09 октября 2021

ეკლესიის საკითხები ოკუპირებულ აფხაზეთში


აფხაზეთში დღეს მოქმედებს ორი ქრისტიანული ორგანიზაცია: „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ ("ღვდელი" ბესარიონ აპლია) დააფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, რომელსაც მიტაცებული აქვს ახალი ათონის მონასტერი („არქიმანდრიტიდოროფეი დბარი). პირველი ორიენტირებულია რუსეთის ეკლესიაზე, ხოლო . . მიტროპოლია კონსტანტინოპოლთან ცდილობს კავშირების გაბმას, თუმცა უშედეგოდ. მოუხედავად იმისა, რომ ეს წარმონაქმნები ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან, ისინი ერთ მიზანს ისახავენ: დამოუკიდებელიაფხაზური ეკლესიისშექმნას.

შეგახსენებთ, რომ 2009 . 15 სექტემბრსსოხუმ-აფხაზეთის ეპარქიისმმართველმა ბესარიონ აპლიამ . . აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფა გამოაცხადა. მისი თქმით, ამით აღდგა ისტორიული სამართლიანობა, რადგან 1943 . აფხაზეთის ეკლესია ძალადობრივად მიუერთეს საქართველოს ეკლესიას

ცხადია, ოკუპირებული აფხაზეთის საეკლესიო ამბები რუსეთიდან იმართება და მღვდელი აპლია მხოლოდ პროვოკატორ-შემსრულებელია. ამიტომ იყო, რომ 2010 . დეკემბერში სწორედ მისმართლმადიდებელეკლესიას გადაეცა უვადო სარგებლობაში აფხაზეთის 42 ქართული ტაძარი შემდგომში რუსეთის ეკლესიის პოზიციების გასაძლიერებლად.

2011 . მარტის ბოლოს რუსეთის პატრიარქმა კირილემ ბესარიონ აპლიას თხოვნით, ახალი ათონის წმ. მოციქულ სიმონ კანანელის მონასტერში მმართველად მიავლინა იღუმენი ეფრემი (ვინოგრადოვი), რომელსაც თან მოჰყვა მღვდელმსახურთა მთელი დესანტი. სწორედ ამან გამოიწვია აფსუა საზოგადოების უკმაყოფილება და შემდგომში დოროფეი დბარისმიტროპოლიისშექმნა.

იმავე წელს მოსკოვის ეკლესიამ აფხაზეთში გაგზავნა მღვდელი ალექსანდრ ტერპუგოვი, რომელსაც დაევალა რუსულ საოკუპაციო სამხედრო ნაწილებში მსახურება. ამ მიზნით შემდეგ მომზადდა რამოდენიმე ათეული სასულიერო პირიც

ამ წლების განმავლობაში რუსეთის ეკლესია სხვადასხვა მეთოდითა და საშუალებით, ღიად თუ შეფარვით მიზანმიმართულად ახორციელებდა საკუთარი გავლენის გაძლიერებას აფხაზეთში ისე, რომ დიდ ყურადღება არ აქცევდა ე. წ. აფხაზურ ეკლესიას. ამან, ეტყობა, გაანაწყენა აფსუათა "სულიერი ლიდერი" და გაბრაზებულმა ბესარიონ აპლიამ 2021 . 19 თებერვალს აფხაზეთის ყველა ტაძარში, სოხუმის საკათედროს გარდა, შეაჩერა მსახურება. მან ამით გამოხატა პროტესტიაფხაზეთის ეკლესიისავტოკეფალიის საკითხის იგნორირების გამო. Тридцать лет вот так находиться в какой-то такой ситуации – это невозможно... Поэтому я сейчас приостановил службы в храмах“, - ამბობს „მამაბესარიონი. მისი აზრით, განსასაზღვრია რუსეთის ეკლესიის მიერ სქიზმაში ხელდასხმულთა კანონიკური მდგომარეობა და მათ უნდა მიენიჭოთ აფხაზეთის ეკლესიის მსახურთა სტატუსით. Мы не можем быть частью грузинской церкви, мы не были частью грузинской церкви и не будем“, - გაჰკივის განდგომილი

მაგრამ, როგორც ჩანს, სოხუმელიერარქებსრომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკობა არ მოუწონეს კრემლში. ამიტომ აპლიამ ერთ კვირაში უკან წაიღო საკუთარი გადაწყვეტილება და გახსნა ეკლესიები: „Говорить об автокефалии еще рано, сначала надо восстановить автономию. У нас идет восстановление абхазского католикосата, это процесс очень долгий“. მას იმედი აქვს, რომ მოსკოვის საპატრიარქო დაეხმარება აფსუურად ღვთისმსახურების ორგანიზებაში, რისთვისაც შეიქმნება მთარგმნელთა კომისია, რუსეთში გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა და აფხაზეთი მიიღებს საეკლესიო ნივთებს.  

სრულიად ისტერიული იყო აფხაზეთის ე. წ. საეკლესიო საბჭოს . .  14 სექტემბრის მიმართვა რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებისადმი, სადაც ნათქვამია: „С XIX века Русская Православная Церковь возрождает православие на Кавказе. Мы ждем, что с её помощью Абхазская Православная Церковь добьётся канонического признания независимости Абхазской Православной Церкви. Абхазская Православная Церковь заявляет, что не желает иметь братскую духовную связь с теми, кто вопреки евангельской правде считает Абхазию канонической территорией Грузинской Православной Церкви“.

დღეისთვის აფხაზეთში 16 მოქმედი ტაძარია, სადაც, მათი განცხადებით, მღვდელმსახურება აფსუაურ, ძველ სლავურ და ბერძნულ ენებზე ხორციელდება. მოქმედ ტაძართა ჩამონათვალი ასეთია: სოხუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების საკათედრო, გაგრის ღვთისმშობლის, ბიჭვინთის წმინდანთა, გუდაუთის ღვთისმშობლის, ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების, ახალი ათონის ღვთისმშობლის, ახალი ათონის მოციქულ სიმონ კანაელის, იაშთუხის ფერისცვალების, . აკაფას მოციქულთა თანასწორების კონსტანტინესა და ელენეს, აგუძერის წინასწარმეტყველ ილიას, დრანდის მიძინების, დრანდის მთავარანგელოზ გაბრიელის, მოსკოვის მიძინების, ილორის წმ. გიორგის, ჭუბურხინჯის წმ. გიორგის. ახალ ათონში მოქმედებს სიმონ კანანელის სახელობის მონასტერი.

აფხაზეთის სასულიერო პირები 2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაიკოპის ეპარქიის იურისდიქციაში არიან.

აქ არ ვისაუბრებთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე ქართული ისტორიულ-კულტურული და რელიგიური ძეგლების ვანდალურ ხელყოფაზე, რადგან ეს საყოველთაოდ ცნობილია და ჩვენი, იუნესკოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სახით ცივილიზებული მსოფლიო ვერ ახერხებს მათ დაცვას.

რუსეთის ეკლესია სიტყვიერად ცნობს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას დაპყრობილ აფხაზეთშიმაგრამ, როგორც კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკის ინსტრუმენტიმოსკოვისსაპატრიარქო ფიზიკური ოკუპაციის კვალდაკვალაფხაზეთის სულიერ ოკუპაციას აგრძელებს.

ასეთია ოკუპაციის ფასი.

 

 

 

 




23 сентября 2021

სიკვდილთან წილნაყარი არჩევანი - აფსუათა წუხილი მოქალაქეობაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ამასწინათ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთთან ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმების მოსალოდნელ გაფორმებაზე,  რასაც ხმაური მოჰყვა სოხუმში. შემდგომ ის იძულებული გახდა განემარტა, რომ ეს შეთანხმება არ ეხება აფხაზური "მოქალაქეობის" გაცემის წესის გამარტივებას და აფსუებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზეა საუბარი, ე. ი. რუსეთის მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება მოითხოვონ "აფხაზეთის მოქალაქეობა".

ა. ბჟანიას განმარტებით, რუსეთის მოქალაქეებს "აფხაზეთის მოქალაქეობის" უფლება რომ მიეცეთ, მაშინ ავტომატურად დაკარგავდა აზრს აფხაზურ კანონმდებლობაში არსებული სხვა მკაცრი შეზღუდვებიც, მათ შორის, უცხოელთათვის სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის კუთხით. "არც ამ მხრივ ვაპირებთ ჩვენი კანონმდებლობის შეცვლას", - აცხადებს აფსუათა ლიდერი.

