რუსის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ტარდება რაღაც "მსოფლიო ჩემპიონატი" ფეხბურთში. შეკრებილნი არიან ბედისა და FIFA-ს მიერ "დაჩაგრული", არაღიარებული ნაკრებები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისეთებიც არიან, საერთოდ, არც გამიგია.
ცხადია, იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი არიან, შესაბამისი სიფრთხილით აღიქვამენ ამგვარ ინიციატივებს, მაგრამ რადგან ეს ეთნიკური უმცირესობები იარაღით ხელში არ იბრძვიან საკუთარი მთავრობების წინააღმდეგ და სახელმწიფოს შემქმნელ ერს აჯანყებებსა და გენოციდს არ უწყობენ, - იაპონია, თურქეთი, იტალია, შვედეთი და ა. შ., - ლოიალურად ეკიდებიან უმცირესობათა მსგავს სეპარაციას. დემოკრატიულ საზოგადოებაში არავის უშლის ეს ხელს.
გასაკვირი არაა, რომ ტურნირის ჩატარების ფაქტით აფსუთა აღფრთოვანებას საზღვარი არა აქვს. იზოლაციაში ცხოვრება ცუდი რამაა და თავის ჭიას ახარებენ. თავად ამ ე. წ. ჩემპიონატზე, რომლის წინააღმდეგი სრულებით არ გახლავართ, შემდგომში შეძლებისდაგვარად მოგითხრობთ და შევეცდები იმის დადგენას, დაარღვია, თუ არა იმ 350-მდე უცხოელმა (მათ შორის, ჟურნალისტმა), რომლებიც აფხაზეთში ჩავიდნენ, ჩვენი კანონმდებლობა და როგორ იმუშავა წინმსწრებად ამის პრევენციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
აქ კი პატარა სენსაცია მინდა გაუწყოთ.
აფსუებმა (ჰოი და, საოცრება!) იაპონელი კორეელების ნაკრებში "ნათესავი აფხაზი" აღმოაჩინეს - ვინმე შოთა აიბა ქალაქ ტაგავადან! თურმე, ამ ფეხბურთელსაც ძალიან გახარებია, მისი გვარი აფსუურს რომ დაემთხვა, მაგრამ "აფხაზობისგან" შორს დაუჭერია. უთქვამს: "Ксожалению, я не абхаз, но горжусь тем, что мои имя и фамилия совпадают с абхазскими. Никогда раньше не слышал об Абхазии и абхазах".
მაგრამ სხვისი გვარებისა და ეროვნების, სხვისი ტერიტორიის, ისტორიისა და კულტურის ქურდ-ბაცაცა ხალხს ეს გააჩერებდა?! თავი არ დაუნებებიათ იაპონელ-კორეელი "აფხაზისთვის", მიუყვანიათ ადგილობრივი აიბები, თხის დაკვლასაც დაპირებიან და ა. შ. მოკლედ, ჯერ უცნობია, რით დამთავრდება ეს ამბავი.
აი, სახელს კი ვერაფერი მოუხერხეს აფსუებმა. ამასთან დაკავშირებით აქვე, სასხვათაშორისოდ, მინდა გაგახსენოთ. 1989 წ. ლეგენდარულმა შოთა ჩოჩიშვილმა ამომავალი მზის ქვეყნის დაუმარცხებელი მსოფლიო ჩემპიონი, თითოეული იაპონელისთვის ღმერთად ქცეული ა. ინოკი დაანარცხა ბეჭებზე. ამ დღის შემდეგ, იქაურებისთვის კერპად ქცეული ჩვენი მოჭიდავის საპატივცემულოდ, 10 ათასზე მეტ ახალშობილს დაარქვეს სახელად შოთა. ალბათ, ამ შოთა აიბაშიც ეს ტრადიცია აისახა ისე, თავადაც რომ არ იცის.
ამასთან, ახალგამომცხვარი "აფხაზის" გვარის საკითხი გაცილებით რთულადაა. საიდან მოდის? თუმცა, მსოფლიოში მრავლადაა სუფიქს "ბა"-თი ნაწარმოები გვარები: ტარას ბულ-ბა, პატრის ლულუმ-ბა... ანდა: შაი-ბა, სტოლ-ბა... :))) ყველა და ყველაფერი აფსუა ხომ ვერ და არ იქნება, რაც "ბა"-ზე მთავრდება?!
აფსუებს ჰგონიათ, რომ სუფიქსი "ბა" მათი ენის კუთვნილებაა. არადა, ის კოლხურია, ლაზურია. მე სპეციალისტი არ ვარ ამ საკუთხებში, მაგრამ: "ბა-ღანა"(= ბავშვი), ბა-ბა(= მუ-მა, მამა), ბა-ბუ და ა. შ.
ცოტა სარკასტულად გამომივიდა, მაგრამ...

Комментариев нет:
Отправить комментарий