19 ноября 2018

რუსეთის ინტერესები საქართველოში


რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ლიტერატურული მეტაფორის,,რუსული სამყარო“ პოლიტიკაში დამკვიდრება. მე-19 საუკუნის ლიტერატურული კონცეფციის ამ სახეცვლილებამ განსაკუთრებული ,,მოხმარებასაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიძინა, როდესაც მას მიენიჭა რუსი და რუსულენოვანი ხალხების ერთიანი ,,ქოლგისქვეშ გაერთიანების ფუნქცია. შედეგად რუსული სამყაროს იდელოგიურ პროპაგანდას უნდა მოეხდინა რუსული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის ლეგიტიმაცია.
რუსული ინტერესების განმსაზღვრელი ერთ-ერთი კატეგორიაა ,,ახლოდა ,,შორეულისაზღვარგარეთის განსაზღვრება. ამ დაყოფის მიხედვით ქვეყნების ის კატეგრიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ,,ახლო საზღვარგარეთსწარმოადგენენ რუსეთის საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებული ინტერესების სფეროებს.

როდესაც რუსი პოლიტიკოსები სახელმწიფოს საზღვრებზე საუბრობენ, მათ მხედველობაში აქვთ ორმაგი საზღვრები. ანუ ეს არ გულისხმობს საზღვრებს რუსეთსა და მასთან გეოგრაფიულად უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფეობს შორის, არამედ აქ იგულისხმება საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც ამ სახელმწიფოს გარეთაა ანუ გარე საზღვარი. მაგალითისათვის: რუსეთმა საქართველოს შესთავაზა, რომ ბათუმში შექმნილიყო რუსულ-ქართული ერთიანი ანტიტერორისტული ცენტრი. რუსეთის მიერ შემოთავაზებული ეს აქცია ერთი შეხედვით შეიძლება აღქმული იყოს, როგორც უსაფრთხოების სფეროში გადადგმული დადებითი ნაბიჯი, მაგრამ მისი არსით ეს იდეა იყო რუსული შიდა და გარე საზღვრების კონტროლის მექანიზმის საუკეთესო საშუალება.
ჩვენი ხელისუფლება ამ ვითომდა საქართველოსთვის სასიკეთო ნაბიჯს არ დათანხმდა. (ვაზიანის, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები დატოვეს რუსეთის ჯარებმა).
რუსული ,,შიდადა ,,გარესაზღვრების გაგების მიხედვით, საქართველოს ტერიტორია თურქეთის ტერიტორიამდე რუსეთის შიდა საზღვრებში შედის, ხოლო გარე საზღვარი უშუალოდ მთავრდება საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ფაქტიურად  გამოდის, რომ ამ დოქტრინის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი რუსეთის კონტროლის ქვეშ ექცევარუსეთის ფედერაციის ,,ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ თანახმად, რუსეთის ამოცანაა, დაიცვას რუსი ეთნიკური ჯგუფები ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე
2005 წელს პუტინმა შეახსენა ფედერალურ ყრილობას, რომ რუსული ეთნიკური უმცირესობების დაცვა ეს რუსული სახელმწიფოს ამოცანაა. 2008 წელს სწორედ ეს მოტივი გაიხადა რუსეთმა საქართველოში ინტერვენციის საბაბად. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში დაარიგა რუსული პასპორტები და ამგვარად საქართველოს მოქალაქეებისაგან შექმნა რუსეთის მოქალაქეები.
90-იანი წლებიდან რუსეთი ორმაგი სტანდარტებით თამაშობს. 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ საქართველოში არსებული ,,გაყინული კონფლიქტებიწარმოადგენენ არა მხოლოდ გაყინულ კონფლიქტებს, არამედ ისინი არიან ,,კონტროლირებული და მართული ქაოსები. ამ ასპექტიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებული პოლიტიკა მიმართულია არა კონფლიქტების მოგვარებისაკენ, არამედ კონფლიქტების შენარჩუნებისა და საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტების გაღვივებისაკენ
რუსეთის მიზანია, რომ რეგიონში შეინარჩუნოს ჰეგემონია და გაატაროს საკუთარი ინტერესების დამცავი პოლიტიკა და საქართველო მოაქციოს საკუთარ ,,საზღვრების შიდა ზონაში”.


Комментариев нет: