ორგანიზაციას განზრახული აქვს ორი თვის ვადაში გამოაქვეყნოს აფხაზეთის ახალი პოლიტიკური სისტემის შექმნის გეგმა და საზოგადოებას შესთავაზოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმის შესახებ, რაც სამინისტროებისა და უწყებების ოპტიმიზაციას გულისხმობს. ახალი ოპოზიციური ძალა კორუფციასთანაც აპირებს ბრძოლას.
„საერთო
ძალის“ ასპარეზზე გამოჩენას ეჭვით შეხვდა „აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკი“, რომელშიც შედიან: პარტია „ამცახარა“ (ა. კვიწინია), საზოგადოებრივი
გაერთიანება „ქალები პოლიტიკაში“ (ი. აგრბა), ფონდი „აფრა“ (ა. ბჟანია) და
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აბზანხარა“ (ნ. აშუბა). მათი ლიდერია ცნობილი
დეპუტატი და უშუშროების გენერალი ა. ბჟანია, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო
ბოლო არჩევნების დროს. მათ მ. წ. 27 დეკემბერს საკმაოდ მწვავე განცხადება გამოაქვეყნეს («Публичная истерика»), სადაც ახლადგამომცხვარ „მესამე გზის“
მომხრეებს სიცრუესა და ახალგაზრდობის პატრიოტიზმით მანიპულირებაში დასდეს ბრალი.
გამოცდილ ოპოზიციონერებს, რომლებიც, ცხადია, აფხაზეთის არსებობასა და დემოკრატიულ
განვითარებას რუსეთის გარეშე ვერ ხედავენ, მიაჩნიათ, რომ „საერთო ძალის“ მიზანს
„ნამდვილი“ ოპოზიციის დისკრედიტაცია წარმოადგენს: „Стремление очернить оппозицию – это простой
маневр, а не серьезный политический жест. Мнение таких «экспертов» уже никому
не интересно. А их стремление войти в доверие к молодым «озадаченным нынешним
положением в Абхазии и занимающихся «поиском выхода из тупика», - это то
пространство, которое они оставляют для себя, оказавшись сегодня на развилке.
ადრინდელი გამოცდილებიდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ, მიუხედავად ტოტალური სამხედრო-პოლიტიკური კონტროლისა, მოსკოვს მაინც სურს აფხაზეთის მწირ პოლიტიკურ სივრცეში 2019 წ. საპრეზოდენტო "არჩევნების" წინ ერთგვარი კონკურენტული გარემოს იმიტაციის შექმნა. ასე თუ ისე, კრემლს აფსუებთან მაინც აქვს რამოდენიმე პრობლემა (უძრავი ქონების გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნა, საზღვრების დემარკაცია და ა. შ.), რომლის გადაწყვეტა ვერც ადრინდელმა ხელმძღვანელებმა და ვერც რ. ხაჯინბამ ვერ მოახერხეს და ეს, ცხადია, ყარაყორუმში არ სიამოვნებთ. ამიტომ, რაც მეტი ადგილობრივი ჯგუფი თუ კლანი იქნება ერთმანეთთან დაპირისპირებული, მით უფრო ადვილია სიტუაციის მართვა და ადგილობრივი მარიონეტებით მანიპულირება.ერთი ცხადია, ჩვენთვის ამ თამაშებით არაფერი იცვლება - რუსეთის პუტინიზმი კვლავ რჩება საქართველოსა და ქართველი ერის დაუძინებელ მტრად.
Комментариев нет:
Отправить комментарий