13 декабря 2023

გალის რაიონის გააფსუების სურვილი.

აფსუა „პარლამენტმა“ 2022 წ. 21 მარტს მიიღო შესწორებები შესაბამის კანონებში („სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ და „სამოქალაქო კოდექსი“), მაგრამ მეორე დღესვე გააუქმა. 
აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებდა „აფხაზური ეროვნების აღდგენას“. ცხადია, ეს გალის რ-ის ქართულებს ეხებოდა (დაახლოებით 45 ათასი). „აფხაზური ეროვნების“ აღდგენის მსურველი, სოხუმის ცნობით, 6 ათასს შეადგენდა.

დღეს ზოგიერთი ორგანიზაცია („არუაა“) აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით „შეუძლებელია ქართველების აფხაზებად გადაქცევა“. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“ კი აღნიშნა, რომ შეიძლება შეიქმნას პრეცედენტი, რომელიც „დამოუკიდებელ აფხაზეთის პროექტს დაასრულებს“.
მათ მიაჩნიათ, რომ გვარებისა და ეროვნების მექანიკური ცვლილება გალის რ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მასიურად ისარგებლონ ამით და აფსუეთში შექმნან „მეხუთე კოლონა“.
„ეროვნების აღდგენის“ პროცედურის გავლის შემდეგ, პიროვნებას შეეძლება აფხაზეთის „მოქალაქეობისა“ და პასპორტის მიღება.
„ქართულ-აფხაზური“ კონფლიქტის მონაწილენი ვერ მიიღებენ მოქალაქეობას, ხოლო თუ პიროვნებას საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ეს არ შექმნის წინაღობას, რადგან ამის ოფიციალურად დამტკიცება შეუძლებელია, - აცხადებენ ისინი.

************

აფსუური ეთნოსის 70-75% ყოფილი ქართველებია (რასაც თავის ნაშრომებში არც აფსუა ენათმეცნიერერი ხუხუტ ბღაჟბა ადასტურებს - Х. С. Бгажба. Бзыбский диалект абхазского языка,1964, Тбилиси), რაც ბოლშევიკების ერთგვარი სპეცოპერაციის შედეგი იყო განსაკუთრებით მე-20 ს. პირველ ნახევარში. ერთნი იძულებით, სხვები მოსყიდვითა თუ მოტყუებით ან დაუკითხავადაც აფსუებად (აფხაზებად) ჩაწერეს, მათ შორის, ოჩამჩირელი ბაბუაჩემის ოჯახიც (კუპრავები).
დღეს, ეტყობა, შემოაკლდათ "ბიომასალა" და ცდილობენ საკუთარი დემოგრაფიული კატასტროფა კვლავ ქართველების (მეგრელების) ხარჯზე გამოასწორონ.
საცოდავი, გადაშენების გზაზე შემდგარი ერის კარიკატურა, - ესაა აფსუათა სინამდვილე. მალე დადგება დრო, როცა გააფსუებული ქართველები მშობლიურ ეროვნულ სხეულს დაუბრუნდებიან.
ისმის კითხვა: გარდა იმისა, რომ დემოგრაფიული პრობლემები აქვთ, აფსუებს რაში სჭირდება გალელთათვის მოქალაქეობის მიცემა და პასპორტების დარიგება?
ასეთი მცდელობები ს. ბაღაფშის, ა. ანქვაბის, რ. ხაჯინბას "პრეზიდენტობის" დროსაც იყო, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ე. წ. პარლამენტსა და "პრეზიდენტის" არჩევნების დროს სწორედ გალის მოსახლეობის მონაწილეობა მიიჩნეოდა გადამწყვეტ ფაქტორად. ამას კი იმ კონკრეტულ პერიოდში ხელისუფლებაში მყოფი ძალები ეწინააღმდეგებოდნენ (რ. ხაჯინბას დროს) ან პირიქით, მხარს უჭერდნენ (ს. ბაღაფშის შემთხვევაში) გალელთათვის საარჩევნო უფლების მიცემას.
დღეს ასლან ბჟანია რატომღაც თვლის, რომ გალელების "სიპათია" მის მხარესაა და 16 თვის შემდეგ მეორე ვადით გეგმავს გამარჯვებას.