14 декабря 2021

Преступное намерение уничтожения грузинское население Абхазии

"Все воспитание историей", которое изо дня в день велось в 1990-1992 годах на страницах националистической печати сепаратистов, по автономно-республиканскому радио и телевидению, с кафедры Абхазского университета, из аудиторий и кабинетов Абхазского института языка, литературы и истории имени Д. И. Гулиа (возглавленного в 1988 г. доктором исторических наук Владиславом Ардзинбой), даже в школах, было направлено на раскачивание этнополитической ситуации, на возбуждение национальной вражды, на идеологическое обеспечение готовящейся провокации -"выхода" Абхазии из состава Грузии.

В массовом сознании специально заинтересованные в этом политические круги упорно создавали образ врага: в лице такого "врага" прежде всего выступал грузин (любой грузин, включая ближайшего соседа). На него возлагалась вина за все беды абхазского народа... Он, мол, «все разграбил, все прибрал к своим рукам, он пьет кровь Абхазии». (С. Червонная. Абхазия - 1992. Посткоммунистическая вандея. Москва. 1993. с.82).

Действительно, преднамеренность целенаправленных варварских действий в отношении грузинского населения Абхазии ясно вытекает из положений, содержащихся в научных исследованиях, публичных выступлениях писателей и политиков, "обращений" к государственным и партийным органам СССР, принимаемых на митингах, организованных апсуа сепаратистами еще в период существования Абхазской АССР. Важно отметить, что дезориентация международного сообщества началась еще в период существования СССР, когда советская пресса, телевидение, радио часто вели антигрузинскую кампанию, которая усилилась в период 1989-1992 г.г.

Идеологи сепаратизма пытались доказать, что Абхазия никогда не была частью Грузии и ее независимость насчитывает многие века. Продолжая искажать факты, они заявляют, что сначала Грузи́нская Демократи́ческая Респу́блика (1918-1921 г.г.) оккупировала Абхазию, а затем Советская Грузия, к которой добившаяся независимости Абхазия присоединилась по договору, аннексировала ее снова в 1931 году, трансформировав отношения с Грузинской ССР из договорных в одностороннее превращение Абхазии в автономную единицу.

Более того, согласно А. Гогуа ("Дружба народов", 1989, N5, стр.159), "предварительно истребив или обескровив интеллигенцию, закрыв абхазские школы, переселив на лучшие абхазские земли более 200 тысяч жителей из других районов Грузии, что повлекло за собой ассимиляцию части коренного населения, ввергли один из древнейших исторических народов Кавказа и его культуру в шоковое состояние, превратив его автономию в совершенно пустую вывеску". Ту же мысль проводят Г. Тарба и Б. Гургулия, а также Б. Сагария. Только первые называют цифру 100 тысяч, а второй - 60 тысяч! Авторы этих пасквилей "забывают", что Абхазия веками была частью грузинского государства, как в период объединенного грузинского царства (XI-XV в.в.), так и в период раздробленности Грузии. Замалчивается тот факт, что абхазы – это этнический грузинское население, а апсуа народ постепенно переселился с Северного Кавказа на  територию Абхазии; что Абхазия полна археологическими и архитектурными памятниками, другими памятниками материальной и духовной культуры, содержащими грузинские надписи, восходящие к древним векам. Веками политическим, дипломатическим и церковным языком в Абхазии был грузинский. Даже прошение владетеля Абхазии к Императору России с просьбой о покровительстве было написано на грузинском языке.

Неопровержимым фактом является то, что более века назад грузинское население превышало апсуиское в peгионе. "Забывают" о том, что с 1896 по 1989 год оно увеличилось всего в 7 раз, а вот русское и армянское население - в 65,6 и 67,6 раза соответственно.

В 1992 году, накануне начала русско-грузинской войны был издан справочник, содержащий фамилии и адреса всех грузинских семей, проживавших в Абхазии. Практически это был путеводитель, облегчавший истребление грузинских семей.

Лозунг "ответим геноцидом на геноцид" сквозил во всех публикациях.

 

09 декабря 2021

საკუთრების მართვის პრობლემები ოკუპირებულ აფხაზეთში

აფხაზეთში  უძრავი  ქონების  ან  მიწის  შეძენის, უცხოელებზე გასხვისების შესახებ დისკუსიები პერიოდულად მიმდინარეობს. ვ. არძინბას გარდა, ყველა შემდგომ „პრეზიდენტს“ ამ საკითხზე რუსეთთან მუდმივი დისკუსია ჰქონდა. მოსკოვი მოითხოვდა იმ კანონების შეცვლას, რომელიც კრძალავდა მიწისა და სხვა უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვას. სოხუმის ხელისუფლების სიხისტე და გაჯიუტება განპირობებულია აფხაზურ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი. განსაკუთრებული პრინციპულობით გამოირჩეოდა სერგეი ბაღაფში, რომელიც მოსკოვის კლინიკაში გარდაიცვალა საეჭვი ვითარებაში. მისი მომყოლი ალექსანდრე ანქვაბიც იგივე ხაზს აგრძელებდა და, სავარაუდოდ, ამიტომაც მოუწყვეს გადატრიალება და ლიკვიდაციას გადაურჩა, რადგან გუდაუთის რუსულ სახედრო ბაზას შეაფარა თავი. ყველაზე ლოიალური პოზიცია რაულ ხაჯინბას ჰქონდა და მის დროს მრავალი ჩარჩო ხელშეკრულება დაიდო  Договор между Российской Федерацией и Республикой Абхазия о союзничестве и стратегическом партнерстве (2014 წ.).  

ასლან ბჟანიას „გაპრეზიდენტების“ შემდეგ პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა. რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა 2020 12 ნოემბერს ხელმოწერილი ე. წ. „კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ შესრულებასთან დაკავშირებით, რასაც აფხაზური საზოგადოება „სუვერენიტეტის ხელყოფად“ აღიქვამს მასში ასახული მრავალი ეკონომიკური და სოციალური საკითხის გამო.

უძრავი  ქონებისა და  მიწის  შეძენის  საკითხი  განსაკუთრებული  ინტერესის  საგანს  რუსეთის  მოქალაქეებისათვის წარმოადგენს.  თავისი  აქტუალობიდან გამომდინარე,  შესყიდვების საკითხი  განიხილება როგორც ოფიციალურად, ასევე რუსეთ-აფხაზეთის მიერ გამართულ სხვადასხვა ფორუმებსა და შეხვედრებზე. მოსკოვი წლების  განმავლობაში  ცდილობს აფხაზები  დაითანხმოს,  რომ  რუსეთის  მოქალაქეებს  მიეცეთ საშუალება აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვისას ის დაიკანონონ.

რუსეთის  მიერ  აფხაზეთის  ე.წ.  „აღიარებიდან“, 2009 წლისათვის,  უძრავი  ქონების  ფასმა  აფხაზეთში  საგრძნობლად  მოიმატა,  თუმცა აფხაზთა მოლოდინი  ბაზრის  გააქტიურებასთან დაკავშირებით,  არ  გამართლდა.  გაყიდვები  თითქმის  შეჩერდა,  რასაც  აფხაზები  რატომღაც არ უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ იქ  კერძო  საკუთრების  შეძენა  დე-იურე შეუძლებელია  (იყიდება მხოლოდ ის  უძრავი  ქონება, რომლებიც  ქართველებს  ეკუთვნოდათ) და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზის იმიზეზებენ.  

გაყიდვების ოფისებში მყიდველებს ეუბნებიან, რომ დევნილების სახლები, რომლებიც 10 წლის განმავლობაში მიტოვებულია, ავტომატურად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება და ამ საკითხთან მრავალი სკანდალია დაკავშირებული.  ფაქტებს,  ძირითადად,  რუსი  ეროვნების  მოქალაქეები  ასაჯაროებენ,  რომლებიც ხშირად  სასამართლოს  მიმართავენ  საჩივრით,  თუმცა,  დაზარალებულები  აფხაზურ სასამართლოში  სამართალს ვერ აღწევენ. ამის შესახებ რუსულ პრესაში მრავალი პუბლიკაციაც იყო.  

სადაო  ბინების   საკითხი  დღესაც  აქტუალურად  განიხილება  აფხაზეთის  ე.წ. საზოგადოებრივ  პალატაში, სახლმმართველობებში, პროკურატურასა თუ სასამართლოში. მაგრამ აფხაზეთის  ე.წ.  სახელმწიფომ  მიტოვებული  სახლების  ნაციონალიზაცია ჯერჯერობით ვერ მოახერხა და არის სრული ქაოსი. 

