30 мая 2016

ოკუპირებული ტერიტორიების ანტი-ანექსიური სტრატეგიის ელემენტები


“მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება”, რომელიც პუტინის რუსეთმა ორი წლის წინ გააფორმა ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებთან, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შელახვის მორიგი ეტაპია. თუმცა, ის არ უნდა იქნას განხილული როგორც ცალკე აღებული ეპიზოდი. აღნიშნული ხელშეკრულებით მოსკოვი აგრძელებს ნაბიჯების სერიას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თანდათანობითი ანექსიისკენ.


რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში საქმის აღძვრისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადება;
თანმიმდევრული, კოორდინირებული და აქტიური დიპლომატიური და პოლიტიკური ქმედებები პარტნიორების მოსამზადებლად ანექსიის შემთხვევაში რუსეთზე საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზნით;
საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტების რეგულარულად ამოქმედება;
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტებისა და ინსტრუმენტების ამუშავება, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 . ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პასიურობის გამო;
რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების
შემცირება;
საქართველოს უსაფრთხოების სისტემის, თავდაცვის სტრატეგიისა და სტრატეგიული
დოკუმენტების გადახედვა ანექსიიდან მომდინარე ახალი საფრთხეების
გათვალისწინებით;
საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით საერთაშორისო პრესასთან აქტიური მუშაობა;
ანექსიიდან გამომდინარე, ახალი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ტერმინოლოგიის დანერგვა;
სოხუმისა და ცხინვალის მოსახლეობის მიმართ ახალი, რეალისტური და ქმედითი
ინიციატივების ჩამოყალიბება, მათ შორის, სადაც შესაძლებელია სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით;
რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვისთვის მზადყოფნის დაფიქსირება.



Комментариев нет: