გიორგი ლუკავას ოკუპირებული აფხაზეთის
დრანდის ციხიდან განთავისუფლებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის გამო, როგორც მოგეხსენებათ,
აფხაზეთში პოლიტიკუპი ვითარება დაიძაბა. გაიმართა მრავალი აქცია. „პარლამენტმა“ შექმნა სპეციალური კომისია და საგანგებო
სხდომაზე მიიღო სპეციალური დადგენილება. დოკუმენტის მიხედვით, „პრეზიდენტს“ წარედგინება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურა ამ ორგანოს სრული შემადგენლობით დაკომპლექტებისთვის,
რაც მას ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ეს კი, ოპოზიციის ვარაუდით, რაულ ხაჯინბას
მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გამოძიებისა და დამტკიცების საშუალებას იძლევა,
რაც „პრეზიდენტის“ იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი შესაძლოა გახდეს.
დღეს
აფხაზური ოპოზიცია საკმაოდ კონსოლიდირებულია. გ. ლუკავას საკითხი, ცხადია, მათ ერთგვარ
კატალიზატორად სჭირდებოდათ, რათა, - სხვათაშორის, როგორც 2016 წ. დეკემბრის ბოლოს,
- შეტევა განახორციელებინათ რ. ხაჯინბაზე. 9 იანვარს პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა
და მოძრაობებმა კონსულტაციების შედეგად ჩამოაყალიბეს ერთობლივი სამდივნო, რომელიც მათ
მოქმედებებს კოორდინაციას გაუწევს. ამ შეხვედრაში 8 ორგანიზაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდა:
პარტიები - „ამცახარა“, „ერთიანი აფხაზეთი“,
„აინარი“, „აფხაზეთის სახალხო ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისთვის“; სოციალურ-ეკონომიკური
და პოლიტიკური კვლევების ფონდი „აფრა“; საზოგადოებრივი ორგანიზაციები - „კიარაზაა“,
„აბზანხარა“ და „ჩვენი სახლი - აფხაზეთი“.
ოპოზიციის ამ ერთსულოვნებას დაუპირისპიორდნენ
რ. ხაჯინბასა და ხელისუფლების მხარდამჭერები. მმართველმა პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა“, აფხაზეთის
სახალხო პარტიამ, ვეტერანთა ორგანიზაციებმა „არუაამ“ და „აბააშმა“ 10 იანვარს გაავრცელეს
ერთობლივი განცხადება, სადაც დაგმეს ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები.
მმართველი ძალის აზრით, „პრეზიდენტ“ რ. ხაჯინბას გ. ლუკავას საკითხის გადაწყვეტისას არ შეეძლო არ
გაეთვალისწინებინა მოძმე ოსი ხალხის ინტერესები: „Политической мотивацией принятия данного
нелегкого решения было обращение прежнего и действующего президентов Республики
Южная Осетия с просьбой об обмене своих граждан, находившихся в грузинских
тюрьмах с большими (в том числе и пожизненным) сроками отбывания наказания. При
этом, Президент Абхазии не мог не учитывать весомый вклад осетинских
добровольцев в освобождение Абхазии в 1992-1993 гг., трагические
события 2008 года, когда Южная Осетия приняла на себя главный удар, защитив тем
самым нашу страну от неминуемой повторной вооруженной агрессии со стороны
Грузии“.
განცხადების ავტორები ოპოზიციის გამოსვლებს პოლიტიკური რევანშის
მცდელობად აფასებენ და უკანონის უწოდებენ რ. ხაჯინბას გადადგომის მოთხოვნას.
მიუხედავად იმისა, რომ
წინასაახალწლოდ რ. ხაჯინბა საკმაოდ ვრცელი
ყოველწლიური მიმართვით წარსდგა აფხაზური „პარლამენტის“ წინაშე, სადაც გაანალიზებული იყო აფხაზეთის
თითქმის ყველა პრობლემა და მრავალი დაპირებაც გაჟღერდა, ოპოზიციამ საბაბი ხელიდან
არ გაუშვა და მოახერხა მორიგი პოლიტიკური შანტაჟის ორგანიზება.
იხ.: აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რ. ხაჯინბას მიმართვა
3-5 იანვრის აფხაზეთის
მოვლენებმა აჩვენა, რომ მისი ძირითადი პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაცია მოხდა, რაც
მნიშვნელოვანია „საპრეზიდენტო“ არჩევნების მოახლოების გათვალისწინებით.
საბოლოო ჯამში, ჩვენთვის, საქართველოსთვის, აფახაზეთის
პრობლემის მოგვარებისა და დეოკუპაციის კონტექსტში, სოხუმში განვითარებულ იანვრის მოვლენებს დიდ
მნიშვნელობა არა აქვს. მსგავსი კლანური დაპირისპირება ადრეც არაერთი გინახავს და ის მხოლოდ შიდა გავლენების გადანაწილებას ემსახურება, რადგან ხელისუფლებაში დღეს მყოფებსა და ე. წ. ოპოზიციასაც ერთი პატრონი და წყარო ჰაყავს და ეს ოკუპანტი რუსეთია.
Комментариев нет:
Отправить комментарий