რუსულ-აფხაზურ  ურთიერთობებში ეძრავი ქონებისა და მიწის საკითხი  წმინდა  პოლიტიკური შინაარსისაა.   აღსანიშნავია,  რომ  ბევრ  ინტერნეტ-გვერდზე,  სადაც განთავსებულია უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ განცხადებები, იქვე მითითებულია ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს აფხაზეთში შეძენილ უძრავ ქონებას.

დღევანდელი  იქაური მოქმედი  კანონმდებლობის  მიხედვით,  აკრძალვა  არ  ეხება  უცხო ქვეყნის  მოქალაქის  მიერ  სამრეწველო,  სასოფლო-სამეურნეო,  საკურორტო  და  სხვა დანიშნულების ობიექტების შესყიდვას. 

რუსული მხარის  „მსუბუქი“  ზეწოლით  სოხუმში 2015 წ. ნოემბერში გამართულ  რიგით მე-6 ფორუმზე პირველად  მიიღეს  „ერთობლივი“  გადაწყვეტილება,  რომელიც ჩამოყალიბდა  შემდეგნაირად:  „საინვესტიციო პოლიტიკის  პრიორიტეტების  გათვალისწინებით  გადაწყდა,  რომ  რუსულ  და  აფხაზურ მხარეებს  შესაძლებლად  მიაჩნიათ  უძრავი  ქონების,  საცხოვრებელი  ფართების  რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის საკითხის განხილვა“. თუმცა, განცხადებაში გამოთქმულია მხოლოდ საკითხის განხილვის შესაძლებლობა და ამ წინადადებას დღემდე არ მიუღია კანონის ძალა.  

რაც შეეხება უკვე გაყიდული ქონების ლეგალიზებას, აქ საკითხი უფრო რთულადაა, რადგან  კანონი  იმ  დროს  არ  არსებობდა,  ხოლო  შემდგომ მიღებულ  კანონს  უკანა  რიცხვით  ვერ დაათარიღებენ, ე.ი. არსებული  ნასყიდობის ხელშეკრულებები ითვლება სარისკოდ და არაკანონიერად. მიუხედავად  ყველაფრისა,  აფხაზეთში  უძრავი  ქონების  შეძენის  მსურველები  მაინც არიან,  გამომდინარე  იქედან, რომ  იქ  ფასები  არარეალურად  დაბალია. სწორედ  ეს  ხდის  მიმზიდველს  იქ  არსებულ  უძრავ  ქონებას,  თუმცა, აფხაზი  ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ამ სარისკო გარიგებებს „ხელისუფლებასთან“ არავითარი კავშირი არა  აქვს და  რუსეთის  მოქალაქეებმა  კარგად  იციან  რისკების შესახებ. 

***

ოკუპირებული აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, მიწა არ ექვემდებარება  შესყიდვას  და  რეალიზაციას,  რაც  ასევე  რეგულირდება მიწისა  და  სამოქალაქო  კოდექსებით.  აფხაზეთში მიწა შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთრების ობიექტი ან გადაცემული იყოს დროებით სარგებლობაში.  

რაც  შეეხება  უცხო  ქვეყნის  მოქალაქეებსა  და  უცხო  ქვეყანაში  რეგისტრირებულ იურიდიულ  პირებს,  მათთვის  აფხაზეთში  მიწის  კერძო  საკუთრებაში  აღების  პერსპექტივა ნულოვანია, თუმცა, კანონმდებლობის  მიხედვით,  მათ   შეუძლიათ  აიღონ  მიწის  ნაკვეთები  იჯარით. 

მიწის  იჯარა  არის  როგორც  მოკლევადანი -  3  წლამდე,   ასევე  გრძელვადიანი  -  25 წლამდე, თუმცა, პრაქტიკაში დამკვიდრდა, რომ მიწა იჯარით  გაიცემა ჯერ მოკლე ვადით, ხოლო  საჭიროების  შემთხვევაში  გრძელდება  ხელშეკრულება,  რადგანაც  პირდაპირ გრძელვადიანი  იჯარის  გაფორმების  შემთხვევაში  ხშირად  არ  ხდებოდა  მათი  გამოყენება დანიშნულებისამებრ. 

მემკვიდრეობით  მიწა  გადაეცემა  მხოლოდ  აფხაზეთის  მოქალაქეებს. შესაბამისად,  უცხო  ქვეყნის  მოქალაქეებსა  და  კომერციულ  ორგანიზაციებზე  ეს  არ ვრცელდება.

***

ოკუპირებულ აფხაზეთში 1997 წ. მოქმედებდა კანონი „პრივატიზაციის შესახებ“, თუმცა ეს კანონი იყო პირდაპირი ასლი რუსეთის კანონისა და ის წლების მანძილზე არც სრულდებოდა. 

