გიორგი ლუკავას ოკუპირებული აფხაზეთის
დრანდის ციხიდან განთავისუფლებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის გამო, როგორც მოგეხსენებათ,
აფხაზეთში პოლიტიკუპი ვითარება დაიძაბა. გაიმართა მრავალი აქცია. „პარლამენტმა“ შექმნა სპეციალური კომისია და საგანგებო
სხდომაზე მიიღო სპეციალური დადგენილება. დოკუმენტის მიხედვით, „პრეზიდენტს“ წარედგინება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურა ამ ორგანოს სრული შემადგენლობით დაკომპლექტებისთვის,
რაც მას ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ეს კი, ოპოზიციის ვარაუდით, რაულ ხაჯინბას
მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გამოძიებისა და დამტკიცების საშუალებას იძლევა,
რაც „პრეზიდენტის“ იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი შესაძლოა გახდეს.