31 марта 2016

დღევანდელი აფსუური პოლიტიკური Landschaft-ი

„აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი“ - რაულ ხაჯინბას ძირითადი მხარდამჭერი ძალა. 8-9 წელი ოპოზიციაში იყო. დღეს სახელისუფლებო პარტიაა.
მთავარ ოპოზიციურ ძალას - პარტია „ამცახარას“, რომელიც სამი წლის წინ შეიქმნა ვეტერანთა მსგავსი დასახლების მოძრაობის საფუძველზე, ორი ოპოზიციური პერიოდი ჰქონდა და ერთი, 9 წლიანი, სახელისუფლებო.
შემდეგია პარტია „Единая Абхазия“, რომელიც 7 წლის წინ შეიქმნა 2004 წ. დაარსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის საფუძველზე, ოპოზიციონერთა რიგებშია.
ამ ორი ძალის გარდა, არავის არ ჰქონია მსგავსი „პოზიცია-ოპოზიციის“ რყევები.
„ერთიანი აფხაზეთის“ 12 წლიანი არსებობის მანძილზე, ის ორი პერიოდი ოპოზიციაში იყო, ხოლო კიდევ ორ პერიოდში ხელისუფლებას უჭერდა მხარს. ახლა გზის გასაყარზეა. ამიტომაა, რომ ვერ ჩამოყალიბდა. ის საზოგადოებაში განიხილება როგორც „მესამე ძალა“. ამჟამინდელი მდგომარეობიდან ჩანს, რომ შემდეგ „საპრეზიდენტო“ არჩევნებზე ამ პარტიას ეყოლება თავისი კანდიდატი, ოღონდ არა სერგეი შამბა, რომელსაც 65 წელი შეუსრულდა.

20 марта 2016

არმენოფობიის გაღვივება - როგორც რუსული ანტიქართული პოლიტიკის ნაწილი

გამოცემა kavkazplus.com-მა  ახლახან გამოაქვეყნა ანონიმური სტატია 
„აფხაზები და სომხები: დაპირისპირების თავიდან აცილების შეუძლებლობა 
და აფხაზების განწირულობა“, სადაც საუბარია აფხაზეთში სომხების 
მომძლავრების, მათი  არალეგიტიმური  ამბიციებისა და  აფსუებთან მათი
მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ, რაც, ავტორის 
თქმით, საბოლოოდ აფხაზების განდევნით დასრულდება. ის საუბრობს 
არსებულ სიტუაციაზე და ასკვნის, რომ „ორი ეთნიკური ნაციონალიზმი, 
როგორც ორი მტაცებელი  ერთ ტერიტორიაზე, ერთად ვერ  იარსებებს. არ 
შეიძლება, რომ სახელმწიფო,  თვით სეპარატისტულიც კი ერთდროუად
ეთნოკრატიული აფხაზური და მონოეთნიკური სომხური იყოს.“
ამ მასალაში ავტორს აფხაზურ-სომხური მოსალოდნელი დაპირისპირების გასამყარებლად მრავალი არგუმენტი მოჰყავს: სომხების  რაოდენობრივი უპირატესობა; იქ დარჩენილი ქართველების რიცხვის ხელოვნური შემცირება და მათი ნეიტრალიზება; ძლიერი სომხური ლობი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში არის განსახლებული; სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბახის სომეხი მოსახლეობა, რომლებიც მზად არიან პირველივე დაძახებაზე მოაწყდნენ აფხაზეთს.

16 марта 2016

1993 წლის მარტის ბრძოლების გამო


ფხაზეთის ომის 1993 წლის მარტის სისხლისმღვრელი ბრძოლები თავისი მნიშვნელობითა და ქართული ჯარის თავდადებით საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულია. ეს იყო რუსეთთან 200 წლიან ჭიდილში ჩვენი პირველი სამხედრო გამარჯვება.
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, მიუხედავად მისი უპრინციპობისა და სისუსტისა, ანგარიშს უწევდა რა ქართველი ერის საუკეთესო ნაწილის საბრძოლო შემართებას, იძულებული იყო პოლიტიკური გამოსავალი ეძებნა ან ამის იმიტაცია მაინც ეცადა. კრემლის მიერ 1992 . 3 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემდეგ (როცა გაგრის ოკუპაცია მოხდა), თბილისის რიტორიკა სიმკვეთრისკენ გადაიხარა.
1993 წ. 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მკვეთრი განცხადებით გამოეხმაურა  რუსეთის ავიაციის მიერ სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და მოსკოვი აგრესიაში დაადანაშაულა.

1992 . რუსეთის თავდასხმა თავიდანვე დანაშაულებრივად ეთნოკონფლიქტად მოინათლა, რომელშიც ერთი მუჭა აფსუები სატყუარას როლს თამაშობდნენ. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორ "სამხედრო საბჭოს" მემკვიდრე ახალი ხელისუფლება თავს არიდებდა მოსკოვთან დაპირისპირებას. მაგრამ ხმაურიანმა და პოლიტიკურად ჭრელმა საქართველოს პარლამენტმა თავისი გაიტანა და 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დადგენილება აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის საჯარისო ნაწილების შესახებ, 1993 წლის 25 თებერვალი: 
„1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საჯარისო ნაწილების შემდგომი ყოფნა. 2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – სახელმწიფოს მეთაურს აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან კონფლიქტის ზონიდან რუსეთის საჯარისო ნაწილების გაყვანის თაობაზე“.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი მოსკოვისთვის ფარატინა ქაღალდს წარმოადგენდა, რუსეთმა ის სილის გაწნად აღიქვა. ამიტომ მარტის დასაწყისისთვის სოხუმის აღება გადაწყდა. მაგრამ . ელცინს პირველი მცდელობა ჩაუვარდა და ქართულმა ჯარმა შედარებით იოლად მოიგერია მტერი. 1993 წ. 4 მარტს, მტრის მორიგი შეტევის დროს, პარლამენტი ღებულობს დადგენილებას "გულრიფშისა და გალის რაიონების ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ".


რუსეთის გენშტაბმა დაიწყო გადამწყვეტი სამხედრო კამპანიის მოზადება.
ისე ჩანდა, რომ არც თბილისი იჯდა გულხელდაკრეფილი. გაეროში გაიხსნა საქართველოს წარმომადგენლობადაიწყო ფრონტზე ქაოსური ვითარების მოწესრიგება და ა. შ.

აქ არ შევჩერდებით იმაზე, თუ რატომ გადადგა ხელისუფლებამ მოსკოვისთვის გამაღიზიანებელი ნაბიჯები, მაგრამ, ცხადი იყო, რომ გარეგნულად მაინც, სწორი პოლიტიკური მიმართულებით მოძრაობდა ომში მყოფი ქვეყნის პარლამენტი.
ჩვენს სუსტ და მტრის ერთგული კადრებით სავსე დაზვერვასაც არ გასჭირვებია იმის დადგენა, რომ რუსეთი სერიოზულ შეტევას ამზადებდა. ამასთან, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ელემენტარული თვითგადარჩენის ინსტიქტი აიძულებდა . შევარდნაძესა და მის გუნდს, ვერბალურ დონეზე მაინც გაეწია წინააღმდეგობა ოკუპანტისთვის და თუნდაც პარლამენტის ტრიბუნიდან მიეწვდინა ხმა დაყრუებული მსოფლიოსთვის. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, ჩვენთვის მაიცდამაინც არავის ეცალა არც ევროპაში და არც სხვაგან. ყველა გართული იყო ახლადმომსპარი სსრკ- საბოლოო უსაფრთხო დემონტაჟით.

საქართველოს პარლამენტმა 1993 წ. 11 მარტს მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთავრობას დაავალა, დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან მისი ჯარების ჩვენი ქვეყნიდან გაყვანის შესახებ არა უგვიანეს 1995 წლისა. 

ცხადია, საქართველოს ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკური ნაბიჯები აფხაზეთის ფრონტებზე აისახებოდა. 12-13 მარტს რუსულმა მოიერიშეებმა დაბომბეს ოჩამჩირის რ-ის სოფლები, სოხუმი და გუმისთის ფრონტის ხაზი. ამასთან, ისინი აწარმოებდნენ აქტიურ საჰაერო დაზვერვას. საფუძვლიანად ემზადებოდნენ შეტევისთვის.
14 მარტს დილის 6 და 9 სთ-ებზე კვლავ მასიური ცეცხლი გახსნეს გუმისთაზე, ხოლო დღის მეორერ ნახევარში ს. შრომას შემოუფრინეს მოიერიშე თვიღმფრინავებმა. 21 სთ-ზე დაიბომბა სოხუმი, რის შედეგადაც დაინგრა 20-მდე სახლი, დაიღუპა 2 და დაიჭრა 12 მშვიდობიანი მოქალაქე (მ. შ. 2 ბავშვი). 
გადამწყვეტი შეტევა დაიწყო 16 მარტს, დილის 2-3 საათზე. მთელი სიმძლავრით ამუშავდა მტრის არტილერია და ავიაცია. გამთენიისას მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა ფრონტის მთელს ხაზზე შეტევაზე გადმოვიდა. გუმისთა გადმოლახეს რუსეთის სპეცრაზმებმა, აფსუათა და სომეხთა შენაერთებმა, დაქირავებულმა მეომრებმა. პირველ ეტაპზე მათ ხელში ჩაიგდეს პლაცდარმები ე. წ. უჩხოზთან (გუმისთის ქვედა ხიდი) და ს. აჩადარის ზოგიერთი მონაკვეთი. ფაქტიურად, მიმდინარეობდა ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც მცირერიცხოვანმა ქართულმა რაზმებმა მტერს არაფერი არ დაუთმეს. შემდგომ ქალაქში განგაში გამოცხადდა და დილის 5-6 სთ-ისთვის ფრონტი გამაგრდა. დაახლოებით 16 სთ-ისთვის დაიწყო აჩადარის პერიმეტრის უკვე დემორალიზებული მტრისაგან გაწმენდა. დაბნელების შემდეგ ლოკალური ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა. ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დაიბომბა სოხუმი, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.
17 მარტის ღამის 3 სთ-ზე მოწინააღმდეგე კვლავ შეეცადა შეტევის განვითარებას, მაგრამ უშედეგოდ.
სოხუმის თამარ მეფის (ჩანბის), კუხალეიშვილის, მარუხის ქუჩები, თბილისის გზატკეცილი, "მაიაკის" დასახლება - აი, არსრული სია იმ ადგილებისა, სადაც 300-500 კგ საავიაციო ბომბები ჩამოყარეს რუსებმა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრწყინვალედ იმოქმედა ქართულმა არტილერიამ, რომელმაც ზუსტი და ინტენსიური დარტყმებით გადამწყვეტი ზიანი მიაყენა შემოჭრილ მტერს.
სხვადასხვა მონაცემებით, 500-დან 1000 კაცამდე მომხვდური იქნა განადგურებული. ქართველებმა 140-ზე მეტი მეომარი დაკარგეს.

საქართველოს პარლამენტმა  მიმართვა გაუგზავნა გაეროს, ევროპარლამენტს, მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს, სადაც აღნიშნა, რომ აფსუა სეპარატისტებს ამოფარებული რუსეთი 16 მარტის შეტევაში ასრულებდა გადამწყვეტ როლს. საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ჯარების გაყვანა. პარალელურად მოსკოვის დეპუტატთა საბჭო ღებულობს მიმართვას რუსეთის პარლამენტისადმი საქართველოს მიმართ სანქციების შემოღების მოთხოვნის შესახებ.

იმ დღეებში საქართველო ძალზე ახლოს მივიდა იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, რომელიც უკვე ხელისუფლებას 2008 . ომმა მიაღებინა - რუსეთი ოფიციალურად გამოეცხადებინა მეომარ, აგრესორ, ოკუპანტ მხარედ. ჩვენი აზრით, ამით დამთავრდებოდა აფხაზეთის ომის ჩვენთვის ძალზე საზიანო ეთნიკურ ომად კვალიფიცირებამაგრამ . შევარდნაძემ ეს ვერ გაბედა და ორმაგი თამაში განაგრძო. წარსულით, კარიერით, მსოფლმხედველობითა და მენტალურად რუსს, ეტყობა, მაინც სჯეროდა, რომ კრემლი ბოლომდე არ გაწირავდა. სსრკ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ამ პოზიციას ისიც უმყარებდა, რომ დასავლეთში საქართველო სტრატეგიულად ჯერ კიდევ სერიოზულად არავის არ აინტერესებდა. იქ . ელცინის თავის მოქონვით იყვნენ გართულნი და ჩვენი ბრძოლა მათთვის ადგილობრივი მნიშვნელობის ეპიზოდი იყო მხოლოდსაქართველო დიდი მტაცებლის პირისპირ კვლავ მარტო რჩებოდა.

რუსეთისთვის სამარცხვინოდ დამთავრებული მატრის შეტევა თანდათან მინელდა. შემდგომ დღეებში კიდევ შეიმჩნეოდა მცირე საბრძოლო აქტიურობა. 18 მარტს ჩვენმა არტილერიამ გაანადგურა ახალი ათონის მხრიდან ეშერისკენ მომავალი მძიმე სატვირთო მანქანების ავტოკოლონა, რითაც მეომრები გადაჰყაბდა მტერს. 19 მარტს სოხუმის რ-ნ ს. ოდიშთან ქართველებმა ჩამოაგდეს რუსული სუ-27. პილოტი ვ. შიპკო დაიღუპა. ამ თვითმფრინავზე გაჰყვიროდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, რომ, თითქოს, ის ქართველებმა გადაღებეს და საკუთარ პოზიციებს ბომბავდნენო.

სამწუხარო და მოღალატეობრივი გადაწყვეტილება იყო ხელისუფლების მიერ მარტის გამარჯვების არგამოყენება. ქართულ შენაერთებს სარდლობამ აუკრძალა პანიკურად გაქცეული მოწინააღმდეგის დევნა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ, მეომართა თავდადებამ და გმირობამ გაგრძელება ვერ ჰპოვა და საქართველოს პოლიტიკური სარგებელი ვერ მოუტანია. შემდგომ დრომ და გარემოებებმა ჩვენს წინააღმდეგ იმუშავა და აფხაზეთი დღემდე უდიდეს ქართულ ტკივილად რჩებაჩვენ კი ყოველ 16 მარტს პატივს მივაგებთ დაღუპული ძმების ხსოვნას და გვჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!