მიუხედავად რუსეთის მიერ აფხაზეთზე სრული სამხედრო-პოლიტიკური კონტროლისა, იქ განლაგებული მრავალი სამხედრო ბაზისა და სპეცსამსახურების მიერ მუდმივი მუშაობისა, ეთნიკურად რუსულ
მოსახლეობას იქ ცხოვრება ძალიან უჭირს. ამაზე მეტყველებს თუნდაც სტატისტიკა. თუ
1959 წ. აღწერით მათი რაოდენობა ავტონომიაში შეადგენდა მოსახლეობის 20 % მეტს,
2003 წლისთვის ამ მაჩვენებელმა დაიწია 10,9 %-მდე (23 420), ხოლო 2011 წ. –
9,17 %-მდე (22 077).
რამდენად პარადოქსულად არ უნდა გვეჩვენებოდეს ეს, ოკუპირებულ აფხაზეთში
რუსებს სწორედ ეთნიკური ნიშნით ავიწროებენ. ხშირია მათი ძარცვა-ყაჩაღობა, გატაცებები,
მკვლელობები. მათ ართმევენ სახლებსა და ბინებს, ქონებას. რუსები ვერ ანვითარებენ ბიზნესს, არ შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა და ამ სფეროში ლეგალური ინესტირება და ა. შ.
მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივთა ძირითადი შემოსავალი ტურისტული სეზონზე
მოდის და ვიზიტორებიც ძირითადად რუსები არიან. მათ სიიაფე იზიდავთ, მაგრამ ათასობით ადამიანს ძალიან უნანია, რომ აფხაზეთს ესტუმრა, რადგან მათზე ლამის ნადირობაა გამოცხადებული.
ისინი ძარცვის, შანტაჟის, თაღლითობისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. მეტიც, პერმანენტულად
ცნობილი ხდება დაუნდობელი მკვლელობების, გაუპატიურებების, ვანდალური მოპყრობისა და
სხვა სასტიკი დანაშაულობების შესახებ, რომელთაც ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, არავინ იძიებს.
აფახაზეთში რუსებს ღორებს ეძახიან და შესაბამისადაც ექცევიან.
მოსკოვი პერიოდულად აპროტესტებს აფსუათა მხრიდან რუსების მიმართ უდიერ მოპყრობას, რომელიც აპარტეიდის ფორმებს იძენს. ადგილობრივი მარიონეტული
რეჟიმიც თითქოსდა ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ 25 წელია ლაპარაკის იქით საქმე
არ მიდის. გასაკვირიც არაა, რადგან რუსეთს ამ რეგიონში (და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც) არც ეთნიკური რუსები,
არც აფსუები და სხვა ვინმე აინტერესებთ. მათი მთავარი ამოცანა საქართველოსთვის
რაც შეიძლება დიდი და გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაა მისი სახელმწიფოებრიობის მოსპობის
მიზნით. ამიტომ კრემლში ფეხებზე ჰკიდიათ ე. წ. თანამემამულეები, რომელთა დაცვა მხოლოდ პროპაგანდისტული
იარაღის ნაწილია.
მოკლედ, აფხაზეთის რუსები, ფაქტიურად, მეორეხარისხოვანი მოსახლეობაა, რომელთა
ძირითად მასას დღეს უკვე მოხუცები და საშუალო ხნის ადამიანები შეადგენენ. ისინი ცდილობენ სათვისტომოებსა
და სხვადასხვა ორგანიზაციებში გაერთიანებით დაიცვან თავი, მაგრამ, მიუხედავად აფხაზეთში
რუსეთის ე. წ. საელჩოს ფინანსური თუ სხვა დახმარებისა, ესეც ცუდად გამოსდით. ამას თუნდაც
ის ადასტურებს, რომ დღეს იქ 26-მდე მათი სათვისტომო არსებობს და ისინი ერთმანეთს ექიშპებიან,
რადგან ვერ იყოფენ მოსკოვის მიერ გადმოგდებულ რუბლებს.
სიტუაციის დარეგულირების მორიგი მცდელობა იყო კრემლის მიერ მ. წ. 25 ნოემბერს
სოხუმში ორგანიზებული რუსული სათვისტომეების ე. წ. გამაერთიანებელი კონფერენცია, რომელიც
მათი „საელჩოს“ ინიციატივით ჩატარდა („ელჩი“ - ა. დვინიანინი), რომელზე მონაწილეებს გააცნეს და დაურიგეს მოსკოვში მ. წ. 1 ნოემბერს გამართულ რუს
თანამემამულეთა VI მსოფლიო კონგრესზე ვ. პუტინისა და ს. ლავროვის გამოსვლების ტექსტები.
თუმცა, ეს სოხუმური კონფერენცია ისე დამთავრდა, რომ ერთობლივი რეზოლუციაც კი ვერ მიიღეს.
ამდენად, პერსპექტივაში უეჭველია აფხაზეთის რუსული მოსახლეობის რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება...
თუმცა, თავად აფსუები გარბიან აფხაზეთიდან და რა გასაკვირია, რომ თანდათან ეს
მხარე პირწმინდად დაიცლება.

Комментариев нет:
Отправить комментарий