„აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი“ - რაულ ხაჯინბას
ძირითადი მხარდამჭერი ძალა. 8-9 წელი ოპოზიციაში იყო. დღეს სახელისუფლებო პარტიაა.
მთავარ ოპოზიციურ ძალას - პარტია „ამცახარას“,
რომელიც სამი წლის წინ შეიქმნა ვეტერანთა მსგავსი დასახლების მოძრაობის საფუძველზე,
ორი ოპოზიციური პერიოდი ჰქონდა და ერთი, 9 წლიანი, სახელისუფლებო.
შემდეგია პარტია „Единая Абхазия“, რომელიც 7 წლის
წინ შეიქმნა 2004 წ. დაარსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის საფუძველზე, ოპოზიციონერთა
რიგებშია.
ამ ორი ძალის გარდა, არავის არ ჰქონია მსგავსი „პოზიცია-ოპოზიციის“
რყევები.
„ერთიანი აფხაზეთის“ 12 წლიანი არსებობის მანძილზე,
ის ორი პერიოდი ოპოზიციაში იყო, ხოლო კიდევ ორ პერიოდში ხელისუფლებას უჭერდა მხარს.
ახლა გზის გასაყარზეა. ამიტომაა, რომ ვერ ჩამოყალიბდა. ის საზოგადოებაში განიხილება
როგორც „მესამე ძალა“. ამჟამინდელი მდგომარეობიდან ჩანს, რომ შემდეგ „საპრეზიდენტო“
არჩევნებზე ამ პარტიას ეყოლება თავისი კანდიდატი, ოღონდ არა სერგეი შამბა, რომელსაც
65 წელი შეუსრულდა.
რვა წლის „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების“ პარტია
დღეს გაერთიანებულია სახელისუფლებო ალიანსში. მისი ლიდერი ბესლან ბუთბა ერთ დროს პრემიერიც
კი იყო, მაგრამ ეს გაერთიანება სუსტია.
„აფხაზეთის სახალხო პარტია“ დაარსდა 1991 წელს (ლიდერი
- იაკუბ ლაკობა). საინფორმაციო სივრცეში ძალიან ხმაურიანი ჯგუფია, მაგრამ ურეიტინგოა.
„აფხაზეთის კომუნისტური პარტია“ დაარსდა 1995 წელს.
მისი შემადგენლობაც - გასაგებია. ესეც სუსტი პარტიაა.
ყველაზე ბოლოს დავასახელებთ იმ ორგანიზაციებს, რომლების
ახლახან შეიქმნენ: „აინარი“, „სამართლიანობისა და განვითარების აფხაზეთის სახალხო ფრონტი“
და „დემოკრატიული აფხაზეთი“.
ესაა - რაცაა.
სქემატურია, მაგრამ ძირი ჩანს.
Комментариев нет:
Отправить комментарий