რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის 2020 12 ნოემბერს ხელმოწერილი „ერთიანი სოციალურიდა ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“, ადგილობრივების საზოგადოების თქმით, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ხელმოწერამდე განხილული პროექტისგან და ის „რესპუბლიკის სუვერენიტეტს“ საფრთხეს უქმნის.
რუსეთის მხრიდან
პროგრამის ტექსტს ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის
მოადგილეები, მარატ ხუსნულინი და დმიტრი კოზაკი, აფხაზეთისაგან - ე.
წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი.
დოკუმენტიდან
შედგება 45 პუნქტისგან, რომელთა მიხედვით გაწერილი მოთხოვნები უნდა შესრულდეს მომავალი
სამი წლის განმავლობაში, ანუ 2023 წლის ბოლომდე. საუბარია კანონებსა და ნორმატიულ აქტებზე,
რომლებიც უნდა დაამტკიცოს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ და პარლამენტმა სხვადასხვა,
მათ შორის, ენერგეტიკის, განათლების და ჯანდაცვის
სფეროებში.
დოკუმენტი
მიბმულია 2014 წ. მოკავშირეობისა და პარტნიორობის ხელშეკრულებაზე და ემსახურება მის რეალიზაციას. არადა,
2014 წ. მოსკოვსა და
სოხუმს შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს:
1.
კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას;
2.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნას;
3.
აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის
ხელის შეწყობას;
4.
პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში
აფხაზეთის სრულფასოვანი ჩართვისათვის პირობების შექმნას;
5.
საერთო კულტურული სივრცის შენარჩუნებას.
2014 წ. დოკუმენტში ვერსად ნახავთ ჩანაწერს
ორმაგ მოქალაქეობაზე, მიგრაციის პოლიტიკაზე, ენერგეტიკის საკითხებზე, კრიპტოვალუტის
გამომუშავებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულაციაზე. 12 ნოემბრის დოკუმენტის პუნქტების
რიგი არა კანონმდებლობების ჰარმონიზაციაა, არამედ ერთი კანონმდებლობის მეორით ჩანაცვლება.
მთელი დოკუმენტი
მორგებულია რუსეთის ინტერესებს, პუნქტების
ნაწილი კი საერთოდაც ეწინააღმდეგება როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციას.
ფაქტიურად,
რუსები ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო
ბაზის შეცვლას (უცხოეთის აგენტის
სტატუსის შემოღება).
პროგრამა ითვალისწინებს
ცვლილებების შეტანაზე ენერგეტიკის შესახებ
კანონში, რადგან აფხაზეთის კანონმდებლობით აკრძალულია 5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის
ენერგო ობიექტების პრივატიზება. რუს ჩინოვნიკებს ეს ცვლილებები
ჰიდროელექტროსადგურების პრივატიზებისა და მშენებლობისთვის სჭირდებათ.
კიდევ ერთი
საკითხი, რომელიც მტკივნეულია აფხაზებისთვის, უკავშირდება რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის
მინიჭებას, რაც უძრავი ქონების
შესაძენად სჭირდებათ.
რატომ ეწინააღმდეგებიან
ამას აფხაზეთში? იმიტომ, რომ კანონის მიღების შემდეგ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს
აირჩევენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ხოლო უძრავი ქონების ფასი ისე გაიზრდება,
რომ დღევანდელი მოქალაქეები ვერასოდეს გადაჭრიან საცხოვრებლის პრობლემას. ასე რომ,
მოცემული დოკუმენტი ჰარმონიზაციას კი არა, რუსული ბიზნესჯგუფების ინტერესების ლობირებას
გულისხმობს.
აღნიშნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის ელექტროქსელისა და მთლიანად ენერგეტიკის
ტარიფიკაციას, თუმცა, არაფერია ნათქვამი
აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ნავთობპროდუქტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნედლეულის
ტარიფიკაციაზე, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს აფხაზეთის მოსახლეობას.
2014 წ. ხელშეკრულებაში მთავარი პუნქტი იყო
ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა. მაშინ აფხაზებმა მოახერხეს დაეცვათ დე ფაქრო რესპუბლიკის განსაკუთრებული
მდგომარეობა საგადასახადო და საბაჟო საკითხებში.
დღეს ამ ხელშეკრულებიდან ეს თავები საერთოდ ამოღებულია.
12 ნოემბერს
გაფორმებული დოკუმენტი თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობასა და პარლამენტს დამოუკიდებელი
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გატარების
საშუალებას ხელიდან აცლის.
აფხაზები შფოთავენ და კითხულობენ, რატომ უნდა
მიიღონ მონაწილეობა რუსმა ჩინოვნიკებმა აფხაზეთის სახელმწიფო თუ არასაბიუჯეტო ფონდების
ნორმატიული ბაზის შემუშავებაში, ან რატომ უნდა შეიმუშაონ რესპუბლიკური ბიუჯეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულებისათვის გადანაწილების მეთოდიკა, ან, რაც უფრო საინტერესოა, მიიღონ მონაწილეობა აფხაზური ენის პროგრამის რეალიზაციაში.
12 ნოემბერს
სოჭში გაფორმებულმა დოკუმენტიდან
ერთ თვეში (2020 წ. 10 ოქტომბერი) ა. ბჟანიამ შექმნა საკონსტიტუციო
კომისიის, რომელმაც ცვლილებები
უნდა შეიტანოს 1994 წ. კონსტიტუციაში. ამ ნაბიჯს სოხუმში სუვერენიტეტის
დაკნინებად აღიქვამენ, რასაც კატეგორიულად
უარყოფს კომისიის თავმჯდომარე ნათელა აკაბა.
დღევანდელი მონაცემებით, როცა აფხაზეთის ყველა
სფეროში (ენერგეტიკა, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, სოციალური, კოვიდი და ა. შ.) მძიმე
კრიზისია, ასლან ბჟანია უკვე ღიად ალაპარაკდა უცხოური (რუსული) კაპიტალის შემოსვლის
აუცილებლობაზე და მიწისა და
უძრავი ქონების უცხოელებისთვის გაყიდვის შესახებ
კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„დღეს მსოფლიოში საბაზრო ურთიერთობებია. თუ ასე არ ავაშენებთ ურთიერთობას
პოტენციურ ინვესტორებთან, არ გვექნება ეკონომიკური მომავალი. ამიტომ, ჩვენ
ვახორციელებთ პროგრამას, რომელიც ეხება ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას
[აფხაზეთი და რუსეთი]. ჩვენ დავიწყეთ ხელშეკრულებაში დიდი ხნის წინ გაწერილი
ინტეგრაციული პროცესები, მიუხედავად ამისა, ვინარჩუნებთ სუვერენიტეტის იმ დონეს,
რაც გვაქვს და ვრჩებით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, - განაცხადა ა. ბჟანიამ 2021 წ.
8 ნოემბერს ტყვარჩელში ყოფნის დროს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოყალიბებულმა
"ვეტერანთა გაერთიანებულმა საბჭომ" რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ
გაილაშქრა გავრცელებულ განცხადებაში საბჭო აკრიტიკებს ასლან
ბჟანიას, რომელმაც კრემლის ზეწოლის შედეგად აქტიურად ლობირებს რუსული დირექტივების 45-პუნქტიანი დოკუმენტის
- "კანონმდებლობების
ჰარმონიზების გზით ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების
პროგრამის" აღსრულებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий