20 ноября 2025

რა შეიცვალა აფხაზეთში ა. ბჟანიას გადაყენების შემდეგ?

ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია, როგორც ყველა მისი წინამორბედი, კლანურ დაპირისპირების (რომელსაც ოპოზიციას ეძახიან) გამო გადადგა, ცხადია, მოსკოვთან შეთანხმებით. რა შეიცვალა სოხუმში და რით სუნთქავს ის გასული წლის ნოემბრის ხანმოკლე აჯანყების შემდეგ და გამართლდა თუ არა "პარლამენტში" შეჭრილთა მოლოდინები?

ერთი წლის წინ სოხუმი ძველი კინოქრონიკების კადრებს ჰგავდა: ქუჩებში შაშხანების კვამლი, დამსხვრეული ფარები და შეძახილები: „მიწის გაყიდვა აკრძალულია!“. ა. ბჟანიამ იმ საღამოსვე დატოვა ქალაქი და ოთხი დღის შემდეგ, სპიკერის მაგიდაზე გადადგომის წერილის დატოვებით, ისტორიას ჩაბარდა. ამბობენ, 2024 წ.19 ნოემბერს ბჟანიამ თანამდებობა დატოვა „სტაბილურობის შსანარჩუნებლად“, ხოლო 2025 წ. მარტში ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაიკავა თანამდებობა, რომელმაც ე. წ. არჩევნების მეორე ტურში ხმათა 54,73% მოიპოვა. ძალოვანთა ბლოკი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, თუმცა, გუნბამ ეკონომიკური თანამდებობები მოსკოვის მიერ რეკომენდებულ სტრატეგებს გადასცა. 

კრემლი ოფიციალურად "რესპუბლიკას" ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს მეშვეობით აკონტროლებს. ოპოზიცია, რომელიც ოდესღაც პროტესტის მთავარი ძალა იყო, ახლა მხოლოდ Telegram არხების და „მთავრობაზე კონტროლის“ შესახებ პერიოდული განცხადებების სახით არსებობს.

2025 წ. 1 ივლისის მდგომარეობით, მინიმალური პენსია 1000 რუბლით გაიზარდა და პირველადი ჯანდაცვის ექიმი ამჟამად დაახლოებით 30 000 რუბლს გამოიმუშავებს. თანხების წყარო გამჭვირვალეა: რუსეთის ფედერაციიდან გადარიცხვები (რესპუბლიკის 2025 წლის ბიუჯეტში დამატებით 2,4 მილიარდი რუბლი). აღნიშნულია, რომ „ხალხმა შენიშნა ზრდა, მაგრამ მათ ესმით, რომ რესპუბლიკა ამ სუბსიდიების გარეშე ასეთ თანხებს ვერ გაუმკლავდება“.

„ახალი კურსის“ მთავარი სიმბოლოა სოხუმის აეროპორტი, რომელიც 1 მაისს გაიხსნა. სეზონის განმავლობაში მისით 118 000 მგზავრმა ისარგებლა, რაც ომისშემდგომი აფხაზეთისთვის რეკორდია. ფედერალური გრანტები გამოიყენებოდა ჯანდაცვისთვის: ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები, სოხუმში ანგიოგრაფის დამონტაჟების გეგმები და ბავშვთა საავადმყოფოს მშენებლობა. სკოლებმა მიიღეს 30 ავტობუსი და უფასო ინტერნეტი სოფლის კლასებში.

არხის ავტორის თქმით, გადაუჭრელ საკითხებს შორის ყველაზე მგრძნობიარეა საკადასტრო რეესტრი.

მიწის ნაკვეთების ერთიანი რეესტრი არ არსებობს, ამიტომ არცერთი მსხვილი ინვესტორი არ რისკავს: ხეკშეკრულებათა იურიდიუ-სამართლებრივი სისუფთავე გარანტირებული არ არის. "უძრავი ქონების შესახებ" კანონი მეორე მოსმენით გაიჭედა და რუსეთისადმი ლოიალურ დეპუტატებსაც კი მიძინებული ტერიტორიული დავების ხელახლა გაღვიძების ეშინიათ. ენერგეტიკის სექტორიც გაკოტრების პირასაა: რუსეთისთვის ელექტროენერგიის ვალი არ არის დაფარული და მთავრობას შეიძლება 2025/26 წწ. ზამთარში გათიშვების გრაფიკი დასჭირდეს.

რუსეთის ინვესტორების წახალისების შესახებ დოკუმენტი, რომელმაც პროტესტი გამოიწვია, ფორმალურად „გადასახედად უკან დააბრუნეს“, მაგრამ, ფაქტობრივად, კანონპროექტი დამარხულია. "პრეზიდენტმა" გუნბამ პირდაპირ განაცხადა: „ის თავდაპირველი სახით არ განხორციელდება“. ამგვარად, ნოემბრის საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა, ეკონომიკური ალტერნატივა ჯერ არ არის შემოთავაზებული.

ტურიზმის შემოსავალი 2025 წ. 18% გაიზარდა. ეტყობა, რუსმა ტურისტებმა სოხუმის აეროპორტში პირდაპირი რეისები დააფასეს. თუმცა, ის მხოლოდ ზაფხულის სეზონში ფუნქციონირებს. ნოემბრიდან აპრილამდე აფხაზეთი თითქმის მთლიანად რუსული სუბსიდიებითა და სავაჭრო გადასახადებით ცხოვრობს. 

თევზჭერის ინდუსტრია შემცირდა: კვოტები მოსკოვის სურვილის მიხედვით ნაწილდება, საწვავი გაძვირდა და საკვებიც უფრო ძვირი ხდება.

ასე, რომ მოსკოვის მარიონეტი ოკუპირებული აფხაზეთისა და მისი მოსახლეობისთვის "პრეზიდენტებისა" და "პარლამენტების" ცვლით ცხოვრება არ უმჯობესდება. რუსეთ-უკრაინის ომმა კი ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ხალხს ძალიან არ მოსწონს მათი შვილები პუტინის ავანტიურის გამო, სხვის ომში რომ იღუპებიან.

18 ноября 2025

რატომ აღიარებს სირია დღემდე აფხაზეთს?

ოფიციალურ მიღებაზე აფსუების დროშა არაა
 
სირია ერთ-ერთია იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელიც აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას 2018 წლიდან. 2024 წ. დეკემბრიდან, რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ მისი ეს პოზიცია შეიცვლებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცის ხელმძღვანელობით დამასკოს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა და აფსუებს კვლავ კარგად დახვდნენ.

 

ასადის წასვლის შემდეგ სირიის შიდა და საგარეო პოლიტიკა შეიცვალა: ვაშინგტონმა სანქციები გააუქმა, ბრიუსელმა ახალი ხელისუფლების მიმართ კეთილი ნება გამოხატა, ხოლო ანკარამ რეგიონში მოსკოვი შეცვალა.

 

ასადის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება მაშინ აღიქმებოდა როგორც ჟესტი მოსკოვის მიმართ, რომელიც სირიის რეჟიმს ოპოზიციასთან ბრძოლაში აქტიურად უჭერდა მხარს.

 

საბოლოოდ, ასადი დამარცხდა და შესაბამისად, მოსკოვმაც დაკარგა პოზიციები რეგიონში. ამიტომ, საქართველო, – არც თუ ისე უსაფუძვლოდ, – ელოდა, რომ სირიის ახალი მთავრობა გააუქმებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს. უფრო მეტიც, 2025 წ. ივნისში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი ოფიციალური ვიზიტით სირიას ეწვია. რადგან მოსკოვმა თითქმის მთლიანად დაკარგა დამასკოზე გავლენის ბერკეტები, ვიზიტის ორგანიზება მხოლოდ თავად სირიისა და აფხაზეთის ორგანიზებით მოხდა. ანუ, პირველად ისტორიაში, აფხაზური დიპლომატია მხოლოდ საკუთარ ძალებზე იყო ორიენტირებული და საკმაოდ წარმატებითაც.


საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით. 


ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.


მაგრამ ოფიციალური დამასკის პოზიცია ამ საკითხზე დღემდე უცნობია.


ამასთან, აფხაზეთის მიერ  სირიის ახალი მთავრობის დროს პოზიციების შენარჩუნება არა იმდენად მხარეების დიპლომატიის წარმატებაშია, რამდენადაც უზარმაზარი აფსუური და ჩერქეზული დიასპორის ძალისხმევაში. ის სირიაში საუკუნენახევრის წინ ჩამოყალიბდა რუსეთ-თურქეთისა და კავკასიის ომების შედეგად.

 

ამ დიასპორის წარმომადგენლები თითქმის ყოველთვის სირიის ელიტის ნაწილი იყვნენ, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკაში, არმიასა და ბიზნესში და მათი გავლენა ყოველთვის დიდი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ეს ასპექტი გაითვალისწინა სირიის ახალმა ხელისუფლებამ დიქტატორის მიერ დატოვებული საქმეების გადახედვისას.

 

გარდა ამისა, უზარმაზარი აფსუურ-ადიღეური დიასპორა, რომელიც რამდენიმე მილიონს ითვლის, ცხოვრობს მეზობელ თურქეთში, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ამუხრუჭებს სირიის მიერ 2018 წ. აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარების გაუქმებას.