„აფხაზეთის
წმინდა მიტროპოლია“, რომლის თავმჯდომარეა არქიმანდრიტი დოროფეი (დბარი), 15 მაისს
მეორე საეკლესიო-სახალხო შეკრებას გეგმავს, სადაც უნდა აირჩიონ მეორე მოწვევის
მიტროპოლია. აქვე
იქნება განხილული 2011-2016 წწ. ანგარიში და მიიღებენ მიმართვას მართლმადიდებელი
ეკლესიების კრებისადმი, რომელიც საბერძნეთში გაიმართება მ. წ. ივნისში.
აფხაზეთში
დღეს მოქმედებს ორი ქრისტიანული ორგანიზაცია: „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“
(ხელმძღ.: „მამა“ ბესარიონ აპლია) და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, რომელსაც მიტაცებული აქვს ახალი ათონის მონასტერი (ხელმძღ.: „არქიმანდრიტი“ დოროფეი დბარი).
პირველი ორიენტირებულია რუსეთის ეკლესიაზე (რომელიც აფხაზეთს საქართველოს ეკლესიის
კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს), ხოლო ე. წ. მიტროპოლია კონსტანტინოპოლისკენ
იმზირება. მოუხედავად იმისა, რომ ეს წარმონაქმნები ერთმანეთთან მწვავე
დაპირისპირებაში არიან, ისინი ერთ მიზანს ისახავენ: დამოუკიდებელი „აფხაზური
ეკლესიის“ შექმნას.
აფხაზურ
საზოგადოებაში ამ საკითხებზე უკვე მრავალი წელია ვნებათა ღელვა არ ცხრება.
პოლემიკაში აქტიურად არის ჩართული სოხუმის რეჟიმის ოფიციოზი. რაულ ხაჯინბამ მ. წ. 5 აპრილს ეს საკითხები განიხილა „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ (ამე) წარმომადგენლებთან.
მან გაიხსენა, რომ 2010 წ. 28 დეკემბერს სოხუმის მთავრობამ მიიღო
დადგენილება, რომლის მიხედვით, ბესარიონ აპლიას ჯგუფს უვადო სარგებლობაში გადაეცა სიმონ
კანანელის მონასტერი და ის ტაძრები, რომლების ახალი ათონის ტერიტორიაზე
მდებარეობენ. იმის გამო, რომ ორივე დაჯგუფების უკან მრავალი მორწმუნე დგას, რ.
ხაჯინბა გამორიცხავს დოროფეი დბარის „წმინდა მიტროპოლიის“ მონასტრიდან ძალისმიერი
მეთოდებით გამოყვანას და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს მათ.
პრობლემას გამოეხმაურა პარტია „ედინაია აფხაზია“. ამასთან, მისმა
ლიდერმა ს. შამბამ განაცხადა: «Всякие заявления о том, что нашу автокефалию может поддержатьКонстантинополь, другие поместные церкви, совершенно наивны и вводят людей взаблуждение. Существуют каноны, которыенужно знать. И, в первую очередь тем, кто делает подобные заявления».
საინტერესოა
რელიგითა საკითხებში აფხაზური ე. წ. მთავრობის რწმუნებულის რ. კაციას პოზიცია: „აფხაზეთის
ეკლესიის ავტოკეფალიისთვის აუცილებელია დედა ეკლესიისგან ამის უფლების მიღება.
ეს კი საქართველის მართლმადიდებელი ეკლესიაა. ცხადია, ამგვარ თანხმობას ვერასდროს მივიღებთ.
ამიტომ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ჩვენს შიდა ერთობაშია. იმის გათვალისწინებით, რომ
აფხაზეთის მოსახლეობა 25 წელია მოწყვეტილია ქართული ეკლესიისგან, იმაზე უნდა ვისაუბროთ,
თუ კანონიკურად როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი“.
დღეისთვის ერთია ნათელი. მიუხედავად ხან მოსკოვში, ხან კონსტანტინოპოლში და ხანაც საბერძნეთში წანწალისა, მართლმადიდებლობას ამოფარებულმა სექტანტებმა ვერაფერს მიაღწიეს და ერთმანეთს დაერივნენ ქონებისა და გავლენების მოპოვების გამო. ე. წ. აფხაზურო მართლმადიდებლობა ისეთივე ფიქცია და საპნის ბუშტი აღმოჩნდა, როგორც "დამოუკიდებელი აფხაზეთი", სადაც თავად აფსუების როლი დაღმართისკენ მიექანება.
Комментариев нет:
Отправить комментарий