეროვნულ სხეულს დაუბრუნდებიან.
ისმის კითხვა: გარდა იმისა, რომ დემოგრაფიული პრობლემები აქვთ, აფსუებს რაში სჭირდება გალელთათვის მოქალაქეობის მიცემა და პასპორტების დარიგება?
ასეთი მცდელობები ს. ბაღაფშის, ა. ანქვაბის, რ. ხაჯინბას "პრეზიდენტობის" დროსაც იყო, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ე. წ. პარლამენტსა და "პრეზიდენტის" არჩევნების დროს სწორედ გალის მოსახლეობის მონაწილეობა მიიჩნეოდა გადამწყვეტ ფაქტორად. ამას კი იმ კონკრეტულ პერიოდში ხელისუფლებაში მყოფი ძალები ეწინააღმდეგებოდნენ (რ. ხაჯინბას დროს) ან პირიქით, მხარს უჭერდნენ (ს. ბაღაფშის შემთხვევაში) გალელთათვის საარჩევნო უფლების მიცემას.
დღეს ასლან ბჟანია რატომღაც თვლის, რომ გალელების "სიპათია" მის მხარესაა და 16 თვის შემდეგ მეორე ვადით გეგმავს გამარჯვებას.

12 ноября 2023

ალექსანდრე პოტიომკინი აფხაზეთზე - ლეგენდები, რომლებიც აკნინებს ცნობიერებას.

უცხოეთში მცხოვრები მწერალი ალექსანდრ პოტიომკინი წარმოშობით სოხუმიდანაა. მისი წერილი აფხაზეთზეა და მრავალ ენაზეა თარგმნილი.

ა. პოტიომკინი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, გერმანია, თარგმანი გერმანულიდან.

მიმართვა საქართველოს პარლამენტარებს, ჟურნალისტებს,
საჯარო დიპლომატიას, საზოგადოებრიობას, უფლებადამცველებს,
„აფსუას“ ეთნოსს.


„აფხაზი“ ეს არ არის ეროვნული კუთვნილება, არამედ ქართული ეთნონიმია, ტოპონიმიც კი. ეს შინაარსობრივად ისეთი ტოპონიმების ტოლფასია, როგორიცაა „თბილისელი“, „ბერლინელი“, „ვარშაველი“, „როსტოველი“.

სიტყვა „აბხა“ - ეს მათთვის ვინც არ იცის ან დაავიწყდა - მეგრულად და ლაზურად, და მაშასადამე ქართულად ნიშნავს „ბეჭს“ და „კიდეს“. ამ სიტყვისგან წარმოიშვა „აფხაზეთი“ (რუსულად - «Абхазия» - ადგილის სახელწოდების პირველი თარგმანი XIII საუკუნის დამლევს გამოიყენეს).

ჩვენი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის დამდეგს შეიქმნა ცნობილი ქართული სამეფო „აფხაზეთი“ (რუსულად «Абхазия»), დედაქალაქი იყო ქუთაისი, სახელმწიფო ენა და დამწერლობა - ქართული, რელიგია - ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, ღვთისმსახურება წარმოებდა ქართულ ენაზე. მთელი დასავლეთ საქართველო - აფხაზეთი - ეს არის სამეგრელო, გურია, სვანეთი, იმერეთი, ეგრისი, ლაზიკა - მის შემადგენლობაში შედიოდა. ანუ აფხაზები (სიტყვის რუსული ვერსიით «абхазы») ეს დასავლელი ქართველები არიან. აფხაზეთის სამეფო ჩვენი წელთაღრიცხვის 746 წელს დააარსა ერისთავმა (რაც ქართულიდან თარგმანში ნიშნავს «управляющий князь», სიტყვა-სიტყვით, ერი - «нация», თავი - «голова» , ანუ «глава нации») ლეონ I–მა, ეროვნებით ქართველმა, რომლის მშობლიური ენა იყო ქართული, სარწმუნოება კი ქრისტიანული. ლათინურად და ბერძნულად „ლეონი“ ნიშნავს „ლომს“. შემდეგ აფხაზეთის პირველი მეფე იყო ლეონ II, ლეონ I-ის ძმისწული, შთამომავლობით ერისთავი, მის შემდეგ კი თეოდოს II (ლეონ II ვაჟი), დემეტრე (ლეონ II ვაჟი) ერისთავები. 861 წელს აფხაზეთის მეფე ხდება იოვანე, მერე ადარნასე, მერე კი ბაგრატ I (სახელი ბაგრატი სპარსულად „ღვთის რჩეულს“ ნიშნავს). შემდეგ: კონსტანტინე (ბაგრატ I-ის ვაჟი), გიორგი (კონსტანტინეს ვაჟი), ლეონი (გიორგის ვაჟი) და ასე შემდეგ.

აფხაზეთის მეფეები მუდამ მხოლოდ ქართველები იყვნენ, დედაქალაქი კი იყო ქუთაისი, სახელმწიფო სამეტყველო ენა და დამწერლობა მხოლოდ ქართული, რელიგია - მხოლოდ ქრისტიანული, მართლმადიდებლური. იმხანად მეფეებს დიდებული და მნიშვნელობის შემცველი სახელები ერქვათ: ლეონი - „ლომი, ნადირთა მეფე“, გურგენი - მეგრულად და ლაზურად „ჭექა-ქუხილი“, ტიგრანი - სპარსულად „ვეფხვი“, ბაგრატი ...

აფხაზეთის ყველა მეფე იყო ქართველი.

აფხაზეთის მხარე ისტორიულად ქართული მხარეა, ქართველთა გარდა იქ ცხოვრობდნენ სხვა მცირერიცხოვანი ეთნოსები - ბიზანტიელები, პონტოელი ბერძნები, თურქები, სპარსელები, აზერები (აზერბაიჯანელები) და სხვა მცირე კავკასიელი ტომები. ეთნოსს სახელად „აფსუა“ არავინ იცნობდა. სიტყვა „აფსუა“ პონტოურ ბერძნულად ნიშნავს „უსულოს“. ასო „ა“ ბერძნულად უარყოფას ნიშნავს, ხოლო „ფსია“ – „ფსუა“ ნიშნავს სულს, ცნობიერებას, ამ სიტყვისგან წარმოიშვა მეცნიერების დარგების „ფსიქოლოგიის“, „ფსიქიატრიის“ სახელწოდებანი. ქალაქ სოხუმის უძველესი სახელწოდება მომდინარეობს მეგრული სიტყვისგან „აკუჯიხა“.
„აკუ“ მეგრულად ნიშნავს „ზღვას“, „ჯიხა“ – „ციხესიმაგრეს“. სიტყვა „სოხუმი“ მეგრული წარმოშობისაა: „თევზი“ მეგრულად არის „ცხუმი“.
ქალაქის სახელწოდება „სოხუმი“ XIII საუკუნის დამლევს წარმოიშვა. ბერძნები ადრე მას „დიოსკურიას“ უწოდებდნენ, თურქები - „სოხუმ-კალეს“, სპარსელები „ბაგრატ- კალეს“, ქართველები „ცხუმს“.

მაგრამ ისტორიაში არასდროს ჰქონია ქალაქს სახელწოდება „აფსუას“ ენაზე. მათ ენაზე ამ შესანიშნავ ადგილს XIII საუკუნიდან დღემდე ეწოდება „აკუა“ – პირველი ნაწილი ძველი მეგრული სახელწოდებისა „აკუჯიხა“.

არსებობს ათასობით ისტორიული წყარო: სიტყვა „აფხაზეთი“ ეს ძირძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს დასავლეთ საქართველოს და შავიზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე ქართული ეთნოსის და არა „აფსუას“ ტომის განსახლების ადგილს. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან დასავლეთ ამიერკავკასიაში სჭარბობს ქართველური ეთნოსი. ამ მოსაზრებას განამტკიცებს კოლხეთში არგონავტების ჩამოსვლის შესახებ ბერძნული მითოლოგიის მონაცემები და ბერძნული წერილობითი წყაროები (სტრაბონი, ეკატეოს მილეთელი, სკილაქს კარიანდელი), რომლებშიც მითითებულია, რომ კოლხეთის სამეფო მოიცავდა დასავლეთ საქართველოს მთელ დაბლობს, სადაც ძირითადი ეთნოსი იყო ქართული.
მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში ბერძნულ წერილობით წყაროებში ერთი სტრიქონით მოიხსენიება ლაზიკის („აფხაზეთის“) ჩრდილოეთით მცხოვრები მცირე ტომები - აფსილები და აბაზგები.

უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების რუსული და ევროპული მატიანეები მიუთითებენ, რომ იბერები (ქართველები) და აფხაზები (ქართველები) ერთი ხალხია, ერთი დამწერლობის და ერთი კულტურის მქონე. ამ მოსაზრებას განამტკიცებს პლინიუსის, არიანე ფლავიუსის, ჟან შარდენის, არქანჯელო ლამბერტის, ევლია ჩელების ისტორიული კვლევითი მასალები.

ცხუმელი მქადაგებელი პიეტრო გერალდი 1330 წელს მოქალაქეებისადმი მიწერილ წერილში ჩამოთვლის ქალაქის მცხოვრებთ: ქართველებს, ბერძნებს, მუსლიმანებს და ებრაელებს.

ვატიკანის XV საუკუნის რუკაზე მდინარე კელასურის შესართავთან (ცხუმის გარეუბანი) მითითებულია პუნქტი „პორტო მიგრელო“, ხოლო ქალაქ გუდაუთის რაიონში პორტი „კავო დე ბუქსო“.

ცნობილი თურქი გეოგრაფი და ისტორიკოსი ევლია ჩელები წერდა, რომ „აფსუას“ ტომი „არ იცნობს ყურანს და საერთოდ არ აქვს არანაირი რელიგია“ და დამწერლობა.
რა თქმა უნდა, როგორც ძველი, ისე ახალი წელთაღრიცხვის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში იბერიის (საქართველოს) ვრცელ ტერიტორიაზე ხდებოდა ტომების გადასახლება, მაგრამ ისინი იმდენად მცირერიცხოვანნი იყვნენ, რომ ქვეყნის ისტორიაში კულტურული კვალი არ დაუტოვებიათ.

XVIII საუკუნიდან აფსუას ტომები (რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებამდე მდინარე ყუბანის კალაპოტის გასწვრივ მთიან რაიონებში ცხოვრობდნენ), აბაზგები (ჩერქეზულ-ადიღეური ტომები), სხვა ჩრდილოკავკასიელი მთიელები მცირე ჯგუფებად სახლდებიან ამ რაიონებში, რაც ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შესახებ ქართველ და რუს მეფეთა შორის პირველი სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების გამოძახილია.

XVI საუკუნის დამდეგიდან სპარსელები და თურქები კავკასიელ ტომებს უწოდებენ „აბაზას“, რაც სპარსულად „სპილენძის მონეტას“ ნიშნავს. სპარსელი ისტორიკოსების კომენტარებში ეს სიტყვა „იაფი მუშახელის“ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა.

1783 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი - საქართველოს საზღვარი კავკასიის ქედზე გადის. საქართველოს შეერთების შემდეგ, სახელმწიფოს სახელწოდების „საქართველოს“ ამოძირკვის მიზნით, რუსეთი მის ტერიტორიას ტიფლისისა და ქუთაისის გუბერნიებად ჰყოფს. შიდა ქართლის პროვინცია (ქართლი აღმოსავლეთ საქართველოა, აფხაზეთი - დასავლეთ საქართველო) შედის თბილისის გუბერნიაში, ხოლო აფხაზეთი - ქუთაისის გუბერნიის სოხუმის სამხედრო ოლქში. ქუთაისი აფხაზ მეფეთა ისტორიული სატახტო ქალაქი იყო.

ისმის კითხვა: რატომ უწოდებთ თქვენ, ქართველები „აფსუას“ მცირე უცხო ეთნოსს აფხაზებს? ამით თქვენ შეურაცხყოფთ თქვენს წინაპრებს, ბილწავთ საკუთარ ისტორიას, აკნინებთ და სახელს უტეხავთ თქვენს მრავალრიცხოვან ეთნოსს. აფხაზები ეს თქვენ ხართ, ქართველები - მეგრელები, ლაზები, იმერლები, გურულები, კოლხები, იბერები და ასე შემდეგ, ხოლო „აფსუები“ ეს მოსული მცირერიცხოვანი ტომია, რომელიც კავკასიის მთებიდან ჩამოვიდა და დაფუძნდა ამ მიწაზე XIX საუკუნის დამდეგს რუსეთ-კავკასიის ომის დროს, რომელიც გენერალმა ერმოლოვმა დაასრულა. იმხანად ისლამის მიმდევარი ათასობით კავკასიელი მთიელი გადასახლდა თურქეთში, ხოლო ისინი, ვინც ეს ვერ მოახერხა - ადიღელები, აბაზგები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ბალყარები და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტომები შავი ზღვის სანაპიროზე დამკვიდრდნენ - ოჩამჩირიდან ანაპამდე. 1917 წლის რევოლუციამდე მათი განსახლების ადგილს ეწოდებოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის სამხედრო ოლქი. ძალაუფლების სათავეში მოსულმა ბოლშევიკებმა ამ რეგიონს შეუცვალეს სახელი, რომელსაც საფუძვლად დაედო ადგილის ისტორიული სახელწოდება - აფხაზეთი. ამ მომენტიდან ქართული ტოპონიმი „აფხაზეთი“, როგორც რეგიონის აღმნიშვნელი საკუთარი სახელი, დამკვიდრდა და დღემდე არსებობს, ხოლო ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მეორე და მესამე თაობის ახალმოსახლეს ეწოდა ეთნონიმი „აფხაზი“. ახალი სახელწოდებით გაერთიანებულ მცირე ეროვნებათა რაოდენობრივი შემადგენლობა არასდროს აღემატებოდა 30-35 ათას კაცს. არადა, „აფხაზეთის“ საერთო მოსახლეობა დაახლოებით ხუთასი ათასს შეადგენდა. ბევრი მიეკედლა ამ ახალ ერთობას, რათა მოეხდინა თავისი სამოქალაქო სტატუსის ლეგალიზება, ელიტური ერის წარმომადგენელი გამხდარიყო და სოციალური პრეფერენციები მიეღო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „აფხაზი“ ეს ეროვნება კი არ არის, არამედ ეთნონიმია.

„აფსუების“ (ეთნონიმ „აფხაზის“ მიმთვისებელი სხვა ეროვნებების) ენაზე წყლის ძუძუმწოვართა და თევზების სახეობათა - დელფინის, კალმახის, სტავრიდის, კამბალის, ხონთქარას (ბარაბული) აღმნიშვნელი ერთი სიტყვაც კი არ არსებობს. მათ აქვთ ერთი სიტყვა «арыба»“. და საერთოდაც, „აფსუების“ ენა მეტად ღარიბი და უმნიშვნელოა თავისი მოცულობით, მასში ბევრი ნასესხები სიტყვაა მეგრული და რუსული ენებიდან. ქართული ენა კი ეს უძველესი და სილამაზით მდიდარი ენაა, ეს მეცნიერების, კულტურის, პოეზიისა და ლიტერატურის ენაა. ქართული ენა ოდითგანვე ღვთისმსახურების ენაა ამ მიწაზე. ეკლესია ჯერ კიდევ IX საუკუნეში გამოეყო ბიზანტიის ეპარქიას და აფხაზეთის კი არა, სრულიად საქართველოს ეკლესია გახდა.

ქართული კულტურის უძველესი ცენტრი და სატახტო ქალაქი იყო ქართული ქალაქი ქუთაისი. „აფსუები“ არასდროს ყოფილან ქრისტიანები და კულტურის, არქიტექტურის, დამწერლობის არანაირი ძეგლი არ შეუქმნიათ.

სულ ცოტა ხნის წინანდელ მაგალითს მოგიყვანთ: ბოლო ოცი-ოცდაათი წელია აღშფოთებას გამოხატავდნენ, სასამართლო დავას აწარმოებდნენ ევროპულ სასამართლოებში, ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა მაკედონიას არ აქვს უფლება ეს სახელი ეწოდებოდეს. მაკედონელები ეს ისტორიულად ბერძნული ეთნოსია და არა სლავური. და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც თავისას - მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდა.
თანამედროვე „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ არც ისტორიული, არც იურიდიული უფლება არ აქვს სხვისი ისტორიული სახელი ჰქონდეს. აფხაზები ეს ქართული ეთნოსია ამ მხარეს კი უნდა ერქვას „დროებითი აფსუა“. ამ ეთნოსის წარმომადგენლები ისტორიულად თავს „აფსუებს“ უწოდებენ, თავიანთ ქვეყანას კი
„აფსნის“ და არა „აფხაზეთს“. საქართველოს პარლამენტარებს ვთავაზობ, განიხილონ და დაამტკიცონ ამ ტერიტორიის ოფიციალურ სახელწოდებად „დროებითი აფსუა“ და არა აფხაზეთი.

„აფხაზი“ ხალხი ეს გამოგონილი ხალხია, მეფის რუსეთის ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში ბოლშევიკების დამკვიდრებული.

თქვენ, ქართველები რატომ იჩენთ ასეთ სასტიკ გულგრილობას საკუთარი ისტორიისადმი და წინაპართა ხსოვნისადმი? რატომ დაუშვით უცხო ხალხისთვის
„აფსუებისთვის“ აფხაზები ეწოდებინათ და კვლავაც ასე უწოდებთ, ხოლო ომით წართმეულ თქვენს ისტორიულ ტერიტორიებს, საიდანაც იარაღის ძალით გამოდევნეს ასიათასობით ქართველი, ათიათასობით კი დახოცეს და დახვრიტეს, - აფხაზეთს!

რატომ არ აღშფოთდებით, რატომ არ მოითხოვთ, რატომ არ ჩივით იმის გამო, რომ „აფსუას“ ხალხის ახალი დამწერლობა, რომელიც მხოლოდ 1954 წელს შექმნა ქართული გვარის კაცმა გულიამ (ქართულად „გული“ ნიშნავს «сердце»), აფხაზებს მიაწერეს? 1954 წელს გაჩნდა „აფსუების“ პირველი სკოლა და მას „აფხაზური“ უწოდეს. ბოლშევიკებმაც შეგნებულად ბევრი შეცდომა დაუშვეს ქართველი ხალხის ისტორიაში ეთნიკური კუთვნილების დაცვის საკითხში. ახლად მოვლენილ დამწერლობას უნდა ეწოდებოდეს „აფსუა“ და არავითარ შემთხვევაში „აფხაზური“. ეს ფაქტი ხომ კულტურული დრამაა და ფსიქოლოგიური დივერსიაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აფხაზები, ანუ ქართველები თავიანთი დამწერლობით IV საუკუნიდან, ხოლო მეორე ვერსიით ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან სარგებლობენ.

თანამედროვე ეტაპზე ისტორიულ და სამართლებრივ დიალოგებში საქართველო არ ავლენს ჯეროვან თანამიმდევრულობას, მკაცრად არ იცავს თავის ისტორიულ ტოპონიმურ, ჰიდრონიმურ, ეთნოტოპონიმურ საკუთარ სახელწოდებებს!

კოლხეთი, ადრე ბერძნების მიერ კოლონიზებული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთელ დაბლობს მოიცავს, ასევე მუდამ ქართველ ხალხთან იყო დაკავშირებული და არა „აფსუებთან“. იმ ეპოქის არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს, საპირისპიროს რომ ამტკიცებდეს.

ბერძნებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქართველი ერის - მეგრელების, სვანების, გურულების, იმერლების, აჭარლების, ლაზების და სხვათა ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში ფაზისად (ბერძნულად „მარად ცოცხალს“ ნიშნავს) წოდებულ კოლხეთის პორტს, ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში სახელი გადაერქვა და დღემდე ფოთი ეწოდება, რაც ბერძნულად ნიშნავს პონტოს - შავ ზღვას. XI საუკუნემდე საღვთისმეტყველო წიგნები ბერძნულ და ქართულ ენებზე იყო, შემდგომ - მხოლოდ ქართულ ენაზე. ღვთისმსახურება დღესაც ძველ ქართულ ენაზე წარმოებს. ყველა ქრისტიანთა წმინდა წერილი - ახალი აღთქმის 27 წიგნი დაწერილია როგორც ბერძნულ, ასევე ქართულ ენაზე.

ვიკიპედიაში აფხაზეთის შესახებ ინფორმაცია ხშირად ფეიკია, მოგონილია. ფეიკების ერთ-ერთი ცნობილი შემთხზველი გახლავთ რუსი კონსტანტინე ზატულინი და სხვა „ისტორიკოსები და განმანათლებლები“: ასლან ავიძბა, ერმილე აჯინჯალი, შალვა ინალ-იფა, გივი სმირი, ომარ მაანი, რომლებიც სამეცნიერო და ისტორიულ წიგნებში, ჟურნალეში, ინტერვიუებში ყალბ ფაქტებს ავრცელებენ. მათი განცხადებები ეს ბოდვაა, ეშმაკისეული და თავხედური მტკნარი სიცრუეა. ხოლო ე. აჯინჯალის ციტატა „...აფხაზეთში სახელმწიფოებრიობა შესაძლოა იესო ქრისტეს დაბადების პირველივე საუკუნეებში ჩამოყალიბდა...“ - ისტორიული მოსაზრება კი არა, სრული ნაყალბევია, ფეიკია. ეს შეიძლება სიმართლე იყოს მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში და არა აფსნისთან (აფსუა, აფხაზეთი), ის კი აფსუას გულისხმობს.

რატომ არ უპირისპირდებით თქვენი ეროვნული და საერთაშორისო იურიდიული ინსტანციებით ამ მავნებელ მთხზველებს, რომლებიც თავიანთი ყალბი ისტორიული ვერსიებით ხელს უწყობენ დანაშაულს ქართველი ხალხისა და მისი კულტურის წინააღმდეგ? რატომ არ მოაწყვეთ დამოუკიდებელი სამართლიანი გარჩევა და სასამართლო დევნა არ წამოიწყეთ ფაქტების დამახინჯების, ქართველი ხალხის მიმართ წინასწარ განზრახული პოლიტიკური ცილისწამებისა და გენოციდის ბრალდებით?

ბევრ აფხაზს (ნამდვილ ქართველს) ხოცავდნენ ერთადერთი მიზეზით: „თუ ქართველი ხარ, მაშ, მიიღე შუბლში ტყვია! “ ათიათასობით ადამიანი დახოცეს - მკვლელების ცნობიერებას სეპარატისტების მაამებელ ყალბ კომენტატორთა სიცრუე აყალიბებდა.


1992-1994 წლებში ქართველთა (აფხაზთა) გენოციდის საზარელი ფაქტი მსოფლიოს საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის საკმარისად არ არის ცნობილი და სუსტადაა დეტალურად გაშუქებული. ეს თქვენი ბრალია, საქართველოს საჯარო პირნო! ეროვნული ისტორიის განმავლობაში უძველესი დროიდან მეზობელ ქვეყნებს - რომაელებს, ბიზანტიელებს, არაბებს, სპარსელებს, თურქებს და სხვებს არაერთგზის დაუპყრიათ თქვენი მიწები, რათა დაემონებინათ ქართველი ხალხი, მაგრამ ახერხებდით თქვენი ტერიტორიების და კულტურის აღდგენას. ამიტომაც შეგარქვეს რამდენიმე ათასი წლის წინათ სპარსელებმა „გურჯები“, თქვენს ქვეყანას კი
„გურჯისტანი“ უწოდეს, რაც სპარსულად „მგლების ქვეყანას“ ნიშნავს. ახალი ერის დაწყებიდანვე თქვენი ხალხი მსოფლიოში ცნობილია ენერგიული ცივილიზაციური წინსვლით, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მდიდარი კულტურის არსენალი.

დიდი იმედით ველი, რომ უახლოეს ხანში დაიცავთ და ქართველ ხალხს დაუბრუნებთ თავის ადრინდელ ტერიტორიებს.

„დროებითი აფსუას“ დამოუკიდებლობისთვის 1992-1993 წლების საომარ მოქმედებებში დაახლოებით 3000 უცხოელი მოხალისე მონაწილეობდა. უცნობი თვითმფრინავები ბომბავდნენ, „გრადები“ ესროდნენ, ტანკები ანგრევდნენ ქალაქ სოხუმს და „აფხაზეთის“ სხვა დასახლებულ პუნქტებს, რომ ქართველები გამოედევნათ. 300 ათასზე მეტი მოქალაქე სიკვდილის შიშით იძულებული გახდა მიეტოვებინა მშობლიური კერა, 40 ათასზე მეტი დახვრიტეს და დახოცეს.

ამასთან 247 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა ლეონის ორდენით (1992 წელს შემოიღეს განსაკუთრებული სიმამაცის, გმირობის, წარმატებული საბრძოლო მოქმედებისათვის). რამდენად უნდა ყოფილიყო გახრწნილი და დამახინჯებული ამ ფეიკური იდეების ავტორთა ცნობიერება, რომ ქართველი ხალხის მკვლელობისათვის ქართველივე მეფის ლეონის სახელობის ორდენი შემოეღოთ ჯილდოდ.

„აფსუების“ ტომის ისტორიაში არაფერი არ არის: არც კულტურა, არც ენა, არც ძეგლები - მხოლოდ ყურით მოთრეული ამბიციები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „აფსუები“ არ აღიარებდნენ ქრიატიანობას და შორს იყვნენ მართლმადიდებლებისთვის კანონიკური წმინდა წიგნებისგან, ასევე ქრიატიანული მოძღვრების სხვა წყაროებისგან. ადრე, საუკუნეთა განმავლობაში „დროებითი აფსუას“ ტერიტორიაზე მოქმედებდა 140-ზე მეტი ტაძარი და მონასტერი, რომლებიც გამოირჩეოდა საქართველოსთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილით, აფხაზეთის სამეფოს არსებობის პერიოდში ჩამოყალიბებული დეკორითა და ფასადური პლასტიკით. ახლა მხოლოდ 15 ტაძარი და 2 მონასტერი მოქმედებს. ქართულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებას ეროვნული თავისებურება ახასიათებს. ყველა ტაძარი და ეკლესია ქართველი ოსტატების აგებულია და დუბლირებულია ქვეყნის სხვა რეგიონებში.

მე და საქართველოს მრავალი სხვა გულშემატკივარი გთხოვთ დაიცვათ ევროპის უძველესი სახელმწიფო. VI-X საუკუნეების ევროპაში სულ ოთხი სახელმწიფო არსებობდა: გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერია (დედაქალაქი ახენი), ინგლისის სამეფო (დედაქალაქი ვინჩესტერი), რუსეთი (დედაქალაქი კიევი) და აფხაზეთი (დედაქალაქი ქუთაისი, მხოლოდ ქართული ეთნოსი, სახელმწიფო ენა და დამწერლობა - ქართული, რელიგია - ქრიატიანობა (მართლმადიდებლობა).

ჩვენ ყველა, ვისაც გვიყვარს საქართველო, მისი ხალხი და კულტურა, თქვენგან აქტიურ მოქმედებას ველით!

თქვენ კი, „აფსუა“ ხალხო, თქვენი ჯიუტი და აშკარა მცდელობა, მიიწეროთ საქართველოს მაღალი ცივილიზაციური კულტურა, სხვადასხვა ფრაგმენტებშია გამოხატული.

„აფსუას“ ეთნოსი სარგებლობს სხვისი მემკვიდრეობით და მონაპოვრებით, გვარებიც კი მიითვისეს, რადგან თავისი არ ჰქონდათ. თქვენს ტომს საკუთარი სახელები არ ჰქონია. ისტორიული ფესვების რეალობას ეტიმოლოგია ადასტურებს.

თანამედროვე „დროებითი აფსუას“ - ისტორიულად ქართული „აფხაზეთის“ - მოქალაქეთა 80 პროცენტზე მეტმა მიისაკუთრა ნაცნობების, მეზობლების და ყველა გარშემო მცხოვრების წმინდა ქართული სახელები და გვარები. ეს აქცია ეხმარებოდა მათ საკუთარი თავის ლეგალიზაციაში, ახალი წარმონაქმნის - ბოლშევიკური აფხაზეთის სოციალურ ლანდშაფტში თავიანთი ხალხის ინტეგრაციაში. თქვენ სრულიად მოურიდებლად მიითვისეთ ქართული გვარები, თუმცა თავს ისევ „აფსუებს“ უწოდებთ.

მოგიყვანთ რამდენიმე ასეთ გვარს: კაკალია (მეგრული „კაკალი“), ლომია (ქართული „ლომი“), მიმინოშვილი (ქართული „მიმინო“), თოფურია (მეგრული „თოფური“, ქართულად ნიშნავს „თაფლს“), ბედია (ქართული „ბედი“), ჯიქია (ქართული „ჯიქი“), ქობალია (მეგრული „ქობალი“,ქართულად ნიშნავს „პურს“), ძიძარია (ქართული „ძიძა“), ცაავა (ქართული „ცა“ და „ავა“), მელია (ქართული „მელა“), ღვინჯილია (მეგრული „უღრანი ტყე“), ზარანდია (მეგრული „ზარი“ და „დია“, ქართულად „დიასახლისი“), ჩემია (ქართული „ჩემი“).

„აფსუების“ 630 გვარიდან 500-ზე მეტი ასეთი გვარია, მათი საკუთარი გვარები კი 100-ზე ნაკლებია. 500-ზე მეტ გვარს ქართული ძირი აქვს.

არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებსაც კი ქართული გვარები აქვთ. და ამასთან ქართველებს მტრებს უწოდებთ! თქვენ გადამთიელების და ომის დახმარებით ისტორიული მიწებიდან, მამაპაპისეული სახლებიდან გამოყარეთ ძირძველი მოსახლეობა, ნაწილი კი დახვრიტეთ. მაგრამ აფხაზეთის მთელი მიწა-წყლის მრავალათასწლოვანმა ისტორიამ შემოინახა ქართული ტოპონიმები - ჰიდრონიმები, ოიკონიმები, ორონიმები.
„აფსნის“ მთავრობის ზოგიერთ წევრთა გვარები: ანქვაბი ( ქართული „ქვაბი“), ბჟანია („ბჟა“ მეგრულად „მზეს“ ნიშნავს), კვიცინია (ქართული „კვიცი“), ქაჯაია (ქართული „ქაჯი“), ჯინჯოლია („ჯინჯი“ მეგრულად „ფესვს“ ნიშნავს), ბებია (ქართული „ბებია“), გაბლია (მეგრულად „გავლენას“ ნიშნავს), გუნია (მეგრულად ნიშნავს „ჰგავს“).

აკადემიური მეცნიერების ცნებების საყოველთაო მნიშვნელობა:

ტომი. ეთნოსის ყველაზე ადრეული ფორმა. მის წარმოქმნას წინ უძღოდა ადამიანთა გაერთიანება ოჯახებად, საგვარეულოებად და კლანებად.
ეროვნება. ეთნოსის შედარებით განვითარებული ფორმა, რომელმაც ჩაანაცვლა ტომი. ტომისგან განსხვავდება იმით, რომ მოიცავს ადამიანთა დიდ რაოდენობას; მისი წარმოქმნა უკავშირდება სახელმწიფოს წარმოქმნას, რომელიც ერთ მთლიანობად აერთიანებს დიდ ტერიტორიებს; ადამიანთა გაერთიანებას საფუძვლად უდევს არა მარტო ნათესაურ-გვაროვნული კავშირები, არამედ ენობრივი, ტერიტორიული, ეკონომიკური და კულტურული ნიშნებიც.

ერი. ეთნოსის ტიპი, ადამიანთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია საერთო ინსტიტუტებითა და ფასეულობებით. ერის ნიშნებია: ერთიანი ტერიტორია, ერთიანი ენა; საერთო ეკონომიკური სისტემა; ერთიანი ეროვნული ხასიათი, სოლიდარობის გრძნობა.

P.S. ამ მიმართვაში მოცემულ ჩემს მოსაზრებებში ყველაზე ნაკლებად ქართული წყაროები დავიმოწმე და არგუმენტაციისა და დასკვნებისთვის რომაული, ბერძნული, ევროპული, თურქული და სპარსული მასალები გამოვიყენე. “

13 июня 2023

როგორ "ითვისებენ" უცხოტომელები აფხაზეთს.


სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც რუსი ქალი ტრაბახობს, რომ აფხაზეთში "ბინადრობის ნებართვა" მიიღო.

ცოტა ხნის წინ სკანდალი ატყდა, როდესაც გაირკვა, რომ 2020-2022 წლებში გაცემული 6693 აფსუური სეპარატისტული პასპორტიდან სომხებმა 3061 მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მათ არანაირი კავშირი აფხაზეთთან არ ჰქონიათ. მათ შორის იყვნენ ემიგრანტები აზერბაიჯანული ყარაბაღიდან და სომხეთის რესპუბლიკიდან.
ოკუპირებულ აფხაზეთშიც შეგიძლიათ დასახლდეთ „ბინადრობის ნებართვითაც“, რომელიც ხუთი წლის ვადით გაიცემა ამდენივე ხნით ვადის გაგრძელების უფლებით. ბინადრობის ნებართვის განახლების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
თეორიულად, ბინადრობის ნებართვა გალის რაიონში აბსოლუტურად უუფლებო ქართველებმაც უნდა მიიღონ, რომლებსაც სეპარატისტული პასპორტებიც კი წაართვეს. თუმცა, პრაქტიკაში, ქართველებს ძალიან უჭირთ ასეთი დოკუმენტების მიღება. დღეს ამ დოკუმენტის გაცემა საერთოდ შეჩერებულია, რადგან თურმე მათ პრინტერი „გაუფუჭდათ“.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ლაჩინის გზაზე საგუშაგო დაამონტაჟა, "არცახელი" სომხები მასიურად ემზადებიან დაადგნენ მარშრუტს - "ყარაბაღი-სომხეთი- ოკუპირებული აფხაზეთი".
აფხაზეთში ყარაბაღელი სომხების მასობრივი ჩასახლების პირობებში, მარიონეტულმა ხელისუფლებამ უკვე მოამზადა კანონპროექტი „აპარტ-სასტუმროების და ბინების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“. მის მიხედვით, „ბინები“ (ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ბინები და სახლები, ხშირად ე. წ. „ტროფეი“, ანუ ქართველი ლტოლვილების) ჩაითვლება კომერციულ და არა საცხოვრებელ უძრავ ქონებად. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება მათი გაყიდვა აფხაზეთის "არამოქალაქეებზე".
„პოლიტიკური საკითხების“ გადასაჭრელად კი სომხურ ლობს ჰყავს სეპარატისტული მოქალაქეობის მქონე სომხები, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე აფხაზებზე მეტნი არიან.

11 июня 2023

რას უქადის პერსპექტივა საქართველოს?

რუსეთი თუ ადრე მის აგრესიას სხვადასხვა მეთოდით მაინც ნიღბავდა, 2007 წ. პუტინის მიუნჰენში გამოსვლის შემდეგ, კრემლი ღია შეტევაზე გადავიდა.

დასვლეთის უღიმღამო რეაქციის გამო, ევროპამ მიიღო 2008 წ. საქარველოზე, 2014 და 2022 წწ. უკრაინაზე თავდასხმები, რაც უშუალოდ მას დაემუქრა.
15 წლის მანძილზე დასავლეთის სტრატეგიულმა შეცდომებმა (სუსტი ობამას "გადატვირთები" და გამო@ირებული, კაგებეს მიერ ყურებით დაჭერილი ტრამპის მიერ ნატოს დანგრევის მცდელობა და ა. შ.) პუტინს აფიქრებინა, რომ ახალი სტალინია, რომელიც ევროპას გადააწყობდა. მაგრამ ბოლო შეტევის შედეგები ვერ გათვალა და მიდის ახლა დაღმართისკენ როგორც მისი საქმე, ასევე რუსეთის ახლო მომავალი. მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ეს ქვეყანა, ფაქტიურად, აღარ იარსებებს. მე არ ვამბობთ, რომ ის დაიშლება. ამას დასავლეთი მხარს არ დაუჭერს, რადგან არსებობს საშიშოება, თუნდაც დაჟანგული ატომური იარაღი მსოფლიოში უკონტროლოდ გაიფანტოს.
გახსოვთ, პუტლერი 1999 წ. არსაიდან მოიყვანეს და, გარწმუნებთ, არსაითკენ წავა. ეს არაა მხოლოდ რწმენა:
-ეს მსოფლიო და ევროპული ტენდენციების სათანადო გააზრებაა;
-ეს უკრაინის დანაშაულებრივი კამპანიის 5 დღეში დაუმთავრებლობაა;
-ეს 50 უძლიერესი სახელმწიფოს მოსკოვთან სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირებაა;
-ეს რუსეთის შიდა პრობლემების სიმწვავის ესკალაციაა;
-ეს კრემლის კრიმინალურ-მაფიოზურ ხელისუფლებაში კლანებს შორის დაპირიპირებაა.

ამიტომ პუტინი წავა, რაც გარკვეული შვება იქნება ყველასთვის, თუმცა, რუსეთის მტაცებლური ბუნება ამით არ შეიცვლება. ამიტომ უკრაინის, ანუ დასავლეთის უპირობო გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რას უქადის პერსპექტივა საქართველოს?
დეტალებში რომ არ შევიდეთ, რუსეთის დასუსტება ჩვენი მთლიანობის აღდგენას ნიშნავს (როგორც 1917-18 წწ. დაახვია რუსეთის იმპერიის ჯარმა აქედან, ასევე მოკურცხლავენ ცხინვალ-სოხუმში დისლოცირებულები). შიდა პრობლემების მოგვარების კვალდალვალ, შევალთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. გაცილებით გაუმჯობესდება სოციალური სურათი და მრავალი ქართველი ემიგრანტი დაუბრუნდება სამშობლოს და ა. შ.
ვნახოთ. აგერ თქვენ და აგერ მე. დიდხანს ლოდინი, ვფიქრობ, არ დაგვჭირდება. დევნილებსა და მეომრებს კი სოხუმში გვეჩქარება, თორემ ნამეტანი გაბლატავდა იქ მოძმე ჰაოსი.

09 мая 2023

რუსეთის ტერორისტული დიქტატურა სრულდება

როდესაც ვ. პუტინის ავტორიტარულმა რეჟიმმა ქვეყნის შიგნით „მოაგვარა“ ყველა პრობლემა, კრიმინალურ-მაფიოზურმაა ხელისუფლებამ ფარატინა ქაღალდად აქცია კონსტიტუცია და საზოგადოება აბსოლუტურუდა დაიმორჩილა, მან პერმანემტული გარე აგრესიები დაიწყო (თუმცა, რუსეთის ბუნებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებზე თავდასხმები ამ ქვეყნის მულმივი თანამდევია). მაგრამ სწორედ
გარე აგრესია აღმოჩნდა ის, რასაც რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი ცუდად ხორციელებს. ტექნიკურად მას შეუძლია ძალის პროექცია სუსტებზე, მსხვერპლზე, მაგრამ საბოლოოდ ფიასკოს განიცდის. ამის მაგალითია რეჟიმის თავდასხმა საქართველოზე. მან ომი სამხედრო თვალსაზრისით მოიგო, მაგრამ პოლიტიკური შედეგი უკიდურესად არაადეკვატური აღმოჩნდა. აი, სირიაში რეჟიმმა ომი წააგო ინტერვენციის დაწყებიდან, ფაქტიურად, თვენახევრშ, რადგან ჯარების შეყვანის მთავარი ამოცანა - თურქეთის იძულება მშვიდობისკენ რუსეთის პირობებით, ვერ განახორციელა. დღეს სიტუაცია განიხილება ექსკლუზიურად თურქეთის პირობებით: ოთხი მილი (რომელთაგან ორი ჯერ კიდევ უნდა აშენდე რუსეთის ხარჯზე); თურქეთი, როგორც გაზის ჰაბი და ფანტასტიკური ფასდაკლებები, მათ შორის, მიწოდებული გაზის გადასახადის გადადება სულ მცირე ერთი წლის ვადით.  ასე რომ, სირიაში არც სამხედრო და არც პოლიტიკური გამარჯვებისთვის პუტინის რეჟიმს არ მიღწეულია.

დღეს, როგორც ხედავთ, გაცილებით სუსტ უკრაინასთან სამხედრო შეტაკება ერთი, რეჟიმისთვის ძალიან უსიამოვნო მიმართულებით მიდის. ცხადია, უკრაინა მოქმედებს არა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით, არამედ "უკრაინა პლუს რამშტეინის კოალიციის" სახით, მაგრამ პუტინ რომ გადაჭრა ამოცანა - "კიევი სამ დღეში", ამ კოალიცი შექმნას უბრალოდ ვერც მოასწრებდნენ. ერთის მხრივ სახეზეა უკრაინელთა გმირობა და პუტინის რეჟიმის მიერ საკუთარი შესაძლებლობების აშკარად გადააჭარბა. მეორე მხრივ, უკრაინა არ არის საქართველო და არც სირია, სადაც სამოქალაქო ომით მძვინვარებდა.

როგორც ჩანს, რუსულმა ავტორიტარიზმმა ამოწურა თავისი თავი, მაგრამ ტოტალიტარული ხელისუფლებისა და კონტროლის რეჟიმზე გადასვლა უკიდურესად უტოპიურად გამოიყურება. რაც ახლა რუსეთის შიგნით ხდება, არ არის ტოტალიტარული მმართველობის სისტემაზე გადასვლა და არ ავტორიტარიზმის გაძლიერება (ის აპრიორი ვერ გაძლიერდება). რუსული სინამდვილე დღეს სოციალ-პოლიტიკური, კულტურული და გნებავთ ცივილიზაციური კრუნჩხვები და სპაზმები. ამასთან, მომაკვდავი გვამი კრუნჩხავები, ​​რა თქმა უნდა, სერიოზულად აზიანებს ყველაფერს, რაც მის გარშემოა.

გამომდინარე ნათქვამიდან, რუსეთში პირდაპირ ტერორისტულ დიქტატურა ჩამოყალიბდა, რომელმაც თავისი განვითარების ყველა ეტაპი ძალიან სწრაფად გაიარა და დღეს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, პოლიტიკური იკვდილის პირასაა.

ამგვარად, რუსულმა ავტორიტარულმა მოდელმა შეწყვიტა მუშაობა რესურსების ნაკლებობის გამო, ტოტალიტარულ მოდელზე გადასვლა შეუძლებელია იმ იდეის არარსებობის გამო, რომელსაც შეუძლია ამ მოდელის სტაბილურ მდგომარეობამდე მიყვანა. რუსეთი სწრაფად მიდის ქაოსისკენ, რომელიც ასევე გაივლის გარკვეულ ფაზებსა და ეტაპებს, მაგრამ ეს არის ცალმხრივი გზა.

ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გასაგები, არის ის, თუ რამდენ ადამიანს მოკლავს ის ამ აგონიის დროს; რამდენად უნდა გაანადგუროს რუსეთის ეკონომიკის, სოციალური, კულტურული სფეროს ნარჩენები; რამდენად გაძარცვება და განადგურდება ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე ამ რეჟიმის სასიკვდილო კრუნჩხვების დროს.

დღეს ვერავინ იტყვი და ვერ ივარაუდებ, რამდენი დრო დასჭირდება ამ ქვეყნისა და ხალხის გამოჯანმრთელებას ქურდულ-მაფიოზური კასტის მმართველობის შემდეგ.

ერთი რამ ცხადია - ეს რეჟიმი სრულდება. ის საკუთარ თავს შთანთქავს და აქ არჩევანი არ აქვს. პუტინის რეჟიმი არსებითად სუიციდურია, რადგან მას არ შეუძლია განვითარება და მხოლოდ რაც მანამდე და არა მის მიერ შექმნილ, იმას ხრავს, სანსლავს და ეს, ფაქტობრივად, წინასწარ განსაზღვრავს მის უპირობო დაასრულს.