12 февраля 2024

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი - სოფელი ოქუმი

სამურზაყანო იყო ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც პოლიტიკური ერთეული ჩამოყალიბდა XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. მოიცავდა ძირითადად ახლანდელი გალის რაიონის ტერიტორიას. 1705 წელს მემკვიდრეობით მიიღო მურზაყან შარვაშიძემ, რომლის სახელისგანაც მთელი მხარის სახელია მიღებული. 1805 წელს შევიდა რუსეთის მფარველობაში ცენტრით . ოქუმში. 1813-1840 წლებში ლევან დადიანს ექვემდებარებოდა. 1840 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ოდიშის სამთავროს სუვერენიტეტისაგან გამოისყიდა და სამურზაყანოს საბოქაულო დააარსა.

1857 წელს, სამგრელოს (ოდიშის) სამთავროს გაუქმების შემდეგ, სამურზაყანო სამეგრელოს მმართველს დაუქვემდებარეს. 1864 წლიდან სოხუმის სამხედრო განყოფილების შემადგენლობაში იყო, 1883-დან სოხუმის ოკრუგის შემადგენლობაში სამურზაყანოს უბნის სახელწოდებით. 1906 წელს სამურზაყანოს ცენტრი ოქუმიდან გალში გადაიტანეს.  

1917 წლამდე გალის რაიონი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში სამურზაყანოს მაზრის სახელწოდებით, 1921 . საქართველოს სსრ ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით აფხაზეთის სსრ-ში ჯერ გალის მაზრის, ხოლო 1939 წლიდანგალის რაიონის სახელწოდებით. რაიონის ცენტრი ქალაქად გამოცხადდა 1932 წელს. 

***

ოქუმი (პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის მიხედვით, მეგრ. “ქუმუ” - სელი, ჭვავი; “ოქუმ”- - სასელე, საჭვავე) ერთ-ერთი დიდი და ცნობილი სოფელია საქართველოში.

ოქუმს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება . ჩხორთოლი, სამხრეთიდან - . ღუმურიში, დასავლეთიდან კი - . წარჩე. მისი მოსახლეობა 1989 . შეადგენდა 3514 ადამიანს. 1886 . აღწერის მიხედვით, რომელიც, ცხადია, ცარისტულმა რუსეთმა ჩაატარა,  სოფელში ცხოვრობდა 2619 მართლმადიდებელი ქრისტიანი, აქედან 29 სასულიერო და 5 “საქალაქოწრის წარმომადგენელი. ხალხი მაშინ აღწერეს როგორც ეროვნებითსამურზაყანოელები”.

იტალიელმა მოგზაურმა კარლა სერენამ ასე აღწერა XIX . მე-2 ნახევრის ოქუმი: “ოქუმი, რომელიც მდებარეობს იდენტური სახელწოდების მდინარის ნაპირას და თვალს ახარებს, არის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. 1876 წლის მაისისთვის მისი მოსახლეობა იყო დაახლოებით 3000 სული. ძირითად ნაწილს შეადგენდნენ თავადები და აზნაურები, რომლებიც ფლობდნენ საოცარ მიწებს, მაგრამ, საუბედუროდ, რომლის დამუშავებასა და ექსპლოატაციას თავს ვერ ართმევდნენ. სიმინდი, ალაგ-ალაგ ცოტა ხორბალი _ აი, ვიმეორებ, ამ ბრწყინვალე, მორწყული მიწის ერთადერთი პროდუქტი, რომლის სათანადოდ მოვლას შეუძლია უთვალავი სიმდიდრის მოცემა. ადგილობრივი გლეხები მისდევენ მეცხოველეობას და როცა საძოვრებზე მათ ხედავ, ბიბლიური მწყემსები გახსენდება, რომელთაგან, სხვათაშორის, ისისნი არაფრით განსხვავდებიან... ოქუმში აგრეთვე არის ლამაზი ეკლესია, რომელსაც ემსახურება ორი მღვდელი -ქართველი და რუსი. პირველს ემორჩილება სამურზაყანოს ყველა ეკლესია, რომლებიც, როგორც სკოლები, დაარსებულია ტფილისის საზოგადოების მიერ. სოფელში აგრეთვე არის ბაზარი, სადაც გამყიდველთა უმრავლესობა მეგრელია. სამურზაყანოელები არ მისდევენ არავითარ ხელობას: ადგილობრივი ხაბაზი და ხარატი ბერძენია” (Серена К., Путешествие по Абхазии. — Москва, 1999, с.33-39).

ჯერ კიდევ 1851 წელს ოქუმში დაარსდა აფხაზეთში პირველი ქართული სკოლა, სადაც ასწავლიდნენ: წერა-კითხვას, კარნახს, არითმეტიკას, გეომეტრიის საწყისებს, ხატვას, გეოგრაფიას, ისტორიას; ბიბლიასა და ღვთისმეტყველებას უძღვებოდა მღვდელი.

საბჭოთა პერიოდში ოქუმის ლენინის სახელობის მილიონერი კოლმეურნეობა ერთ-ერთი მოწინავე იყო. მისი თავმჯდომარე გიორგი ჯგუბურია, რომელმაც წერა-კითხვა მხოლოდ ზრდასრულობაში ისწავლა, თანამედროვე ეკონომიკური ენით რომ ვთქვათ, ნიჭიერი და ამბიციური მენეჯერი იყო. აქ მოჰყავდათ ჩაი, თამბაქო, მისდევდნენ მემინდვრეობას, მეცხოველეობას და . .

განსაკუთრებით განვითარდა სოფელი 30-იან წლებიდან, როცა კეთილმოეწყო მისი ცენტრალური ნაწილი, აშენდა დიდი ახალი სკოლა, კულტურის სახლი, კინოთეატრი, ფეხბურთის სტადიონი, ჩაის ფაბრიკა და . .

სოფელი ისტორიულად იყოფა 3 დასახლებად: საბულისკერიო, აგვავარა და ძირითადი ოქუმი. მოსახლეობა გვარების მიხედვით კომპაქტურად ცხოვრობდა. გავრცელებული იყო შემდეგი გვარები: გამსახურდია, ლაცუზბაია, ჯგუბურია, შონია, მელაია, ბულისკერია, კაკუბავა, ჯუმუტია, ფარფალია, შამათავა და სხვა.

    უფროსი თაობის წარმომადგენელთა მტკიცებით, აფხაზეთში (სამურზაყანოში) ლაცუზბაიების გვარი ახსოვთ დაახლოებით XVIII . ბოლოდან. ეს 1977 წელს დამიდასტურა ბეგო ლაცუზბაიამ, რომელიც მაშინ 100 წელს იყო მიტანებული და კარგად ახსოვდა წინაპრების მონათხრობი. ამასვე ადასტურებდნენ სხვა უხუცესები.

მე არ ვიცი ჩემი გვარის ეტიმოლოგია, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ის ლაზური წარმოშობისაა. საინტერესო იქნებოდა მისი ლინგვისტური ანალიზი (ლაცუზ-ბა-ია; ლა-ცუზ-ბა-ია; ლაცუშ-ბა-ია და . .).

აფხაზეთში დღეს გავრცელებული გვარებია: შერვაშიძე, ანჩაბაძე, მარღანია, მარშანია, ზვამბაია, ლაცუზბაია, ლაკერბაია, თუზბაია, ყოლბაია, ჯგუბურია, ეზუგბაია, ეთერია, კეკუა, ლასურია, თარბაია, ძანძავა, ძაძუა, ჭარაია, აგრბა, კვიწინია და სხვა. მრავალ შემთხვევაში ლაზურ ბა”-  ემატება მეგრულივაანიასუფიქსები (კაკუ-ბა-ვა, ჩიქო-ბა-ვა, ზუხ-ბა-ია, ლაცუზ-ბა-ია და ..). აფსუურადაა მიჩნეული მეგრული წარმოშობის შემდეგი გვარები: აჩბა, არშბა, ლაკრბა, ხინთბა, თარბა, ზვამბა, კაკუბა, ჟიჟბა, ჭანბა, კაიტანბა, ბუთბა, ლაცუზბა, ახუბა, შამბა და სხვა. მოკლედ, საკმაოდ მნიშვნელოვანი არეულობაა, რომლის მიზეზი, საუკუნეების მანძილზე განვითარებული ისტორიული და სოციალური პროცესებია. ერთი ცხადია, ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებული ადიღეური წარმოშობის ტომი შეერია ადგილობრივებს და შედეგად მივიღეთდომხალი”, როცა აფსუები და ქართველები ერთმანეთს ედავებიან წარმომავლობას, ჯიშსა და ჯილაგს, ისტორიას, კულტურას და . . ამას აქ ვერც გავარკვევ და არც მაქვს სურვილი.

ლაცუზბაიაები მრავალრიცხვოვანი გვარი არ არის. თავიდანვე ისინი ძირითადად გალის რაიონის სოფ. ოქუმში ცხოვრობდნენ; გარკვეული რაოდენობა იყო დასახლებული ოჩამჩირის -შიც, რომლებიც აფსუობდნენ. 50-70-იან წლებში ზოგიერთები გადასახლდნენ აფხაზეთის სხვა ადგილებში. 1992-1993 წწ. რუსეთ-საქართველოს ომამდე სოფელში მათი რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 50-60 ოჯახს. სავარაუდოდ, საქართველოში დღეს 600-მდე ლაცუზბაია ცხოვრობს. 2003 წლის საქართველოს ცენტრალური საარჩევნებში კომისიის მონაცემებით, ენგურსგამოღმა დაფიქსირებული იყო 178 ამომრჩეველი ლაცუზბაია.

        ოჯახის ჩემთვის ცნობილი უშუალო წინაპარი ყოფილა თერექ ლაცუზბაია, რომელიც XIX . დასაწყისში ცხოვრობდა. მას ჰყავდა 3 ძმა (სახელები უცნობია). ვიცი მხოლოდ, რომ ერთ-ერთი მათგანი მოურავად მსახურობდა თავად ემხვართან. თერექის შვილებს ერქვათ გოდი, ბაკულა და ზოსიმე. გოდის შვილი იყო ბაბუაჩემი - ბესარიონი, მის მეუღლეს - ბებიაჩემს - ერქვა ნადია (ნაია) აბლოთია. ბაბუას არ მოვსწრებივარ, ის 1947 . გარდაცვლილა. სურათიც კი არ შემრჩა მისი. სამაგიეროდ, ბებიასგან დიდი ამაგი და სითბო მახსოვს.

            ბესარიონისა და ნაიას დაბადების თარიღები არ ვიცი, მაგრამ გადმოცემით ირკვევა, რომ ბაბუა XIX . 80-იან წლებში დაიბადა, ხოლო ბებო - მოგვიანებით. ეს არც ბებომ იცოდა ზუსტად და როცა ვეკითხებოდი, ვარაუდების სფეროში გადადიოდა. ბებო გაუთხოვებიათ 12 თუ 13 წლის რომ იყო და ერთი წელი დედამთილთან ერთად ეძინა - წამოიზარდოსო!.. მათი ოჯახი ჩვეულებრივი გლეხის ოჯახი ყოფილა - ისევე უჭირდათ, როგორც უმრავლესობას სოფელში. შრომობდნენ კოლმეურნეობაში ჩაის პლანტაციებზე, კარ-მიდამოში

მოჰყავდათ სიმინდი და ლობიო, მისდევდნენ მებოსტნეობას, ჰყავდათ საქონელი, შემოდგომაზე წურავდნენ ღვინოს და ხდიდნენ ჭაჭას და . .

            მიუხედავად ბოლშევიკების მიერ დაპირებული სამოთხისა, გლეხობა იჩაგრებოდა და სოფელში დამყარდა კომუნისტთა გამოუცხადებელი ბატონყმობა ტერორითა და დისკრიმინაციით. დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ 20-30-იანი წლებისბედნიერი საკოლმეურნეო ცხოვრებისრეალობებს, როცა ერთი შრომადღე შეფასებული იყო საშუალოდ ერთ პირობით მანეთად. ამასთან, გლეხის ოჯახის წლიური ბეგარა ასე გამოიყურებოდა: სახლზე - 20 მან., აუცილებელი დაზღვევა (ხანძრისა და . . შემთხვევაში) - 10 მან., 0,5 ჰა საკარმიდამო მიწისთვის - 100 მან., ერთ ძროხაზე - 5 კგ ხორცი ან 30 მან., ასევე 100 ლიტრი რძე ან 15 მან.; ერთი გოჭი - 1 კგ ხორცი ან 5 მან., იძულებითი ხელმოწერანებაყოფლობითსახელმწიფო სესხზე - 25-50 მან და . . გლეხების უუფლებობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მათ ამ დროს არ ჰქონდათ პასპორტები და, ფაქტიურად, რაიონიდან გასვლის საშუალებაც.

      ბესარიონსა და ნაიას ჰყავდათ 6 შვილი. ერთი ბიჭი დაბადებიდან მალევე გარდაცვლიათ, დანარჩენებს ერქვათ: რადიონი, ჟენია, ბიქტორი, კირილე და გრიგოლი.

            ნაია ბებო მაღალი, ხმელ-ხმელი ქალი იყო; თავს მევლებოდა ბავშვობიდან. მის არც ერთ ვაჟს შვილი არ ეყოლა და მთელი ოჯახი მე მიმიჩნევდა გვარის გამგრძელებლად, ამიტომ დიდი პრივილეგიებით ვსარგებლობდი. ბებო სიცოცხლის ბოლო 2-3 წელი ძლიერ ავადმყოფობდა და გარდაიცვალა 1978 წელს. განვიცადე, რადგან ეს ჩემთვის პირველი სიკვდილი იყო დიდ ოჯახში.

ბესარიონსა და ნაიას პირველი შვილი, რადიონი, გაუჩნდათ 1911 წელს. მაშინ, თურმე, ოქუმში ორ მეტრომდე თოვლი მოსულა და ამბობდნენრადიონი დიდთოვლობის დროს დაიბადაო. მე მისი მონათლული ვარ ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ნათლობა მცირეწლოვნობის გამო არ მახსოვს.

რადიონი წარმოსადეგი, მაღალი (2 მეტრომდე) და მშრომელი კაცი გახლდათ. ცოლად შეირთო ნუცა თარბაია . პირველი გალიდან. მათ შვილები არ ჰყავდათ. ბიძაჩემი ცნობილი თამადა, მოქეიფე კაცი იყო. მას მთელი რაიონი იცნობდა და ვამაყობდი ამით. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, სიტყვაძუნწიც კი ეთქმოდა, მაგრამ სუფრაზე, ქორწილში სრულიად იცვლებოდა. მახსოვს, სოფლის ახალგაზრდებს ძალიან უყვარდათ და მისი ერიდებოდათ კიდეც. სხვადასხვა ადგილებზე უმუშავია. ბოლოს, სიჭარმაგეში, კოლმეურნეობის ბრიგადირად მსახურობდა, მაგრამ, როცა მისი დის შვილი (ჩემი მამიდაშვილი) - ბორის გურგულია თავმჯდომარედ დანიშნეს (. შევარდნაძის ცკ- მდივნობის დროს), ახალი ხელმძღვანელის პირველიაქციარადიონის განთავისუფლება გახდა. თუმცა, ბიძას უკმაყოფილება არ გამოუხატავს და თქვა: “ახალგაზრდაა. მისი კარიერისთვის ასე სჯობია, ალბათო”.

მე შვილივით მექცეოდა, მაგრამ ცდილობდა მკაცრი ყოფილიყო, თუმცა არ გამოსდიოდა და ვიცოდი მისი კეთილი გულის ამბავი. სტუდენტი რომ გავხდი და ზაფხულობით წიგნზე ჩაკირკიტებულს მნახავდა, ეს უხაროდა და ეამაყებოდა. სუფრაზე ერთხელ შემაქო კიდეც, რაც იშვიათობა იყო.

            ნუცა ბიცოლა ჩემი ერთ-ერთი გამზრდელი იყო. ბავშვობაში, ეტყობა, ვერგავტეხე” “ბიცოდაბუჯიშემირქმევია.

ეს სახელი შერჩა ბოლომდე - ჩემი თაობისა და უმცროსებიცბუჯისეძახდნენ. მას ჩემთვის მუდამ ჰქონდა გადანახული ჩურჩხელები, ნამცხვრები, კამფეტები და სხვა ნუგბარი. მოკლედ, ყველა მანებივრებდა - ლაცუზბაიების იმედი ვიყავი

            ბიძაჩემს და ბიცოლას დიდი და მოვლილი კარმიდამო ჰქონდათ. მას შუაზე ჰყოფდა პატარა მდინარე, რომელშიც ზაფხულობით ხშირად ვთევზაობდი ღორჯოსა და . . თეთრ თევზზე (ასე ეძახდნენ). მათი ძველებური, წაბლისგან ნაშენი მეგრული ოდა მაღალ, თითქმის 2 მეტრიან, ბეტონის ბოძებზე იდგა, რომელსაც წინ, მთელს გაყოლებაზე ტრადიციული ფართო აივანი გაუყვებოდა. გემრიელი სახლი იყო, სადაც ჩემი საძინებელი მქონდა.

