09 октября 2021

ეკლესიის საკითხები ოკუპირებულ აფხაზეთში


აფხაზეთში დღეს მოქმედებს ორი ქრისტიანული ორგანიზაცია: „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ ("ღვდელი" ბესარიონ აპლია) დააფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, რომელსაც მიტაცებული აქვს ახალი ათონის მონასტერი („არქიმანდრიტიდოროფეი დბარი). პირველი ორიენტირებულია რუსეთის ეკლესიაზე, ხოლო . . მიტროპოლია კონსტანტინოპოლთან ცდილობს კავშირების გაბმას, თუმცა უშედეგოდ. მოუხედავად იმისა, რომ ეს წარმონაქმნები ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან, ისინი ერთ მიზანს ისახავენ: დამოუკიდებელიაფხაზური ეკლესიისშექმნას.

შეგახსენებთ, რომ 2009 . 15 სექტემბრსსოხუმ-აფხაზეთის ეპარქიისმმართველმა ბესარიონ აპლიამ . . აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფა გამოაცხადა. მისი თქმით, ამით აღდგა ისტორიული სამართლიანობა, რადგან 1943 . აფხაზეთის ეკლესია ძალადობრივად მიუერთეს საქართველოს ეკლესიას

ცხადია, ოკუპირებული აფხაზეთის საეკლესიო ამბები რუსეთიდან იმართება და მღვდელი აპლია მხოლოდ პროვოკატორ-შემსრულებელია. ამიტომ იყო, რომ 2010 . დეკემბერში სწორედ მისმართლმადიდებელეკლესიას გადაეცა უვადო სარგებლობაში აფხაზეთის 42 ქართული ტაძარი შემდგომში რუსეთის ეკლესიის პოზიციების გასაძლიერებლად.

2011 . მარტის ბოლოს რუსეთის პატრიარქმა კირილემ ბესარიონ აპლიას თხოვნით, ახალი ათონის წმ. მოციქულ სიმონ კანანელის მონასტერში მმართველად მიავლინა იღუმენი ეფრემი (ვინოგრადოვი), რომელსაც თან მოჰყვა მღვდელმსახურთა მთელი დესანტი. სწორედ ამან გამოიწვია აფსუა საზოგადოების უკმაყოფილება და შემდგომში დოროფეი დბარისმიტროპოლიისშექმნა.

იმავე წელს მოსკოვის ეკლესიამ აფხაზეთში გაგზავნა მღვდელი ალექსანდრ ტერპუგოვი, რომელსაც დაევალა რუსულ საოკუპაციო სამხედრო ნაწილებში მსახურება. ამ მიზნით შემდეგ მომზადდა რამოდენიმე ათეული სასულიერო პირიც

ამ წლების განმავლობაში რუსეთის ეკლესია სხვადასხვა მეთოდითა და საშუალებით, ღიად თუ შეფარვით მიზანმიმართულად ახორციელებდა საკუთარი გავლენის გაძლიერებას აფხაზეთში ისე, რომ დიდ ყურადღება არ აქცევდა ე. წ. აფხაზურ ეკლესიას. ამან, ეტყობა, გაანაწყენა აფსუათა "სულიერი ლიდერი" და გაბრაზებულმა ბესარიონ აპლიამ 2021 . 19 თებერვალს აფხაზეთის ყველა ტაძარში, სოხუმის საკათედროს გარდა, შეაჩერა მსახურება. მან ამით გამოხატა პროტესტიაფხაზეთის ეკლესიისავტოკეფალიის საკითხის იგნორირების გამო. Тридцать лет вот так находиться в какой-то такой ситуации – это невозможно... Поэтому я сейчас приостановил службы в храмах“, - ამბობს „მამაბესარიონი. მისი აზრით, განსასაზღვრია რუსეთის ეკლესიის მიერ სქიზმაში ხელდასხმულთა კანონიკური მდგომარეობა და მათ უნდა მიენიჭოთ აფხაზეთის ეკლესიის მსახურთა სტატუსით. Мы не можем быть частью грузинской церкви, мы не были частью грузинской церкви и не будем“, - გაჰკივის განდგომილი

