მოდით
, ფხიზელი
განვიხილოთ მესამე მსოფლიო
ომის სამი ნაცნობი
სცენარი.ცუდი იქნებოდა,
თუ თქვენი ქალაქი
დაიწვებოდა. ეს სრულიად
გონივრული შიშია. რა
უნდა გააკეთოთ, თუ
თქვენი მეზობლის სახლი
იწვის? რა თქმა
უნდა, ხანძარში სახანძრო
სამსახური არ უნდა
დაადანაშაულოთ და
არ უნდა მოაწყოთ
საპროტესტო აქცია სახანძროს წინ,
რათა მანქანები შიგნით
ჩაკეტოთ. ეს უკვე არა შიში, არამედ
თვითგანადგურების პანიკაა. ისტერია მთელი
ქალაქის დაწვას გამოიწვევს.
ცუდი იქნებოდა,
თუ მესამე მსოფლიო
ომი დაიწყებოდა. ეს
გონივრული შიშია. რუსეთისადმი წინააღმდეგობით უკრაინელები ყველა ასეთი კატასტროფის სცენარს ნაკლებ სავარაუდოდ ხდიან. ჩვენი სამყაროს
მასშტაბით, უკრაინელები მეხანძრეები არიან. ისინი ყველა დანარჩენის უსაფრთხოებას იცავენ.
აზრი არ აქვს
მათ რუსეთის შემოჭრაში დადანაშაულებას ან
მათი სამუშაოს შესრულებაში ხელის შეშლას. ესეც არაა შიში,
არამედ თვითგანადგურების პანიკაა. ისტერია
მესამე მსოფლიო ომს
უფრო სავარაუდოს ხდის.
მოდით, ფხიზლად
განვიხილოთ მესამე მსოფლიო
ომის სამი ნაცნობი
სცენარი:
1) ევროპაში ჩვეულებრივი ომის ესკალაცია;
2) წყნარ ოკეანეში
ჩვეულებრივი ომის ესკალაცია; და
3) ბირთვული იარაღის
გავრცელება.
სამივე შემთხვევაში უკრაინის წინააღმდეგობა ჩვენს, დანარჩენების უფრო
მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინელები ევროპაში
ომს საკუთარ მიწაზე
აკავებენ; ისინი ომს წყნარ ოკეანეში აკავებენ;
და ხელს უშლიან
ბირთვული იარაღის გავრცელებას. მესამე მსოფლიო ომის
ეს სცენარები არ
შესრულებულა, რადგან უკრაინელები რისკზე მიდიან.
1. ესკალაცია ევროპაში. 1940-იანი წლებიდან
მესამე მსოფლიო ომის
ტრადიციული სცენარი ევროპაში
დიდი სახელმწიფოების კონფლიქტი იყო, რომელიც მოსკოვის
ხელმძღვანელობით განხორციელებული შეჭრით
არის გამოწვეული. ეს
შეჭრა მოხდა. უკრაინის
წყალობით, ომი ერთი
ქვეყნით შემოიფარგლა - მათი
ქვეყნით. რუსეთი უკრაინაში პროვოკაციის გარეშე შეიჭრა
2014 წ.,
შემდეგ კი გაცილებით დიდი მასშტაბით 2022 წელს.
თითქმის ყველა პროგნოზის მიუხედავად, უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწია სრულმასშტაბიან რუსულ
შეჭრას, რითაც 1945 წლის
შემდეგ თავის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ომი
შეაჩერა. ეს იმდენად
გრანდიოზული მიღწევაა, რომ
ჩვენ ხშირად უგულებელვყოფთ მას. ეს უკრაინელებისთვის წარმოუდგენელი ფასით
მოხდა. უკრაინა დამოკიდებულია მოკავშირეებისგან იარაღის
მიწოდებაზე. თუ ჩვენ
ამას შევწყვეტთ ჩვენივე შიშების გამო
ან სხვა რაიმე
მიზეზით, უკრაინამ შეიძლება
წააგო და ომი,
სავარაუდოდ, გაფართოვდება.
2. ესკალაცია წყნარ ოკეანეში. 21-ე
საუკუნეში, მესამე მსოფლიო
ომის მთავარი სცენარი
იყო ჩინეთის ტაივანში შეჭრა, რაც გამოიწვევდა ამერიკულ
პასუხს. ეს შეჭრა
არ მომხდარა და,
სავარაუდოდ, არც მოხდება,
სანამ უკრაინა წინააღმდეგობას გაუწევს და წინააღმდეგობის გაწევის უნარი ექნება.
მაშინ, როცა უკრაინელები აკავებენ
ომს ევროპაში, ისინი
ასევე აკავებენ ომს
წყნარ ოკეანეში. სანამ
ჩინეთი ხედავს წარმატებულ კოალიციას და მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უკრაინისგან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ
ის განახორციელებს სარისკო
შეტევას წყნარ ოკეანეში.
როგორც ტაივანის ლიდერები
ცდილობენ ჩვენ დაგვარწმუნონ, უკრაინის გამარჯვება აზიაში ომის თავიდან
აცილების საუკეთესო გზაა.
როგორც ყველაზე მაღალი
რისკის ქვეშ მყოფი
ხალხი, ისინი მტკიცედ
და თანმიმდევრულად სთხოვენ
ამერიკელებს უკრაინის შეიარაღებას.
3. ბირთვული იარაღის გავრცელება. ბირთვული
ომი გაცილებით სავარაუდო ხდება, როდესაც მრავალ ქვეყანას გაუჩნდება ბირთვულ იარაღს.
უკრაინის წინააღმდეგობა ამას
ხელს უშლის. რუსეთი
უკრაინას ბირთვული ომით
აშანტაჟებს 2022 წლის თებერვლიდან. უკრაინელები ამ ბირთვულ
შანტაჟს რომ დამორჩილებოდნენ და წინააღმდეგობა არ გაეწიათ, მსოფლიო ახლა
ბირთვული იარაღით იქნებოდა
სავსე. გაკვეთილი ისაა, რომ
ყველა ქვეყანამ, რომელსაც
ეს იარაღი არა აქვს,
რუსული საფრთხის
მსგავსი გამოწვევის საწინააღმდეგოდ ის უნდა შექმნას. მაგრამ უკრაინა
მტკიცედ დგას. თუ
ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, ამით არა მხოლოდ იმ ადამიანებს მოვკლავთ,
ვინც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ
შევქმნით სამყაროს, რომელშიც
ბირთვული იარაღი გავრცელდება და ბირთვული ომი
გაცილებით სავარაუდო გახდება.
უკრაინელები ამ ყველაფერს აკავებენ, აფერხებენ და
აფრთხილებენ იმ არასრულყოფილ სამყაროში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. რისკები რეალურია,
მაგრამ ფხიზელი შეფასება,
ისტერიის გარეშე, აჩვენებს,
რომ უკრაინის მხარდაჭერა მათი შეკავების საუკეთესო გზაა.
ისტერიას მივყავართ დიდი ძლიერი
კაცის თაყვანისცემამდე და რაღაც მარტივ პასუხზე ოცნებას. ადამიანები, რომლებიც მესამე მსოფლიო
ომის შესახებ ისტერიას
ავრცელებენ, მიდრეკილნი არიან
სჯეროდეთ დიდი ძლიერი
პუტინისა და დიდი
ძლიერი ტრამპის.
დიდი ძლიერი
პუტინი ბირთვულ ომზე
საუბრობს, ამიტომ ჩვენ
უნდა დავპანიკდეთ და
უკრაინელები დანებდნენ. პუტინი
თითქმის სამი წელია
განუწყვეტლივ საუბრობს ბირთვულ
ომზე. თავად რუსები
ამას სერიოზულად არ
აღიქვამენ. (ეს
იქიდანაც ჩანს,
რომ არც ერთმა რუსმა არ მოისურვა თავისი შვილის
ლონდონიდან, პარიზიდან და
ნიუ-იორკიდან დაბრუნება). კრემლმა
იცის, რომ არსებობენ ამერიკელი ისტერიკები, რომლებიც
ბირთვული რიტორიკის მიმართ
დაუცველები იქნებიან და
ამიტომ აგრძელებენ მცდელობებს. თუმცა, დიდი ძლიერი
პუტინის რწმენა არის
ის, რაც მას
ძლიერს ხდის, ხოლო დიდი ძლიერი
პუტინისადმი დათმობა მესამე
მსოფლიო ომს უფრო
სავარაუდოს ხდის.
დიდმა და
ძლევამოსილმა ტრამპმა გაავრცელა ფანტაზია, რომ მას
შეუძლია რუსეთ-უკრაინის
ომის დასრულება არჩევიდან ოცდაოთხი საათის განმავლობაში. როგორც უკვე დავრწმუნდით, ეს სრული სისულელეა. ტრამპს არ აქვს
ძალა, აიძულოს რუსები
შეწყვიტონ თავიანთი შეჭრა
ისევე, როგორც არ
აქვს ძალა, აიძულოს
უკრაინელები, შეწყვიტონ წინააღმდეგობა. რუსები იმედოვნებენ, რომ
აიძულებენ ტრამპს, შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის
მიწოდება, რაც მათთვის ომს
გაამარტივებს, თუმცა, ეს მას
არ დაასრულებს. ამისათვის ისინი ცდილობენ ამერიკელებში ისტერიის დათესვას მესამე
მსოფლიო ომის შესახებ.
თუ ტრამპი შეწყვეტს
უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ეს
უკრაინის დამარცხებას უფრო
სავარაუდოს გახდის, რაც
გაზრდის მესამე მსოფლიო
ომის ალბათობას.
რუსეთ-უკრაინის
ომი არ არის
სატელევიზიო შოუ ან
პოდკასტი. მისი დასრულება შეუძლებელია ცრუ მამაკაცურობით ან ნამდვილი ისტერიით.
მისი დასრულება შეუძლებელია მათი პროპაგანდის მოსმენით,
ვინც ის დაიწყო
ან ჯადოსნური სამყაროს
დაპირებებით. ერთი მხარე
გაიმარჯვებს, მეორე კი
წააგებს. უკრაინელებმა ტიტანურად რთული სიტუაცია აიღეს
და ჩვენთვის მაქსიმალურად გაამარტივეს. წინააღმდეგობით მათ
ყველანაირად გააუმჯობესეს ჩვენი
ეროვნული უსაფრთხოება. საბრძოლო ველზე
მათი დანაკარგები ერთ სულ
მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობის თვალსაზრისით, დაახლოებით იგივეა, რაც
ამერიკელების დანაკარგები ორივე
მსოფლიო ომში ერთად
აღებული. და, რა
თქმა უნდა, ბრძოლის
ველზე დაკარგულ ამ
სიცოცხლეს უნდა დაემატოს
ათიათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და რუსული
ოკუპაციისგან მილიონობით ლტოლვილი.
ჩვენ ეს უნდა
დავაფასოთ.
სწორედ იმიტომ,
რომ უკრაინელებმა ჩვენი
ცხოვრება გაამარტივეს, მათი მსხვერპლი და ტანჯვა ჩვენ
სათანადოდ უნდა აღვიქვათ. უკრაინული წინააღმდეგობა ქმნის
სამყაროს, სადაც შეგვიძლია საკუთარ შიშებს მოვუსმინოთ და ყურადღება არ მივაქციოთ სტრატეგიულ რეალობებს. მათი გამბედაობა საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ სიმხდალე. მაგრამ ჩვენი
ისტერიის თავს მოხვევა
იმ მამაც ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ყველაზე
საშიში რამ არის,
რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. არავის, ვინც ჯანსაღ გონზეა, მესამე
მსოფლიო ომი არ სურს. ამიტომ ნუ
შევქმნით მას იმ
ადამიანებთა უარყოფითა და მიტოვებით, ვინც
მას აფერხებს.
ტიმოთი სნაიდერი.
ამერიკელი ისტორიკოსი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის
სპეციალისტი.