ძირითადი სახლის გვერდით იდგა ხის სამზარეულო, სადაც ბუხარში მზადდებოდა საჭმელი. შემდეგ ის დაანგრიეს და უფროცივილიზებულიკაპიტალური შენობა ააგეს.

            70-იანი წლებისთვის სოფელში ბევრი საკმაოდ შეძლებული ოჯახი ცხოვრობდა, ბიძაჩემიც მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა. სავსე იყო კარმიდამო მრავალნაირი ხილით: იზრდებოდა თხილი, ნიგოზი, მსხალი, ატამი, ვაშლი, ბალი, ლეღვი, ხურმა, ქლიავი, მანდარინი, ლიმონი. სახლის წინ გვქონდა დიდი ბალახიანი ლამაზი ეზო, სადაც ღობის გაყოლებაზე, სხვადასხვა ხილის გარდა, მუდამ ხარობდაბუჯისმიერ დარგული ყვავილი. ბიცოლა განსაკუთრებული სიყვარულით უვლიდა მათ.

            იმ პერიოდში (და ახლაც, ალბათ) ოქუმში გავრცელებული იყო ძირითადად ადესა, ნოვა, ფრანგულა და ყურძნის სხვა ჰიბრიდული ჯიში. აქა-იქ გაშენებული იყო ცოლიკაური, ცდილობდნენ რქაწითელის გახარებას, მაგრამ მათ კლიმატური პირობები არ უწყობდა ხელს და მოვლაც დიდ ჯაფას მოითხოვდა - ვაზი ხშირად ავადდებოდა. რადგან ადესა ამ მხრივ ნაკლებ ჭირვეული იყო, ამიტომ იქაურები, ძირითადად, მასზე აკეთებდნენ ორიენტაციას.

            აფხაზეთში ყურძნის მრავალი ჯიში იყო გავრცელებული. თეთრი ვაზი: აბისტაჯ, ავასირხვა, ავრეხი, ათურქუჯ, ავრეხი, აჯკვაკვა, აჯხვატა, კიამოხტა, მახვატელიხუტუნიჯი და . .; შავი ვაზი: ათასარკვა, ამგურჩალ, ამოფხიჯაპუჯერა, აყაფშ, აშუღაჯ, აწლიჯ, კაჭიჭიპეტრიჯი, ტატლიჯი, შავი ამლახუ, ცხენისძუძუ აფხაზური, წვინდირხვა და . .

სამეგრელოში შემდეგი ჯიშის ვაზი მოჰყავდათ: თეთრი - აფხაზურა, გრეხი, დედოფლის კითი, დუდღუში, დღვლაბე, ეგურძგული, ზერდაგი, თეთრიშა, თხურთხუ, კაპისტონი მეგრული, კვაწახურა, ლაგილური, საკუმა, ჩეკოლოში, ოქონა, ჩერგვალი, ჩეში, ჩეჭკიში, ჩეჭიფეში, ჩეხარდანი, ჩიჩკიში, ჩხუჩეში და . .; შავი - აბშილური, კერთოლი, კოლოში, კუტალა, მაჭყვატური, ოჯალეში, პანეში, პუმპულა, უჩაჭუბური, ჩხაბერძულა, ჩხუში, ჭოტიში, ხოჟისთოლი და . . რადიონ ბიძიამ, როგორც ნაღდმა ქართველმა კაცმა, კარგად იცოდა

პურ-ღვინის ფასი და ამ მიმართულებით შესაბამისად ჰქონდა საქმე აწყობილი.

დაახლოებით 3 ჰექტარზე გადაჭიმულ კარ-მიდამოში ბლომად მოჰყავდა ვაზი. ის მიშვებული ჰქონდა მაღალ, 10-15 მეტრიან ხეებზე. მათ გიდელების გამოყენებით კრეფდა. ჭარმაგობაში გადასულს ახალგაზრდები ვეხმარებოდით რთველში. სახლში ჰქონდა უზარმაზარი საწნახელი - მეგრულადოჭინახ”-. მეც დამიჭეჭყია ყურძენი  და ახლაც მახსოვს მაშინდელი სურნელი და ამ საქმის კეთებით გამოწვეული სიხარული. ახლა ვხვდები, თორემ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამას: ქართველ კაცში გენეტიკურად და ისტორიულადაა ჩადებული ვაზისადმი, ღვინისადმი პატივისცემა და სიყვარული. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ასეა და არც ოქუმი იყო გამონაკლისი...

დაწურული ღვინო თავის დროზე გადაგვქონდა კასრებსა და ლეღვის ბაღში მიწაში ჩაფლულ საშუალო ზომის ჭურებში. ბიძაჩემი აყენებდა დაახლოებით 2-2,5  ათას ლიტრ შავ (ვარდისფერ) ღვინოს და არც ვიცი რამდენ არაყს ხდიდა.

საინტერესო იყოხვამა”- - ლოცვის - რიტუალი, რომელიც 23 ნოემბერს, გიორგობაზე, იმართებოდა ოჯახში. კლავდნენ მოზვერს, ბუჯი აცხობდაჭვიშთარს” - ყველიან დიდ მჭადს. ჩამობნელების შემდეგ მხოლოდ მამაკაცებს გაგვქონდა ეს ყველაფერი ჭურებთან და ვანთებდით სანთლებს. რადიონი თავს გადახდიდა ერთ ჭურს და ამოიღებდა ახალ ღვინოს. ყველანი მუხლს მოვიყრიდით და ბიძა იწყებდა ლოცვას. ხორცსა დაჭვიშთარს”, რომელზეც სანთლები იყო დამაგრებული, თავზე სამჯერ შემოგვატარებდა და ამის შემდეგ ღმერთის სადიდებელ სადღეგრძელოს ვამბობდით. ამ რიტუალის ჩატარების, ლოცვის აღვლენის უფლება მხოლოდ ოჯახის უხუცესს ჰქონდა. იყო მასში ქრისტიანობაში შესისხლხორცებული რაღაც ძველქართული, შესაძლოა, წარმართული მომენტებიც, მაგრამ ჩემთვის სულიერ ტრადიციასთან მიახლოების მომენტი გახლდათ. მოგეხსენებათ, მაშინ არა თუ ეკლესიურად ცხოვრება, ტაძარშიც სიარული იზღუდებოდა კომუნისტურ-კომკავშირული ხელისუფლების მიერ.

რადიონისა და ნუცას ოჯახში მუდამ ნათესავ-ახლობელთა, მეზობელთა მიმოსვლა იყო. ხელგაშლილი და გულღია ადამიანები იყვნენ და სტუმრიანობა უყვარდათ. რამდენჯერ შევსწრებივარ, ბიძას შარაგზაზე მიმავალი სრულიად უცნობი დაჟინებული თხოვნით შემოუპატიჟებია სახლში, მეზობელისთვისაც დაუძახია და ქეიფი გაუმართავთ. სწორედ მათთან გავდიოდი ქართული სუფრის გაძროლის, უფროსების პატივისცემის, ქვეყნისა და მოყვასის სიყვარულის თავისებურ აკადემიას.

        1985 წელს საოცრად წავიდა ამ ქვეყნიდან ორივე - ერთმანეთს მიჰყვნენ. რადიონი ფეხზე მდგარი გარდაიცვალა; საწოლთან დახრილა და მორჩა; არ წაქცეულა - ასე იპოვა მამაჩემმა. ჩემი ბუჯი ორ კვირაში დაეწია მას.

            1991 წლის შემდეგ ოქუმში აღარ ვყოფილვარ, მაგრამ თავად მაკითხავენ იქაურები. დედ-მამა ისე წავიდნებ, ვერ მოასწრეს ჩასვლა და განსაკუთრებით მამაჩემმა დიდი დარდია წაიღო თან. იმედია, ჩვენ, ჩემი გოგოები შეავლებენ თვალს ამ ულამაზეს და საყვარელ ადგი