მაგრამ, როგორც ჩანს, სოხუმელიერარქებსრომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკობა არ მოუწონეს კრემლში. ამიტომ აპლიამ ერთ კვირაში უკან წაიღო საკუთარი გადაწყვეტილება და გახსნა ეკლესიები: „Говорить об автокефалии еще рано, сначала надо восстановить автономию. У нас идет восстановление абхазского католикосата, это процесс очень долгий“. მას იმედი აქვს, რომ მოსკოვის საპატრიარქო დაეხმარება აფსუურად ღვთისმსახურების ორგანიზებაში, რისთვისაც შეიქმნება მთარგმნელთა კომისია, რუსეთში გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა და აფხაზეთი მიიღებს საეკლესიო ნივთებს.  

სრულიად ისტერიული იყო აფხაზეთის ე. წ. საეკლესიო საბჭოს . .  14 სექტემბრის მიმართვა რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებისადმი, სადაც ნათქვამია: „С XIX века Русская Православная Церковь возрождает православие на Кавказе. Мы ждем, что с её помощью Абхазская Православная Церковь добьётся канонического признания независимости Абхазской Православной Церкви. Абхазская Православная Церковь заявляет, что не желает иметь братскую духовную связь с теми, кто вопреки евангельской правде считает Абхазию канонической территорией Грузинской Православной Церкви“.

დღეისთვის აფხაზეთში 16 მოქმედი ტაძარია, სადაც, მათი განცხადებით, მღვდელმსახურება აფსუაურ, ძველ სლავურ და ბერძნულ ენებზე ხორციელდება. მოქმედ ტაძართა ჩამონათვალი ასეთია: სოხუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების საკათედრო, გაგრის ღვთისმშობლის, ბიჭვინთის წმინდანთა, გუდაუთის ღვთისმშობლის, ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების, ახალი ათონის ღვთისმშობლის, ახალი ათონის მოციქულ სიმონ კანაელის, იაშთუხის ფერისცვალების, . აკაფას მოციქულთა თანასწორების კონსტანტინესა და ელენეს, აგუძერის წინასწარმეტყველ ილიას, დრანდის მიძინების, დრანდის მთავარანგელოზ გაბრიელის, მოსკოვის მიძინების, ილორის წმ. გიორგის, ჭუბურხინჯის წმ. გიორგის. ახალ ათონში მოქმედებს სიმონ კანანელის სახელობის მონასტერი.

აფხაზეთის სასულიერო პირები 2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაიკოპის ეპარქიის იურისდიქციაში არიან.

აქ არ ვისაუბრებთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე ქართული ისტორიულ-კულტურული და რელიგიური ძეგლების ვანდალურ ხელყოფაზე, რადგან ეს საყოველთაოდ ცნობილია და ჩვენი, იუნესკოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სახით ცივილიზებული მსოფლიო ვერ ახერხებს მათ დაცვას.

რუსეთის ეკლესია სიტყვიერად ცნობს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას დაპყრობილ აფხაზეთშიმაგრამ, როგორც კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკის ინსტრუმენტიმოსკოვისსაპატრიარქო ფიზიკური ოკუპაციის კვალდაკვალაფხაზეთის სულიერ ოკუპაციას აგრძელებს.

ასეთია ოკუპაციის ფასი.

 

 

 

 




23 сентября 2021

სიკვდილთან წილნაყარი არჩევანი - აფსუათა წუხილი მოქალაქეობაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ამასწინათ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთთან ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმების მოსალოდნელ გაფორმებაზე,  რასაც ხმაური მოჰყვა სოხუმში. შემდგომ ის იძულებული გახდა განემარტა, რომ ეს შეთანხმება არ ეხება აფხაზური "მოქალაქეობის" გაცემის წესის გამარტივებას და აფსუებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზეა საუბარი, ე. ი. რუსეთის მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება მოითხოვონ "აფხაზეთის მოქალაქეობა".

