28 декабря 2017

აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რ. ხაჯინბას მიმართვა

ჩვენი მთავარი ამოცანები უცვლელია და დაკავშირებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს რესურსების შენახვასთან, ეკონომიკის ზრდასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან, სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებასთან, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ხარისხის ამაღლებასა და საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფასთან. (...)
სახალხო კრებაში - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში 2017 წ. მარტში ჩატარებული არჩევნები მრავალპარტიული და კონკურენტუნარიანი იყო, რამაც მისი დემოკრატიული ხასიათი განსაზღვრა.
{2017 წ. არჩევნების პირველი ტური ჩატარდა 12 მარტს, მეორე - 26 მარტს. 35 ადგილიანი ორგანო ტრადიციულად მონოეთნიკურია: სამი სომეხი, ერთი ქართველი გალის რ-დან, დანარჩენი აფხაზი და არც ერთი რუსი. ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 53,05 %.  დეპუტატთაგან მხოლოდ ერთია ქალი. მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 20 დეპუტატი გაიყვანა, ე. წ. ოპოზიციამ - 9, ხოლო დანარჩენებს ნეიტრალურებად თვლიან}.

მიმაჩნია, რომ წარსულის შეცდომებზე ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ და მომავალზე ვიყოთ კონცენტრირებულნი. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში კანონის უზენაესობის მიღწევას; საკუთრების უფლების დაცვას; ეკონიმიკურ საქმიანობაში ხელოვნური ბარიერების, კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და კრიმინალის ზეწოლის მოხსნას. (...)
მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ 1992-1993 წწ. სამამულო ომის 25 და აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს... ჩემი განკარგულებით შექმნილია სპეციალური კომისია. (...)
{აფხაზეთი რუსეთმა აღიარა 2008 წ. 26 აგვისტოს, იმავი წლის 5 სექტემბერს - ნიკარაგაუამ, 2009 წ. 10 სექტემბერს - ვენესუელამ, 2009 წ. 15 დეკემბერს - ნაურუმ.
აფხაზეთი აღიარეს შემდეგმა პოსტსაბჭოთა მარიონეტულმა წარმონაქმნებმა: სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთის მოლდავეთის რესპუბლიკა, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა - 2006 წ. 17 ნოემბერი; დონეცკის სახალხო რესპუბლიკა - 2015 წ. 12 მაისი.
ვანუატუ - აღიარა 2011 წ. 23 მაისს და გაიწვია აღიარება 2013 წ. 20 მაისს; ტუვალი - აღიარა 2011 წ. 18 სექტემბერს და გაიწევია 2014 წ. 31 მარტს}.
(...)
2017 წელს სხვადასხვა სფეროში რუსეთთან გრძელდებოდა თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება 2015 წ. ხელშეკრულებას (Договор о союзничестве истратегическом партнёрстве“). განსაკუთრებულად გამოვყოფ შეთანხმებას სამედიცინო დაზღვევის შესახებ, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეთა სავალდებულო უფასო მომსახურებას ითვალისწინებს.
რატიფიცირებულია შეთანხმება ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ.
{ცენტრის ფუნქციები: აფხაზეთსა და რუსეთს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვალა და კრიმინალისტურ საქმეთა  წარმოება; ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთა შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა; ძებნილ დამნაშავეთა ურთიერთ გაცვლა}
მზადდება აფხაზურ-რუსული შეთანხმების პროექტი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.
2017 წ. აპრილში გაიხსნა აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსი, როდესაც სოხუმში ჩამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს. ლავროვი.
2017 წ. 8 აგვისტოს შედგა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვ. პუტინთან.
2017 წ. აფხაზეთში ვიზიტებით იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის მოლდავეთის რესპუბლიკისა და ნაურუს პრეზიდენტები.
მყარდება ურთიერთობები და კავშირები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან, რომლებთანაც რეგულარული ვიზიტები ხორციელდება.
ცხადია, ჩვენი კონტაქტები მხოლოდ ოფიციალურ დონეზე არ ხორციელდება. ისინი ვითარდება მოხალისეთა კავშირების და გაერთიანებების, მეცნიერთა ერთობლივი კონფერენციების, სტუდენტური ფორუმების, ფესტივალების, ახალგაზრდული ბანაკების, სპორტული შეჯიბრებების სახით.
ჩვენ ვმუშაობთ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან მრავალდონიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობებზე. შედგა ვიზიტი სირიის არაბთა რესპუბლიკაში, რომლის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან დამყარებულია კონტაქტები.
რუსეთში აფხაზეთის საელჩო მუშაობს მოსკოვში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებთან ურთიერთოებების დამყარების მიმართულებით. (...) Но диалог не может быть эффективным и взаимовыгодным, если наши потенциальные партнёры будут продолжать полностью игнорировать существующие политические реалии. ამიტომ ჩვენს მუშაობაში მნიშვნელოვანია საინფორმაციო შემადგენელი. აფხაზეთი უფრო ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში.(...)
აფხაზეთის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მრავალი წელი გროვდებოდა, არსად არ გამქრალა. ჩვენ მათზე ღიად ვსაუბრობთ. სამი წლის წინ დაწყებული რუსეთის ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები ჩვენზეც აისახა, რამაც ნეგატიურად იმოქმედა „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამაზე“. (...) შემცირდა ინვესტიციები, იგრძნობა პროფესიონალი კადრების სიმცირე, არაა განვითარებული კონკურენცია.
2017 წ. საკურორტო სეზონის პიკზე განსაკუთრებული შემთხვევ მოხდა ს. პრიმორსკში.
{იქ სამხედრო საწყობი აფეთქდა და იყო რუსი ტურისტების მსხვერპლი, დაზიანდა 60-მდე შენობა}.
მავნებლებმა უდიდესი ზარალი მიაყენეს სოფლის მეურნეობას. მნიშვნელოვნად ჩაიძირა ტურისტული სეზონის მაჩვენებლები.(...)
ეკონომიკის განვითარების კონცეპტუალური საფუძველი ჩვენ უკვე გვაქვს. ესაა დამტკივებული „2025 წლამდე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“ მაგრამ მისი რეალიზაციისთვის აუცილებელია საშუალოვადიანი და დარგობრივი პროგრამების შემუშავება. ამასა სამინისტროები უნდა აკეთებდნენ, რაც ჯერ-ჯერობით არ ხდება.
2017 წ. თებერვალში პრეზენტირებული იყო პროგრამა „25 ნაბიჯი 2025 წლამდე აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომელიც რუსეთის კონსალტინგურმა კომპანიამ შეიმუშავა და რაც „სტრატეგიას“ ავსებს. მე ის უკვე გადავაგზავნე პარლამენტში განსახილველად. (...)
ვაგრძელებთ საბიუჯეტო დისციპლინის ამაღლებას. 2016 წ. 1 ივლისიდან სახელმწიფო მართვის ყველა ორგანო გადაყვანილია ბიუჯეტის გამოყენების სახაზინო სისტემაზე, ხოლო 2017 წ. 1 იანვრიდან ამ სისტემაზე გადაყვანილია არასაბიუჯეტო ფონდები და ყველა სპეცანგარიშები. (...)
ჩვენ ვემსახურებით საგარეო ვალს. თუ 2011-2014 წწ. ვფარავდით მხოლოდ კრედიტის პროცენტებს, უკვე 2015 წ. გადავიხადეთ ძირითადი თანხის 26,7 მლნ რუბ., ხოლო 2016 წ. – 263 მლნ. ეს მძიმე ტვირთი გახდა ჩვენთვის. ამიტომ რუსეთის თანხმობით სარკინიგზო კრედიტის რესტრუქტურიზაცია შევძელით და ის 2029 წლამდე გაგრძელდა, რაც ყოველწლიურ გადასახადს ამცირებს.
{აფხაზეთმა რუსეთისგან რკინიგზის რეაბილიტაციისთვი 2010 წ. აიღო 2,2 მლრდრუბლი კრედიტი, რომელიც ფსოუ-სოხუმის მონაკვეთს მოხმარდა. თავის დროზე, ა. ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, სოხუმის რეჟიმი ითხოვდა მის ჩამოწერას, რაზეც უარი მიიღო}
{შენიშვნა: საერთაშორისო ორგანიზაცია «ინტერნეშნლ ალერტის» კვლევის («სამხრეთ კავკასიის რკინიგზის აღდგენა: ოტენციური ეკონომიკური ეფექტის შეფასება»; პრეზენტაცია ერევანი, 20.12.2013) თანახმად,სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევანის მაგისტრალის აღდგენის ხარჯი 2,8 მლრდ დოლარს აღწევს}
 (...)
საგადასახადო რეფორმა დაწყებულია. მიღებულია კანონი „დამატებით ღირებულებაზე გადასახადის შესახებ“; შესწორებებია შესული კანონში „აფხაზეთის რესპუბლიკის საგადასახადი სისტემის ძირითადი საფუძვლების შესახებ“; მომზადდა ცვლილებების პროექტები კანონებში სპესგადასახადებზე და „გადასახადების საპატენტო სისტემის შესახებ“.(...)
დამტკიცდა ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა.
დაიწყო მოქმედება მიზნობრივმა პროგრამამ „ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში - 2017“, რომელიც ითვალისწინებს დამწყები მეწარმეების სწავლებას და ამოქმედდა აგრეთვე კანონი „საინვესტიციო საქმიანობის შესახებ“. (...)
რუსეთის ბანკების დაფინანსებით დაიწყო საშუალო და მსხვილი მეწარმეობის საივესტიციო მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში უკვე ფინანსება 10 მსხვილი პროექტი 1 მლრდ რუბლის საერთო მოცულობით, რომლისგან ბიუჯეტი ყოველწლიურად მიითებს 150 მლნ რუბლს.(...)
სახეზეა სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების არაეფექტური მენეჯმენტი, უყაირათობა და არაკომპეტენტურობა... საჭიროა მათი განსახელმწიფოებრიობა... ამ პროცესის რეგულირებისათვის 2017 წ. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი „რესპუბლიკური და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის შესახებ“. (...)
2017 წ. მნიშვნელოვნად შემცირდა ტურიზმის მაჩვენებლები - 35-40 %-ით წინა წელთან შედარებით.(...)
მძიმეა სოფლის მეურნეობის საკითხიც. მავნებლებმა 2016 წ. გაანადგურეს თხილის მოსავლის 60 %, ხოლო წელს - 70 %. თითქმის 50 % დაეცა ციტრუსების მოსავალი. (...)
რუსეთთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2018 წ. შევიძენთ 200 მლნ რუბლის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. (...)
დღეისთვის აფხაზეთში ფუნქციონირებს 4 მსხვილი მწვანილის აგროსაწარმო, რომლებიც წელიწადში 8 ათას ტონამდე პროდუქციას ამუშავებენ.(...)
მიუხედავად არსებული პრობლემების, ვითარდებოდა საბანკო სისტემა. საკრედიტო ორგანიზაციების აქტივები გაიზარდა 12 % და შეადგინა 10,5 მლრდ რუბ., ხოლო საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელი გაიზარდა 155 მლნ რუბლით. (...)
გრძელდებოდა მუშაობა ეროვნული საგადასახადო სისტების „აფრა“ („Апра“)  განვითარებისთვის. დღეისთვის „აფრას“ ბარათებით 80 ათასი ადამიანი სარგებლობს. სატერმინალო სისტემის ოპერაციები უახლოვდება 10 მლრდ რუბლს... მთავრდება „აფრას“ სისტემის ინტეგრაციის პროცესი რუსეთის სისტემა „მირთან“.(...)
2016 წ. მიღებულ იქნა კანონი „ჯანდაცვის შესახებ“...
2017 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, ძირითადად რუსეთის ფედერაციაში ჩვენი მოქალაქეების მკურნალობისთვი გამოიყო 46,5 მლნ. რუბლი., (...) ხოლო სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად - 11,5 მლნ რუბლი.
{რ. ხაჯინბა თავის მიმართვაში შეეხი აგრეთვე განათლებისა და კულტურის საკითხებს}.



Комментариев нет: