04 февраля 2024

აფსუურ ალფავიტზე . 1937 წ. სხდომის ოქმი.


სსრკ
მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის  . მარის სახელობის აფხაზური კულტურის ინსტიტუტში გამართული ახალი აფხაზური დამწერლობის მიღების საკითხისადმი მიძღვნილი სპეციალური თათბირის ოქმები.

1937 წლის 4-5 დეკემბერი, . სოხუმი.

აკად. სიმონ ჯანაშიას საოჯახო არქივში დაცული ოქმების ასლების ქართული თარგმანი რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნა  თეიმურაზ გვანცელაძემ.

 დოკუმენტი # 1 ოქმი

სპეციალური თათბირისა ახალი ანბანის მიღების საკითხზე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის . მარის სახელობის აფხაზური კულტურის ინსტიტუტში სამეცნიერო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგრეთვე პრაქტიკოს პედაგოგთა მონაწილეობით.

1937 წლის 4 და 5 დეკემბერი, სოხუმი, 4 დეკემბრის დღის სხდომა.

ესწრებიან: პროფ. . შარია, პროფ. . შანიძე, პროფ. . თოფურია, პროფ. ჩიქობავა, . გულია, . დელბა, . ჰაშბა, . ბასარია, . პატეიფა, შაყრილი, . შაყრილი, . გერია, . მაანი, . გულია, . . ძიძარია. შაკირბაია, . ბღაჟბა, . კოკოსკერია, . ტიშჩენკო, პედაგ. სიმონია, პედაგ. . კაცია, . ბასილაია, . მორინა, პროფ. . გრენი. აქირთავა, . გოჩუა, პროფ. . ჯანაშია, . ფადეევი, . ჯანაშია.

თავმჯდომარე  . . ძიძარიამდივანი  . ჯანაშია, . ფადეევი.

თავმჯდომარე ხსნის თათბირს და შემოაქვს წინადადება, გადავიდნენ არსებულ პროექტთა განხილვაზე: 1) პროფ. შანიძისა, 2) პროფ. ჯანაშიასი, 3) გულიასი, რომლებივ ემყარება დამატებითი აფხაზური ბგერების დამხმარე ნიშნებით გადმოცემის პრინციპს, და 4) . ჰაშბას, . გულიას, . ჭოჭუას შეჯერებული პროექტისა, რომელიც ემყარება ყოველი ბგერისათვის საგანგებო მოხაზულობათა შედგენის პრინციპთან დაახლოებას.

. ჰაშბა:   ადრე არსებული აფხაზური ანბანები ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა. .აფხაზეთის მე-15 საოლქო პარტკონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება ქართულ ანბანზე გადასვლის შესახებ. ამჟამად ჩვენ გვაქვს პროფ. შანიძის, პროფჯანაშიას, . გულიასა და . გულიას, ჭოჭუასა და . ჰაშბას შეჯერებული პროექტები.

. გულია: მე პროექტთა მთელი წყება მაქვს.

პროფ. . შარია: ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ, თუ რომელი პროექტისკენ იხრებიან ადგილობრივი ამხანაგები. ჰაშბა: ჩვენ იქითკენ ვიხრებოდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ორმაგი ნიშნებიპროფ. . შარია: რამდენი დამატებითი ნიშანია საჭირო?

. ჰაშბა: იყო 13, ახლა კი 11 ან 12-.პროფ. . შარია: რამდენი ნიშანი იყო რუსულ ანბანზე დამყარებულ ანბანში. ჰაშბა: 56 ნიშანი.

. ბღაჟბა: მე უნდა აღვნიშნო, რომ პროექტები არ განხილულა ფართო შეკრებებზე.

პროფჯანაშიაჩვენ, თბილისელი მუშაკები, საკუთარ თავს კონსულტანტებად მივიჩნევთ. საკითხი უნდა გადაეწყვიტა იმას, ვინც იგი წამოჭრა, . . აფხაზეთის მშრომელებსა და კულტურის მუშაკებს. საკითხი ფართო შეკრებებზე უნდა განხილულიყო. საიმისოდ, რომ გადაწყდეს საკითხი, თუ რომელი ანბანი იქნება კარგი, უნდა წარმოჩენილ  იქნეს, თუ რატომ იყო არსებული ანბანები ცუდიანბანები ხშირად იცვლებოდა. საინტერესო იქნებოდა პრაქტიკოს მუშაკთა აზრის მოსმენა ძველ ანბანთა ნაკლოვანებების შესახებ. მე საქმე ასე წარმომიდგენია: იყო ორი სირთულე _ მრავალასოიანობა და დამატებითი ნიშნებისათვის მოხაზულობათა პრაქტიკული უვარგისობა. 62 ნიშნის ათვისება არცთუ ისე იოლია. შემდეგ: რუსული და ლათინური დამწერლობების სისტემები ვერ ფარავს აფხაზური ენის ბგერით შედგენილობას. საჭირო ხდებოდა მრავალრიცხოვან დამატებით ნიშანთა გამოყენება, რომლებიც ერთჯერადი აქტების გზით იქმნებოდა. ეს მაშინ, როცა არსებული [სხვა] დამწერლობები თავიანთ პრაქტიკულად გამოსადეგარ სახეს ხანგრძლივი განვითარებისკოლექტიური გამოცდილებით შემოწმების გზით იღებდნენ. ასე, მაგალითადქართული დამწერლობა საუკუნეთა განმავლობაში ასევე განიცდიდა ძალზე არსებით ცვლილებებს. ჩვენი ამოცანაა აფხაზური ბგერითი დამწერლობის შექმნა. ასეთ დამწერლობას საფუძვლად უდევს პრინციპი: ყოველ ბგერასსაგანგებო ნიშანი. ამას ყველაზე მეტად ქართული ანბანი უახლოვდება, მაგრამ აქაც არის ზოგიერთი პირობითობა (  -  და . .). ჩვენ მიგვაჩნიარომვინაიდან აფხაზური ენა მეტად რთულია თავისი ბგერითი შემადგენლობით და ვინაიდან აფხაზური ანბანი არ იქმნება მრავალსაუკუნოვანი განვითარების შედეგად, _ საჭიროა რაც შეიძლება მკაცრად დავიცვათ ბუნებრივად განვითარებულ ანბანთა ჩარჩოები, რაც გამოცდილია უხანგრძლივესი პრაქტიკით, და შემოვიზღუდოთ დამატებით ნიშანთა მინიმალური რაოდენობით და ხელი არ მივყოთ მრავალრიცხოვან ხელოვნურ და პრაქტიკულად გამოუსადეგარ მოხაზულობათა გამოგონებას. ეს გზა, დამატებით ნიშანთა შეზღუდვის გზა, გათვალისწინებულია ყველა პროექტში, ოღონდ სხვადასხვა ხარისხით. ასე, მაგალითად, შეჯერებული პროექტი ითვალისწინებს სილბოს  ჲ ნიშანს. ყველა დანარჩენი პროექტი იზიარებს ამ აზრს. აუცილებელია ამ პრინციპის ბოლომდე მიყვანა და ყველა აფხაზური სპეციფიკური ბგერისათვის უნდა შემოვიღოთ ორმაგი დაწერილობანი განმასხვავებელ ნიშანთა დახმარებითსილბოს ნიშნის გარდა საჭიროა კიდევ სულ ორი დამატებითი ნიშნის შემოღება `დებელურ~ [.. ინტენსიურ] და `ლაბიალიზებულ~ ბგერათათვის.

პროფ. . შარაია: არ შეიძლება არსებული მდგომარეობის გაფეტიშება. არ შეიძლება აფხაზური ენის მითვლა ძალზე განვითარებული ენებისადმი. საჭირო არ არისვეცადოთ, სამუდამოდ აღვბეჭდოთ არსებული ბგერები. ანბანის გამარტივებით სკოლაც და ლიტერატურაც მხოლოდ მოიგებენ. გამარტივება პირველი და ძირითადი პრინციპია. არ არსებობს და ვერც იარსებებს ისეთი ანბანი, რომელიც სრულად ასახავს ყველა ფონეტიკურ ელფერს. შეჯერებულ პროექტს სურდა ორმაგი ნიშნების თავიდან არიდება, მაგრამ ეს ნიშანთა დახვავებას იწვევს. 62 ბგერისათვის შემოთავაზებულია 19 [დამარებითი] ნიშანი და ერთიც დამატებითი სილბოს ნიშანი. ამ ანბანის პლუსი თითქოს ის არის, რომ მასში არაა ორმაგი ნიშნები, მაგრამ ეს პრინციპი დაცული არ გახლავთ და მაინც არსებობს დამატებითი ნიშანი. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამით წერისას ვიგებთმაგრამ აკი მაინც ვინარჩუნებთ დამატებით ნიშანს.პროფ. შანიძის პროექტი გვთავაზობს 5 დამატებით ნიშანს. კარგი იქნებოდა, თუკი დამატებით ნიშანთა რაოდენობის სამამდე დაყვანა მოხერხდებოდა. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ პრაქტიკა აჩვენებს, რომელი პროექტია უკეთესი, ვინაიდან, ჩემი აზრით, 5 დამატებითი ნიშანი ძალიან ართულებს ანბანს.

როფ. . შანიძე: ქართულ ასოთა მოხაზულობის ბაზაზე ახალი აფხაზური ანბანის შედგენაზე მუშაობისას ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთი ანბანი შექმნას, რომელიც სრულყოფილი უნდა იყოს და უნდა უპასუხოს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ მოთხოვნებს. ამის მიღწევა სრულიად შესაძლებელია, თუკი თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში არსებულ ნიშნებს დაემატებოდა 4 (ოთხი) ისეთი დამხმარე ნიშანი, რომელთაც არ ექნებოდათ საკუთარი ბგერითი მნიშვნელობა და შესაბამისად შეცვლიდნენ ჩვენ წინაშე არსებულ სრულფასოვან ნიშანთა [შესატყვის] ბგერებს. 4 დიაკრიტიკული (განმასხვავებელი) ნიშნის შემატება სრულიად საკმარისი იქნებოდა საიმისოდრათა მოცულ იქნეს აფხაზური სალიტერატურო ენის მთელი ბგერითი სიმდიდრე. ამ დამატებით ნიშნებს უნდა ჰქონდეთ სრული ზომა, რათა მათი შემჩნევა იოლი იყოს და მყისიერად მოხდეს მოცემული კონბინაციის ბგერითი მხარის ამოცნობა. სრულფასოვან და განმასხვავებელ ნიშანთა კომბინირების პრინციპის გამოყენებისას ჩვენ შეგვეძლო, შემოგვეღო კიდევ ერთი ნიშანირომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, გადმოგვეცა ბზიფური დიალექტის შიშინა (шепелявые) ბგერები და თავისუფლად ჩაგვეწერა დიალექტური ტექსტები.

სალიტერატურო ენისათვის 4 განმასხვავებელი ნიშნის შემოთავაზებისას მე ვგულისხმობ რთულ თანხმოვანთა 4 დიდ ჯგუფს, რომლებიც გაერთიანებულია საერთო შემადგენელი ელემენტების მიხედვით. ეს ელემენტებია: სილბო, სიმაგრე (დებელობა), ცალი ბაგის აქტიური მონაწილეობა რთული ბგერის წარმოთქმაში (ქვედა ბაგე ეხება ზედა კბილებს) და ორივე ბაგის აქტიური მონაწილეობა (ბგერის წარმოთქმის დროს ბაგეები ერთმანეთს ეხება).

აფხაზური ანბანის აგების ჩემეული პრინციპი თანმიმდევრულია, რთულ თანხმოვანთა წარმოთქმის ერთნაირი ელფერები მუდამ გადმოიცემა ერთი და იმავე ნიშნებით, მაშინ როდესაც შეჯერებული პროექტი ამ მხრივ ძალზე არათანმიმდევრულია. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ პრინციპული თვალსაზრისით ჩემი პროექტი ემთხვევა გაზეთ `სოვეტსკაია აბხაზია”-ში (# 213) დაბეჭდილ . გულიას, აგრეთვე პროფ. . ჯანაშიას პროექტებს, განსხვავება არის დამატებით ნიშანთა რაოდენობაში, აგრეთვე ზოგიერთ დეტალში.

. გულია:  დამწერლობები ხშირად იმიტომ იცვლებოდა, რომ ხელს უშლიდა მრავალასოიანობა, ამ დამწერლობათა სირთულე. ახლა ჩვენ ქართულ დამწერლობაზე გადავდივართ. შევთანმხდით ერთ პროექტზე, ამხანაგთა ჯგუფის პროექტზე, შეჯერებულ პროექტზე. ვერ მოხერხდა ორმაგი ნიშნების გამორიცხვა. სხვაგვარად ჩვენ იძულებული ვიქნებოდით, ნიშანთა რაოდენობა გაგვეზარდა 56-მდე. მაგრამ ჩვენ მაინც გვსურდა ნიშანთა რაოდენობის შემცირება. ამხ. შანიძე 4 დამატებით ნიშანს გვთავაზობს. მე არ მსურსშემოვიფარგლო მხოლოდ 3 საგანგებო ნიშნით, პლუს კიდევ 1 სილბოს ნიშნითახლა მე დამრჩა მხოლოდ 2 საგანგებო ნიშანი, პლუს 1 სილბოს ნიშანი. ჩვენი ამოცანაა _ რაც შეიძლება ნაკლები ნიშნები ანბანში. ჩემი აზრით, მოკლე [ჩვენ არ გვჭირდება.

პროფ. . თოფურია: საჭიროა ბგერათა რაოდენობის დადგენა. ქართული  და   იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელი ნიშნები მოსდევენ მათ.პროფშანიძე: ზოგი აფხაზური და ქართული ბგერა სრულად არ ემთხვევა ერთმანეთს. ზოგ შემთხვევაში ჩვენ ვურიგდებით იმას, რომ რომელიმე ნიშნის წარმოთქმაში იყოს ერთგვარი სხვაობა ქართველებსა და აფხაზებს შორისკერძოდ, , , , , ასოები გარკვეულ დავას იწვევს. აფხაზთა ერთი ჯგუფი ვარაუდობს, რომ ისინი ქართველთა შორის რბილნი არიან, მაშინ როდესაც სხვები ფიქრობენ, რომ მაგარნი არიან. მე ვფიქრობ, რომ ქართ, , , , ჟ მთლიანად არ ფარავს არც აფხაზურ მაგარ და არც აფხაზურ რბილ [ბგერებსშესაბამისი რიგისა, მაგრამ მთლიანობაში ისინი უფრო უახლოვდებიან აფხაზურ რბილ [ბგერებს], ვიდრე მაგრებსრის გამოც ნაკლები უბედურება იქნება იმაშითუკი აფხაზურ დამწერლობაში ჩვენ მათ რბილებად მივიღებთ, ხოლო შესაბამის მაგართა გადმოსაცემად მათ დავუმატებთ განმასხვავებელ ნიშნებს.

. გულია:  როცა მე ეს ნიშნები მაგრებად მივიჩნიე, გამოდის 2 საგანგებო ნიშანიხოლო როცა რბილებად ჩავთვალე, მაშინ 3 ნიშანი გამოვიდა.

. ჰაშბა:  უნდა შევინარჩუნოთ მთელი ქართული ანბანი იმ სახით, როგორიც მას აქვს. ეს ერთი. თუ ჩვენ ქართულ  - მაგარ [ბგერად] ჩავთვლით, ეს არევდარევას გამოიწვევს. შეჯერებული პროექტის შედგენისას ჩვენ გვსურდაშრომისა და სახსრების ეკონომიის მიზნით გვერდი აგვევლო ორმაგი ასოებისათვის. სამეცნიერო თვალსაზრისით პროფ. შანიძის პროექტი ყველაზე სრულყოფილია.

პროფ. . შანიძე: ამხ. . ჰაშბამ, სხვათა შორის, თქვა, რომ ჩემეული 4 დამატებითი ნიშნის შემოღების შემთხვევაში ტექსტი აჭრელდება, მაგრამ მე მგონიაპირიქით, ტექსტი უფრო მეტად აჭრელდება და ნაწერი ნაკლებად დაემსგავსება ქართულს, თუკი 4 დამატებითი ნიშნის მაგიერ ჩვენ შემოვიღებთ 11 დამატებით [ნიშანს], როგორც ამას ამხანაგი . ჰაშბა გვთავაზობს. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 11 დამატებითი ნიშანი შეჯერებული პროექტისა გადაკეთებული ქართული ასოებია, რაც ძალზე გაართულებს კითხვას.

პროფ. . ჯანაშია: არასწორია წინა პლანზე პოლიგრაფიული და საფინანსო საკითხების გამოჭიმვა. საბჭოური ეროვნული პოლიტიკა ეროვნულ-კულტურული მშენებლობის საკითხებს წყვეტს არა ეკონომიკური რენტაბელობის პრინციპითაფხაზური დამწერლობის შექმნისას მთავარია კითხვა და წერა.

პროფ. . ჩიქობავა: ის, რომ შეჯერებულ პროექტში შენარჩუნებულია დამატებითი ნიშანი, ამ პროექტის აქილევსის ქუსლია. ვერ მოხერხდა ორმაგი ნიშნების უკუგდება.

პროფ. . შარია:   ყველაზე მთავარია დამწერლობის შესწავლის სიადვილეზოგიერთ ამხანაგს სალიტერატურო ენისადმი არასწორი მიდგომა აქვს. საქმის სასარგებლოდ შეიძლება მსხვერპლად გავიღოთ ზოგი ბგერა. რაც მეტი ასოა ანბანში, მით უფრო ძნელია მისი შესწავლა. თუ შესაძლებელია დამატებით ნიშანთა დაყვანა სამამდე, მაშინ ეს მისაღები იქნებოდა. თუ შეუძლებელიამაშინ შეგვეძლო გამოგვეყენებინა ძირითად ნიშანთა სხვადასხვაგვარი შეხამებანი. ავიღოთ ქართული ანბანის ასოები და მათი შეხამების დახმარებითდამატებითი ნიშნების გამოყენების გარეშე, გადმოვცეთ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი აფხაზური სალიტერატურო ენის ყველა ბგერა.

. შაკირბაი: . ჰაშბამ წარმოადგინა 4 ავტორის მიერ შემუშავებული ანბანის პროექტი და მას აფხაზური კულტურის ინსტიტუტის პროექტი უწოდა. მაგრამ ეს პროექტი არ არის ინსტიტუტისა, ვინაიდან ამ ანბანის შემუშავებისას არ მიუწვევიათ აფხაზური კულტურის ინსტიტუტის მუშაკები. საჭიროა თავი ავარიდოთ მრავალასოიანობას ანბანის გამარტივებისა და წერა-კითხვის სწავლების გაუმჯობესების მიზნით.. ბღაჟბაანბანის შედგენა მონოპოლიზებული იყო ზოგი მუშაკის მიერ და არ განხილულა აფხაზური კულტურის ინსტიტუტისა  და უფრო ფართო წრეების მიერ.

შეჯერებული პროექტის ავტორები, იმის ნაცვლად, რომ საკითხს ღრმად ჩასწვდომოდნენ, ნაკლები წინაღობის ხაზით წავიდნენ.

. პატეიფა:  ჩემი აზრით, ყოველ ბგერას საგანგებო ნიშანი უნდა ჰქონდეს.

 

დოკუმენტი # 2

საღამოს სხდომა. 1937 წლის 4 დეკემბერი.

ესწრებიან: პროფ. . შანიძე, პროფ. . თოფურია, პროფ. . ჩიქობავა, პროფ. ჯანაშია, . გულია, . ბასარია, . პატეიფა, . შაყრილი, შაყრილი, . გერია, . მაანი, . გულია, . ძიძარია, . შაკირბაი, ბღაჟბა, . ხარაზია, . სიმონია, . კაცია, . ბასილაია, . გოჩუა, ჯანაშია.

. კაცია: წინა ანბანები სწავლების თვალსაზრისით რთული იყო და ამიტომაც დადგა საკითხი ბოლო დამწერლობის შეცვლის შესახებშეცდომები ძირითადად  -, მაგარი  -, მაგარი  -, , - [წერისასმოსდიოდათ. შეცდომათა რაოდენობას ზრდიდა ნაირგვარი კაუჭები სხვა ასოებშიც. ამ კაუჭებს თავი ვერ დააღწიეს ვერც შეჯერებული პროექტის ავტორებმა: . ჰაშბამ, . გულიამ და . ჭოჭუამმისაღებად მიმაჩნია შანიძის პროექტი, ოღონდ საჭიროა დამატებით ნიშანთა მოხაზულობის შეცვლა.

. ბასარია: წარმოდგენილ პროექტთაგან ყველაზე მისაღებია პროფ. შანიძის პროექტი. ჰაშბას, . გულიასა და . ჭოჭუას შეჯერებული ანბანი ნაკლოვანია მრავალასოიანობისა და მოხაზულობის სირთულის გამო, ამასთანავე მათ თავი ვერ აარიდეს მრავალი ასოს ორნიშნიან მოხაზულობას, ამიტომ მოცემული პროექტი მიუღებლად უნდა მივიჩნიოთ.

. შაყრილი: აფხაზური სალიტერატურო ენიდან ამოყრილია გუდაუთისა და გაგრის დიალექტებში არსებული მრავალი ბგერა, მაგრამ დარჩენილ ბგერათა რაოდენობაც აღემატება 5 ათეულს. მარის ანბანში ჭარბად იყო ლათინური ანბანის ასოებთან შეხამებული წერტილები და სხვა ნიშნები. ეს პირობითი ნიშნები შანიძის პროექტში ნაკლებია, მაგრამ ისინი მაინც არის. [. შაყრილი] უფრო მისაღებად მიიჩნევს ავტორთა ჯგუფის _ . გულიას, ჰაშბას და . ჭოჭუას პროექტს, იმ პირობით, რომ გამარტივდეს მოხაზულობა.

.  მაანი: მარის ანბანი, რომელიც სავსე იყო კაუჭებითა და სხვა ნიშნებით, ხელს უშლიდა სწავლებას. ავტორთა ჯგუფის პროექტმა არ დაიცვა აღებული პრინციპი, ჰქონდეს ყოველ ბგერას დამოუკიდებელი მოხაზულობა. მათ ისეთი დამწერლობა წარმოადგინეს, რომელშიც ასოები ერთმანეთს ჰგავს და შესწავლისას იოლად აირევა ერთი-მეორეშიშანიძის პროექტი მისაღებია, ოღონდ შესაცვლელი იქნება სიმაგრისსილბოსა და სხვა ნიშნები.

. ხარაზია: როგორც პრაქტიკოსი მუშაკი, მე მისაღებად პროფ. შანიძის პროექტს მივიჩნევ.

. გულია:  პროფ. შანიძისა და პროფ. ჯანაშიას პროექტ[ებ] ერთი პრინციპითაა შედგენილი, მათ მხოლოდ პირობითი ნიშნები აქვთ სხვადასხვა.   ნახევარხმოვანი  ამოსაღებია ანბანიდან. დამწერლობის შეჯერებული ვარიანტი ყველაზე უფრო მისაღებია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ყოველ ბგერას თავისი დამოუკიდებელი ასოითი მოხაზულობა უნდა ჰქონდესსაჭირო იქნება, რომ წარმოდგენილი ანბანიდან ზოგ ასოს მიეცეს უფრო ლამაზი მოხაზულობა, _ ამხანაგები ამაში უნდა დაგვეხმარონ.

.  ჰაშბა: საჭირო იქნება, ვიმუშაოთ . შარიას მიერ მოცემული მითითებების მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ასოითი მოხაზულობა და ნაკლები დამატებითი პირობითი ნიშანი იყოსშეჯერებული პროექტის ნაკლი ისაა, რომ ასოები ერთიმეორეს ჰგვანან, ეს კი, როგორც აღნიშნა სკოლის პრაქტიკოსმა მუშაკმა, ამხ. კაციამ, ხელს უშლის სწავლებას, კითხვასა და წერას. ამიტომ მე არ დავიჟინებ შეჯერებული ანბანის მიღებასორიგინალური წინადადება წამოაყენა პროფ. შარიამ იმ შესაძლებლობის შესახებ, რომ გამოყენებულ იქნეს ასოთა შეხამებანი ისეთ ბგერათა გადმოსაცემად, რომელთა შესაბამისი ასოები არ არის ქართულ ანბანში.

. ძიძარია: არსებული ანბანი ისევე, როგორც მანამდე არსებული ანბანები, ვერ აკმაყოფილებს სწრაფად კითხვისა და წერის მოთხოვნებს. შეჯერებული ანბანი მრავალასოიანია, ამასთანავე აღებულია რამდენიმე ასო ძველი ქართული ანბანიდან, ასოები ერთმანეთს ჰგვანან და ამიტომ საჭირო იქნება ამ პროექტის უკუგდება.

პროფ. . ჩიქობავა: თათბირი მოწოდებულია შეადგინოს ანბანი აფხაზური სალიტერატურო ენისათვის ქართული ანბანის საფუძველზე. ეს აფხაზური ანბანი  ვერ იქნება ფონეტიკური: არცერთ პრაქტიკულ ანბანში არ აისახება ყველა ბგერის ყველა ვარიაცია; ეს შეუძლებელია, ეს საჭირო არ არისპრაქტიკულმა ანბანმა უნდა გადმოსცეს მოცემული ენის ძირითადი ბგერები (ფონემები). რამდენი ფონემაა აფხაზურ ენაში? ბზიფურ კილოკავში (наречие) მეტია, აბჟუურში _ ნაკლები. რაკიღა ამ უკანასკნელის ბგერითი სისტემა ედება საფუძვლად სალიტერატურო აფხაზურ ენას, ფონემათა საერთო რაოდენობა 56- მდე აღწევს; ამაზე ყველანი თანახმანი არიან. მოქმედ ქართულ ანბანში 33 ნიშანია. ყველა მათგანი გამოიყენება; თუკი  მათ დავუმატებთ იმ 5 [ქართულნიშანსაც, რომლებიც ადრე [XIX . 60-იან წლებამდე] გამოიყენებოდა, ნიშნები [მაინც] არ ეყოფა 18 ბგერას. როგორ აღვნიშნოთ ისინი: ძირითად და დამატებით ნიშანთა კომბინაციის თუ ქართულ ასოთა მოდიფიკაციის გზით? უკანასკნელ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მთლიანი ნიშნები, განსაკუთრებული ნიშანი ყოველი ბგერისათვის  აფხაზური ანბანი ისევე გადმოსცემდა აფხაზურ ბგერებს, როგორც ქართული ანბანი გადმოსცემს ქართულ ბგერებს: ერთი ბგერა _ ერთი ასო. ამას უეჭველი უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით პედაგოგიკური თვალსაზრისით (ქართული ანბანი იმითაა კარგი, რომ იგი ქართული ენის ყველა ძირითად ბგერას ცალკეული ნიშნებით გადმოსცემს).

ჯგუფის შეჯერებული პროექტი ამ პრინციპიდან ამოდის, მაგრამ ბოლომდე არ მიჰყავს იგი: შერბილებულ თანხმოვნებს (ისინი კი შვიდია) კომბინაციის გზით გადმოსცემენ,

ქართულ ასოთა  ვარიაციებიც ერთმანეთისაგან ძნელი გასარჩევია; ამას  სკოლის  მუშაკებიც  აღნიშნავენ, ამას  აღიარებს  თვით მომხსენებელი ამ პროექტთან დაკავშირებით, ამხ. . ჰაშბაც, რომელმაც სხვათა შორის  უარი  თქვა, დაეცვა  თავისი პროექტი,  ვითარცა არადამაკმაყოფილებელი.        

ამრიგად, მთლიანი, ერთიანი ნიშნების პრინციპი თითქმის  განუხორციელებელი გამოდის. რჩება ძირითად  ნიშანთა  კომბინაციის პრინციპი; შესაბამისი ანბანის  გამოყენებას  ზოგი პედაგოგიკური სირთულე უკავშირდება (ეს გასათვალისწინებელია), _ მაგრამ არსებობს  უპირატესობანიც: ფონეტიკური თანმიმდევრულობაანბანში ნიშანთა  ნაკლები  რაოდენობა ნიშანთა ფართო  მომცველობასთან ერთად, სასტამბო სალაროს  სიმარტივე.

რამდენი დამატებითი  ნიშანია საჭირო?

საკმარისი იქნება სამი  ნიშნის  შემოღება: სილბოს  ნიშნისა, დებელურ  ბგერათა (გემინატთა) ნიშნისა და  ბაგისმიერობის  (ლაბიალიზაციის) ნიშნისა.

პროფახვლედიანმა  გაარკვიარომ   [წვ] და  [ტვერთიმეორისაგან განსხვავდებიან არა წარმოების  პროცესის, არამედ  ფონეტიკურ  ნიადაგზე,  ამიტომაც არ  არის  აუცილებელი  ამ  ლაბიალიზაციის სხვადასხვა ნიშნებით  გამოხატვა.

პროფ.  .  ჯანაშია:    ყველა წარმოდგენილი პროექტი აგებულია ქართულ ანბანზეოღონდ სხვადასხვა  პრინციპით: 1) ზოგს სურს, რომ  ყოველ ბგერას  საგანგებო  ნიშანი ჰქონდესმაგრამ ვერ  იცავენ ამ პრინციპს  ბოლომდე,  ვინაიდან ყველა ასეთ  პროექტს  თანხმოვანთა  სილბოს  გადმოსაცემად შემოაქვს დამატებითი განმასხვავებელი ნიშანი  (Á) და ამ გზით ერთეულ დაწერილობათა  გვერდით ამკვიდრებენ ორმაგ დაწერილობას;  2) მეორე  ჯგუფი საერთო უპირატესობას ანიჭებს ორმაგ დაწერილობებს სპეციფიკური აფხაზური ბგერებისათვისაქ პრინციპი უფრო მეტადაა დაცულიჩვენი აზრით, ეს პროექტები შეიძლება ერთმანეთს შევუჯეროთ, თუ  მივიღებთ აფხაზური სფეციფიკური  ბგერების ორმაგი დაწერილობის  პრინციპს და  ამ პრინციპის  განსახორციელებლად დავნერგავთ  პროექტთა პირველი ჯგუფისეულ ნიშანს  შერბილებული თანხმოვნებისათვის. ჩვენ  მიგვაჩნიარომ სილბოს  ამ  ნიშნის  გარდა საჭირო  იქნება  კიდევ სულ  რაღაც ორი განმასხვავებელი  ნიშანი _ მაგარი და  გაბაგისმიერებული (ლაბიალიზებულითანხმოვნებისათვის. ამ  უკანასკნელ  ჯგუფში  უნდა  გაერთიანდნენ როგორც - [შვ] ტიპის, ისე  - [ტვ] ტიპისა და  - [გვ] ტიპის  ბგერებიუკეთესია,  ამ  ნიშანთათვის  საუკეთესო  მოხაზულობათა  შერჩევა  დაევალოს სპეციალურ  კომისიას.

პროფ. .  შანიძე:   თუ ნიშან Á-  შემოვიღებთ სილბოს  ნიშნადმაშინ წამოიჭრება  საკითხირა  ვუყოთ  უმარცვლო   -? მე ვფიქრობ, რომ [საკითხი]  უმარცვლო -  შემთხვევაში შეიძლება  დაისვას  ისევეროგორც  უმარცვლო -ლათინ-, რუსული  уу-  შემთხვევაშითუკი  მარცვლიანი და  უმარცვლო  და  საზოგადოდ გარჩეული იქნება  წერილობით, მაშინ ორივე უმარცვლო  ბგერას უნდა  ჰქონდეს  ერთნაირი განმასხვავებელი  ნიშნები (მაგალითად,  ,  ანდა , ,  ,  ).  რაც შეეხება ცალბაგისმიერი და  წყვილბაგისმიერი  რიგების ( ,  ,  - რიგი და  ,  ,  - რიგი) გაერთიანებას, მე პრინციპულად წინააღმდეგი  ვარ  ამისამაგრამ იქიდან  გამომდინარე, თუ მათი  გაერთიანების შემთხვევაში ისინი ერთმანეთში არ აირევა და ეს  პრაქტიკაში არ გამოიწვევს რამენაირად  მნიშვნელოვან შეცდომებს, მე არ შევეწინააღმდეგებოდი მათ გაერთიანებას.

დაადგინეს:

უკუგდებულ იქნეს . ჰაშბას,  . გულიას და  .  ჭოჭუას  შეჯერებული  პროექტი.   არჩეულ  იქნეს  კომისია  შანიძისჯანაშიასგულიასკაციას,  ხარაზიასმაანისშაყრილის. ჰაშბას შემადგენლობით  (მათი მოწვევა  დაევალოს . გულიას) პროფშანიძისპროფჯანაშიასა და  გულიას იმ წინადადებების დაზუსტებისა და ერთ პროექტად შეჯერებისათვისრომლებიც  ემყარება ქართულ  ენაში არარსებულ სპეციფიკურ  აფხაზურ ბგერათა  დამატებითი  ნიშნებითორმაგ  მოხაზულობათა  გამოყენების გზით  გამოხატვის პრინციპსწინადადება მიეცეს კომისიას, დაადგინოს ამ დამხმარე ნიშანთა მოხაზულობანი.

 

 დოკუმენტი # 3

დღის  სხდომა. 1937 წლის  5  დეკემბერი.

ესწრებოდნენ:    პროფ. . ჯანაშიაპროფ. შანიძეპროფ. ჩიქობავაპროფ. თოფურიაბასილაია. ნაყოფია, . გულია, . ჰაშბა, . გერია. მაანი. ჭოჭუა, პატეიფაბასარიაშაყრილიკაციასიმონია. ხარაზია, . . ძიძარიაჯანაშიაშაყრილიფადეევი

პროფ. . შანიძე  კომისია  გულიას   თავმჯდომარეობითრომელიც არჩეულია ჩვენი  თათბირის გუშინდელ  გადაწყვეტილებათა საფუძველზე განმასხვავებელ  ნიშანთა  შესარჩევად და  ახალი  აფხაზური ანბანის საბოლოოდ  გასაფორმებლადთათბირს  დასამტკიცებლად  სთავაზობს  შემდეგს:

1. იმ ბგერებისათვის, რომლებიც  გადმოიცემოდა ლათინური ,," ნიშნით (მაგ., აჳნ H ,,სახლი"), შემოღებულ  იქნეს  ნიშანი ,,”, როგორც  მჟღერი  ყელისმიერი  ბგერის გადმოსაცემად უფრო  მისაღები.

2. დიალექტოლოგიური  ჩანაწერებისათვის გამოყენებული ф და  ნიშნები  მიღებულ იქნეს იმავე  ბგერითი  მნიშვნელობებით, რაც  მათ  აქვთ  ქართულ  ენაში.

3. რაც  შეეხება  განმასხვავებელ  ნიშნებს, ერთ-ერთი  მათგანის საკითხი უკვე გადაწყდა გუშინ: ესაა ,,Á”, რომლის  გამოყენება  მიანიშნებს წინამავალი თანხმოვნის შერბილებას. აღნიშნული ნიშანი ამჟამადაც გამოიყენება ქართულ დიალექტოლოგიურ ტექსტებშიდანარჩენ ორ განმასხვავებელ ნიშნად წარმატებით შეიძლება  გამოყენებულ   იქნეს  “  “ და ,,: პირველი  _ სიმაგრის აღსანიშნავად, ხოლო  მეორე  _ ლაბიალიზაციის აღმნიშვნელადსაბოლოოდ ვიღებთ ანბანსშემდგარს 36 სრულფასოვანი დაგანმასხვავებელი ნიშნისაგან, რომლებიც სპეციფიკურ აფხაზურ   ბგერათა კომბინირების წესით გადმოცემისას მთლიანად ფარავენ აფხაზური სალიტერატურო ენის მთელ  ბგერით  შემადგენლობასეს ანბანი აფხაზური სალიტერატურო ენის პრაქტიკულ  საჭიროებათა დაკმაყოფილების  თვალსაზრისით სრულყოფილი და უნაკლოა, ხოლო სამეცნიერო თვალსაზრისით ბოლომდე მტკიცე და  თანმიმდევრულია, ამიტომ იგი მკაფიოდ და  იოლად ასათვისებელია. .. ამგვარი ანბანირომელიც  [შეიცავს]  დამატებით  ნიშანთა მინიმალურ რაოდენობას, ქმნის შესაძლებლობას, ზუსტად  გადმოიცეს აფხაზური ენის ყველა  ბგერაპრინციპი, რომლის  მიხედვითაც აგებულია  ნიშნები სპეციფიკური აფხაზური ბგერებისათვის, ქმნის დიდ  თავისუფლებას დიალექტოლოგიური  ჩანაწერების  საწარმოებლადაცამიტომ, უეჭველია, რომ ჩვენი  მეგობრული შრომის  ნაყოფირამაც  მიგვიყვანა სრულყოფილი  ანბანის შექმნამდე  და დააგვირგვინა აფხაზი  ხალხის ფართო  მასების  ოცნება, წარმოადგენს  დიდ მიღწევასახალი აფხაზური ანბანი მძლავრი საშუალება იქნება აფხაზთა ეროვნული კულტურის  შემდგომი აღმავლობისათვის.

დაადგინეს: ქართული ასოების მოხაზულობის  ბაზაზე შესამუშავებული ახალი აფხაზური ანბანის შესახებ საქართველოს კპ () აფხაზეთის XV საოლქო პარტკონფერენციის დადგენილების განხორციელების მიზნით სსრკ  მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს  ფილიალის მარის სახელობის აფხაზური  კულტურის  ინსტიტუტის სპეციალურმა თათბირმა სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიაზაციათა წარმომადგენლების, აგრეთვე  პრაქტიკოს  პედაგოგთა მონაწილეობით 1937 წლის 4 და 5 დეკემბერს . სოხუმში  მიიღო ერთხმა  გადაწყვეტილება:

1.  თანამედროვე ქართულ სალიტერატურო  ენაში არსებული ნიშნები დარჩეს უცვლელადმათთვის დამახასიათებელ  ბგერობრივ მნიშვნელობათა სრული  დაცვით.

შენიშვნა: თანამედროვე  ქართული  ანბანის , , , , ბგერები

გამოყენებულ  იქნეს აფხაზური  რბილი თანხმოვნების გადმოსაცემად,  რომლებთანაც  ზოგადად  უფრო  ახლოს  დგანან შესაბამისი  ქართული ბგერებიხოლო  იმავე  რიგის  მაგარი თანხმოვნებისათვის  გამოყენებულ იქნეს  იგივე ასოები, ოღონდ  განმასხვავებელი  ნიშნებითურთ.

2. სპეციფიკურ  აფხაზურ  ბგერათა  გადმოსაცემად:

) გამოყენებულ იქნეს  ქართული დიალექტოლოგიური ნიშნები фф, იმავე მნიშვნელობებითრაც მათ  აქვთ  ქართულშიც, ხოლო ნიშანს  მიენიჭოს  მჟღერი ყელისმიერი  თანხმოვნის  მნიშვნელობა  (მაგ., აჳნ H ,,სახლი").

) შემოღებულ  იქნეს განმასხვავებელი  ნიშნები, ამასთანავე რთულ  ბგერათა ერთნაირი  შემადგენელი  ელემენტები გამოისახოს  ერთი  და  იმავე  ხერხით  - განმასხვავებელ  ნიშანთა  დასმით ძირითადი ნიშნების (ასოებისგვერდით.

3. დადგინდეს სამი  განმასხვავებელი (დიაკრიტიკული) ნიშანი  თანხმოვანთა  სამი დიდი  ჯგუფისათვისკერძოდ: შერბილებულთათვისმაგართათვის (დებელურთათვის) და გაბაგისმიერებულთათვის (ლაბიალიზებულთათვის).

4. განმასხვავებელ  ნიშანთათვის გამოყენებულ  იქნეს შემდეგი  щხაზულობანი: Á,  , ამასთანავეА) ქართული  დიალექტოლოგიური  ნიშანი ,,Á~ (აფხაზურში შერბილების  ნიშანი, ანდა უბრალოდ სილბოს ნიშანი) გამოიყენება შემდეგ  მოხაზულობათა მქონე მაგარ  თანხმოვანთა  შერბილებისათვის: , , , , , , .

შენიშვნა: შერბილების ნიშანი არ  დაისმის იმ  შემთხვევაში,  როცა  მაგარ თანხმოვნებს  მოსდევს ან , რომლებიც  თავისთავად  არბილებენ წინამავალ მაგარ  თანხმოვნებს. B  B)  ნიშანი ,,     (სიმაგრის  ნიშანი)  გამოიყენება  აფხაზური  ბგერების დებელობის  გადმოსაცემად ალვეოლარულ თანხმოვანთა  რიგში, კერძოდ: , , , . იგივე [ნიშანი] გამოიყენება წარმოთქმის  მომენტალური  შეყოვნების აღსანიშნავად,  რაც ბგერას  მაგარ  გამოთქმას უნარჩუნებს რბილი  და   ხმოვნების წინაც (მაგ., იგ ეიტ ,,წაიღო, წაიყვანა", Á ,,ჩავიდადა  ..). )  ნიშანი ,," (ბგერის  წარმოთქმაში ბაგეების  აქტიური  მონაწილეობისან  უბრალოდ  ბაგისმიერობის ნიშანი) გამოიყენება  ბაგეების მონაწილეობის სამი სახეობის აღსანიშნავად) სისინა და შიშინა  ბგერათა  წარმოთქმისას ორივე  ბაგე  ეხება ზედა კბილებს (კბილბაგისმიერნი):  ,  ,  ;) კბილისმიერ  ბგერათა  წარმოთქმისას ორივე  ბაგე  ეხება ერთმანეთს

(კბილბაგისმიერნი):  ,  ,  ) ბგერათა წარმოთქმისას  ბაგეები მრგვალდება,  მაგრამ არც ერთმანეთს  ეხება და არც კბილებს (მომრგვალებულნი),  მაგ.,  ,  ,  .   5. აფხაზური სალიტერატურო ენის ყველა  ბგერის გამოხატვის  შესაძლებლობის მომცემი 36 სრულყოფილი  და სამი  განმასხვავებელი ნიშნისაგან  შედგენილი აფხაზური  ანბანი დალაგდეს შემდეგი წესით ф Á.

. . ძიძარია: 4 და 5  დეკემბრის 3 სხდომაზე განხილვის შემდგომ თათბირმა მიიღო ერთხმა გადაწყვეტილება  და  დაამტკიცა ახალი  აფხაზური  ანბანის პროექტი ქართული დამწერლობის საფუძველზე. ამით საფუძველი ჩაეყარა ამ ანბანის ათვისების,  დანერგვისა და ფართო  გავრცელების დიდ  სამუშაოს,  რომელიც მაშინვე  დაიწყება, როგორც  კი  მას დაამტკიცებენ სათანადო  ზემდგომი ორგანოებიახალი  ანბანი ხელს შეუწყობს ორი  მოძმე ხალხის უფრო  მეტად დაახლოებასა და ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურის შემდგომ  განვითარებასთათბირის  მუშაობა  ნაყოფიერი  იყო იმიტომაც,  რომ მასში  ადგილობრივ  მუშაკებთან ერთად აქტიური  მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან ჩამოსულმა პროფესორებმა:  . შარიამ,  .  ჯანაშიამ,  . ჩიქობავამ,  .  თოფურიამ,  რომელთაც  ჩვენ უღრმეს მადლობას  მოვახსენებთ.

თავმჯდომარე:                     . . ძიძარია

მდივნები:                          . ჯანაშია

.  ფადეევი  სწორია:  

დოკუმენტი # 4

ოქმი ახალი აფხაზური  ანბანის შემოღების  საკითხზე მეცნიერებათა  აკადემიის საქართველოს ფილიალის  აფხაზური კულტურის  ინსტიტუტში გამართული  თათბირის მიერ  გამოყოფილი კომისიისა, 

1937 წლის  5  დეკემბერი

ესწრებოდნენ:  . გულია, შაყრილი,  .  კაცია, .  ჰაშბა, . ხარაზია, .  მარღანია,  .  შანიძე და .  ჯანაშია.

თავმჯდომარე _ . გულია

მდივანი _ . ჯანაშია.

მოისმინეს: სპეციფიკურ აფხაზურ ბგერათა  გადმოსაცემად აუცილებელი, მოქმედი  ქართული ანბანისათვის [დასამატებელი] დამატებითი ნიშნების მოხაზულობის შესახებ.

დაადგინეს: მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს  ფილიალის აფხაზური  კულტურის ინსტიტუტში გამართული  თათბირის  გადაწყვეტილებაზე  დამყარებით,  რაც  გულისხმობს: ანალოგიური წარმოების სპეციფიკური აფხაზური  ბგერებისათვის, რომლებიც  ბგერათა  სამ  ჯგუფს ქმნიან _ 1. შერბილებულთ, 2) მაგართ და 3) გაბაგისმიერებულთ (ლაბიალიზებულთ) _ შემოღებულ  იქნეს განმასხვავებელი  ნიშნები, რიცხვით 3,  რომლებიც  დაისმება მოცემული  რთული წარმოების  ბგერის  ძირითადი ელემენტის აღმნიშვნელი ძირითადი ასოს  გვერდით, [კომისიამ] განიხილა  ძიებულ  მოხაზულობათა ყველა  წარმოდგენილი  ვარიანტი და თათბირს სთავაზობს [შემდეგს]:

A A) განმასხვავებელ ნიშანთათვის შემოღებულ იქნეს შემდეგი მოხაზულობანი:

1) Á (ქართ. დიალექტოლოგიური) _ შერბილებულ [თანხმოვანთათვის] (როგორც არის . გულიასა და  ,,შეჯერებულ"  [პროექტებში]);

2)  ნიშანი, რომელიც ამჟამად  მიტოვებულ  აფხაზურ ლათინურ  შრიფტში, აგრეთვე აფხაზური ენის ზოგიერთ სატრანსკრიფციო სისტემაშიც  გამოიყენება, _  მაგარი  თანხმოვნებისათვის (ნიშანი იჭერს სრული ასოს ადგილს);

3) ნიშანი  , რომელიც  გამოიყენება აფხაზური  ენის თითქმის    ყველა  ანბანსა და ტრანსკრიფციაში, _ გაბაგისმიერებულთათვის.

B   B) თათბირისათვის  შეთავაზებულ  იქნეს,  მიიღოს  მჟღერი ყელისმიერი თანხმოვნისათვის  (ҩ, ) ქართული დიალექტოლოგიური  ნიშანი .

თავმჯდომარე  . გულია

მდივანი  .   ჯანაშია

13 декабря 2023

გალის რაიონის გააფსუების სურვილი.

აფსუა „პარლამენტმა“ 2022 წ. 21 მარტს მიიღო შესწორებები შესაბამის კანონებში („სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ და „სამოქალაქო კოდექსი“), მაგრამ მეორე დღესვე გააუქმა. 
აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებდა „აფხაზური ეროვნების აღდგენას“. ცხადია, ეს გალის რ-ის ქართულებს ეხებოდა (დაახლოებით 45 ათასი). „აფხაზური ეროვნების“ აღდგენის მსურველი, სოხუმის ცნობით, 6 ათასს შეადგენდა.

დღეს ზოგიერთი ორგანიზაცია („არუაა“) აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით „შეუძლებელია ქართველების აფხაზებად გადაქცევა“. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“ კი აღნიშნა, რომ შეიძლება შეიქმნას პრეცედენტი, რომელიც „დამოუკიდებელ აფხაზეთის პროექტს დაასრულებს“.
მათ მიაჩნიათ, რომ გვარებისა და ეროვნების მექანიკური ცვლილება გალის რ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მასიურად ისარგებლონ ამით და აფსუეთში შექმნან „მეხუთე კოლონა“.
„ეროვნების აღდგენის“ პროცედურის გავლის შემდეგ, პიროვნებას შეეძლება აფხაზეთის „მოქალაქეობისა“ და პასპორტის მიღება.
„ქართულ-აფხაზური“ კონფლიქტის მონაწილენი ვერ მიიღებენ მოქალაქეობას, ხოლო თუ პიროვნებას საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ეს არ შექმნის წინაღობას, რადგან ამის ოფიციალურად დამტკიცება შეუძლებელია, - აცხადებენ ისინი.

************

აფსუური ეთნოსის 70-75% ყოფილი ქართველებია (რასაც თავის ნაშრომებში არც აფსუა ენათმეცნიერერი ხუხუტ ბღაჟბა ადასტურებს - Х. С. Бгажба. Бзыбский диалект абхазского языка,1964, Тбилиси), რაც ბოლშევიკების ერთგვარი სპეცოპერაციის შედეგი იყო განსაკუთრებით მე-20 ს. პირველ ნახევარში. ერთნი იძულებით, სხვები მოსყიდვითა თუ მოტყუებით ან დაუკითხავადაც აფსუებად (აფხაზებად) ჩაწერეს, მათ შორის, ოჩამჩირელი ბაბუაჩემის ოჯახიც (კუპრავები).
დღეს, ეტყობა, შემოაკლდათ "ბიომასალა" და ცდილობენ საკუთარი დემოგრაფიული კატასტროფა კვლავ ქართველების (მეგრელების) ხარჯზე გამოასწორონ.
საცოდავი, გადაშენების გზაზე შემდგარი ერის კარიკატურა, - ესაა აფსუათა სინამდვილე. მალე დადგება დრო, როცა გააფსუებული ქართველები მშობლიურ ეროვნულ სხეულს დაუბრუნდებიან.
ისმის კითხვა: გარდა იმისა, რომ დემოგრაფიული პრობლემები აქვთ, აფსუებს რაში სჭირდება გალელთათვის მოქალაქეობის მიცემა და პასპორტების დარიგება?
ასეთი მცდელობები ს. ბაღაფშის, ა. ანქვაბის, რ. ხაჯინბას "პრეზიდენტობის" დროსაც იყო, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ე. წ. პარლამენტსა და "პრეზიდენტის" არჩევნების დროს სწორედ გალის მოსახლეობის მონაწილეობა მიიჩნეოდა გადამწყვეტ ფაქტორად. ამას კი იმ კონკრეტულ პერიოდში ხელისუფლებაში მყოფი ძალები ეწინააღმდეგებოდნენ (რ. ხაჯინბას დროს) ან პირიქით, მხარს უჭერდნენ (ს. ბაღაფშის შემთხვევაში) გალელთათვის საარჩევნო უფლების მიცემას.
დღეს ასლან ბჟანია რატომღაც თვლის, რომ გალელების "სიპათია" მის მხარესაა და 16 თვის შემდეგ მეორე ვადით გეგმავს გამარჯვებას.

12 ноября 2023

ალექსანდრე პოტიომკინი აფხაზეთზე - ლეგენდები, რომლებიც აკნინებს ცნობიერებას.

უცხოეთში მცხოვრები მწერალი ალექსანდრ პოტიომკინი წარმოშობით სოხუმიდანაა. მისი წერილი აფხაზეთზეა და მრავალ ენაზეა თარგმნილი.

ა. პოტიომკინი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, გერმანია, თარგმანი გერმანულიდან.

მიმართვა საქართველოს პარლამენტარებს, ჟურნალისტებს,
საჯარო დიპლომატიას, საზოგადოებრიობას, უფლებადამცველებს,
„აფსუას“ ეთნოსს.


„აფხაზი“ ეს არ არის ეროვნული კუთვნილება, არამედ ქართული ეთნონიმია, ტოპონიმიც კი. ეს შინაარსობრივად ისეთი ტოპონიმების ტოლფასია, როგორიცაა „თბილისელი“, „ბერლინელი“, „ვარშაველი“, „როსტოველი“.

სიტყვა „აბხა“ - ეს მათთვის ვინც არ იცის ან დაავიწყდა - მეგრულად და ლაზურად, და მაშასადამე ქართულად ნიშნავს „ბეჭს“ და „კიდეს“. ამ სიტყვისგან წარმოიშვა „აფხაზეთი“ (რუსულად - «Абхазия» - ადგილის სახელწოდების პირველი თარგმანი XIII საუკუნის დამლევს გამოიყენეს).

ჩვენი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის დამდეგს შეიქმნა ცნობილი ქართული სამეფო „აფხაზეთი“ (რუსულად «Абхазия»), დედაქალაქი იყო ქუთაისი, სახელმწიფო ენა და დამწერლობა - ქართული, რელიგია - ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, ღვთისმსახურება წარმოებდა ქართულ ენაზე. მთელი დასავლეთ საქართველო - აფხაზეთი - ეს არის სამეგრელო, გურია, სვანეთი, იმერეთი, ეგრისი, ლაზიკა - მის შემადგენლობაში შედიოდა. ანუ აფხაზები (სიტყვის რუსული ვერსიით «абхазы») ეს დასავლელი ქართველები არიან. აფხაზეთის სამეფო ჩვენი წელთაღრიცხვის 746 წელს დააარსა ერისთავმა (რაც ქართულიდან თარგმანში ნიშნავს «управляющий князь», სიტყვა-სიტყვით, ერი - «нация», თავი - «голова» , ანუ «глава нации») ლეონ I–მა, ეროვნებით ქართველმა, რომლის მშობლიური ენა იყო ქართული, სარწმუნოება კი ქრისტიანული. ლათინურად და ბერძნულად „ლეონი“ ნიშნავს „ლომს“. შემდეგ აფხაზეთის პირველი მეფე იყო ლეონ II, ლეონ I-ის ძმისწული, შთამომავლობით ერისთავი, მის შემდეგ კი თეოდოს II (ლეონ II ვაჟი), დემეტრე (ლეონ II ვაჟი) ერისთავები. 861 წელს აფხაზეთის მეფე ხდება იოვანე, მერე ადარნასე, მერე კი ბაგრატ I (სახელი ბაგრატი სპარსულად „ღვთის რჩეულს“ ნიშნავს). შემდეგ: კონსტანტინე (ბაგრატ I-ის ვაჟი), გიორგი (კონსტანტინეს ვაჟი), ლეონი (გიორგის ვაჟი) და ასე შემდეგ.

აფხაზეთის მეფეები მუდამ მხოლოდ ქართველები იყვნენ, დედაქალაქი კი იყო ქუთაისი, სახელმწიფო სამეტყველო ენა და დამწერლობა მხოლოდ ქართული, რელიგია - მხოლოდ ქრისტიანული, მართლმადიდებლური. იმხანად მეფეებს დიდებული და მნიშვნელობის შემცველი სახელები ერქვათ: ლეონი - „ლომი, ნადირთა მეფე“, გურგენი - მეგრულად და ლაზურად „ჭექა-ქუხილი“, ტიგრანი - სპარსულად „ვეფხვი“, ბაგრატი ...

აფხაზეთის ყველა მეფე იყო ქართველი.

აფხაზეთის მხარე ისტორიულად ქართული მხარეა, ქართველთა გარდა იქ ცხოვრობდნენ სხვა მცირერიცხოვანი ეთნოსები - ბიზანტიელები, პონტოელი ბერძნები, თურქები, სპარსელები, აზერები (აზერბაიჯანელები) და სხვა მცირე კავკასიელი ტომები. ეთნოსს სახელად „აფსუა“ არავინ იცნობდა. სიტყვა „აფსუა“ პონტოურ ბერძნულად ნიშნავს „უსულოს“. ასო „ა“ ბერძნულად უარყოფას ნიშნავს, ხოლო „ფსია“ – „ფსუა“ ნიშნავს სულს, ცნობიერებას, ამ სიტყვისგან წარმოიშვა მეცნიერების დარგების „ფსიქოლოგიის“, „ფსიქიატრიის“ სახელწოდებანი. ქალაქ სოხუმის უძველესი სახელწოდება მომდინარეობს მეგრული სიტყვისგან „აკუჯიხა“.
„აკუ“ მეგრულად ნიშნავს „ზღვას“, „ჯიხა“ – „ციხესიმაგრეს“. სიტყვა „სოხუმი“ მეგრული წარმოშობისაა: „თევზი“ მეგრულად არის „ცხუმი“.
ქალაქის სახელწოდება „სოხუმი“ XIII საუკუნის დამლევს წარმოიშვა. ბერძნები ადრე მას „დიოსკურიას“ უწოდებდნენ, თურქები - „სოხუმ-კალეს“, სპარსელები „ბაგრატ- კალეს“, ქართველები „ცხუმს“.

მაგრამ ისტორიაში არასდროს ჰქონია ქალაქს სახელწოდება „აფსუას“ ენაზე. მათ ენაზე ამ შესანიშნავ ადგილს XIII საუკუნიდან დღემდე ეწოდება „აკუა“ – პირველი ნაწილი ძველი მეგრული სახელწოდებისა „აკუჯიხა“.

არსებობს ათასობით ისტორიული წყარო: სიტყვა „აფხაზეთი“ ეს ძირძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს დასავლეთ საქართველოს და შავიზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე ქართული ეთნოსის და არა „აფსუას“ ტომის განსახლების ადგილს. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან დასავლეთ ამიერკავკასიაში სჭარბობს ქართველური ეთნოსი. ამ მოსაზრებას განამტკიცებს კოლხეთში არგონავტების ჩამოსვლის შესახებ ბერძნული მითოლოგიის მონაცემები და ბერძნული წერილობითი წყაროები (სტრაბონი, ეკატეოს მილეთელი, სკილაქს კარიანდელი), რომლებშიც მითითებულია, რომ კოლხეთის სამეფო მოიცავდა დასავლეთ საქართველოს მთელ დაბლობს, სადაც ძირითადი ეთნოსი იყო ქართული.
მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში ბერძნულ წერილობით წყაროებში ერთი სტრიქონით მოიხსენიება ლაზიკის („აფხაზეთის“) ჩრდილოეთით მცხოვრები მცირე ტომები - აფსილები და აბაზგები.

უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების რუსული და ევროპული მატიანეები მიუთითებენ, რომ იბერები (ქართველები) და აფხაზები (ქართველები) ერთი ხალხია, ერთი დამწერლობის და ერთი კულტურის მქონე. ამ მოსაზრებას განამტკიცებს პლინიუსის, არიანე ფლავიუსის, ჟან შარდენის, არქანჯელო ლამბერტის, ევლია ჩელების ისტორიული კვლევითი მასალები.

ცხუმელი მქადაგებელი პიეტრო გერალდი 1330 წელს მოქალაქეებისადმი მიწერილ წერილში ჩამოთვლის ქალაქის მცხოვრებთ: ქართველებს, ბერძნებს, მუსლიმანებს და ებრაელებს.

ვატიკანის XV საუკუნის რუკაზე მდინარე კელასურის შესართავთან (ცხუმის გარეუბანი) მითითებულია პუნქტი „პორტო მიგრელო“, ხოლო ქალაქ გუდაუთის რაიონში პორტი „კავო დე ბუქსო“.

ცნობილი თურქი გეოგრაფი და ისტორიკოსი ევლია ჩელები წერდა, რომ „აფსუას“ ტომი „არ იცნობს ყურანს და საერთოდ არ აქვს არანაირი რელიგია“ და დამწერლობა.
რა თქმა უნდა, როგორც ძველი, ისე ახალი წელთაღრიცხვის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში იბერიის (საქართველოს) ვრცელ ტერიტორიაზე ხდებოდა ტომების გადასახლება, მაგრამ ისინი იმდენად მცირერიცხოვანნი იყვნენ, რომ ქვეყნის ისტორიაში კულტურული კვალი არ დაუტოვებიათ.

XVIII საუკუნიდან აფსუას ტომები (რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებამდე მდინარე ყუბანის კალაპოტის გასწვრივ მთიან რაიონებში ცხოვრობდნენ), აბაზგები (ჩერქეზულ-ადიღეური ტომები), სხვა ჩრდილოკავკასიელი მთიელები მცირე ჯგუფებად სახლდებიან ამ რაიონებში, რაც ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შესახებ ქართველ და რუს მეფეთა შორის პირველი სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების გამოძახილია.

XVI საუკუნის დამდეგიდან სპარსელები და თურქები კავკასიელ ტომებს უწოდებენ „აბაზას“, რაც სპარსულად „სპილენძის მონეტას“ ნიშნავს. სპარსელი ისტორიკოსების კომენტარებში ეს სიტყვა „იაფი მუშახელის“ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა.

1783 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი - საქართველოს საზღვარი კავკასიის ქედზე გადის. საქართველოს შეერთების შემდეგ, სახელმწიფოს სახელწოდების „საქართველოს“ ამოძირკვის მიზნით, რუსეთი მის ტერიტორიას ტიფლისისა და ქუთაისის გუბერნიებად ჰყოფს. შიდა ქართლის პროვინცია (ქართლი აღმოსავლეთ საქართველოა, აფხაზეთი - დასავლეთ საქართველო) შედის თბილისის გუბერნიაში, ხოლო აფხაზეთი - ქუთაისის გუბერნიის სოხუმის სამხედრო ოლქში. ქუთაისი აფხაზ მეფეთა ისტორიული სატახტო ქალაქი იყო.

