სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის აფხაზური კულტურის ინსტიტუტში გამართული ახალი აფხაზური დამწერლობის მიღების საკითხისადმი მიძღვნილი სპეციალური თათბირის ოქმები.
1937 წლის 4-5 დეკემბერი, ქ. სოხუმი.
აკად. სიმონ ჯანაშიას საოჯახო არქივში დაცული ოქმების ასლების ქართული თარგმანი რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნა თეიმურაზ გვანცელაძემ.
დოკუმენტი # 1 ოქმი
სპეციალური თათბირისა ახალი ანბანის მიღების საკითხზე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის აფხაზური კულტურის ინსტიტუტში სამეცნიერო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე პრაქტიკოს პედაგოგთა მონაწილეობით.
1937 წლის 4 და 5 დეკემბერი, ქ სოხუმი, 4 დეკემბრის დღის სხდომა.
ესწრებიან: პროფ. პ. შარია, პროფ. ა. შანიძე, პროფ. ვ. თოფურია, პროფ. ა. ჩიქობავა, დ. გულია, მ. დელბა, მ. ჰაშბა, ს. ბასარია, ნ. პატეიფა, პ. შაყრილი, კ. შაყრილი, ნ. გერია, ვ. მაანი, გ. გულია, გ. თ. ძიძარია, გ. შაკირბაია, ხ. ბღაჟბა, ნ. კოკოსკერია, ი. ტიშჩენკო, პედაგ. ს. სიმონია, პედაგ. ბ. კაცია, ნ. ბასილაია, ზ. მორინა, პროფ. ა. გრენი, ს. აქირთავა, მ. გოჩუა, პროფ. ს. ჯანაშია, ა. ფადეევი, ბ. ჯანაშია.
თავმჯდომარე გ. თ. ძიძარია, მდივანი ბ. ჯანაშია, ა. ფადეევი.
თავმჯდომარე ხსნის თათბირს და შემოაქვს წინადადება, გადავიდნენ არსებულ პროექტთა განხილვაზე: 1) პროფ. შანიძისა, 2) პროფ. ჯანაშიასი, 3) დ. გულიასი, რომლებივ ემყარება დამატებითი აფხაზური ბგერების დამხმარე ნიშნებით გადმოცემის პრინციპს, და 4) მ. ჰაშბას, დ. გულიას, ა. ჭოჭუას შეჯერებული პროექტისა, რომელიც ემყარება ყოველი ბგერისათვის საგანგებო მოხაზულობათა შედგენის პრინციპთან დაახლოებას.
მ. ჰაშბა: ადრე არსებული აფხაზური ანბანები ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა. ა.წ. აფხაზეთის მე-15 საოლქო პარტკონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება ქართულ ანბანზე გადასვლის შესახებ. ამჟამად ჩვენ გვაქვს პროფ. შანიძის, პროფ. ჯანაშიას, დ. გულიასა და დ. გულიას, ჭოჭუასა და მ. ჰაშბას შეჯერებული პროექტები.
დ. გულია: მე პროექტთა მთელი წყება მაქვს.
პროფ. პ. შარია: ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ, თუ რომელი პროექტისკენ იხრებიან ადგილობრივი ამხანაგები. მ. ჰაშბა: ჩვენ იქითკენ ვიხრებოდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ორმაგი ნიშნები. პროფ. პ. შარია: რამდენი დამატებითი ნიშანია საჭირო?
მ. ჰაშბა: იყო 13, ახლა კი 11 ან 12-ა.პროფ. პ. შარია: რამდენი ნიშანი იყო რუსულ ანბანზე დამყარებულ ანბანში? მ. ჰაშბა: 56 ნიშანი.
ხ. ბღაჟბა: მე უნდა აღვნიშნო, რომ პროექტები არ განხილულა ფართო შეკრებებზე.
პროფ. ს. ჯანაშია: ჩვენ, თბილისელი მუშაკები, საკუთარ თავს კონსულტანტებად მივიჩნევთ. საკითხი უნდა გადაეწყვიტა იმას, ვინც იგი წამოჭრა, ე. ი. აფხაზეთის მშრომელებსა და კულტურის მუშაკებს. საკითხი ფართო შეკრებებზე უნდა განხილულიყო. საიმისოდ, რომ გადაწყდეს საკითხი, თუ რომელი ანბანი იქნება კარგი, უნდა წარმოჩენილ იქნეს, თუ რატომ იყო არსებული ანბანები ცუდი. ანბანები ხშირად იცვლებოდა. საინტერესო იქნებოდა პრაქტიკოს მუშაკთა აზრის მოსმენა ძველ ანბანთა ნაკლოვანებების შესახებ. მე საქმე ასე წარმომიდგენია: იყო ორი სირთულე _ მრავალასოიანობა და დამატებითი ნიშნებისათვის მოხაზულობათა პრაქტიკული უვარგისობა. 62 ნიშნის ათვისება არცთუ ისე იოლია. შემდეგ: რუსული და ლათინური დამწერლობების სისტემები ვერ ფარავს აფხაზური ენის ბგერით შედგენილობას. საჭირო ხდებოდა მრავალრიცხოვან დამატებით ნიშანთა გამოყენება, რომლებიც ერთჯერადი აქტების გზით იქმნებოდა. ეს მაშინ, როცა არსებული [სხვა] დამწერლობები თავიანთ პრაქტიკულად გამოსადეგარ სახეს ხანგრძლივი განვითარების, კოლექტიური გამოცდილებით შემოწმების გზით იღებდნენ. ასე, მაგალითად, ქართული დამწერლობა საუკუნეთა განმავლობაში ასევე განიცდიდა ძალზე არსებით ცვლილებებს. ჩვენი ამოცანაა აფხაზური ბგერითი დამწერლობის შექმნა. ასეთ დამწერლობას საფუძვლად უდევს პრინციპი: ყოველ ბგერას _ საგანგებო ნიშანი. ამას ყველაზე მეტად ქართული ანბანი უახლოვდება, მაგრამ აქაც არის ზოგიერთი პირობითობა (უ - ვ და ა. შ.). ჩვენ მიგვაჩნია, რომ, ვინაიდან აფხაზური ენა მეტად რთულია თავისი ბგერითი შემადგენლობით და ვინაიდან აფხაზური ანბანი არ იქმნება მრავალსაუკუნოვანი განვითარების შედეგად, _ საჭიროა რაც შეიძლება მკაცრად დავიცვათ ბუნებრივად განვითარებულ ანბანთა ჩარჩოები, რაც გამოცდილია უხანგრძლივესი პრაქტიკით, და შემოვიზღუდოთ დამატებით ნიშანთა მინიმალური რაოდენობით და ხელი არ მივყოთ მრავალრიცხოვან ხელოვნურ და პრაქტიკულად გამოუსადეგარ მოხაზულობათა გამოგონებას. ეს გზა, დამატებით ნიშანთა შეზღუდვის გზა, გათვალისწინებულია ყველა პროექტში, ოღონდ სხვადასხვა ხარისხით. ასე, მაგალითად, შეჯერებული პროექტი ითვალისწინებს სილბოს ჲ ნიშანს. ყველა დანარჩენი პროექტი იზიარებს ამ აზრს. აუცილებელია ამ პრინციპის ბოლომდე მიყვანა და ყველა აფხაზური სპეციფიკური ბგერისათვის უნდა შემოვიღოთ ორმაგი დაწერილობანი განმასხვავებელ ნიშანთა დახმარებით. სილბოს ნიშნის გარდა საჭიროა კიდევ სულ ორი დამატებითი ნიშნის შემოღება `დებელურ~ [ე.ი. ინტენსიურ] და `ლაბიალიზებულ~ ბგერათათვის.
პროფ. პ. შარაია: არ შეიძლება არსებული მდგომარეობის გაფეტიშება. არ შეიძლება აფხაზური ენის მითვლა ძალზე განვითარებული ენებისადმი. საჭირო არ არის, ვეცადოთ, სამუდამოდ აღვბეჭდოთ არსებული ბგერები. ანბანის გამარტივებით სკოლაც და ლიტერატურაც მხოლოდ მოიგებენ. გამარტივება პირველი და ძირითადი პრინციპია. არ არსებობს და ვერც იარსებებს ისეთი ანბანი, რომელიც სრულად ასახავს ყველა ფონეტიკურ ელფერს. შეჯერებულ პროექტს სურდა ორმაგი ნიშნების თავიდან არიდება, მაგრამ ეს ნიშანთა დახვავებას იწვევს. 62 ბგერისათვის შემოთავაზებულია 19 [დამარებითი] ნიშანი და ერთიც დამატებითი სილბოს ნიშანი. ამ ანბანის პლუსი თითქოს ის არის, რომ მასში არაა ორმაგი ნიშნები, მაგრამ ეს პრინციპი დაცული არ გახლავთ და მაინც არსებობს დამატებითი ნიშანი. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამით წერისას ვიგებთ, მაგრამ აკი მაინც ვინარჩუნებთ დამატებით ნიშანს.პროფ. შანიძის პროექტი გვთავაზობს 5 დამატებით ნიშანს. კარგი იქნებოდა, თუკი დამატებით ნიშანთა რაოდენობის სამამდე დაყვანა მოხერხდებოდა. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ პრაქტიკა აჩვენებს, რომელი პროექტია უკეთესი, ვინაიდან, ჩემი აზრით, 5 დამატებითი ნიშანი ძალიან ართულებს ანბანს.
პროფ. ა. შანიძე: ქართულ ასოთა მოხაზულობის ბაზაზე ახალი აფხაზური ანბანის შედგენაზე მუშაობისას ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთი ანბანი შექმნას, რომელიც სრულყოფილი უნდა იყოს და უნდა უპასუხოს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ მოთხოვნებს. ამის მიღწევა სრულიად შესაძლებელია, თუკი თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში არსებულ ნიშნებს დაემატებოდა 4 (ოთხი) ისეთი დამხმარე ნიშანი, რომელთაც არ ექნებოდათ საკუთარი ბგერითი მნიშვნელობა და შესაბამისად შეცვლიდნენ ჩვენ წინაშე არსებულ სრულფასოვან ნიშანთა [შესატყვის] ბგერებს. 4 დიაკრიტიკული (განმასხვავებელი) ნიშნის შემატება სრულიად საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რათა მოცულ იქნეს აფხაზური სალიტერატურო ენის მთელი ბგერითი სიმდიდრე. ამ დამატებით ნიშნებს უნდა ჰქონდეთ სრული ზომა, რათა მათი შემჩნევა იოლი იყოს და მყისიერად მოხდეს მოცემული კონბინაციის ბგერითი მხარის ამოცნობა. სრულფასოვან და განმასხვავებელ ნიშანთა კომბინირების პრინციპის გამოყენებისას ჩვენ შეგვეძლო, შემოგვეღო კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, გადმოგვეცა ბზიფური დიალექტის შიშინა (шепелявые) ბგერები და თავისუფლად ჩაგვეწერა დიალექტური ტექსტები.
სალიტერატურო ენისათვის 4 განმასხვავებელი ნიშნის შემოთავაზებისას მე ვგულისხმობ რთულ თანხმოვანთა 4 დიდ ჯგუფს, რომლებიც გაერთიანებულია საერთო შემადგენელი ელემენტების მიხედვით. ეს ელემენტებია: სილბო, სიმაგრე (დებელობა), ცალი ბაგის აქტიური მონაწილეობა რთული ბგერის წარმოთქმაში (ქვედა ბაგე ეხება ზედა კბილებს) და ორივე ბაგის აქტიური მონაწილეობა (ბგერის წარმოთქმის დროს ბაგეები ერთმანეთს ეხება).
აფხაზური ანბანის აგების ჩემეული პრინციპი თანმიმდევრულია, რთულ თანხმოვანთა წარმოთქმის ერთნაირი ელფერები მუდამ გადმოიცემა ერთი და იმავე ნიშნებით, მაშინ როდესაც შეჯერებული პროექტი ამ მხრივ ძალზე არათანმიმდევრულია. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ პრინციპული თვალსაზრისით ჩემი პროექტი ემთხვევა გაზეთ `სოვეტსკაია აბხაზია”-ში (# 213) დაბეჭდილ დ. გულიას, აგრეთვე პროფ. ს. ჯანაშიას პროექტებს, განსხვავება არის დამატებით ნიშანთა რაოდენობაში, აგრეთვე ზოგიერთ დეტალში.
დ. გულია: დამწერლობები ხშირად იმიტომ იცვლებოდა, რომ ხელს უშლიდა მრავალასოიანობა, ამ დამწერლობათა სირთულე. ახლა ჩვენ ქართულ დამწერლობაზე გადავდივართ. შევთანმხდით ერთ პროექტზე, ამხანაგთა ჯგუფის პროექტზე, შეჯერებულ პროექტზე. ვერ მოხერხდა ორმაგი ნიშნების გამორიცხვა. სხვაგვარად ჩვენ იძულებული ვიქნებოდით, ნიშანთა რაოდენობა გაგვეზარდა 56-მდე. მაგრამ ჩვენ მაინც გვსურდა ნიშანთა რაოდენობის შემცირება. ამხ. შანიძე 4 დამატებით ნიშანს გვთავაზობს. მე არ მსურს, შემოვიფარგლო მხოლოდ 3 საგანგებო ნიშნით, პლუს კიდევ 1 სილბოს ნიშნით. ახლა მე დამრჩა მხოლოდ 2 საგანგებო ნიშანი, პლუს 1 სილბოს ნიშანი. ჩვენი ამოცანაა _ რაც შეიძლება ნაკლები ნიშნები ანბანში. ჩემი აზრით, მოკლე ი [ჲ] ჩვენ არ გვჭირდება.
პროფ. ვ. თოფურია: საჭიროა ბგერათა რაოდენობის დადგენა. ქართული ჯ და ჩ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელი ნიშნები მოსდევენ მათ.პროფ. ა. შანიძე: ზოგი აფხაზური და ქართული ბგერა სრულად არ ემთხვევა ერთმანეთს. ზოგ შემთხვევაში ჩვენ ვურიგდებით იმას, რომ რომელიმე ნიშნის წარმოთქმაში იყოს ერთგვარი სხვაობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. კერძოდ, ჭ, ჯ, ჩ, შ, ჟ ასოები გარკვეულ დავას იწვევს. აფხაზთა ერთი ჯგუფი ვარაუდობს, რომ ისინი ქართველთა შორის რბილნი არიან, მაშინ როდესაც სხვები ფიქრობენ, რომ მაგარნი არიან. მე ვფიქრობ, რომ ქართ. ჭ, ჯ, ჩ, შ, ჟ მთლიანად არ ფარავს არც აფხაზურ მაგარ და არც აფხაზურ რბილ [ბგერებს] შესაბამისი რიგისა, მაგრამ მთლიანობაში ისინი უფრო უახლოვდებიან აფხაზურ რბილ [ბგერებს], ვიდრე მაგრებს, რის გამოც ნაკლები უბედურება იქნება იმაში, თუკი აფხაზურ დამწერლობაში ჩვენ მათ რბილებად მივიღებთ, ხოლო შესაბამის მაგართა გადმოსაცემად მათ დავუმატებთ განმასხვავებელ ნიშნებს.
დ. გულია: როცა მე ეს ნიშნები მაგრებად მივიჩნიე, გამოდის 2 საგანგებო ნიშანი, ხოლო როცა რბილებად ჩავთვალე, მაშინ 3 ნიშანი გამოვიდა.
მ. ჰაშბა: უნდა შევინარჩუნოთ მთელი ქართული ანბანი იმ სახით, როგორიც მას აქვს. ეს ერთი. თუ ჩვენ ქართულ ჩ-ს მაგარ [ბგერად] ჩავთვლით, ეს არევდარევას გამოიწვევს. შეჯერებული პროექტის შედგენისას ჩვენ გვსურდა, შრომისა და სახსრების ეკონომიის მიზნით გვერდი აგვევლო ორმაგი ასოებისათვის. სამეცნიერო თვალსაზრისით პროფ. შანიძის პროექტი ყველაზე სრულყოფილია.
პროფ. ა. შანიძე: ამხ. მ. ჰაშბამ, სხვათა შორის, თქვა, რომ ჩემეული 4 დამატებითი ნიშნის შემოღების შემთხვევაში ტექსტი აჭრელდება, მაგრამ მე მგონია, პირიქით, ტექსტი უფრო მეტად აჭრელდება და ნაწერი ნაკლებად დაემსგავსება ქართულს, თუკი 4 დამატებითი ნიშნის მაგიერ ჩვენ შემოვიღებთ 11 დამატებით [ნიშანს], როგორც ამას ამხანაგი მ. ჰაშბა გვთავაზობს. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 11 დამატებითი ნიშანი შეჯერებული პროექტისა გადაკეთებული ქართული ასოებია, რაც ძალზე გაართულებს კითხვას.
პროფ. ს. ჯანაშია: არასწორია წინა პლანზე პოლიგრაფიული და საფინანსო საკითხების გამოჭიმვა. საბჭოური ეროვნული პოლიტიკა ეროვნულ-კულტურული მშენებლობის საკითხებს წყვეტს არა ეკონომიკური რენტაბელობის პრინციპით. აფხაზური დამწერლობის შექმნისას მთავარია კითხვა და წერა.
პროფ. ა. ჩიქობავა: ის, რომ შეჯერებულ პროექტში შენარჩუნებულია დამატებითი ნიშანი, ამ პროექტის აქილევსის ქუსლია. ვერ მოხერხდა ორმაგი ნიშნების უკუგდება.
პროფ. პ. შარია: ყველაზე მთავარია დამწერლობის შესწავლის სიადვილე. ზოგიერთ ამხანაგს სალიტერატურო ენისადმი არასწორი მიდგომა აქვს. საქმის სასარგებლოდ შეიძლება მსხვერპლად გავიღოთ ზოგი ბგერა. რაც მეტი ასოა ანბანში, მით უფრო ძნელია მისი შესწავლა. თუ შესაძლებელია დამატებით ნიშანთა დაყვანა სამამდე, მაშინ ეს მისაღები იქნებოდა. თუ შეუძლებელია, მაშინ შეგვეძლო გამოგვეყენებინა ძირითად ნიშანთა სხვადასხვაგვარი შეხამებანი. ავიღოთ ქართული ანბანის ასოები და მათი შეხამების დახმარებით, დამატებითი ნიშნების გამოყენების გარეშე, გადმოვცეთ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი აფხაზური სალიტერატურო ენის ყველა ბგერა.
გ. შაკირბაი: მ. ჰაშბამ წარმოადგინა 4 ავტორის მიერ შემუშავებული ანბანის პროექტი და მას აფხაზური კულტურის ინსტიტუტის პროექტი უწოდა. მაგრამ ეს პროექტი არ არის ინსტიტუტისა, ვინაიდან ამ ანბანის შემუშავებისას არ მიუწვევიათ აფხაზური კულტურის ინსტიტუტის მუშაკები. საჭიროა თავი ავარიდოთ მრავალასოიანობას ანბანის გამარტივებისა და წერა-კითხვის სწავლების გაუმჯობესების მიზნით.ხ. ბღაჟბა: ანბანის შედგენა მონოპოლიზებული იყო ზოგი მუშაკის მიერ და არ განხილულა აფხაზური კულტურის ინსტიტუტისა და უფრო ფართო წრეების მიერ.
შეჯერებული პროექტის ავტორები, იმის ნაცვლად, რომ საკითხს ღრმად ჩასწვდომოდნენ, ნაკლები წინაღობის ხაზით წავიდნენ.
ნ. პატეიფა: ჩემი აზრით, ყოველ ბგერას საგანგებო
ნიშანი
უნდა
ჰქონდეს.
დოკუმენტი
# 2
საღამოს სხდომა. 1937 წლის 4 დეკემბერი.
ესწრებიან: პროფ. ა. შანიძე, პროფ. ვ. თოფურია, პროფ. ა. ჩიქობავა, პროფ. ს. ჯანაშია, დ. გულია, ს. ბასარია, ნ. პატეიფა, პ. შაყრილი, კ. შაყრილი, ნ. გერია, ვ. მაანი, გ. გულია, გ. ძიძარია, გ. შაკირბაი, ხ. ბღაჟბა, ვ. ხარაზია, ს. სიმონია, ბ. კაცია, ნ. ბასილაია, მ. გოჩუა, ბ. ჯანაშია.
ბ. კაცია: წინა ანბანები სწავლების თვალსაზრისით რთული იყო და ამიტომაც დადგა საკითხი ბოლო დამწერლობის შეცვლის შესახებ. შეცდომები ძირითადად ტ, თ-ს, მაგარი ჩ-ს, მაგარი ჭ-ს, კ, ქ-ს [წერისას] მოსდიოდათ. შეცდომათა რაოდენობას ზრდიდა ნაირგვარი კაუჭები სხვა ასოებშიც. ამ კაუჭებს თავი ვერ დააღწიეს ვერც შეჯერებული პროექტის ავტორებმა: მ. ჰაშბამ, დ. გულიამ და ა. ჭოჭუამ. მისაღებად მიმაჩნია შანიძის პროექტი, ოღონდ საჭიროა დამატებით ნიშანთა მოხაზულობის შეცვლა.
ს. ბასარია: წარმოდგენილ პროექტთაგან ყველაზე მისაღებია პროფ. შანიძის პროექტი. მ. ჰაშბას, დ. გულიასა და ა. ჭოჭუას შეჯერებული ანბანი ნაკლოვანია მრავალასოიანობისა და მოხაზულობის სირთულის გამო, ამასთანავე მათ თავი ვერ აარიდეს მრავალი ასოს ორნიშნიან მოხაზულობას, ამიტომ მოცემული პროექტი მიუღებლად უნდა მივიჩნიოთ.
პ. შაყრილი: აფხაზური სალიტერატურო ენიდან ამოყრილია გუდაუთისა და გაგრის დიალექტებში არსებული მრავალი ბგერა, მაგრამ დარჩენილ ბგერათა რაოდენობაც აღემატება 5 ათეულს. მარის ანბანში ჭარბად იყო ლათინური ანბანის ასოებთან შეხამებული წერტილები და სხვა ნიშნები. ეს პირობითი ნიშნები შანიძის პროექტში ნაკლებია, მაგრამ ისინი მაინც არის. [პ. შაყრილი] უფრო მისაღებად მიიჩნევს ავტორთა ჯგუფის _ დ. გულიას, მ. ჰაშბას და ა. ჭოჭუას პროექტს, იმ პირობით, რომ გამარტივდეს მოხაზულობა.
ვ. მაანი: მარის ანბანი, რომელიც სავსე იყო კაუჭებითა და სხვა ნიშნებით, ხელს უშლიდა სწავლებას. ავტორთა ჯგუფის პროექტმა არ დაიცვა აღებული პრინციპი, ჰქონდეს ყოველ ბგერას დამოუკიდებელი მოხაზულობა. მათ ისეთი დამწერლობა წარმოადგინეს, რომელშიც ასოები ერთმანეთს ჰგავს და შესწავლისას იოლად აირევა ერთი-მეორეში. შანიძის პროექტი მისაღებია, ოღონდ შესაცვლელი იქნება სიმაგრის, სილბოსა და სხვა ნიშნები.
ვ. ხარაზია: როგორც პრაქტიკოსი მუშაკი, მე მისაღებად პროფ. შანიძის პროექტს მივიჩნევ.
დ. გულია: პროფ. შანიძისა და პროფ. ჯანაშიას პროექტ[ებ]ი ერთი პრინციპითაა შედგენილი, მათ მხოლოდ პირობითი ნიშნები აქვთ სხვადასხვა. ნახევარხმოვანი ჲ ამოსაღებია ანბანიდან. დამწერლობის შეჯერებული ვარიანტი ყველაზე უფრო მისაღებია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ყოველ ბგერას თავისი დამოუკიდებელი ასოითი მოხაზულობა უნდა ჰქონდეს. საჭირო იქნება, რომ წარმოდგენილი ანბანიდან ზოგ ასოს მიეცეს უფრო ლამაზი მოხაზულობა, _ ამხანაგები ამაში უნდა დაგვეხმარონ.
მ. ჰაშბა: საჭირო იქნება, ვიმუშაოთ პ. შარიას მიერ მოცემული მითითებების მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ასოითი მოხაზულობა და ნაკლები დამატებითი პირობითი ნიშანი იყოს. შეჯერებული პროექტის ნაკლი ისაა, რომ ასოები ერთიმეორეს ჰგვანან, ეს კი, როგორც აღნიშნა სკოლის პრაქტიკოსმა მუშაკმა, ამხ. კაციამ, ხელს უშლის სწავლებას, კითხვასა და წერას. ამიტომ მე არ დავიჟინებ შეჯერებული ანბანის მიღებას. ორიგინალური წინადადება წამოაყენა პროფ. შარიამ იმ შესაძლებლობის შესახებ, რომ გამოყენებულ იქნეს ასოთა შეხამებანი ისეთ ბგერათა გადმოსაცემად, რომელთა შესაბამისი ასოები არ არის ქართულ ანბანში.
გ. ძიძარია: არსებული ანბანი ისევე, როგორც მანამდე არსებული ანბანები, ვერ აკმაყოფილებს სწრაფად კითხვისა და წერის მოთხოვნებს. შეჯერებული ანბანი მრავალასოიანია, ამასთანავე აღებულია რამდენიმე ასო ძველი ქართული ანბანიდან, ასოები ერთმანეთს ჰგვანან და ამიტომ საჭირო იქნება ამ პროექტის უკუგდება.
პროფ. ა. ჩიქობავა: თათბირი მოწოდებულია შეადგინოს ანბანი აფხაზური სალიტერატურო ენისათვის ქართული ანბანის საფუძველზე. ეს აფხაზური ანბანი ვერ იქნება ფონეტიკური: არცერთ პრაქტიკულ ანბანში არ აისახება ყველა ბგერის ყველა ვარიაცია; ეს შეუძლებელია, ეს საჭირო არ არის. პრაქტიკულმა ანბანმა უნდა გადმოსცეს მოცემული ენის ძირითადი ბგერები (ფონემები). რამდენი ფონემაა აფხაზურ ენაში? ბზიფურ კილოკავში (наречие) მეტია, აბჟუურში _ ნაკლები. რაკიღა ამ უკანასკნელის ბგერითი სისტემა ედება საფუძვლად სალიტერატურო აფხაზურ ენას, ფონემათა საერთო რაოდენობა 56- მდე აღწევს; ამაზე ყველანი თანახმანი არიან. მოქმედ ქართულ ანბანში 33 ნიშანია. ყველა მათგანი გამოიყენება; თუკი მათ დავუმატებთ იმ 5 [ქართულ] ნიშანსაც, რომლებიც ადრე [XIX ს. 60-იან წლებამდე] გამოიყენებოდა, ნიშნები [მაინც] არ ეყოფა 18 ბგერას. როგორ აღვნიშნოთ ისინი: ძირითად და დამატებით ნიშანთა კომბინაციის თუ ქართულ ასოთა მოდიფიკაციის გზით? უკანასკნელ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მთლიანი ნიშნები, განსაკუთრებული ნიშანი ყოველი ბგერისათვის აფხაზური ანბანი ისევე გადმოსცემდა აფხაზურ ბგერებს, როგორც ქართული ანბანი გადმოსცემს ქართულ ბგერებს: ერთი ბგერა _ ერთი ასო. ამას უეჭველი უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით პედაგოგიკური თვალსაზრისით (ქართული ანბანი იმითაა კარგი, რომ იგი ქართული ენის ყველა ძირითად ბგერას ცალკეული ნიშნებით გადმოსცემს).
ჯგუფის შეჯერებული პროექტი ამ პრინციპიდან ამოდის, მაგრამ ბოლომდე არ მიჰყავს იგი: შერბილებულ თანხმოვნებს (ისინი კი შვიდია) კომბინაციის გზით გადმოსცემენ,
ქართულ ასოთა ვარიაციებიც ერთმანეთისაგან ძნელი გასარჩევია; ამას სკოლის მუშაკებიც აღნიშნავენ, ამას აღიარებს თვით მომხსენებელი ამ პროექტთან დაკავშირებით, ამხ. მ. ჰაშბაც, რომელმაც სხვათა შორის უარი თქვა, დაეცვა თავისი პროექტი, ვითარცა არადამაკმაყოფილებელი.
ამრიგად, მთლიანი, ერთიანი ნიშნების პრინციპი თითქმის განუხორციელებელი გამოდის. რჩება ძირითად ნიშანთა კომბინაციის პრინციპი; შესაბამისი ანბანის გამოყენებას ზოგი პედაგოგიკური სირთულე უკავშირდება (ეს გასათვალისწინებელია), _ მაგრამ არსებობს უპირატესობანიც: ფონეტიკური თანმიმდევრულობა, ანბანში ნიშანთა ნაკლები რაოდენობა ნიშანთა ფართო მომცველობასთან ერთად, სასტამბო სალაროს სიმარტივე.
რამდენი
დამატებითი ნიშანია საჭირო?
საკმარისი იქნება სამი ნიშნის შემოღება: სილბოს ნიშნისა, დებელურ ბგერათა (გემინატთა) ნიშნისა და ბაგისმიერობის (ლაბიალიზაციის) ნიშნისა.
