11 апреля 2024

პოლიტიკური ვითარება ოკუპირბულ აფხაზეთში _ 2024_აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში გარკველი პოლიტიკური ჯგუფები ახერხებენ შეინარჩუნონ კრემლისგან დოზირებული დამოუკიდებლობა. თუმცა, იმის გამო, რომ აფსუური საზოგადოება ტრადიციულად კლანურ პრინციპებზეა აგებული, პოლიტიკური პოლემიკა, ფაქტიურად, არ არსებობს და ამ კლანებს შორის შეხლა-შემოხლამდე დადის. ამის გამოხატულებაა თუნდაც ე. წ. პრეზიდენტების ცვლის ტრადიცია, რასაც ისინი არჩევნებს უწოდებენ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფსუა საზოგადოებას „სახელმწიოს“ მშენებლობის არც ინტელექტუალური და არც ფინანსური შესაძლებლობები არა აქვს და მთლიანად მოსკოვის „კეთილ“ ნებაზე (ე. წ. ინვესტპროგრამებზე) არიან დამოკიდებულნი. 

აქ, დანარჩენ საქართველოში, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი აფსუური პოლიტიკური ადმინისტრაცია რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების გაგრძელებაა. მათთან ჟენევაში თუ სხვაგან მოლაპარაკება არ გამოვა და ბუტაფორიაა ეს, რადგან ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ყველგან რუსი, მოსკოვი, კრემლი, პუტინი გელაპარაკება.

ამასთან, არიან მცირერიცხვოვანი ძალები, რომლებიც მწვავედ აღიქვამენ რუსეთის ტოტალურ კონტროლს და პერმანენტულად წამოწევენ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თუ სხვა მოთხოვნებს. ამის გამოხატულებაა მკვეთრი დაპირისპირება მოქმედ „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიასთან. ამ ორგანიზაციების ჩამონათვალი რუსულად: ЭФ “Аамта”, РОО “Аидгылара”, ПП “Апсны”, РОО “Аруаа”, ОО “Асаркьал”, РОО «АНД», Комитет по защите суверенитета Абхазии, РОО “Наша столица”, ФНЕА.

აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხზე კონსტიტუციაში ცვლილების აუცილებლობის შესახებ თითქმის 20 წელია მიდის ცხარე დისკუსია, რომელსაც ხუთმა „პრეზიდენტმა“ (ვ. არძინბა, ს. ბაღაფში, ა. ანქვაბი, რ. ხაჯინბა, ა. ბჟანია) თავი ვერ მოაბა.

აშკარაა, რომ კონსტიტუციის მიხედვით დადგენილი პრეზიდენტის უფლებამოსილება არღვევს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ. ამან სოხუმი კრიზისამდე არაერთხელ მიიყვანა (ადმინისტრაციულ შენობებში ხალხის შევარდნა, ა. ანქვაბის ლიკვიდაციის მცდელობა და ა. შ.).

აფუურ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ვ. არძინბა არ იყო პრეზიდენტი (ინსტიტუტი არ არსებობდა), მაგრამ „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის“ დროს და ომის შემდგომ პერიოდში ამას ხელი არ შეუშლია ​​დეპუტატების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მიეღოთ მნიშვნელოვანი და ხშირად საბედისწერო გადაწყვეტილებები. ანუ აქცენტი კეთდება ე. წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე „პარლამენტის“ სასარგელოდ. მოსკოვს მთლიანდ დაქვემდებარებულ „პრეზიდენტებს“ ხალხი არ ღებულობს. ა. ბჟანიამ, მაგალითად, დღეის მონაცემებით, 231 დღე რუსეთში ვიზიტებში გაატარა. სწორედ ამის შედეგად აპროტესტებენ უძრავი ქონების, წიაღისეულების, მიწის უცხოელებზე (რუსეთის მოქალაქეებსა თუ ბიზნესზე) გასხვისებას, პრივატიზაციაში არსებულ პრობლემებს, გალის ქართველთა პასპორტიზაციას, საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარების მცდელობას  და ა. შ.

მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი მინუსად მიჩნეულია ის, რომ იგი მიღებულ იქნა არა ეროვნულ პლებისციტზე, არამედ მხოლოდ ქვეყნისპარლამენტის“ გადაწყვეტილებით ომის შემდგომ რთულ ვითარებაში (1994 ნოემბერი). ოკუპირებული აფხაზეთის სწორედ ეს კონსტიტუცია 1999 წ. "ეროვნულ რეფერენდუმზე" შესწორებებით დამტკიცდა. გარკვეული ცვლილებები განახორციელეს 2012 და 2014 წლებში.

აფუური საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების პოლიტიკით. ოპოზიციური ძალები ცდილობენ „ეროვნული“ ინტერესების დაცვას და მტკივნეულად აღიქვამს რუსეთის მიერ ზეწოლას, რაც „სუვერენიტეტის“ შელახვად მიაჩნიათ (თუნდაც ბიჭვინთის აგარაკების საკითხი). ოპოზიცია, ომის ვეტერანები ეწინააღმდეგებიან ამ პროცესებს, მაგრამ აშკარას, რომ არ ჰყოფნით რესურსი.

აფხაზეთში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა მუდმივ დაძაბულობაშია. კრიზისია ყველა სფეროში (რუსეთან ურთიერთობა, ფინანსები, ენერგეტიკა, სამომხმარებლო ფასების ზრდა, გაზრდილი კრიმინალი, ახალგაზრდობის გადინება და ა. შ.). ამის მიზეზები როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი ხასიათისა. გამოსწორების პერსპექტივა არ ჩანს და საეჭვოა, ამას უშველოს კონსტიუციაში ზემოაღნიშნულმა ცვლილებებმა.

მოსალოდნელია რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება, მით უმეტეს, როცა მან დაფინანსება მკვეთრად შეამცირა, რაზეც ა. ბჟანიაც მიუთითებდა, რომელიც ამბობს, რომ მოსკოვისგან დაფინანსება 10-ჯერაა შეკვეცილი https://ru.netgazeti.ge/56061/ .

რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით 2023-2025 წლების დაფინანსების ლიმიტი შეადგენს 3.6 მლრდ რუბლს, რაც ადრე 4.05 მლრდ  შეადგენდა. ამდენად, ფინანსირება შეკვეცილია 450 მლნ რუბლით https://www.ekhokavkaza.com/a/32667231.html .