ისმის კითხვა: რატომ უწოდებთ თქვენ, ქართველები „აფსუას“ მცირე უცხო ეთნოსს აფხაზებს? ამით თქვენ შეურაცხყოფთ თქვენს წინაპრებს, ბილწავთ საკუთარ ისტორიას, აკნინებთ და სახელს უტეხავთ თქვენს მრავალრიცხოვან ეთნოსს. აფხაზები ეს თქვენ ხართ, ქართველები - მეგრელები, ლაზები, იმერლები, გურულები, კოლხები, იბერები და ასე შემდეგ, ხოლო „აფსუები“ ეს მოსული მცირერიცხოვანი ტომია, რომელიც კავკასიის მთებიდან ჩამოვიდა და დაფუძნდა ამ მიწაზე XIX საუკუნის დამდეგს რუსეთ-კავკასიის ომის დროს, რომელიც გენერალმა ერმოლოვმა დაასრულა. იმხანად ისლამის მიმდევარი ათასობით კავკასიელი მთიელი გადასახლდა თურქეთში, ხოლო ისინი, ვინც ეს ვერ მოახერხა - ადიღელები, აბაზგები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ბალყარები და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტომები შავი ზღვის სანაპიროზე დამკვიდრდნენ - ოჩამჩირიდან ანაპამდე. 1917 წლის რევოლუციამდე მათი განსახლების ადგილს ეწოდებოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის სამხედრო ოლქი. ძალაუფლების სათავეში მოსულმა ბოლშევიკებმა ამ რეგიონს შეუცვალეს სახელი, რომელსაც საფუძვლად დაედო ადგილის ისტორიული სახელწოდება - აფხაზეთი. ამ მომენტიდან ქართული ტოპონიმი „აფხაზეთი“, როგორც რეგიონის აღმნიშვნელი საკუთარი სახელი, დამკვიდრდა და დღემდე არსებობს, ხოლო ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მეორე და მესამე თაობის ახალმოსახლეს ეწოდა ეთნონიმი „აფხაზი“. ახალი სახელწოდებით გაერთიანებულ მცირე ეროვნებათა რაოდენობრივი შემადგენლობა არასდროს აღემატებოდა 30-35 ათას კაცს. არადა, „აფხაზეთის“ საერთო მოსახლეობა დაახლოებით ხუთასი ათასს შეადგენდა. ბევრი მიეკედლა ამ ახალ ერთობას, რათა მოეხდინა თავისი სამოქალაქო სტატუსის ლეგალიზება, ელიტური ერის წარმომადგენელი გამხდარიყო და სოციალური პრეფერენციები მიეღო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „აფხაზი“ ეს ეროვნება კი არ არის, არამედ ეთნონიმია.

„აფსუების“ (ეთნონიმ „აფხაზის“ მიმთვისებელი სხვა ეროვნებების) ენაზე წყლის ძუძუმწოვართა და თევზების სახეობათა - დელფინის, კალმახის, სტავრიდის, კამბალის, ხონთქარას (ბარაბული) აღმნიშვნელი ერთი სიტყვაც კი არ არსებობს. მათ აქვთ ერთი სიტყვა «арыба»“. და საერთოდაც, „აფსუების“ ენა მეტად ღარიბი და უმნიშვნელოა თავისი მოცულობით, მასში ბევრი ნასესხები სიტყვაა მეგრული და რუსული ენებიდან. ქართული ენა კი ეს უძველესი და სილამაზით მდიდარი ენაა, ეს მეცნიერების, კულტურის, პოეზიისა და ლიტერატურის ენაა. ქართული ენა ოდითგანვე ღვთისმსახურების ენაა ამ მიწაზე. ეკლესია ჯერ კიდევ IX საუკუნეში გამოეყო ბიზანტიის ეპარქიას და აფხაზეთის კი არა, სრულიად საქართველოს ეკლესია გახდა.

ქართული კულტურის უძველესი ცენტრი და სატახტო ქალაქი იყო ქართული ქალაქი ქუთაისი. „აფსუები“ არასდროს ყოფილან ქრისტიანები და კულტურის, არქიტექტურის, დამწერლობის არანაირი ძეგლი არ შეუქმნიათ.

სულ ცოტა ხნის წინანდელ მაგალითს მოგიყვანთ: ბოლო ოცი-ოცდაათი წელია აღშფოთებას გამოხატავდნენ, სასამართლო დავას აწარმოებდნენ ევროპულ სასამართლოებში, ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა მაკედონიას არ აქვს უფლება ეს სახელი ეწოდებოდეს. მაკედონელები ეს ისტორიულად ბერძნული ეთნოსია და არა სლავური. და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც თავისას - მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდა.
თანამედროვე „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ არც ისტორიული, არც იურიდიული უფლება არ აქვს სხვისი ისტორიული სახელი ჰქონდეს. აფხაზები ეს ქართული ეთნოსია ამ მხარეს კი უნდა ერქვას „დროებითი აფსუა“. ამ ეთნოსის წარმომადგენლები ისტორიულად თავს „აფსუებს“ უწოდებენ, თავიანთ ქვეყანას კი
„აფსნის“ და არა „აფხაზეთს“. საქართველოს პარლამენტარებს ვთავაზობ, განიხილონ და დაამტკიცონ ამ ტერიტორიის ოფიციალურ სახელწოდებად „დროებითი აფსუა“ და არა აფხაზეთი.

„აფხაზი“ ხალხი ეს გამოგონილი ხალხია, მეფის რუსეთის ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში ბოლშევიკების დამკვიდრებული.

თქვენ, ქართველები რატომ იჩენთ ასეთ სასტიკ გულგრილობას საკუთარი ისტორიისადმი და წინაპართა ხსოვნისადმი? რატომ დაუშვით უცხო ხალხისთვის
„აფსუებისთვის“ აფხაზები ეწოდებინათ და კვლავაც ასე უწოდებთ, ხოლო ომით წართმეულ თქვენს ისტორიულ ტერიტორიებს, საიდანაც იარაღის ძალით გამოდევნეს ასიათასობით ქართველი, ათიათასობით კი დახოცეს და დახვრიტეს, - აფხაზეთს!

რატომ არ აღშფოთდებით, რატომ არ მოითხოვთ, რატომ არ ჩივით იმის გამო, რომ „აფსუას“ ხალხის ახალი დამწერლობა, რომელიც მხოლოდ 1954 წელს შექმნა ქართული გვარის კაცმა გულიამ (ქართულად „გული“ ნიშნავს «сердце»), აფხაზებს მიაწერეს? 1954 წელს გაჩნდა „აფსუების“ პირველი სკოლა და მას „აფხაზური“ უწოდეს. ბოლშევიკებმაც შეგნებულად ბევრი შეცდომა დაუშვეს ქართველი ხალხის ისტორიაში ეთნიკური კუთვნილების დაცვის საკითხში. ახლად მოვლენილ დამწერლობას უნდა ეწოდებოდეს „აფსუა“ და არავითარ შემთხვევაში „აფხაზური“. ეს ფაქტი ხომ კულტურული დრამაა და ფსიქოლოგიური დივერსიაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აფხაზები, ანუ ქართველები თავიანთი დამწერლობით IV საუკუნიდან, ხოლო მეორე ვერსიით ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან სარგებლობენ.

თანამედროვე ეტაპზე ისტორიულ და სამართლებრივ დიალოგებში საქართველო არ ავლენს ჯეროვან თანამიმდევრულობას, მკაცრად არ იცავს თავის ისტორიულ ტოპონიმურ, ჰიდრონიმურ, ეთნოტოპონიმურ საკუთარ სახელწოდებებს!

კოლხეთი, ადრე ბერძნების მიერ კოლონიზებული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთელ დაბლობს მოიცავს, ასევე მუდამ ქართველ ხალხთან იყო დაკავშირებული და არა „აფსუებთან“. იმ ეპოქის არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს, საპირისპიროს რომ ამტკიცებდეს.

ბერძნებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქართველი ერის - მეგრელების, სვანების, გურულების, იმერლების, აჭარლების, ლაზების და სხვათა ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში ფაზისად (ბერძნულად „მარად ცოცხალს“ ნიშნავს) წოდებულ კოლხეთის პორტს, ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში სახელი გადაერქვა და დღემდე ფოთი ეწოდება, რაც ბერძნულად ნიშნავს პონტოს - შავ ზღვას. XI საუკუნემდე საღვთისმეტყველო წიგნები ბერძნულ და ქართულ ენებზე იყო, შემდგომ - მხოლოდ ქართულ ენაზე. ღვთისმსახურება დღესაც ძველ ქართულ ენაზე წარმოებს. ყველა ქრისტიანთა წმინდა წერილი - ახალი აღთქმის 27 წიგნი დაწერილია როგორც ბერძნულ, ასევე ქართულ ენაზე.

ვიკიპედიაში აფხაზეთის შესახებ ინფორმაცია ხშირად ფეიკია, მოგონილია. ფეიკების ერთ-ერთი ცნობილი შემთხზველი გახლავთ რუსი კონსტანტინე ზატულინი და სხვა „ისტორიკოსები და განმანათლებლები“: ასლან ავიძბა, ერმილე აჯინჯალი, შალვა ინალ-იფა, გივი სმირი, ომარ მაანი, რომლებიც სამეცნიერო და ისტორიულ წიგნებში, ჟურნალეში, ინტერვიუებში ყალბ ფაქტებს ავრცელებენ. მათი განცხადებები ეს ბოდვაა, ეშმაკისეული და თავხედური მტკნარი სიცრუეა. ხოლო ე. აჯინჯალის ციტატა „...აფხაზეთში სახელმწიფოებრიობა შესაძლოა იესო ქრისტეს დაბადების პირველივე საუკუნეებში ჩამოყალიბდა...“ - ისტორიული მოსაზრება კი არა, სრული ნაყალბევია, ფეიკია. ეს შეიძლება სიმართლე იყოს მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში და არა აფსნისთან (აფსუა, აფხაზეთი), ის კი აფსუას გულისხმობს.

რატომ არ უპირისპირდებით თქვენი ეროვნული და საერთაშორისო იურიდიული ინსტანციებით ამ მავნებელ მთხზველებს, რომლებიც თავიანთი ყალბი ისტორიული ვერსიებით ხელს უწყობენ დანაშაულს ქართველი ხალხისა და მისი კულტურის წინააღმდეგ? რატომ არ მოაწყვეთ დამოუკიდებელი სამართლიანი გარჩევა და სასამართლო დევნა არ წამოიწყეთ ფაქტების დამახინჯების, ქართველი ხალხის მიმართ წინასწარ განზრახული პოლიტიკური ცილისწამებისა და გენოციდის ბრალდებით?

ბევრ აფხაზს (ნამდვილ ქართველს) ხოცავდნენ ერთადერთი მიზეზით: „თუ ქართველი ხარ, მაშ, მიიღე შუბლში ტყვია! “ ათიათასობით ადამიანი დახოცეს - მკვლელების ცნობიერებას სეპარატისტების მაამებელ ყალბ კომენტატორთა სიცრუე აყალიბებდა.


1992-1994 წლებში ქართველთა (აფხაზთა) გენოციდის საზარელი ფაქტი მსოფლიოს საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის საკმარისად არ არის ცნობილი და სუსტადაა დეტალურად გაშუქებული. ეს თქვენი ბრალია, საქართველოს საჯარო პირნო! ეროვნული ისტორიის განმავლობაში უძველესი დროიდან მეზობელ ქვეყნებს - რომაელებს, ბიზანტიელებს, არაბებს, სპარსელებს, თურქებს და სხვებს არაერთგზის დაუპყრიათ თქვენი მიწები, რათა დაემონებინათ ქართველი ხალხი, მაგრამ ახერხებდით თქვენი ტერიტორიების და კულტურის აღდგენას. ამიტომაც შეგარქვეს რამდენიმე ათასი წლის წინათ სპარსელებმა „გურჯები“, თქვენს ქვეყანას კი
„გურჯისტანი“ უწოდეს, რაც სპარსულად „მგლების ქვეყანას“ ნიშნავს. ახალი ერის დაწყებიდანვე თქვენი ხალხი მსოფლიოში ცნობილია ენერგიული ცივილიზაციური წინსვლით, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მდიდარი კულტურის არსენალი.

დიდი იმედით ველი, რომ უახლოეს ხანში დაიცავთ და ქართველ ხალხს დაუბრუნებთ თავის ადრინდელ ტერიტორიებს.

„დროებითი აფსუას“ დამოუკიდებლობისთვის 1992-1993 წლების საომარ მოქმედებებში დაახლოებით 3000 უცხოელი მოხალისე მონაწილეობდა. უცნობი თვითმფრინავები ბომბავდნენ, „გრადები“ ესროდნენ, ტანკები ანგრევდნენ ქალაქ სოხუმს და „აფხაზეთის“ სხვა დასახლებულ პუნქტებს, რომ ქართველები გამოედევნათ. 300 ათასზე მეტი მოქალაქე სიკვდილის შიშით იძულებული გახდა მიეტოვებინა მშობლიური კერა, 40 ათასზე მეტი დახვრიტეს და დახოცეს.

ამასთან 247 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა ლეონის ორდენით (1992 წელს შემოიღეს განსაკუთრებული სიმამაცის, გმირობის, წარმატებული საბრძოლო მოქმედებისათვის). რამდენად უნდა ყოფილიყო გახრწნილი და დამახინჯებული ამ ფეიკური იდეების ავტორთა ცნობიერება, რომ ქართველი ხალხის მკვლელობისათვის ქართველივე მეფის ლეონის სახელობის ორდენი შემოეღოთ ჯილდოდ.

„აფსუების“ ტომის ისტორიაში არაფერი არ არის: არც კულტურა, არც ენა, არც ძეგლები - მხოლოდ ყურით მოთრეული ამბიციები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „აფსუები“ არ აღიარებდნენ ქრიატიანობას და შორს იყვნენ მართლმადიდებლებისთვის კანონიკური წმინდა წიგნებისგან, ასევე ქრიატიანული მოძღვრების სხვა წყაროებისგან. ადრე, საუკუნეთა განმავლობაში „დროებითი აფსუას“ ტერიტორიაზე მოქმედებდა 140-ზე მეტი ტაძარი და მონასტერი, რომლებიც გამოირჩეოდა საქართველოსთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილით, აფხაზეთის სამეფოს არსებობის პერიოდში ჩამოყალიბებული დეკორითა და ფასადური პლასტიკით. ახლა მხოლოდ 15 ტაძარი და 2 მონასტერი მოქმედებს. ქართულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებას ეროვნული თავისებურება ახასიათებს. ყველა ტაძარი და ეკლესია ქართველი ოსტატების აგებულია და დუბლირებულია ქვეყნის სხვა რეგიონებში.

მე და საქართველოს მრავალი სხვა გულშემატკივარი გთხოვთ დაიცვათ ევროპის უძველესი სახელმწიფო. VI-X საუკუნეების ევროპაში სულ ოთხი სახელმწიფო არსებობდა: გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერია (დედაქალაქი ახენი), ინგლისის სამეფო (დედაქალაქი ვინჩესტერი), რუსეთი (დედაქალაქი კიევი) და აფხაზეთი (დედაქალაქი ქუთაისი, მხოლოდ ქართული ეთნოსი, სახელმწიფო ენა და დამწერლობა - ქართული, რელიგია - ქრიატიანობა (მართლმადიდებლობა).

ჩვენ ყველა, ვისაც გვიყვარს საქართველო, მისი ხალხი და კულტურა, თქვენგან აქტიურ მოქმედებას ველით!

თქვენ კი, „აფსუა“ ხალხო, თქვენი ჯიუტი და აშკარა მცდელობა, მიიწეროთ საქართველოს მაღალი ცივილიზაციური კულტურა, სხვადასხვა ფრაგმენტებშია გამოხატული.

„აფსუას“ ეთნოსი სარგებლობს სხვისი მემკვიდრეობით და მონაპოვრებით, გვარებიც კი მიითვისეს, რადგან თავისი არ ჰქონდათ. თქვენს ტომს საკუთარი სახელები არ ჰქონია. ისტორიული ფესვების რეალობას ეტიმოლოგია ადასტურებს.

თანამედროვე „დროებითი აფსუას“ - ისტორიულად ქართული „აფხაზეთის“ - მოქალაქეთა 80 პროცენტზე მეტმა მიისაკუთრა ნაცნობების, მეზობლების და ყველა გარშემო მცხოვრების წმინდა ქართული სახელები და გვარები. ეს აქცია ეხმარებოდა მათ საკუთარი თავის ლეგალიზაციაში, ახალი წარმონაქმნის - ბოლშევიკური აფხაზეთის სოციალურ ლანდშაფტში თავიანთი ხალხის ინტეგრაციაში. თქვენ სრულიად მოურიდებლად მიითვისეთ ქართული გვარები, თუმცა თავს ისევ „აფსუებს“ უწოდებთ.

მოგიყვანთ რამდენიმე ასეთ გვარს: კაკალია (მეგრული „კაკალი“), ლომია (ქართული „ლომი“), მიმინოშვილი (ქართული „მიმინო“), თოფურია (მეგრული „თოფური“, ქართულად ნიშნავს „თაფლს“), ბედია (ქართული „ბედი“), ჯიქია (ქართული „ჯიქი“), ქობალია (მეგრული „ქობალი“,ქართულად ნიშნავს „პურს“), ძიძარია (ქართული „ძიძა“), ცაავა (ქართული „ცა“ და „ავა“), მელია (ქართული „მელა“), ღვინჯილია (მეგრული „უღრანი ტყე“), ზარანდია (მეგრული „ზარი“ და „დია“, ქართულად „დიასახლისი“), ჩემია (ქართული „ჩემი“).

„აფსუების“ 630 გვარიდან 500-ზე მეტი ასეთი გვარია, მათი საკუთარი გვარები კი 100-ზე ნაკლებია. 500-ზე მეტ გვარს ქართული ძირი აქვს.

არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებსაც კი ქართული გვარები აქვთ. და ამასთან ქართველებს მტრებს უწოდებთ! თქვენ გადამთიელების და ომის დახმარებით ისტორიული მიწებიდან, მამაპაპისეული სახლებიდან გამოყარეთ ძირძველი მოსახლეობა, ნაწილი კი დახვრიტეთ. მაგრამ აფხაზეთის მთელი მიწა-წყლის მრავალათასწლოვანმა ისტორიამ შემოინახა ქართული ტოპონიმები - ჰიდრონიმები, ოიკონიმები, ორონიმები.
„აფსნის“ მთავრობის ზოგიერთ წევრთა გვარები: ანქვაბი ( ქართული „ქვაბი“), ბჟანია („ბჟა“ მეგრულად „მზეს“ ნიშნავს), კვიცინია (ქართული „კვიცი“), ქაჯაია (ქართული „ქაჯი“), ჯინჯოლია („ჯინჯი“ მეგრულად „ფესვს“ ნიშნავს), ბებია (ქართული „ბებია“), გაბლია (მეგრულად „გავლენას“ ნიშნავს), გუნია (მეგრულად ნიშნავს „ჰგავს“).

აკადემიური მეცნიერების ცნებების საყოველთაო მნიშვნელობა:

ტომი. ეთნოსის ყველაზე ადრეული ფორმა. მის წარმოქმნას წინ უძღოდა ადამიანთა გაერთიანება ოჯახებად, საგვარეულოებად და კლანებად.
ეროვნება. ეთნოსის შედარებით განვითარებული ფორმა, რომელმაც ჩაანაცვლა ტომი. ტომისგან განსხვავდება იმით, რომ მოიცავს ადამიანთა დიდ რაოდენობას; მისი წარმოქმნა უკავშირდება სახელმწიფოს წარმოქმნას, რომელიც ერთ მთლიანობად აერთიანებს დიდ ტერიტორიებს; ადამიანთა გაერთიანებას საფუძვლად უდევს არა მარტო ნათესაურ-გვაროვნული კავშირები, არამედ ენობრივი, ტერიტორიული, ეკონომიკური და კულტურული ნიშნებიც.

ერი. ეთნოსის ტიპი, ადამიანთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია საერთო ინსტიტუტებითა და ფასეულობებით. ერის ნიშნებია: ერთიანი ტერიტორია, ერთიანი ენა; საერთო ეკონომიკური სისტემა; ერთიანი ეროვნული ხასიათი, სოლიდარობის გრძნობა.

P.S. ამ მიმართვაში მოცემულ ჩემს მოსაზრებებში ყველაზე ნაკლებად ქართული წყაროები დავიმოწმე და არგუმენტაციისა და დასკვნებისთვის რომაული, ბერძნული, ევროპული, თურქული და სპარსული მასალები გამოვიყენე. “