პროფ. ახვლედიანმა გაარკვია, რომ [წვ] და [ტვ] ერთიმეორისაგან განსხვავდებიან არა წარმოების პროცესის, არამედ ფონეტიკურ ნიადაგზე, ამიტომაც არ არის აუცილებელი ამ ლაბიალიზაციის სხვადასხვა ნიშნებით გამოხატვა.
პროფ. ს. ჯანაშია: ყველა წარმოდგენილი პროექტი აგებულია ქართულ ანბანზე, ოღონდ სხვადასხვა პრინციპით: 1) ზოგს სურს, რომ ყოველ ბგერას საგანგებო ნიშანი ჰქონდეს, მაგრამ ვერ იცავენ ამ პრინციპს ბოლომდე, ვინაიდან ყველა ასეთ პროექტს თანხმოვანთა სილბოს გადმოსაცემად შემოაქვს დამატებითი განმასხვავებელი ნიშანი (Á) და ამ გზით ერთეულ დაწერილობათა გვერდით ამკვიდრებენ ორმაგ დაწერილობას; 2) მეორე ჯგუფი საერთო უპირატესობას ანიჭებს ორმაგ დაწერილობებს სპეციფიკური აფხაზური ბგერებისათვის; აქ პრინციპი უფრო მეტადაა დაცული. ჩვენი აზრით, ეს პროექტები შეიძლება ერთმანეთს შევუჯეროთ, თუ მივიღებთ აფხაზური სფეციფიკური ბგერების ორმაგი დაწერილობის პრინციპს და ამ პრინციპის განსახორციელებლად დავნერგავთ პროექტთა პირველი ჯგუფისეულ ნიშანს შერბილებული თანხმოვნებისათვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სილბოს ამ ნიშნის გარდა საჭირო იქნება კიდევ სულ რაღაც ორი განმასხვავებელი ნიშანი _ მაგარი და გაბაგისმიერებული (ლაბიალიზებული) თანხმოვნებისათვის. ამ უკანასკნელ ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ როგორც -ს [შვ] ტიპის, ისე -ს [ტვ] ტიპისა და -ს [გვ] ტიპის ბგერები. უკეთესია, ამ ნიშანთათვის საუკეთესო მოხაზულობათა შერჩევა დაევალოს სპეციალურ კომისიას.
პროფ. ა. შანიძე: თუ ნიშან Á-ს შემოვიღებთ სილბოს ნიშნად, მაშინ წამოიჭრება საკითხი: რა ვუყოთ უმარცვლო ი-ს? მე ვფიქრობ, რომ [საკითხი] უმარცვლო ი-ს შემთხვევაში შეიძლება დაისვას ისევე, როგორც უმარცვლო უ-ს, ლათინ. უ-ს, რუსული уу-ს შემთხვევაში. თუკი მარცვლიანი და უმარცვლო ი და უ საზოგადოდ გარჩეული იქნება წერილობით, მაშინ ორივე უმარცვლო ბგერას უნდა ჰქონდეს ერთნაირი განმასხვავებელი ნიშნები (მაგალითად, , ანდა , , , ). რაც შეეხება ცალბაგისმიერი და წყვილბაგისმიერი რიგების ( , , -ს რიგი და , , -ს რიგი) გაერთიანებას, მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამისა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ მათი გაერთიანების შემთხვევაში ისინი ერთმანეთში არ აირევა და ეს პრაქტიკაში არ გამოიწვევს რამენაირად მნიშვნელოვან შეცდომებს, მე არ შევეწინააღმდეგებოდი მათ გაერთიანებას.
დაადგინეს:
უკუგდებულ იქნეს მ. ჰაშბას, დ. გულიას და ა. ჭოჭუას შეჯერებული პროექტი. არჩეულ იქნეს კომისია შანიძის, ს. ჯანაშიას, გულიას, კაციას, ხარაზიას, მაანის, პ. შაყრილის, მ. ჰაშბას შემადგენლობით (მათი მოწვევა დაევალოს დ. გულიას) პროფ. შანიძის, პროფ. ჯანაშიასა და დ. გულიას იმ წინადადებების დაზუსტებისა და ერთ პროექტად შეჯერებისათვის, რომლებიც ემყარება ქართულ ენაში არარსებულ სპეციფიკურ აფხაზურ ბგერათა დამატებითი ნიშნებით, ორმაგ მოხაზულობათა გამოყენების გზით გამოხატვის პრინციპს. წინადადება მიეცეს კომისიას, დაადგინოს ამ დამხმარე ნიშანთა მოხაზულობანი.
დოკუმენტი
# 3
დღის სხდომა. 1937 წლის 5 დეკემბერი.
ესწრებოდნენ: პროფ. ს. ჯანაშია, პროფ. ა. შანიძე, პროფ. ა. ჩიქობავა, პროფ. ვ. თოფურია, ნ. ბასილაია, ვ. ნაყოფია, დ. გულია, მ. ჰაშბა, ნ. გერია, ვ. მაანი, ნ. ჭოჭუა, ნ. პატეიფა, ს. ბასარია, პ. შაყრილი, ბ. კაცია, ს. სიმონია, ვ. ხარაზია, გ. თ. ძიძარია, ბ. ჯანაშია, კ. შაყრილი, ა. ფადეევი.
პროფ. ა. შანიძე: კომისია დ. გულიას თავმჯდომარეობით, რომელიც არჩეულია ჩვენი თათბირის გუშინდელ გადაწყვეტილებათა საფუძველზე განმასხვავებელ ნიშანთა შესარჩევად და ახალი აფხაზური ანბანის საბოლოოდ გასაფორმებლად, თათბირს დასამტკიცებლად სთავაზობს შემდეგს:
1. იმ ბგერებისათვის, რომლებიც გადმოიცემოდა ლათინური ,,ყ" ნიშნით (მაგ., აჳნ H ,,სახლი"), შემოღებულ იქნეს ნიშანი ,,ჳ”, როგორც მჟღერი ყელისმიერი ბგერის გადმოსაცემად უფრო მისაღები.
2. დიალექტოლოგიური ჩანაწერებისათვის გამოყენებული ф და ნიშნები მიღებულ იქნეს იმავე ბგერითი მნიშვნელობებით, რაც მათ აქვთ ქართულ ენაში.
3. რაც შეეხება განმასხვავებელ ნიშნებს, ერთ-ერთი მათგანის საკითხი უკვე გადაწყდა გუშინ: ესაა ,,Á”, რომლის გამოყენება მიანიშნებს წინამავალი თანხმოვნის შერბილებას. აღნიშნული ნიშანი ამჟამადაც გამოიყენება ქართულ დიალექტოლოგიურ ტექსტებში. დანარჩენ ორ განმასხვავებელ ნიშნად წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს “ “ და ,,०”: პირველი _ სიმაგრის აღსანიშნავად, ხოლო მეორე _ ლაბიალიზაციის აღმნიშვნელად. საბოლოოდ ვიღებთ ანბანს, შემდგარს 36 სრულფასოვანი და 3 განმასხვავებელი ნიშნისაგან, რომლებიც სპეციფიკურ აფხაზურ ბგერათა კომბინირების წესით გადმოცემისას მთლიანად ფარავენ აფხაზური სალიტერატურო ენის მთელ ბგერით შემადგენლობას. ეს ანბანი აფხაზური სალიტერატურო ენის პრაქტიკულ საჭიროებათა დაკმაყოფილების თვალსაზრისით სრულყოფილი და უნაკლოა, ხოლო სამეცნიერო თვალსაზრისით ბოლომდე მტკიცე და თანმიმდევრულია, ამიტომ იგი მკაფიოდ და იოლად ასათვისებელია. ე.ი. ამგვარი ანბანი, რომელიც [შეიცავს] დამატებით ნიშანთა მინიმალურ რაოდენობას, ქმნის შესაძლებლობას, ზუსტად გადმოიცეს აფხაზური ენის ყველა ბგერა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც აგებულია ნიშნები სპეციფიკური აფხაზური ბგერებისათვის, ქმნის დიდ თავისუფლებას დიალექტოლოგიური ჩანაწერების საწარმოებლადაც. ამიტომ, უეჭველია, რომ ჩვენი მეგობრული შრომის ნაყოფი, რამაც მიგვიყვანა სრულყოფილი ანბანის შექმნამდე და დააგვირგვინა აფხაზი ხალხის ფართო მასების ოცნება, წარმოადგენს დიდ მიღწევას. ახალი აფხაზური ანბანი მძლავრი საშუალება იქნება აფხაზთა ეროვნული კულტურის შემდგომი აღმავლობისათვის.
დაადგინეს: ქართული ასოების მოხაზულობის ბაზაზე შესამუშავებული ახალი აფხაზური ანბანის შესახებ საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის XV საოლქო პარტკონფერენციის დადგენილების განხორციელების მიზნით სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის აფხაზური კულტურის ინსტიტუტის სპეციალურმა თათბირმა სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიაზაციათა წარმომადგენლების, აგრეთვე პრაქტიკოს პედაგოგთა მონაწილეობით 1937 წლის 4 და 5 დეკემბერს ქ. სოხუმში მიიღო ერთხმა გადაწყვეტილება:
1. თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში არსებული ნიშნები დარჩეს უცვლელად, მათთვის დამახასიათებელ ბგერობრივ მნიშვნელობათა სრული დაცვით.
შენიშვნა:
თანამედროვე ქართული
ანბანის
ჭ,
ჯ,
ჩ,
შ,
ჟ
ბგერები
გამოყენებულ იქნეს აფხაზური რბილი თანხმოვნების გადმოსაცემად, რომლებთანაც ზოგადად უფრო ახლოს დგანან შესაბამისი ქართული ბგერები, ხოლო იმავე რიგის მაგარი თანხმოვნებისათვის გამოყენებულ იქნეს იგივე ასოები, ოღონდ განმასხვავებელი ნიშნებითურთ.
2. სპეციფიკურ აფხაზურ
ბგერათა გადმოსაცემად:
ა) გამოყენებულ იქნეს ქართული დიალექტოლოგიური ნიშნები фф, იმავე მნიშვნელობებით, რაც მათ აქვთ ქართულშიც, ხოლო ჳ ნიშანს მიენიჭოს მჟღერი ყელისმიერი თანხმოვნის მნიშვნელობა (მაგ., აჳნ H ,,სახლი").
ბ) შემოღებულ იქნეს განმასხვავებელი ნიშნები, ამასთანავე რთულ ბგერათა ერთნაირი შემადგენელი ელემენტები გამოისახოს ერთი და იმავე ხერხით - განმასხვავებელ ნიშანთა დასმით ძირითადი ნიშნების (ასოების) გვერდით.
3. დადგინდეს სამი განმასხვავებელი (დიაკრიტიკული) ნიშანი თანხმოვანთა სამი დიდი ჯგუფისათვის, კერძოდ: შერბილებულთათვის, მაგართათვის (დებელურთათვის) და გაბაგისმიერებულთათვის (ლაბიალიზებულთათვის).
4. განმასხვავებელ ნიშანთათვის გამოყენებულ იქნეს შემდეგი მщხაზულობანი: Á, , ०, ამასთანავე: А) ქართული დიალექტოლოგიური ნიშანი ,,Á~ (აფხაზურში შერბილების ნიშანი, ანდა უბრალოდ სილბოს ნიშანი) გამოიყენება შემდეგ მოხაზულობათა მქონე მაგარ თანხმოვანთა შერბილებისათვის: ყ, ღ, ხ, კ, გ, ქ, ლ.