2016  წ.  აფხაზეთის  ე.წ.  პარლამენტმა  მიიღო  ახალი კანონი „სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზების შესახებ“ (რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა), რასაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ორაზროვანი  რეაქცია  მოჰყვა.   

ძირითადი განსხვავება ძველსა და ახალ კანონს შორის არის ის, რომ ძველი კანონი არ კრძალავდა  „პირდაპირი  მიყიდვის,  მათ  შორის  კონკურენტული  შერჩევის  წესით“ განხორციელებულ  უძრავი  ქონების  პრივატიზებას.  ამის  გამო,  წინა  პერიოდში  განხორციელებულ პრივატიზებებს  მოყვა  საკმაოდ  ბევრი  სკანდალური  საქმე.  ახალი  კანონით მკაფიოდ  არის  განსაზღვრული  პრივატიზების  ფორმები.

***

ოკუპირებულ  აფხაზეთში  ე.წ.  სახელმწიფო  ქონებისა  და  კერძო  საკუთრების განკარგვასთან  დაკავშირებულ  მდგომარეობაზე დაკვირვებით  და  განხილვით  შეიძლება  დავაფიქსიროთ  გარკვეული  ტენდენციები.

აფხაზეთში  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვან,  ერთ-ერთ  მოუგვარებელ  პრობლემად საბინაო მეურნეობის  ბაზარი რჩება.   ამასთან,  იქ შეუძლებელია იპოვო სტატისტიკის ისეთი სტანდარტი, როგორიცაა წლის განმავლობაში, მაგალითად, ჩაბარებული საცხოვრებელი ბინის რაოდენობა. ამ  საკითხზე  არანაირი  რაოდენობრივი  და  თვისებრივი  მონაცემი  არ  არსებობს.

აფხაზური  ბანკების  მდგომარეობა  გამორიცხავს ხელსაყრელ  სესხებს  მშენებლებისთვის,  ხოლო რუსულმა ბანკებმა ნაკლებად  სავარაუდოა,  დააკრედიტონ  მშენებლობის  პროექტები, განსაკუთრებით  მაშინ,  როცა  არ  არსებობს  შესაძლებლობა  რუსეთის  მოქალაქეებმა ლეგალურად შეიძინონ ბინები. 

რაც  შეეხება  მიწის  განკარგვის  პრობლემებს  და  მიწის  კადასტრს,  ეს საკითხი  დაკავშირებულია  ფინანსურ პრობლემებთან. არადა, მიწის კადასტრი უზრუნველყოფს მიწის შეფასებას და უფრო მოქნილია მიწის გადასახადის განაკვეთები. 

ოკუპირებულ აფხაზეთში პრივატიზების პროცესებზე დაკვირვებით ვლინდება შემდეგი სახის პრობლემები: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეესტრი  არასრულია,  რადგანაც  ე.წ.  სახელმწიფო  რეესტრის  მუშაობაში  სერიოზული პრობლემებია.   

ამასთან ერთად, ხაზი უნვა გაესვას იმას, რომ ბოლო წლებში არსებული ეკონომიკური კრიზისი,  რომელმაც  სერიოზულად  იმოქმედა  რუსულ  ეკონომიკაზე,  რა  თქმა  უნდა, აფხაზეთსაც  შეეხო,  თუმცა,  აფხაზებმა  ვერც  კრიზისამდე  შეძლეს  ინვესტიციების წარმატებულად მოზიდვა, რაზედაც გავლენას ახდენს ბიზნესის კეთების ნიუანსების არცოდნა, საკანონმდებლო ბაზის დაუხვეწელობა, გარანტიების არქონა და კრიმინალის მაღალი დონე. 

რუსეთის ხელისუფლება ხშირად გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ეს საკითხები ადგილიდან ვერ დაიძვრება მათი დახმარების გარეშე. ამას აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილის წინააღმდეგობა ხვდება „სუვერენიტეტის“ დაცვის მოტივით და ის ფული, რომელსაც მოსკოვი სოხუმს ყოველწლიურად აძლევს (ბიუჯეტის დაახლოებით 70 %), ფაქტიურად, ადგილობრივი ჩინოვნიკების შენახვას ხმარდება. მაღალია კორიფცია და ფინანსების ტრივიალური მიტაცება, ამიტომ სისტემატიურად არ სრულდება ე. წ. საივესტიციო პროგრამა. რუსეთის ხელისუფლება არ ენდობა სოხუმს და თავადვე ადგილზე პერმანენტულად ამოწმებენ ფინანსების ხარჯვის პროცესსა და შესრულებულ სამუშაოებს.