ა. ბჟანიას განმარტებით, რუსეთის მოქალაქეებს "აფხაზეთის მოქალაქეობის" უფლება რომ მიეცეთ, მაშინ ავტომატურად დაკარგავდა აზრს აფხაზურ კანონმდებლობაში არსებული სხვა მკაცრი შეზღუდვებიც, მათ შორის, უცხოელთათვის სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის კუთხით. "არც ამ მხრივ ვაპირებთ ჩვენი კანონმდებლობის შეცვლას", - აცხადებს აფსუათა ლიდერი.

ომის ცხელი ფაზის შემდეგ აფხაზეთში დარჩენილთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი 2008 წ. აგვისტოში რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ შეწყდა. 

დღეს აფხაზეთში მცხოვრებ 250 ათასი ადამიანიდან (მათი მონაცემებია), 140 ათასს რუსეთის მოქალაქობა აქვს. ამიტომ ვ. პუტინს ნაკლებად ადარდებს რამდენი რუსი გახდება აფხაზეთის მოქალაქე. იქ ყველა რუსია. 

რუსული გეგმა, - სსრკ-ს აღდგენა და "რუსული სამყარო" (Русский мир) ჩაუვარდათ მონღოლ-თათრებს, ერთგვარ გამოსავალს სსრკ-2-ში ხედავენ. Запасной вариант. ამისთვის ახალი "სტრატეგიული მეგობრები" დაიგულეს - სოხუმი და ცხინვალი. პუტინი ამაზეც ყაბულსაა, რადგან ეს ერთობას, მართალია, ყოფილ სსრკ-სთან შედარებით მცირეა, მაგრამ სამაგიეროდ სუბიექტების უფრო მჭიდრო ინტეგრაციაა. დანარჩენი ადგილები ამ ახალ ვირტუალურ კონგლომერატში, მოსკოვის გათვლით, უნდა შეავსონ სხვა ოკუპირებულებმა/ანერქსირებულებმა – დნესტრისპირეთმა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებმა”, შესაძლოა – სომხეთმა და, რაღა თქმა უნდა, ლუკაშენკოს ბელარუსმა.

ერთი მომენტია აქ თავად ასლან ბჟანიასთვის. ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსული (პუტინის) გეგმებს, ანუ სოხუმის კანონმდებლობის მოსკოვთან "ჰარმონიზაციას", ანუ უცხოელთათვის სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, ყველა მოიშორეს - სერგეი ბაღაფში მოსკოვის კლინიკაში მოკლეს, ალექსანდრე ანქვაბს გადატრიალება მოუწყვეს და შემთხვევით გადარჩა ლიკვიდაციას (გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზას შეაფარა თავი და პუტინმა არ "იკისრა" "მის ტერიტორიაზე" ანქვაბის მოკვლა). ახლა, ა. ბჟანია აცხადებს, რომ "არც ამ მხრივ ვაპირებთ ჩვენი კანონმდებლობის შეცვლას".

ასლან ბჟანია საბჭოთა კაგებეს გენერალია და კარგად ესმის, რა რისკზე მიდის. ბოლო დროს მას დაეძაბა ურთიერთობა ა. ანქვაბთან - პრემირთან. ესეც არაა შემთხვევითი.

აფსუა საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგია რუსებისთვის მიწის და სხვა უძრავი ქონების გადაცემისა, მოსკოვი კი ამას ითხოვს. ა. ბჟანიას მოელის არჩევანის გაკეთება, რომელიც სიკვდილზე გადის.

ისე, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსკოვთან მომავალი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ოკუპირებული რეგიონის ყველა მცხოვრებს დაავალდებულებენ.