შენიშვნა: შერბილების ნიშანი არ დაისმის იმ შემთხვევაში, როცა მაგარ თანხმოვნებს მოსდევს ე ან ი, რომლებიც თავისთავად არბილებენ წინამავალ მაგარ თანხმოვნებს. B B) ნიშანი ,, ” (სიმაგრის ნიშანი) გამოიყენება აფხაზური ბგერების დებელობის გადმოსაცემად ალვეოლარულ თანხმოვანთა რიგში, კერძოდ: ჭ , ჯ , ჩ , შ , ჟ . იგივე [ნიშანი] გამოიყენება წარმოთქმის მომენტალური შეყოვნების აღსანიშნავად, რაც ბგერას მაგარ გამოთქმას უნარჩუნებს რბილი ე და ი ხმოვნების წინაც (მაგ., იგ ეიტ ,,წაიღო, წაიყვანა", დ ლ ეÁტ ,,ჩავიდა" და ა.შ.). ჩ) ნიშანი ,,०" (ბგერის წარმოთქმაში ბაგეების აქტიური მონაწილეობის, ან უბრალოდ ბაგისმიერობის ნიშანი) გამოიყენება ბაგეების მონაწილეობის სამი სახეობის აღსანიშნავად: ა) სისინა და შიშინა ბგერათა წარმოთქმისას ორივე ბაგე ეხება ზედა კბილებს (კბილბაგისმიერნი): , , ;ბ) კბილისმიერ ბგერათა წარმოთქმისას ორივე ბაგე ეხება ერთმანეთს
(კბილბაგისმიერნი): , , ; გ) ბგერათა წარმოთქმისას ბაგეები მრგვალდება, მაგრამ არც ერთმანეთს ეხება და არც კბილებს (მომრგვალებულნი), მაგ., , , . 5. აფხაზური სალიტერატურო ენის ყველა ბგერის გამოხატვის შესაძლებლობის მომცემი 36 სრულყოფილი და სამი განმასხვავებელი ნიშნისაგან შედგენილი აფხაზური ანბანი დალაგდეს შემდეგი წესით: ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ ф ჳÁ०.
გ. თ. ძიძარია: 4 და 5 დეკემბრის 3 სხდომაზე განხილვის შემდგომ თათბირმა მიიღო ერთხმა გადაწყვეტილება და დაამტკიცა ახალი აფხაზური ანბანის პროექტი ქართული დამწერლობის საფუძველზე. ამით საფუძველი ჩაეყარა ამ ანბანის ათვისების, დანერგვისა და ფართო გავრცელების დიდ სამუშაოს, რომელიც მაშინვე დაიწყება, როგორც კი მას დაამტკიცებენ სათანადო ზემდგომი ორგანოები. ახალი ანბანი ხელს შეუწყობს ორი მოძმე ხალხის უფრო მეტად დაახლოებასა და ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურის შემდგომ განვითარებას. თათბირის მუშაობა ნაყოფიერი იყო იმიტომაც, რომ მასში ადგილობრივ მუშაკებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან ჩამოსულმა პროფესორებმა: პ. შარიამ, ს. ჯანაშიამ, ა. ჩიქობავამ, ვ. თოფურიამ, რომელთაც ჩვენ უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.
თავმჯდომარე:
გ.
თ.
ძიძარია
მდივნები: ბ. ჯანაშია
ა. ფადეევი სწორია:
დოკუმენტი # 4
ოქმი ახალი აფხაზური ანბანის შემოღების საკითხზე მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის აფხაზური კულტურის ინსტიტუტში გამართული თათბირის მიერ გამოყოფილი კომისიისა,
1937 წლის 5 დეკემბერი
ესწრებოდნენ: დ. გულია, პ შაყრილი, ბ. კაცია, მ. ჰაშბა, ვ. ხარაზია, მ. მარღანია, ა. შანიძე და ს. ჯანაშია.
თავმჯდომარე _ დ. გულია
მდივანი _ ს. ჯანაშია.
მოისმინეს: სპეციფიკურ აფხაზურ ბგერათა გადმოსაცემად აუცილებელი, მოქმედი ქართული ანბანისათვის [დასამატებელი] დამატებითი ნიშნების მოხაზულობის შესახებ.
დაადგინეს: მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის აფხაზური კულტურის ინსტიტუტში გამართული თათბირის გადაწყვეტილებაზე დამყარებით, რაც გულისხმობს: ანალოგიური წარმოების სპეციფიკური აფხაზური ბგერებისათვის, რომლებიც ბგერათა სამ ჯგუფს ქმნიან _ 1. შერბილებულთ, 2) მაგართ და 3) გაბაგისმიერებულთ (ლაბიალიზებულთ) _ შემოღებულ იქნეს განმასხვავებელი ნიშნები, რიცხვით 3, რომლებიც დაისმება მოცემული რთული წარმოების ბგერის ძირითადი ელემენტის აღმნიშვნელი ძირითადი ასოს გვერდით, [კომისიამ] განიხილა ძიებულ მოხაზულობათა ყველა წარმოდგენილი ვარიანტი და თათბირს სთავაზობს [შემდეგს]:
A A) განმასხვავებელ ნიშანთათვის შემოღებულ იქნეს შემდეგი მოხაზულობანი:
1) Á (ქართ. დიალექტოლოგიური) _ შერბილებულ [თანხმოვანთათვის] (როგორც არის დ. გულიასა და ,,შეჯერებულ" [პროექტებში]);
2) ნიშანი, რომელიც ამჟამად მიტოვებულ აფხაზურ ლათინურ შრიფტში, აგრეთვე აფხაზური ენის ზოგიერთ სატრანსკრიფციო სისტემაშიც გამოიყენება, _ მაგარი თანხმოვნებისათვის (ნიშანი იჭერს სრული ასოს ადგილს);
3) ნიშანი ०, რომელიც გამოიყენება აფხაზური ენის თითქმის ყველა ანბანსა და ტრანსკრიფციაში, _ გაბაგისმიერებულთათვის.
B B) თათბირისათვის შეთავაზებულ იქნეს, მიიღოს მჟღერი ყელისმიერი თანხმოვნისათვის (ҩ, ყ) ქართული დიალექტოლოგიური ნიშანი ჳ.
თავმჯდომარე დ. გულია
მდივანი ს. ჯანაშია

Комментариев нет:
Отправить комментарий