ომის ცხელი ფაზის შემდეგ აფხაზეთში დარჩენილთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი 2008 წ. აგვისტოში რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ შეწყდა. 

დღეს აფხაზეთში მცხოვრებ 250 ათასი ადამიანიდან (მათი მონაცემებია), 140 ათასს რუსეთის მოქალაქობა აქვს. ამიტომ ვ. პუტინს ნაკლებად ადარდებს რამდენი რუსი გახდება აფხაზეთის მოქალაქე. იქ ყველა რუსია. 

რუსული გეგმა, - სსრკ-ს აღდგენა და "რუსული სამყარო" (Русский мир) ჩაუვარდათ მონღოლ-თათრებს, ერთგვარ გამოსავალს სსრკ-2-ში ხედავენ. Запасной вариант. ამისთვის ახალი "სტრატეგიული მეგობრები" დაიგულეს - სოხუმი და ცხინვალი. პუტინი ამაზეც ყაბულსაა, რადგან ეს ერთობას, მართალია, ყოფილ სსრკ-სთან შედარებით მცირეა, მაგრამ სამაგიეროდ სუბიექტების უფრო მჭიდრო ინტეგრაციაა. დანარჩენი ადგილები ამ ახალ ვირტუალურ კონგლომერატში, მოსკოვის გათვლით, უნდა შეავსონ სხვა ოკუპირებულებმა/ანერქსირებულებმა – დნესტრისპირეთმა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებმა”, შესაძლოა – სომხეთმა და, რაღა თქმა უნდა, ლუკაშენკოს ბელარუსმა.

ერთი მომენტია აქ თავად ასლან ბჟანიასთვის. ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსული (პუტინის) გეგმებს, ანუ სოხუმის კანონმდებლობის მოსკოვთან "ჰარმონიზაციას", ანუ უცხოელთათვის სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, ყველა მოიშორეს - სერგეი ბაღაფში მოსკოვის კლინიკაში მოკლეს, ალექსანდრე ანქვაბს გადატრიალება მოუწყვეს და შემთხვევით გადარჩა ლიკვიდაციას (გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზას შეაფარა თავი და პუტინმა არ "იკისრა" "მის ტერიტორიაზე" ანქვაბის მოკვლა). ახლა, ა. ბჟანია აცხადებს, რომ "არც ამ მხრივ ვაპირებთ ჩვენი კანონმდებლობის შეცვლას".

ასლან ბჟანია საბჭოთა კაგებეს გენერალია და კარგად ესმის, რა რისკზე მიდის. ბოლო დროს მას დაეძაბა ურთიერთობა ა. ანქვაბთან - პრემირთან. ესეც არაა შემთხვევითი.

აფსუა საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგია რუსებისთვის მიწის და სხვა უძრავი ქონების გადაცემისა, მოსკოვი კი ამას ითხოვს. ა. ბჟანიას მოელის არჩევანის გაკეთება, რომელიც სიკვდილზე გადის.

ისე, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსკოვთან მომავალი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ოკუპირებული რეგიონის ყველა მცხოვრებს დაავალდებულებენ.


 

 

23 июня 2021

სოხუმის აეროპორტი

 სოხუმის აეროპორტი ნომერ პირველი ამოცანაა. მისი გახსნის თარიღად 2024 წლის იანვარი განვსაზღვრეთ, იქნებ ევროპული ცაც გაიხსნას ჩვენთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემასთან „არგუმენტები და ფაქტები“, განაცხადა.

„აეროპორტი ნომერ პირველი ამოცანაა. ვთხოვე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მან ინსტრუქციები მისცა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს. პროექტის განსახორციელებლად (და ეს არ არის იაფი და მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიარდ რუბლამდეა), უნდა არსებობდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მექანიზმი. ჩვენ ახლა ამ საკითხზე აეროპორტის გახსნის თარიღად 2024 წლის იანვარი განვსაზღვრეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამოცანა გადაიჭრება. რუსი ექსპერტების თქმით, აუცილებელია ეს აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამებოდეს, რათა მომავალში არაფერი შეიცვალოს. ახალი ტექნიკა, ახალი აღჭურვილობა - ყველაფერი კარგ დონეზე იქნება. შემდეგ, იქნებ ევროპული ცაც გაიხსნას ჩვენთვის,“- აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, „არაღიარებულის სტატუსი“ აფხაზეთს ბევრ სირთულეს უქმნის.

„ეს ჩვენს ცხოვრებას ართულებს. აშკარაა, რომ იგივე აეროპორტი დიდი ხნის წინ დაიწყებდა მუშაობას, რომ არა საქართველოსა და მისი მხარდამჭერი სხვა სახელმწიფოების პოზიცია. ჩვენ გვსურს ყველასთან ვიმეგობროთ, ჩვენს შვილებსაც უნდათ ჩასვლა, მაგალითად, ათენში ან რომში, რომ ნახონ როგორ დაიბადა ცივილიზაცია. ჩვენ ასეთი შესაძლებლობას მოკლებული ვართ. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს სწორი და სამართლიანია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მაგრამ ჩვენ ამის გამო განსაკუთრებით არ ვწუხვართ, არც ვკომპლექსდებით. ჩვენ გვაქვს ფანჯარა მსოფლიოსკენ, ფანჯარა ევროპისკენ რუსეთის ფედერაციის გავლით,“- აღნიშნა ბჟანიამ.


04 марта 2021

რუსეთ-საქრთველოს ომი. 1993 მარტი. ქრონიკა.

 

4 მარტი

- სოხუმში ჩამოდის სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ქალაქის დაცვას.

- საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „გალისა და გულრიფშის რაიონების ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“.

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“.

10 მარტი

- ოჩამჩირის ს. ლაბრასთან შეტაკებისას დაიღუპა დაახლოებით 20 აფხაზი და 9 ქართველი.

11 მარტი

- საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „თანამედროვე ეტაპზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხების შესახებ“, რომელშიც განისაზღვრა რუსეთის ჯარების გაყვანის გრაფიკი (არა უგვიანეს 1995 წლისა).

12 მარტი

- ოჩამჩირის რ-ნ ს. ცაგერას მშვიდობიანი მოსახლეობა „ნურსის" ტიპის რაკეტებით დაბომბა რუსეთის სუ-25 ტიპის თვითმფრინავმა. დაიღუპა 2, დაიჭრა 9  ქართველი (მ.შ. 5 ბავშვი).

13 მარტი

- 19 საათზე და 23 საათზე ქ. სოხუმი და ქართული ჯარის პოზიციები გუმისთაზე დაბომბეს სუ-25 ტიპის თვითმფრინავებმა. ამასთან ისინი აწარმოებდნენ სადაზვერვო გადაფრენებს ქალაქისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. დაინგრა სახლები. მსხვერპლი არ ყოფილა.

14 მარტი

- დილით გუმისთის ქართულ პოზიციებს მასიური ცეცხლი გაუხსნა მტერმა. დღის მეორე ნახევარში ს. შრომას რამდენჯერმე შემოუფრინა სუ-25 ტიპის თვითმფრინავმა და გუდაუთის მიმართულებით გაფრინდა.

- 21 საათზე აფხაზურმა მხარემ მის ხელთ არსებული ყველა სახის იარაღით დაიწყო სოხუმის დაბომბვა. დაინგრა 20-მდე საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 2 მოქალაქე, მძიმედ დაიჭრა 12, მ.შ. 2 ბავშვი.

16 მარტი

- ღამის 2 საათზე მტერმა დაიწყო გუმისთაზე ქართველთა პოზიციებისა და სოხუმის მასირებული საარტილერიო დაბომბვა. მოგვიანებით ჰაერში გამოჩნდა სუ-25 ტიპის რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთაც გადმოყარეს მანათობელი რაკეტები და დაბომბეს ქალაქი, საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გამთენიისას მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადმოვიდა. რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთებს ევალებოდათ გზის „გაწმენდა" და მეორე ეშელონად აფხაზთა და დაქირავებულთა შემოყვანა სოხუმში. მდ. გუმისთა რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა გადმოლახეს და ხელში ჩაიგდეს პლაცდარმი ე.წ. „უჩხოზთან" და აჩადარის ხაზის ზოგიერთი მონაკვეთი. დაიკავეს რამდენიმე ნაგებობა. მაგარამ მცირერიცხვოვან ქართველთაგან, რომლებიც პოზიციებზე მორიგეობდნენ, მედგარ წინააღმდეგობას შეხვდნენ. გამოცხადდა განგაში და დილის 5-6 საათისთვის ფრონტი გამაგრდა. განხორციელდა კონტრშეტევა და ფრონტის ხაზი აღსდგა. 16 საათისთვის დაიწყო გაწმენდითი ოპერაციები. დაბნელების შემდეგ ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა. ღამის განმავლობაში რესეთის სამხედრო თვითმფრინავებმა კვლავ რამდენჯერმე დაბომბეს ქალაქი, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ღამის 3 საათზე მოწინააღმდეგემ განახორციელა მეორე შეტევა, მაგრამ ვერ გადმოლახა მდინარე და უკან დაიხია.

- სოხუმის თამარ მეფის, კუხალეიშვილის, მარუხის  ქუჩები, თბილისის გზატკეცილი, შუქურას რაიონი - აი, არასრული სია მისამართებისა, სადაც დიდი სიმძლავრის (300-500 კგ) საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს და მრავალი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები.

- ეს იყო ყველაზე მასშტაბური შემოტევა გუმისთაზე, რომელსაც 500-მდე დაქირავებული ოკუპანტი და აფხაზი სეპარატისტი შეეწირა. ქართული მხრიდან დაიღუპა ასზე მეტი მეომარი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.

17 მარტი

- საქართველოს პარლამენტმა მიმართვა გაუგზავნა გაეროს, ევროპარლამენტს, მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს, სადაც აღნიშნა, რომ აფხაზ სეპარატისტებს ამოფარებული რუსეთის შეიარაღებული ძალები 16 მარტის შეტევაში ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. აგრესორების მიზანია საქართველოსაგან აფხაზეთის მოწყვეტა. პარლამენტმა რუსეთისაგან მოითხოვა ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან.

- მოსკოვის დეპუტატთა საბჭო ღებულობს მიმართვას რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოსადმი საქართველოს მიმართ სანქციების შემოღების მოთხოვნით.

- 13 საათისთვის სოხუმის შუქურას რაიონში გამოჩნდა მოწინააღმდეგის გემი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ჩაძირეს.

- ღამის 3 საათზე კვლავ იყო გუმისთის გადმოლახვის მცდელობა, მაგრამ საარტილერიო ცეცხლმა ამის საშუალება არ მისცა მოწინააღმდეგეს.

18 მარტი

-17 საათისთვის შემჩნეულ იქნა ახალი ათონის მხრიდან მომავალი აფხაზური მხარის მძიმე სატვირთო ავტომანქანების კოლონა, რომელიც ეშერის მიმართულებით მიემართებოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლით ექვსიდან ოთხი მანქანა განადგურდა.

18-31 მარტი

- ქართული მხარის კეთილი ნებით მოწინააღმდეგეს მიეცა საშუალება, ბრძოლის ველიდან გადაესვენებინა გუმისთის ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცები. მაგრამ აღნიშნული სამშვიდობო პაუზა აფხაზურმა მხარემ გამოიყენა პოზიციების გასამაგრებლად (ააგეს ძოტები და ა.შ.), რასაც არ მოჰყვა ქართული მხარის შესაბამისი რეაქცია.

19 მარტი

- დილის 5 საათისთვის სოხუმის რ-ნ სოფ. ოდიშთან ჩამოგდებულ იქნა სუ-27 ტიპის რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. პილოტი, მაიორი ვ. შიპკო დაიღუპა.

- აფხაზეთის სამხედრო კომისრის ვ. ვეკუას ბრძანების თანახმად გამოცხადდა რეზერვისტთა მობილიზაცია „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონის შესაბამისად.

22 მარტი

- საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დამტკიცდა აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმი (თ. ნადარეიშვილი - თავმჯდომარე, ლ. მარშანია, რ. სიჭინავა, ვ. ბერულავა, ა. გასვიანი, გ. ადამია, გ. გაბისკირია, ჯ. ბეთაშვილი, დ. გულუა, პ. დათუაშვილი, ი. კეშელავა).

25 მარტი

- ოჩამჩირის რაიონ სოფ. ბესლახუბასთან მტრის დივერსიული ჯგუფი ცდილობდა გაერღვია ქართველთა პოზიციები. შეტევა მოიგერიებულ იქნა. შეტაკებისას დაიღუპა 6 ქართველი მეომარი: დ. შარანგია, ი. ქანთარია, ზ. ლაცუზბაია, გ. თითბერიძე, რ. ზარია, კ. ცატავა.