ამასთან, ბოლო დროს განვითარებული პროცესები და ა. ბჟანიას პოზიცია მიუთითებს რუსეთის მზარდ ზეწოლაზე, რათა ე. წ. კანონმდებლობების ჰარმონიზების გზით ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა 2023 წლისთვის შესრულდეს. თუმცა, როგორი ხარისხით მოხდება მისი იმპლემენტაცია, რთული სათქმელია. ა. ბჟანიას ოპოზიცია და განსაკუთრებით ომის ვეტერანთა ორგანიზაციები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ამ გზას. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოყალიბებულმა "ვეტერანთა გაერთიანებულმა საბჭომ" რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ გაილაშქრა. გავრცელებულ განცხადებაში საბჭო მკაცრად აკრიტიკებს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, რომელმაც კრემლის ზეწოლის შედეგად ბოლო პერიოდში კურსი შეცვალა და აქტიურად ლობირებს რუსული დირექტივების 45-პუნქტიანი დოკუმენტის - "კანონმდებლობების ჰარმონიზების გზით ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის" აღსრულებას.

ნიშანდობლივად მიგვაჩნი კრემლში, პუტინის ადმინისტრაციაში გაზრდილ და სხვადასხვა თანამდებობებზე ნამუშევარ ინალ არძინბას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა. მი ტრადიციიდან გამომდინარე, თუ როგორ იცვლებოდნენ აფხაზთა ლიდერები, ეს, ვფიქრობთ, ა. ბჟანიას გაფრთხილებაცაა.

 

07 декабря 2021

რად უნდა რუსეთს აფხაზეთში ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცე

რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის 2020 12 ნოემბერს ხელმოწერილი „ერთიანი სოციალურიდა ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“, ადგილობრივების საზოგადოების თქმით, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ხელმოწერამდე განხილული პროექტისგან და ის „რესპუბლიკის სუვერენიტეტს“ საფრთხეს უქმნის.

რუსეთის მხრიდან პროგრამის ტექსტს ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები, მარატ ხუსნულინი და დმიტრი კოზაკი, აფხაზეთისაგან -  ე. წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი.

დოკუმენტიდან შედგება 45 პუნქტისგან, რომელთა მიხედვით გაწერილი მოთხოვნები უნდა შესრულდეს მომავალი სამი წლის განმავლობაში, ანუ 2023 წლის ბოლომდე. საუბარია კანონებსა და ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც უნდა დაამტკიცოს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ და პარლამენტმა სხვადასხვა, მათ შორის, ენერგეტიკის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში.

დოკუმენტი მიბმულია 2014 წ. მოკავშირეობისა და პარტნიორობის ხელშეკრულებაზე და ემსახურება მის რეალიზაცის. არადა, 2014 წ. მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს:

1.      კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას;

2.      უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნას;

3.      აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელის შეწყობას;

4.      პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულფასოვანი ჩართვისათვის პირობების შექმნას;

5.      საერთო კულტურული სივრცის შენარჩუნებას.

2014 წ. დოკუმენტში ვერსად ნახავთ ჩანაწერს ორმაგ მოქალაქეობაზე, მიგრაციის პოლიტიკაზე, ენერგეტიკის საკითხებზე, კრიპტოვალუტის გამომუშავებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულაციაზე. 12 ნოემბრის დოკუმენტის პუნქტების რიგი არა კანონმდებლობების ჰარმონიზაცია, არამედ ერთი კანონმდებლობის მეორით ჩანაცვლება.

მთელი დოკუმენტი მორგებულია რუსეთის ინტერესებს, პუნქტების ნაწილი კი საერთოდაც ეწინააღმდეგება როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციას.

ფაქტიურად, რუსები ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო ბაზის შეცვლას (უცხოეთის აგენტის სტატუსის შემოღება).

პროგრამა ითვალისწინებს ცვლილებების შეტანაზე ენერგეტიკის შესახებ კანონში, რადგან აფხაზეთის კანონმდებლობით აკრძალულია 5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ენერგო ობიექტების პრივატიზება. რუს ჩინოვნიკებს ეს ცვლილებები ჰიდროელექტროსადგურების პრივატიზებისა და მშენებლობისთვის სჭირდებათ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მტკივნეულია აფხაზებისთვის, უკავშირდება რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებას, რაც უძრავი ქონების შესაძენად სჭირდებათ.

რატომ ეწინააღმდეგებიან ამას აფხაზეთში? იმიტომ, რომ კანონის მიღების შემდეგ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს აირჩევენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ხოლო უძრავი ქონების ფასი ისე გაიზრდება, რომ დღევანდელი მოქალაქეები ვერასოდეს გადაჭრიან საცხოვრებლის პრობლემას. ასე რომ, მოცემული დოკუმენტი ჰარმონიზაციას კი არა, რუსული ბიზნესჯგუფების ინტერესების ლობირებას გულისხმობს.

აღნიშნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის ელექტროქსელისა და მთლიანად ენერგეტიკის ტარიფიკაციას, თუმცა, არაფერია ნათქვამი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ნავთობპროდუქტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნედლეულის ტარიფიკაციაზე, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს აფხაზეთის მოსახლეობას.

2014 წ. ხელშეკრულებაში მთავარი პუნქტი იყო ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა. მაშინ აფხაზებმა მოახერხეს დავათ დე ფაქრო რესპუბლიკის განსაკუთრებული მდგომარეობა საგადასახადო და საბაჟო საკითხებში. დღეს ამ ხელშეკრულებიდან ეს თავები საერთოდ ამოღებულია.

12 ნოემბერს გაფორმებული დოკუმენტი თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობასა და პარლამენტს დამოუკიდებელი საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გატარების საშუალებას ხელიდან აცლის.

აფხაზები შფოთავენ და კითხულობენ, რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა რუსმა ჩინოვნიკებმა აფხაზეთის სახელმწიფო თუ არასაბიუჯეტო ფონდების ნორმატიული ბაზის შემუშავებაში, ან რატომ უნდა შეიმუშაონ რესპუბლიკური ბიუჯეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის გადანაწილების მეთოდიკა, ან, რაც უფრო საინტერესოა, მიიღონ მონაწილეობა აფხაზური ენის პროგრამის რეალიზაციაში.

12 ნოემბერს სოჭში გაფორმებულმა დოკუმენტიდან ერთ თვეში (2020 წ. 10 ოქტომბერი) ა. ბჟანიამ შექმნა საკონსტიტუციო კომისიის, რომელმაც ცვლილებები უნდა შეიტანოს 1994 წ. კონსტიტუციაში. ამ ნაბიჯს სოხუმში სუვერენიტეტის დაკნინებად აღიქვამენ, რასაც კატეგორიულად უარყოფს კომისიის თავმჯდომარე ნათელა აკაბა.

დღევანდელი მონაცემებით, როცა აფხაზეთის ყველა სფეროში (ენერგეტიკა, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, სოციალური, კოვიდი და ა. შ.) მძიმე კრიზისია, ასლან ბჟანია უკვე ღიად ალაპარაკდა უცხოური (რუსული) კაპიტალის შემოსვლის აუცილებლობაზე და მიწისა და უძრავი ქონების უცხოელებისთვის გაყიდვის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„დღეს მსოფლიოში საბაზრო ურთიერთობებია. თუ ასე არ ავაშენებთ ურთიერთობას პოტენციურ ინვესტორებთან, არ გვექნება ეკონომიკური მომავალი. ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას, რომელიც ეხება ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას [აფხაზეთი და რუსეთი]. ჩვენ დავიწყეთ ხელშეკრულებაში დიდი ხნის წინ გაწერილი ინტეგრაციული პროცესები, მიუხედავად ამისა, ვინარჩუნებთ სუვერენიტეტის იმ დონეს, რაც გვაქვს და ვრჩებით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, - განაცხადა ა. ბჟანიამ 2021 წ. 8 ნოემბერს ტყვარჩელში ყოფნის დროს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოყალიბებულმა "ვეტერანთა გაერთიანებულმა საბჭომ" რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ გაილაშქრა გავრცელებულ განცხადებაში საბჭო აკრიტიკებს ასლან ბჟანიას, რომელმაც კრემლის ზეწოლის შედეგად აქტიურად ლობირებს რუსული დირექტივების 45-პუნქტიანი დოკუმენტის - "კანონმდებლობების ჰარმონიზების გზით ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის" აღსრულებას.